სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეეძლოთ თუ არა ბანკებს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის დროს სესხებზე პროცენტის დარიცხვა შეეჩერებინათ?
შეეძლოთ თუ არა ბანკებს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის დროს სესხებზე პროცენტის დარიცხვა შეეჩერებინათ?

ბან­კე­ბი­სა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წი­ლის მიერ მსეს­ხებ­ლე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი 3-თვი­ა­ნი სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის 1-ლი ეტა­პი იწუ­რე­ბა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, მე­ო­რე ეტა­პით ისარ­გებ­ლე­ბენ მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გეს. ამას­თან, არ მოხ­დე­ბა სეს­ხის პრო­ცენ­ტის კა­პი­ტა­ლი­ზა­ცია.

სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის პირ­ვე­ლი ტალ­ღა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სეს­ხის პრო­ცენ­ტის და­რი­ცხვას, რო­მე­ლიც მომ­დევ­ნო თვე­ებ­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბო­და, რა­მაც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ჰქონ­და ბან­კებ­სა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და რა კი­თხვე­ბი უნდა დავ­სვათ, სა­ნამ მე­ო­რე ეტა­პით სარ­გებ­ლო­ბას გა­დავ­წყვეტთ? ამის შე­სა­ხებ იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია OK&CG-ის დამ­ფუძ­ნე­ბელს, ად­ვო­კატ ოთარ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

- ბან­კებ­მა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წილ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას სეს­ხებ­ზე 3-თვი­ა­ნი სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დი შეს­თა­ვა­ზა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათ­მა უმე­ტეს­მა ნა­წილ­მა გან­მარ­ტა, სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სეს­ხზე პრო­ცენ­ტის და­რი­ცხვა გაგ­რძელ­დე­ბო­და და აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა მომ­დევ­ნო თვე­ებ­ზე გა­ნა­წილ­დე­ბო­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, ბან­კებ­მა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სხვა პი­რო­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო ვერ შეძ­ლეს თუ უბ­რა­ლოდ, მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი პი­რო­ბე­ბი შე­არ­ჩი­ეს?

- სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სი იც­ნობს დათ­ქმას ვა­ლის პა­ტი­ე­ბის შე­სა­ხებ, ანუ ნე­ბის­მი­ერ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, თუ იქ­ნე­ბა ეს ფი­ზი­კუ­რი პირი, აქვს უფ­ლე­ბა, მის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა მსეს­ხე­ბელს სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ აპა­ტი­ოს. ბან­კე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პა­ტი­ე­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ის, რომ მათ შე­ეძ­ლოთ, 3-თვი­ა­ნი სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბის­გან სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა­ზე უარი ეთ­ქვათ და სა­ხელ­მწი­ფოც სა­შე­მო­სავ­ლო და მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან ამ პე­რი­ოდ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­და.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მოქ­მე­დი სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის 309 მუხ­ლის 87-ე და 88-ე ნა­წი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო აღარ და­ბეგ­რავს იმ სუ­ბი­ექტს, ვინც 2019 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე აღე­ბუ­ლი ვალს აპა­ტი­ებს მსეს­ხე­ბელს.

ფი­ზი­კუ­რი პირი უხ­დის გა­და­სა­ხადს ბანკს, ბან­კი ბუ­ნებ­რი­ვია, იტო­ვებს მო­გე­ბას და თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლი­დან გარ­კვე­ულ ნა­წილს უხ­დის სა­ხელ­მწი­ფოს, ამი­ტომ ამ სა­შე­ღა­ვა­თო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მათი შე­თან­ხმე­ბით და სა­მი­ვე სუ­ბი­ექ­ტის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ბან­კებ­მა სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ას­წრეს სა­ხელ­მწი­ფოს გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა და მათ­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი და­ა­წე­სეს სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში.

