მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოცდის წინა დღეს სიცხის ქონის შემთხვევაში, PCR ტესტის გაკეთება მოუწევთ, რომელიც უფასო იქნება" - ყველაფერი, რაც წელს აბიტურიენტებმა უნდა იცოდნენ
"გამოცდის წინა დღეს სიცხის ქონის შემთხვევაში, PCR ტესტის გაკეთება მოუწევთ, რომელიც უფასო იქნება" - ყველაფერი, რაც წელს აბიტურიენტებმა უნდა იცოდნენ

აბი­ტუ­რი­ენ­ტებს გა­მოც­დის წინა დღეს ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, PCR ტეს­ტის გა­კე­თე­ბა და სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში ცნო­ბის წარ­დგე­ნა მო­უ­წევს, რომ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია ერთ-ერ­თია, რო­მელ­საც სა­გა­მოც­დო ცენ­ტრებს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი აძ­ლევს.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ტემ­პე­რა­ტუ­რის 37.50С -ზე მე­ტის შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­მო­საც­დელს არ აქვს გა­მოც­დამ­დე არა­უ­მე­ტეს 2-3 დღით ადრე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი PCR ტეს­ტი­რე­ბის დას­კვნა კო­ვიდ-უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გით, ის მო­იხ­სნე­ბა გა­მოც­დი­დან.

