რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ყველა ტიპის მაღაზია და ბაზრობა გაიხსნა. შესაბამისად, მუშაობა განაახლა ყველა იმ სავაჭრო წერტილმა, სადაც მეორადი ტანსაცმელი იყიდება, თუმცა გაზრდილი ფასებით.
როგორც მოვაჭრეები "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებენ, გაუფასურებული ლარის გამო, გაუძვირდათ პროდუქციის ასაღები ფასი და იძულებულები გახდნენ, გაეზარდათ ტანსაცმლის საცალო ღირებულებაც.
მეორად ბაზრობაზე ტანსაცმლის ფასები საშუალოდ 2-დან 10 ლარამდეა გაზრდილი. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მდგომარეობაშია ესა თუ ის სამოსი, რა ბრენდია და რომელი ქვეყნიდან შემოდის.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ ყველაზე ძვირი ამერიკა-ბრიტანეთიდან იმპორტირებული პროდუქტი ღირს, შემდეგია გერმანია, ევროპის სხვა ქვეყნები და თურქეთი. საქართველოში კი, ბოლო, 2020 წლის 4 თვის მონაცემებით იმპორტირებული მეორადი ტანსაცმლის 29% თურქეთზე მოდის. მეზობელი ქვეყნიდან იანვარ-აპრილში 563,4 ტონა ტანსაცმელი შემოვიდა, მთლიანად, ყველა ქვეყნიდან კი 1 944 ტონა.
"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ TOP-5 იმპორტიორ ქვეყანას: (2019 წლის იანვარ-აპრილი: წყარო - საქსტატი)...წაიკითხეთ სრულად