თუკი ეს გახ­დე­ბო­და დის­კუ­სი­ის სა­გა­ნი, ჩვენ მი­ვი­დო­დით დას­კვნამ­დე, რომ დღე­ი­სათ­ვის მოქ­მე­დი სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სი, გარ­და სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სი­სა, ვა­ლის პა­ტი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

შე­სა­ბა­მი­სად, 3 თვი­ა­ნი პე­რი­ო­დის უბ­რა­ლოდ, „ამოჭ­რის“ შემ­თხვე­ვა­ში, 2019 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე აღე­ბულ სეს­ხებს არ და­ე­რი­ცხე­ბო­და პრო­ცენ­ტი და არც ბან­კი გა­და­იხ­დი­და სა­შე­მო­სავ­ლო და მო­გე­ბის გა­და­სა­ხადს.

ამას­თან, შე­იძ­ლე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა, რათა 3-თვი­ა­ნი სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის 309-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი 2019 წლის 1-ელი იან­ვრის შემ­დეგ გა­ცე­მულ სეს­ხებ­ზეც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ამის ნება არ აღ­მოჩ­ნდა სა­ბან­კო სექ­ტორ­ში და ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა არც დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სში იგუ­ლის­ხმე­ბა დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ COVID-19-ის და­სა­მარ­ცხებ­ლად გა­წე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა.

- ამას­თან, რამ­დე­ნად აზა­რა­ლებს მსეს­ხებ­ლებს სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი?

- COVID-19-ის გამო შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დის მარ­თვას მო­ი­თხოვ­და. ამ პრო­ცესს სა­ბან­კო სექ­ტორ­მაც აუ­წყო ფეხი და ისი­ნი ერთ-ერთი პირ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შო­რის, რომ­ლებ­მაც 3-თვი­ა­ნი სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის და­წე­სე­ბა გა­და­წყვი­ტეს, თუმ­ცა თა­ვი­დან­ვე გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ეს შე­ღა­ვა­თე­ბი.

ბუ­ნებ­რი­ვია, მო­სახ­ლე­ო­ბას ბან­კე­ბის მი­მართ გა­უჩ­ნდა მო­ლო­დი­ნი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, გა­და­სა­ხა­დე­ბის ჩა­მო­წე­რა მომ­ხდა­რი­ყო და სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნათ სეს­ხის და­ფარ­ვა, თუმ­ცა ბან­კებ­მა ეს გზა არ აირ­ჩი­ეს. არა­მედ, აირ­ჩი­ეს, ვფიქ­რობ, მათ­თვის უფრო მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ფორ­მა და 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სეს­ხის პრო­ცენ­ტის და­რი­ცხვა გა­და­წყვი­ტეს.

თუ ქარ­თუ­ლი ბან­კე­ბის მა­ღალ მომ­გე­ბი­ა­ნო­ბას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რო­მე­ლიც ათე­უ­ლო­ბით წელს ით­ვლის, ჩემი პი­რა­დი შე­ფა­სე­ბით, მათ გა­აჩ­ნდათ რე­სურ­სი, ამ პე­რი­ოდ­ში სეს­ხე­ბით სარ­გე­ბე­ლი არ მი­ე­ღოთ და სა­ხელ­მწი­ფოც და­ბეგ­ვრის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლდებ­და.

იწყე­ბა სეს­ხე­ბის გა­და­ვა­დე­ბის მე-2 ტალ­ღაც. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, მათ, ვინც სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, სეს­ხე­ბი კი­დევ 3 თვით გა­და­უ­ვად­დე­ბა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად პრო­ცენ­ტის კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის გა­რე­შე. რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, პირ­ვე­ლი ტალ­ღაც ამ პი­რო­ბე­ბით წარ­მარ­თუ­ლი­ყო?

სა­მარ­თლებ­რი­ვი კუ­თხით რომ მი­ვუდ­გეთ, მე­ო­რე ტალ­ღის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი პი­რო­ბე­ბით სეს­ხე­ბის გა­და­ვა­დე­ბა პირ­ველ ეტაპ­ზეც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო.