  • „თუ გა­მო­საც­დელს გა­მოც­დის წინა დღე­ებ­ში ექ­ნე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, მან უნდა ჩა­ი­ტა­როს PCR ტეს­ტი და წარ­მო­ად­გი­ნოს ცნო­ბა, რომ არ არის კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ასე­ვე, თუ აქვს ქრო­ნი­კუ­რი სი­ცხე, უნდა მო­ი­ტა­ნოს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხის ექი­მის ცნო­ბა.
  • თუ გა­მო­საც­დელს 37 გრა­დუ­სი ან 37 გრა­დუს­ზე მეტი ტემ­პე­რა­ტუ­რა აღე­ნიშ­ნე­ბა, 15 წუთ­ში უნდა შე­უ­მოწ­მდეს ტემ­პე­რა­ტუ­რა ვერ­ცხლის­წყლის თერ­მო­მეტ­რით. გა­და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ 37,5 გრა­დუ­სამ­დე (37,4 გრა­დუ­სის ჩათ­ვლით) შე­დე­გის შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ შემ­დე­გი: თუ გა­მო­საც­დელს აქვს გა­მოც­დამ­დე არა­უ­მე­ტეს 2-3 დღით ადრე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და მი­ღე­ბუ­ლი PCR ტეს­ტი­რე­ბის დას­კვნა კო­ვიდ-უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გით, მა­შინ მისი გან­თავ­სე­ბა ხდე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ სხვა გა­მო­საც­დე­ლებ­თან სა­ერ­თო დარ­ბაზ­ში.
  • თუ გა­მო­საც­დელს არ აქვს გა­მოც­დამ­დე არა­უ­მე­ტეს 2-3 დღით ადრე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და მი­ღე­ბუ­ლი PCR ტეს­ტი­რე­ბის დას­კვნა კო­ვიდ-უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გით, გა­მო­საც­დე­ლის გა­მოც­და­ზე დაშ­ვე­ბის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა ხდე­ბა ექი­მის მიერ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, კერ­ძოდ: თუ სი­ცხის გარ­და არ აღე­ნიშ­ნე­ბა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არც ერთი სიმპტო­მი (ხვე­ლა, ცე­მი­ნე­ბა, სურ­დო, ქო­ში­ნი), გა­მო­საც­დე­ლი გან­თავ­სდე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ სხვა გა­მო­საც­დე­ლებ­თან სა­ერ­თო სექ­ტორ­ში.
  • იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ 370С-დან 37.40С-მდე ტემ­პე­რა­ტუ­რას თან ახ­ლავს რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რო­მე­ლი­მე სიმპტო­მი, მა­შინ გა­მო­საც­დე­ლის გან­თავ­სე­ბა ხდე­ბა ცალ­კე სა­რე­ზერ­ვო ოთახ­ში დამ­ცა­ვი ფა­რის მქო­ნე მა­გი­დას­თან და ორ­მეტ­რი­ა­ნი რა­დი­უ­სის დის­ტან­ცი­ით ამა­ვე ოთა­ხის სხვა მა­გი­დებ­თან. ასეთ­მა გა­მო­საც­დელ­მა PCR ტეს­ტი სა­სურ­ვე­ლია ჩა­ი­ტა­როს მომ­დევ­ნო გა­მოც­დამ­დე; 37.50С ტემ­პე­რა­ტუ­რი­სას (რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სიმპტო­მე­ბის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც) გა­მო­საც­დე­ლის გან­თავ­სე­ბა ხდე­ბა ცალ­კე სა­რე­ზერ­ვო ოთახ­ში დამ­ცა­ვი ფა­რის მქო­ნე მა­გი­დას­თან და ორ­მეტ­რი­ა­ნი რა­დი­უ­სის დის­ტან­ცი­ით ამა­ვე ოთა­ხის სხვა მა­გი­დებ­თან. ასე­ვე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მომ­დევ­ნო გა­მოც­დამ­დე PCR-ტეს­ტის გა­კე­თე­ბა.
  • ტემ­პე­რა­ტუ­რის 37.50С -ზე მე­ტის შემ­თხვე­ვა­ში: თუ გა­მო­საც­დელს არ აქვს გა­მოც­დამ­დე, არა­უ­მე­ტეს 2-3 დღით ადრე, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი PCR ტეს­ტი­რე­ბის დას­კვნა კო­ვიდ-უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გით, ის მო­იხ­სნე­ბა გა­მოც­დი­დან და რე­კო­მენ­და­ცი­ის თა­ნახ­მად, უნდა მი­მარ­თოს ექიმს/დარ­ე­კოს 112-ზე;
  • თუ გა­მო­საც­დელს აქვს გა­მოც­დამ­დე, არა­უ­მე­ტეს 2-3 დღით ადრე, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი PCR-ტეს­ტი­რე­ბის დას­კვნა კო­ვიდ-უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გით, ექი­მი აფა­სებს მის მდგო­მა­რე­ო­ბას და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სიმპტო­მე­ბის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის მი­უ­ხე­და­ვად, გან­თავ­სდე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ სხვა გა­მო­საც­დე­ლებ­თან სა­ერ­თო სექ­ტორ­ში.
  • თუ გა­მო­საც­დელს აქვს გა­მოც­დამ­დე, არა­უ­მე­ტეს 2-3 დღით ადრე, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი PCR-ტეს­ტი­რე­ბის დას­კვნა კო­ვიდ-უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გით, მა­შინ ექი­მი აფა­სებს მის მდგო­მა­რე­ო­ბას და რო­მე­ლი­მე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სიმპტო­მის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­საც­დე­ლის გან­თავ­სე­ბა ხდე­ბა სა­რე­ზერ­ვო ოთახ­ში დამ­ცა­ვი ფა­რის მქო­ნე მა­გი­დას­თან და ორ­მეტ­რი­ა­ნი რა­დი­უ­სის დის­ტან­ცი­ით ამა­ვე ოთა­ხის სხვა მა­გი­დებ­თან. ასე­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ის თა­ნახ­მად, შემ­დეგ გა­მოც­დამ­დე უნდა მი­მარ­თოს ოჯა­ხის ექიმს კონ­სულ­ტა­ცი­ის მიზ­ნით.“, - ნათ­ქვა­მია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბი­სად­მი გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში.

თა­ვად ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის PCR ტეს­ტი უფა­სო იქ­ნე­ბა.

