ავტორი:

"დამნაშავეც რომ ვყოფილიყავი, ვანო ზარდიაშვილი რა შუაშია"? - რას ამბობდა აბრალავა ერთი წლის წინ ნორვეგიაში დაკავების თაობაზე?

"დამნაშავეც რომ ვყოფილიყავი, ვანო ზარდიაშვილი რა შუაშია"? - რას ამბობდა აბრალავა ერთი წლის წინ ნორვეგიაში დაკავების თაობაზე?

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ გრიგოლ აბრალავასა და ნუგზარ თალაკვაძეს პატიმრობა შეუფარდა. გრიგოლ აბრალავა საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, ანზორ აბრალავას ვაჟია. ის 1999-2004 წლებში ბლოკ "საქართველოს აღორძინების" წევრი იყო. აბრალავების სიძეა ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი, რომლის გავლენაზე საზოგადოებაში ბევრს ლაპარაკობენ.

ფაქტი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მოხდა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის პატრულ-ინსპექტორებმა იმ ავტომანქანის შეჩერება სცადეს, რომელშიც აბრალავა და თალაკვაძე ისხდნენ. ისინი მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, თუმცა პოლიციელებმა დევნის შედეგად ავტომანქანა მაინც შეაჩერეს.უწყების ინფორმაციით, ავტომანქანიდან გადმოსულმა გრიგოლ აბრალავამ და ნუგზარ თალაკვაძემ პატრულ-ინსპექტორებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს. ბრალდებულებს ჯერ გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუციათ. იყვნენ თუ არა დაკავებულები ნასვამები, ჯერ უცნობია.

აბრალავას ადვოკატი იოსებ ხარატიშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და სააპელაციო სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ (2.000-დან 5.000 ლარამდე) გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.

იოსებ ხარატიშვილი: - არ შეიძლება აბრალავაზე ვილაპარაკოთ, როგორც კრიმინალზე, რადგან ის ნასამართლევი არ არის. გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაც მოვითხოვეთ, მაგრამ ამ შუამდგომლობას მოსამართლე არ დაეთანხმა. ასევე მზად ვიყავით, ბრალდებულს ჩაებარებინა საზღვარგარეთის პასპორტი, პოლიციაში გამოცხადებულიყო კვირაში ერთხელ და მისი მიმოსვლა ეკონტროლებინა შესაბამის უწყებას, თუმცა ამაზეც უარი გვითხრეს, რაც, ალბათ, გამოიწვია წაყენებულმა მუხლმა. დაკავებულებს პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

- აბრალავა ბრალს აღიარებს?

- ჯერ მას მხოლოდ წინასწარი დაკავების იზოლატორში შევხვდი. დეტალებზე არ გვილაპარაკია, ამიტომ დუმილის უფლება აირჩია. ეს არც აღიარებას ნიშნავს და არც - უარყოფას. ყველაფერს ერთად რომ გავაანალიზებთ, ამის შემდეგ მისცემს ჩვენებას. წაიკითხეთ სრულად

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

"პოლიციელი, რომელმაც სავარაუდოდ არასრულწლოვანზე იძალადა, შეიძლება ხელმძღვანელი პირი იყოს" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

"გაიგეს, რომ კონფლიქტი მოხდა... ჩავიდნენ, რათა თავიანთი უბნელი ამ კონფლიქტიდან განერიდებინათ" - დაკავებული მორაგბეების ადვოკატი