- სა­მარ­თლებ­რი­ვი კუ­თხით, რა კი­თხვე­ბი უნდა დას­ვას მსეს­ხე­ბელ­მა, სა­ნამ სეს­ხის კი­დევ 3 თვით გა­და­ვა­დე­ბას გა­და­წყვეტს?

- სა­ნამ ბან­კის თუ სხვა სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მომ­ხმა­რე­ბე­ლი სეს­ხის მე­ო­რედ გა­და­ვა­დე­ბას გა­და­წყვეტს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დას­ვას შე­კი­თხვა, ხომ არ და­ე­კის­რე­ბა მას და­მა­ტე­ბი­თი გა­და­სა­ხა­დე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ გა­და­ვა­დე­ბის ორი­ვე ეტაპ­ზე ბან­კებ­მა ცალ­სა­ხად და მკა­ფი­ოდ და­ა­ფიქ­სი­რეს პო­ზი­ცია; მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წილ­მაც და­ა­წე­სა შეღ­თა­ვა­თე­ბი, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს ისე­თი ფაქ­ტე­ბიც, რო­მე­ლიც ზე­და­პირ­ზე არ არის წა­მო­წე­უ­ლი და შე­იძ­ლე­ბა, მათ სა­კო­მი­სიო გა­და­სა­ხა­დე­ბით და­ი­ბა­ლან­სონ ამ პე­რი­ოდ­ში და­კარ­გუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი.

ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­დე­საც სეს­ხის გა­და­ვა­დე­ბას გვთა­ვა­ზო­ბენ, ჩვენ მათ დე­ტა­ლუ­რად უნდა გა­მოვ­კი­თხოთ ყვე­ლა წესი, თუ რო­გორ ხდე­ბა შე­ღა­ვა­თის გა­კე­თე­ბა; რაც მთა­ვა­რია, ის უნდა მი­ვი­ღოთ გა­წე­რი­ლი ფორ­მით და რა თქმა უნდა, კარ­გი იქ­ნე­ბა, ვი­სარ­გებ­ლოთ იუ­რი­დი­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ით ჩვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი კომ­პა­ნი­ის­გან, რათა სწო­რი გა­რი­გე­ბა დავ­დოთ და სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კი­დევ უფრო არ გა­ვარ­თუ­ლოთ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუჰჰ
0

ქართული ბანკები, რომ ყაჩაღობას არიან მიჩვეულები ამას ლაპარაკი არ უნდა. ცხელ ხაზზეც დავრეკე და ბანკის მენეჯერსაც შევეკითხე, არაფერი მიემატებაო მითხრეს, თავიდანვე მეეჭვებოდა, მაგრამ მაინც მიამატეს გადასახდელ თანხას

:)
0

კრედოში მაქვს 800 ლარი დარჩენილი სესხი და თვეში მიწევს 120 ლარის გადახდა და კრედომ ეგრევე 96 ლარი დამიმატა რომელსაც პირველივე გადახდაზე დაემატება სესხის გადასახდელ თანხასანუ 120+96, ანუ ფაქტიურად თითქმის ერთი თვის გადასახადით გამიძვირა, მხოლოდ საქართველოში თუ იქნება ამხელა პროცენტი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

შეეძლოთ თუ არა ბანკებს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის დროს სესხებზე პროცენტის დარიცხვა შეეჩერებინათ?

შეეძლოთ თუ არა ბანკებს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის დროს სესხებზე პროცენტის დარიცხვა შეეჩერებინათ?

ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილის მიერ მსესხებლებისთვის შეთავაზებული 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის 1-ლი ეტაპი იწურება. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მეორე ეტაპით ისარგებლებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს. ამასთან, არ მოხდება სესხის პროცენტის კაპიტალიზაცია.