„თუ გა­მოც­დე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე აბი­ტუ­რი­ენტს აქვს სიმპტო­მე­ბი - მო­მა­ტე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა 37-დან ზე­მოთ, აქვს ხვე­ლა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, რა თქმა უნდა, მან უნდა მი­მარ­თოს პირ­ვე­ლად ჯან­დაც­ვის, ანუ ოჯა­ხის ექიმს და ოჯა­ხის ექი­მის რჩე­ვით იქ­ნე­ბა ის შემ­დგომ გა­მოკ­ვლე­უ­ლი და ასე­თი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა რე­ფე­რი­რე­ბუ­ლი PCR კვლე­ვა­ზე და მას ჩა­უ­ტარ­დე­ბა. ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი ამას რა თქმა უნდა, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის უფა­სოდ, ყო­ველ­გვა­რი გა­და­სა­ხა­დის გა­რე­შე ჩა­ვა­ტა­რებთ, მათ ამის­თვის არ ექ­ნე­ბათ არა­ვი­თა­რი ფი­ნან­სუ­რი ტვირ­თი”, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

მისი თქმით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თაც ჩვე­უ­ლებ­რივ 37 გრა­დუ­სი ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვთ ან სიმპტო­მე­ბი სხვა და­ა­ვა­დე­ბის გამო აღე­ნიშ­ნე­ბათ, ეს გა­მოც­და­ზე არ­დაშ­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ უნდა გახ­დეს.

„მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კის სა­პა­სუ­ხოდ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე შემ­თხვე­ვით არ მოხ­ვდეს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს წყა­რო შემ­დგომ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­სობ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბის და ამის­თვის შე­მუ­შავ­და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

კერ­ძოდ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის მთა­ვა­რი კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა არის რამ­დე­ნი­მე სიმპტო­მი: ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა, ხვე­ლა, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა. შე­იძ­ლე­ბა იყოს ცე­მი­ნე­ბა, ამი­ტომ, ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა ვე­ცა­დოთ, რომ ამ სიმპტო­მე­ბით ადა­მი­ა­ნი იყოს წი­ნას­წარ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი, რომ არ შე­ვი­დეს გა­მოც­და­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. იგი­ვე სიმპტო­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხულ­ში შე­იძ­ლე­ბა ახა­სი­ა­თებ­დეს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბებს და ჩვენ აბი­ტუ­რი­ენ­ტი არ უნდა ჩა­ვა­ყე­ნოთ ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ თუ მას აქვს ალერ­გია, ან აქვს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ცი­ე­ბა, სურ­დო ან ნორ­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა 37 გრა­დუ­სი აქვს, არ უნდა და­ი­ჩაგ­როს და არ უნდა იყოს აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, მისი გა­მოც­დის გა­და­ვა­დე­ბის ან არ­დაშ­ვე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, აბი­ტუ­რი­ენტს, რო­მელ­საც კო­ვიდ 19-ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა და მას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი PCR ტეს­ტით ვირუ­სი არ ექ­ნე­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას სპე­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში შეძ­ლებს.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, ამ შემ­თხვე­ვა­ში აბი­ტუ­რი­ენტს იზო­ლი­რე­ბულ ოთახ­ში, შე­სა­ბა­მი­სი ბა­რი­ე­რე­ბით მო­უ­წევს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა, რომ ყვე­ლა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა გა­მო­ი­რი­ცხოს.