საშეღავათო პერიოდის პირველი ტალღა ითვალისწინებდა სამი თვის განმავლობაში სესხის პროცენტის დარიცხვას, რომელიც მომდევნო თვეებზე გადანაწილდებოდა, რამაც მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

საინტერესოა, რა ალტერნატივა ჰქონდა ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და რა კითხვები უნდა დავსვათ, სანამ მეორე ეტაპით სარგებლობას გადავწყვეტთ? ამის შესახებ იურიდიული კომპანია OK&CG-ის დამფუძნებელს, ადვოკატ ოთარ კაჭკაჭაშვილს ვესაუბრეთ:

- ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილმა მოსახლეობას სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზა. როგორც მოგვიანებით მათმა უმეტესმა ნაწილმა განმარტა, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხზე პროცენტის დარიცხვა გაგრძელდებოდა და აღნიშნული თანხა მომდევნო თვეებზე განაწილდებოდა. საინტერესოა, ბანკებმა მომხმარებლებისთვის სხვა პირობების შეთავაზება საკანონმდებლო რეგულაციების გამო ვერ შეძლეს თუ უბრალოდ, მათთვის სასურველი პირობები შეარჩიეს?

- სამოქალაქო კოდექსი იცნობს დათქმას ვალის პატიების შესახებ, ანუ ნებისმიერ ორგანიზაციას, თუ იქნება ეს ფიზიკური პირი, აქვს უფლება, მის მიმართ არსებული დავალიანება მსესხებელს სრულად ან ნაწილობრივ აპატიოს. ბანკების შემთხვევაში პატიებაში იგულისხმება ის, რომ მათ შეეძლოთ, 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გაცემული სესხებისგან სარგებლის მიღებაზე უარი ეთქვათ და სახელმწიფოც საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ამ პერიოდში გაათავისუფლებდა.

უფრო კონკრეტულად, მოქმედი საგადასახადო კოდექსის 309 მუხლის 87-ე და 88-ე ნაწილების მიხედვით, სახელმწიფო აღარ დაბეგრავს იმ სუბიექტს, ვინც 2019 წლის 1-ელ იანვრამდე აღებული ვალს აპატიებს მსესხებელს.

ფიზიკური პირი უხდის გადასახადს ბანკს, ბანკი ბუნებრივია, იტოვებს მოგებას და თავისი შემოსავლიდან გარკვეულ ნაწილს უხდის სახელმწიფოს, ამიტომ ამ საშეღავათო პროცესთან დაკავშირებით ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო მათი შეთანხმებით და სამივე სუბიექტის ინტერესების გათვალისწინებით.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბანკებმა საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით დაასწრეს სახელმწიფოს განცხადების გაკეთება და მათთვის მოსახერხებელი პირობები დააწესეს საბანკო მომსახურების სფეროში.

თუკი ეს გახდებოდა დისკუსიის საგანი, ჩვენ მივიდოდით დასკვნამდე, რომ დღეისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსი, გარდა სამოქალაქო კოდექსისა, ვალის პატიების საშუალებას იძლევა.

შესაბამისად, 3 თვიანი პერიოდის უბრალოდ, „ამოჭრის“ შემთხვევაში, 2019 წლის 1-ელ იანვრამდე აღებულ სესხებს არ დაერიცხებოდა პროცენტი და არც ბანკი გადაიხდიდა საშემოსავლო და მოგების გადასახადს.

ამასთან, შეიძლებოდა სახელმწიფო რესურსის გამოყენება, რათა 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები 2019 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ გაცემულ სესხებზეც გავრცელებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ამის ნება არ აღმოჩნდა საბანკო სექტორში და ამ საკითხზე მსჯელობა არც დღეს მიმდინარეობს. სახელმწიფო რესურსში იგულისხმება დონორი ორგანიზაციების მიერ COVID-19-ის დასამარცხებლად გაწეული ფინანსური დახმარება.

- ამასთან, რამდენად აზარალებს მსესხებლებს საშეღავათო პერიოდის პირველი ტალღის დროს შეთავაზებული პირობები?