„თუ აბი­ტუ­რი­ენტს ტემ­პე­რა­ტუ­რა და­უ­ფიქ­სირ­დე­ბა, მას კო­ვიდ­ზე ტეს­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს და პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია, მა­შინ შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტო­კო­ლი არ­სე­ბობს რო­გორ ვიქ­ცე­ვით ამ შემ­თხვე­ვა­ში. ის და­იშ­ვე­ბა გა­მოც­და­ზე, მაგ­რამ თუ ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან ერ­თად სხვა სიმპტო­მე­ბიც აქვს, ამ შემ­თხვე­ვა­შიც სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტო­კო­ლია. ის და­იშ­ვე­ბა გა­მოც­და­ზე იზო­ლი­რე­ბულ ოთახ­ში, შე­სა­ბა­მი­სი ბა­რი­ე­რე­ბით, რომ ყვე­ლა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა გა­მო­ი­რი­ცხოს. ანუ, სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა, ხვე­ლა ან სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, თუ კო­ვიდ ინ­ფექ­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის, აბი­ტუ­რი­ენ­ტის გა­მოც­და­ზე არ დაშ­ვე­ბის ბა­რი­ე­რად არ შე­იქ­მნას. ხაზს ვუს­ვამ, თუ PCR ტეს­ტით პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია და აბი­ტუ­რი­ენტს გარ­კვე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი აქვს, მან გა­მოც­და შე­სა­ბა­მის პი­რო­ბებ­ში ჩა­ა­ბა­როს. არის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი. ტემ­პე­რა­ტუ­უ­რა სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე, ტემ­პე­რა­ტუ­რა და სიმპტო­მე­ბი და თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტო­კო­ლი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­მოც­დე­ბის და­წყე­ბამ­დე და გა­მოც­დებს შო­რის პე­რი­ოდ­ში სა­გა­მოც­დო ოთა­ხებ­ში კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბი ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა. მი­სი­ვე თქმით, უშუ­ა­ლოდ გა­მოც­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში კონ­ფი­ცი­ო­ნე­რე­ბი გა­მორ­თუ­ლი იქ­ნე­ბა და გა­ნი­ა­ვე­ბა ფან­ჯრე­ბის გა­ღე­ბით მოხ­დე­ბა.

„ძი­რი­თა­დი, რაც დის­კომ­ფორ­ტს შე­უქ­მნის ჩვენს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, ალ­ბათ იქ­ნე­ბა მა­ინც გა­ნი­ა­ვე­ბის პრობ­ლე­მე­ბი. რა თქმა უნდა, კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბი იმუ­შა­ვებს იმ შე­ნო­ბებ­ში გა­მოც­დე­ბის და­წყე­ბამ­დე, გა­მოც­დებს შო­რის პე­რი­ოდ­ში, მაგ­რამ თვი­თონ გა­მოც­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ფან­ჯრე­ბი იქ­ნე­ბა ღია, ანუ იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი გა­ნი­ა­ვე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბი ვერ იმუ­შა­ვებს. თუ გა­მოც­დის და­წყე­ბამ­დე გა­მოჩ­ნდა ახა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რა თქმა უნდა, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­და­ი­ხე­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გა­მოც­დებ­ზე აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ, თა­ვად მი­ი­ტა­ნონ პირ­ბა­დე­ე­ბი და კალ­მე­ბი, მაგ­რამ არ­ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მათ ად­გილ­ზე დახ­ვდე­ბათ. გარ­და ამი­სა, მი­სი­ვე თქმით, მაქ­სი­მა­ლუ­რად აიკ­რძა­ლე­ბა სა­გა­მოც­დო ოთა­ხებ­ში სხვა ნივ­თე­ბის შე­ტა­ნა.

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის დროს, მათ შო­რის, ნიღ­ბის მოხ­სნის, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დარ­ღვე­ვი­სა და ხე­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­ზე უა­რის თქმის შემ­თხვე­ვა­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტი შე­ნიშ­ვნას მი­ი­ღებს, ამ წე­სე­ბის ხელ­მე­ო­რედ დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი გა­მოც­დი­დან მო­იხ­სნე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის, სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დე­ბი­სა და სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის თა­რი­ღე­ბი და წე­სე­ბი გა­ნი­სა­ზღვრა:

  • წე­სე­ბის თა­ნახ­მად, აბი­ტუ­რი­ენ­ტმა გა­მოც­დის დღეს თან უნდა იქო­ნი­ონ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი და სა­გა­მოც­დო ბა­რა­თი; ასე­ვე, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე, წყა­ლი პლასტმა­სის ბოთ­ლით და გე­ლი­ა­ნი (ე. წ. ტუ­შის) შავი ფე­რის კა­ლა­მი 0,5-0,7 მმ. ბურ­თუ­ლი­ა­ნი წვე­რით.
  • „და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­საც­დელ­თა და მეთ­ვალ­ყუ­რე­თა დაშ­ვე­ბა მოხ­დე­ბა მხო­ლოდ ყო­ვე­ლი სა­გა­მოც­დო სექ­ტო­რის ფარ­თო­ბის 50%-ზე. სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბის თი­თო­ე­ულ სექ­ტორ­ში წელს 10 გა­მო­საც­დელ­ზე მეტი არ და­იშ­ვე­ბა. ყო­ვე­ლი სა­მუ­შაო მა­გი­და წინა მხრი­დან აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა გამჭვირ­ვა­ლე დამ­ცა­ვი ფა­რით/ბა­რი­ე­რით; მა­გი­დებს შო­რის სი­გა­ნე­ში და­შო­რე­ბა იქ­ნე­ბა 2 მეტ­რი, ერ­თმა­ნე­თის მიმ­დევ­რო­ბით გან­ლა­გე­ბულ მა­გი­დებს შო­რის მან­ძი­ლი კი - 1 მეტ­რი.
  • შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბი­სა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი თი­თო­ე­ულ გა­მოც­და­ზე ყო­ველ გა­მო­საც­დელს შეს­თა­ვა­ზებს პირ­ბა­დეს (სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­საც­დელს შე­უძ­ლია მო­ი­ტა­ნოს სა­კუ­თა­რი პირ­ბა­დე). აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი სა­გა­მოც­დო ცენ­ტრის შე­სას­ვლელ­ში­ვე გა­ივ­ლი­ან თერ­მოსკრი­ნინგს.

გა­მო­საც­დე­ლებ­მა უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლონ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბით:

  • მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია;
  • მუდ­მი­ვად ეკე­თოთ პირ­ბა­დე, რო­გორც გა­მოც­დებ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის დროს, ასე­ვე გა­მოც­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას;
  • მი­თი­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ი­მუ­შა­ონ ხე­ლე­ბი ად­გილ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით;
  • თან იქო­ნი­ონ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი და სა­გა­მოც­დო ბა­რა­თი; ასე­ვე, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე, წყა­ლი პლასტმა­სის ბოთ­ლით და გე­ლი­ა­ნი (ე. წ. ტუ­შის) შავი ფე­რის კა­ლა­მი 0,5-0,7 მმ. ბურ­თუ­ლი­ა­ნი წვე­რით.

ამ ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გარ­და, სხვა პი­რა­დი ნივ­თე­ბის მო­ტა­ნა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცირ­დეს ნივ­თე­ბი­დან და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნის/გავ­რცე­ლე­ბის რის­კი. შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი სთხოვს გა­მო­საც­დე­ლებს გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

2020 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის 6 ივ­ლისს და­ი­წყე­ბა და 25 ივ­ლისს დას­რულ­დე­ბა, საგ­რან­ტო კონ­კუ­რი 25 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა, ხოლო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დე­ბი 1-ელი აგ­ვის­ტო­დან 4 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით ჩა­ტარ­დე­ბა.