- COVID-19-ის გამო შექმნილი მდგომარეობა კრიზისული პერიოდის მართვას მოითხოვდა. ამ პროცესს საბანკო სექტორმაც აუწყო ფეხი და ისინი ერთ-ერთი პირველები იყვნენ კერძო ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის დაწესება გადაწყვიტეს, თუმცა თავიდანვე გაჩნდა კითხვები, როგორი იქნებოდა ეს შეღავათები.

ბუნებრივია, მოსახლეობას ბანკების მიმართ გაუჩნდა მოლოდინი, რომ შეიძლებოდა, გადასახადების ჩამოწერა მომხდარიყო და საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ ჩვეულებრივად გაგვეგრძელებინათ სესხის დაფარვა, თუმცა ბანკებმა ეს გზა არ აირჩიეს. არამედ, აირჩიეს, ვფიქრობ, მათთვის უფრო მოხერხებული ფორმა და 3 თვის განმავლობაში სესხის პროცენტის დარიცხვა გადაწყვიტეს.

თუ ქართული ბანკების მაღალ მომგებიანობას გავითვალისწინებთ, რომელიც ათეულობით წელს ითვლის, ჩემი პირადი შეფასებით, მათ გააჩნდათ რესურსი, ამ პერიოდში სესხებით სარგებელი არ მიეღოთ და სახელმწიფოც დაბეგვრისგან გაათავისუფლდებდა.

იწყება სესხების გადავადების მე-2 ტალღაც. როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, მათ, ვინც სამსახური დაკარგა, სურვილის შემთხვევაში, სესხები კიდევ 3 თვით გადაუვადდება, თუმცა ამჯერად პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე. რამდენად შესაძლებელი იყო, პირველი ტალღაც ამ პირობებით წარმართულიყო?

სამართლებრივი კუთხით რომ მივუდგეთ, მეორე ტალღის ფარგლებში დაგეგმილი პირობებით სესხების გადავადება პირველ ეტაპზეც შესაძლებელი იყო.

- სამართლებრივი კუთხით, რა კითხვები უნდა დასვას მსესხებელმა, სანამ სესხის კიდევ 3 თვით გადავადებას გადაწყვეტს?

- სანამ ბანკის თუ სხვა საფინანსო ორგანიზაციის მომხმარებელი სესხის მეორედ გადავადებას გადაწყვეტს, აუცილებლად უნდა დასვას შეკითხვა, ხომ არ დაეკისრება მას დამატებითი გადასახადები.

აღსანიშნავია ისიც, რომ გადავადების ორივე ეტაპზე ბანკებმა ცალსახად და მკაფიოდ დააფიქსირეს პოზიცია; მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილმაც დააწესა შეღთავათები, თუმცა შეიძლება გვქონდეს ისეთი ფაქტებიც, რომელიც ზედაპირზე არ არის წამოწეული და შეიძლება, მათ საკომისიო გადასახადებით დაიბალანსონ ამ პერიოდში დაკარგული შემოსავალი.

ამის გათვალისწინებით, როდესაც სესხის გადავადებას გვთავაზობენ, ჩვენ მათ დეტალურად უნდა გამოვკითხოთ ყველა წესი, თუ როგორ ხდება შეღავათის გაკეთება; რაც მთავარია, ის უნდა მივიღოთ გაწერილი ფორმით და რა თქმა უნდა, კარგი იქნება, ვისარგებლოთ იურიდიული კონსულტაციით ჩვენთვის სასურველი კომპანიისგან, რათა სწორი გარიგება დავდოთ და სასესხო ვალდებულება კიდევ უფრო არ გავართულოთ.

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

მათთვის, ვისაც რეიტინგულ უნივერსიტეტში ჩაბარება სურს

პირველად საქართველოში ფერმერებს დაზიანებული მოსავლის საწყისი ინვესტიციის უკან დაბრუნების შანსი ეძლევათ