  • „უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­გა­მოც­დო სივ­რცე­ე­ბის კონ­დი­ცი­ო­ნე­რით გაგ­რი­ლე­ბა მოხ­დე­ბა მხო­ლოდ სე­სი­ის და­წყე­ბამ­დე და გა­მო­ირ­თვე­ბა გა­მო­საც­დე­ლე­ბის დარ­ბაზ­ში შეს­ვლის წინ. სე­სი­ებს შო­რის პე­რი­ოდ­ში ად­გილ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ ასე­ვე შე­მუ­შავ­და: სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის უსაფრ­თხოდ და­მუ­შა­ვე­ბის, სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბის და­ლა­გე­ბის, სა­ნი­ტა­რი­უ­ლი კვან­ძის/სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის და­ლა­გე­ბა/დე­ზინ­ფექ­ცი­ის, ცენ­ტრის პერ­სო­ნა­ლის მუ­შა­ო­ბის, თერ­მოსკრი­ნინ­გი­სა და გა­მო­საც­დელ­თა გა­მოც­და­ზე დაშ­ვე­ბის პი­რო­ბე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი იხი­ლეთ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი კი­დევ ერთხელ შე­ახ­სე­ნებს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს, რომ სი­ახ­ლე­ე­ბი შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ გა­მოც­დებ­ზე მოქ­ცე­ვის წე­სებს და არა მათ ფორ­მატს ან ში­ნა­არს. წინა წლე­ბის მსგავ­სად, სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბი იქ­ნე­ბა შემ­დეგ ქა­ლა­ქებ­ში: თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, გორ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, თე­ლავ­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, ზუგ­დიდ­ში, ფოთ­ში, ოზურ­გეთ­სა და ხუ­ლო­ში.

სა­გა­მოც­დო ცენ­ტრებ­ში მთე­ლი სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვე­ბენ სა­მე­დი­ცი­ნო და პო­ლი­ცი­ის პუნ­ქტე­ბი. სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი ჩა­ი­წე­რე­ბა ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბით

მას­წავ­ლე­ბელ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ის და­სა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო სა­ზო­გა­დო­ე­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აც­ნო­ბებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვი­სა და ამა­ვე დროს სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მარ­თვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მედ უწყე­ბა­თა­შო­რის საბ­ჭო­ში შე­მა­ვა­ლი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბით, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის, სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დე­ბი­სა და სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სის ვა­დე­ბი და უსაფრ­თხოდ ჩა­ტა­რე­ბის წე­სე­ბი გა­ნი­სა­ზღვრა.

რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, 2020 წლის სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის მაქ­სი­მა­ლუ­რად სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მარ­თვის მიზ­ნით აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან და სხვა უწყე­ბებ­თან ერ­თად კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან და­ი­წყო. შე­იქ­მნა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც ასე­ვე ჩარ­თუ­ლია: სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, თბი­ლი­სის მე­რია, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო (სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მსჯავ­რდე­ბულ­თა რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი); სს „თე­ლა­სი“ და სს „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია“. უწყე­ბე­ბი სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მუდ­მივ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
5

აქ კომენტარის დაწერას აზრი არ აქვს ! 

adasd
0

ის გახარიაა? რო ამოწმებს :დ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"გამოცდის წინა დღეს სიცხის ქონის შემთხვევაში, PCR ტესტის გაკეთება მოუწევთ, რომელიც უფასო იქნება" - ყველაფერი, რაც წელს აბიტურიენტებმა უნდა იცოდნენ

"გამოცდის წინა დღეს სიცხის ქონის შემთხვევაში, PCR ტესტის გაკეთება მოუწევთ, რომელიც უფასო იქნება" - ყველაფერი, რაც წელს აბიტურიენტებმა უნდა იცოდნენ

აბიტურიენტებს გამოცდის წინა დღეს ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, PCR ტესტის გაკეთება და საგამოცდო ცენტრში ცნობის წარდგენა მოუწევს, რომ კოვიდინფიცირებული არ არის. აღნიშნული რეკომენდაცია ერთ-ერთია, რომელსაც საგამოცდო ცენტრებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აძლევს.

რეკომენდაციების თანახმად, ტემპერატურის 37.50С -ზე მეტის შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე ჩატარებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან.

  • „თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკური სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის ცნობა.
  • თუ გამოსაცდელს 37 გრადუსი ან 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა აღენიშნება, 15 წუთში უნდა შეუმოწმდეს ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37,5 გრადუსამდე (37,4 გრადუსის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე ჩატარებული და მიღებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში.
  • თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე ჩატარებული და მიღებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტა ხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ: თუ სიცხის გარდა არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.
  • იმ შემთხვევაში, თუ 370С-დან 37.40С-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე; 37.50С ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.
  • ტემპერატურის 37.50С -ზე მეტის შემთხვევაში: თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან და რეკომენდაციის თანახმად, უნდა მიმართოს ექიმს/დარეკოს 112-ზე;
  • თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.
  • თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელის განთავსება ხდება სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდაციის თანახმად, შემდეგ გამოცდამდე უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ საგამოცდო ცენტრებისადმი გაცემულ რეკომენდაციებში.

თავად ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აბიტურიენტებისთვის PCR ტესტი უფასო იქნება.

„თუ გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე აბიტურიენტს აქვს სიმპტომები - მომატებული ტემპერატურა 37-დან ზემოთ, აქვს ხველა, სუნთქვის გაძნელება, რა თქმა უნდა, მან უნდა მიმართოს პირველად ჯანდაცვის, ანუ ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმის რჩევით იქნება ის შემდგომ გამოკვლეული და ასეთი ადამიანი იქნება რეფერირებული PCR კვლევაზე და მას ჩაუტარდება. ჩვენ სახელმწიფო და კერძო დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას რა თქმა უნდა, აბიტურიენტებისთვის უფასოდ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ჩავატარებთ, მათ ამისთვის არ ექნებათ არავითარი ფინანსური ტვირთი”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, აბიტურიენტებისთვის, რომელთაც ჩვეულებრივ 37 გრადუსი ტემპერატურა აქვთ ან სიმპტომები სხვა დაავადების გამო აღენიშნებათ, ეს გამოცდაზე არდაშვების საფუძველი არ უნდა გახდეს.

„მომატებული რისკის საპასუხოდ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შემთხვევით არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი, რომელიც შეიძლება გახდეს წყარო შემდგომში ინფიცირების მასობრივი გავრცელების და ამისთვის შემუშავდა რეკომენდაციები.

კერძოდ, მოგეხსენებათ კოვიდინფექციის მთავარი კლინიკური გამოვლინება არის რამდენიმე სიმპტომი: ტემპერატურის მომატება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა. შეიძლება იყოს ცემინება, ამიტომ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ სიმპტომებით ადამიანი იყოს წინასწარ დიაგნოსტირებული, რომ არ შევიდეს გამოცდაზე ინფიცირებული. იგივე სიმპტომები განსაკუთრებით ზაფხულში შეიძლება ახასიათებდეს სხვადასხვა დაავადებებს და ჩვენ აბიტურიენტი არ უნდა ჩავაყენოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ თუ მას აქვს ალერგია, ან აქვს ჩვეულებრივი გაციება, სურდო ან ნორმალური ტემპერატურა 37 გრადუსი აქვს, არ უნდა დაიჩაგროს და არ უნდა იყოს აუცილებლობა, მისი გამოცდის გადავადების ან არდაშვების“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, აბიტურიენტს, რომელსაც კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება და მას ჩატარებული PCR ტესტით ვირუსი არ ექნება დადასტურებული, ამ შემთხვევაში გამოცდის ჩაბარებას სპეციალურ პირობებში შეძლებს.

როგორც მან განმარტა, ამ შემთხვევაში აბიტურიენტს იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით მოუწევს გამოცდის ჩაბარება, რომ ყველა მოულოდნელობა გამოირიცხოს.

„თუ აბიტურიენტს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას კოვიდზე ტესტი გაკეთებული აქვს და პასუხი უარყოფითია, მაშინ შესაბამისი პროტოკოლი არსებობს როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში. ის დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ თუ ტემპერატურასთან ერთად სხვა სიმპტომებიც აქვს, ამ შემთხვევაშიც სპეციალური პროტოკოლია. ის დაიშვება გამოცდაზე იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით, რომ ყველა მოულოდნელობა გამოირიცხოს. ანუ, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, თუ კოვიდ ინფექცია დადასტურებული არ არის, აბიტურიენტის გამოცდაზე არ დაშვების ბარიერად არ შეიქმნას. ხაზს ვუსვამ, თუ PCR ტესტით პასუხი უარყოფითია და აბიტურიენტს გარკვეული სიმპტომები აქვს, მან გამოცდა შესაბამის პირობებში ჩააბაროს. არის რამდენიმე ვარიანტი. ტემპერატუურა სიმპტომების გარეშე, ტემპერატურა და სიმპტომები და თითოეულ მათგანზე სპეციალური პროტოკოლი იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, გამოცდების დაწყებამდე და გამოცდებს შორის პერიოდში საგამოცდო ოთახებში კონდიციონერები ჩართული იქნება. მისივე თქმით, უშუალოდ გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში კონფიციონერები გამორთული იქნება და განიავება ფანჯრების გაღებით მოხდება.

„ძირითადი, რაც დისკომფორტს შეუქმნის ჩვენს აბიტურიენტებს, ალბათ იქნება მაინც განიავების პრობლემები. რა თქმა უნდა, კონდიციონერები იმუშავებს იმ შენობებში გამოცდების დაწყებამდე, გამოცდებს შორის პერიოდში, მაგრამ თვითონ გამოცდის მიმდინარეობის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია, ანუ იქნება უზრუნველყოფილი განიავება მაქსიმალურად, მაგრამ სამწუხაროდ, კონდიციონერები ვერ იმუშავებს. თუ გამოცდის დაწყებამდე გამოჩნდა ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება”, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, გამოცდებზე აბიტურიენტებს შეეძლებათ, თავად მიიტანონ პირბადეები და კალმები, მაგრამ არქონის შემთხვევაში, მათ ადგილზე დახვდებათ. გარდა ამისა, მისივე თქმით, მაქსიმალურად აიკრძალება საგამოცდო ოთახებში სხვა ნივთების შეტანა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის დროს, მათ შორის, ნიღბის მოხსნის, სოციალური დისტანციის დარღვევისა და ხელების დამუშავებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აბიტურიენტი შენიშვნას მიიღებს, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი გამოცდიდან მოიხსნება.

განათლების სამინისტრომ ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღები და წესები განისაზღვრა:

  • წესების თანახმად, აბიტურიენტმა გამოცდის დღეს თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
  • „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.
  • შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მოიტანოს საკუთარი პირბადე). აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს.

გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

  • მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
  • მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
  • მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
  • თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკური 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

  • „უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ სესიის დაწყებამდე და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის, თერმოსკრინინგისა და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები. აღნიშნული რეკომენდაციები იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოცდის ჩაბარების მსურველებს, რომ სიახლეები შეეხება მხოლოდ გამოცდებზე მოქცევის წესებს და არა მათ ფორმატს ან შინაარს. წინა წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები იქნება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.

საგამოცდო ცენტრებში მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში იმუშავებენ სამედიცინო და პოლიციის პუნქტები. საგამოცდო პროცესი ჩაიწერება ვიდეოკამერებით

მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირების შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს მომავალში აცნობებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ვადები და უსაფრთხოდ ჩატარების წესები განისაზღვრა.

როგორც განათლების უწყებაში აცხადებენ, 2020 წლის საგამოცდო პროცესის მაქსიმალურად სრულყოფილად წარმართვის მიზნით აქტიური მუშაობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან და სხვა უწყებებთან ერთად კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების პირველივე დღიდან დაიწყო. შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელშიც ასევე ჩართულია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი); სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“. უწყებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივ რეჟიმში მუშაობენ საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.

ინფექციურში მოათავსეს პაციენტი, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია - "ის ძირითადად სახლში იყო, ასაკოვანი ქალია"

ქართული პირბადეები შესაძლოა იტალიაში, აშშ-ში, რუსეთსა და ისრაელში გავიდეს ექსპორტზე

რას ამბობს ხათუნა ზახაშვილი სადაზღვევო კომპანია "უნისონის" თანამშრომელზე, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა