სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიეტის დაცვის 15 მთავარი წესი მანანა მგალობლიშვილისგან, რომელიც ექიმმა პირადი გამოცდილებით შეიმუშავა
დიეტის დაცვის 15 მთავარი წესი მანანა მგალობლიშვილისგან, რომელიც ექიმმა პირადი გამოცდილებით შეიმუშავა

რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის და უშ­ვი­ლო­ბის ცენ­ტრის ექი­მი, მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, მათ ვი­საც წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა სურთ, დი­ე­ტის დაც­ვის 15 მთა­ვარ პრინ­ციპს უზი­ა­რებს. ექი­მი ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს.

რო­გორც გი­ნე­კო­ლო­გი აღ­ნიშ­ნავს, ეს წე­სე­ბი მისი პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ხედ­ვით არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"მინ­და მო­გიყ­ვეთ ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორ ვიკ­ლებ წო­ნა­ში მა­შინ, რო­დე­საც ეს მჭირ­დე­ბა. რო­გორ ვი­ნარ­ჩუ­ნებ წო­ნას და რაც მთა­ვა­რია, კარგ გან­წყო­ბას.

ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პი­რო­ბა წო­ნის კლე­ბი­სას არის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც არ თრგუ­ნავს ადა­მი­ანს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, შიმ­ში­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თვის დიდი სტრე­სია, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით უფრო მავ­ნე­ბე­ლია, ვიდ­რე ჭარ­ბი წონა.

გირ­ჩევთ, რომ თუ ხართ დი­ე­ტა­ზე და ამ დროს გა­გიჩ­ნდათ "აკ­რძა­ლუ­ლი“ პრო­დუქ­ტის ჭა­მის ძლი­ე­რი სურ­ვი­ლი, უნდა მი­ირ­თვათ, დაკ­მა­ყო­ფილ­დეთ, მაგ­რამ შემ­დგომ­ში არ უნდა შე­გა­წუ­ხოთ სინ­დი­სის ქეჯნამ დარ­ღვე­უ­ლი დი­ე­ტის გამო და მშვი­დად უნდა გა­აგ­რძე­ლოთ ის კვე­ბა, რო­მე­ლიც წო­ნის დაკ­ლე­ბის­თვის ან შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის გაქვთ და­ნიშ­ნუ­ლი.

გთა­ვა­ზობთ ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს, რო­მე­ლიც უნდა და­იც­ვათ წო­ნის კლე­ბის დროს:

  • მი­ირ­თვით საკ­ვე­ბი დღე­ში 4-5 ჯერ, 3-4 სა­ა­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით და მცი­რე ულუ­ფე­ბით.
  • კვე­ბი­დან-კვე­ბამ­დე, შუ­ა­ლე­დებ­ში და­ლი­ეთ მხო­ლოდ წყა­ლი, ნელ-ნელა და ცოტ-ცოტა.
  • დღის გან­მავ­ლო­ბა­ში წყლის რა­ო­დე­ნო­ბის გა­მოთ­ვლა ასე ხდე­ბა: თქვე­ნი წონა გამ­რავ­ლე­ბუ­ლი 30-ზე. მა­გა­ლი­თად, თუ იწო­ნით 60 კგ-ს, დღე­ში და­ლი­ეთ 1800 მლ, ანუ 1,8 ლიტ­რი წყა­ლი.
  • წყლის უფრო მეტი რა­ო­დე­ნო­ბა უნდა და­ლი­ოთ დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში,სა­ღა­მოს ნაკ­ლე­ბი.
  • უზ­მო­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია 250-300 მლ წყლის და­ლე­ვა.
  • ჭა­მამ­დე 20 წუ­თით ადრე და ჭა­მის შემ­დეგ 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წყლის მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.
  • და­ი­ცა­ვით ერთი თეფ­შის პრინ­ცი­პი: საკ­ვე­ბი მო­ა­თავ­სეთ ერთ თეფ­შზე და მი­ირ­თვით მხო­ლოდ ასე. არას­დროს გა­და­ი­ღოთ და/ან და­ა­მა­ტოთ იმას, რაც თა­ვი­დან­ვე და­დეთ თეფ­შზე.
  • მი­ი­ღეთ ნაკ­ლებ­ცხი­მი­ა­ნი ხორ­ცი (სა­ქო­ნე­ლი, ქა­თა­მი, ინ­და­უ­რი, თევ­ზი) უმ­ჯო­ბე­სია გრილ­ზე ან ჰა­ერ­ღუ­მელ­ში უცხი­მოდ შემ­წვა­რი ან მო­ხარ­შუ­ლი.
  • დღე­ში მხო­ლოდ ერთხელ, დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მი­ირ­თვით ამათ­გან რო­მე­ლი­მე ერთ-ერთი: წი­წი­ბუ­რა, შვრია, ბრინ­ჯი, ბარ­და, ლო­ბიო, კუს­კუ­სი ან უსა­ფუ­ა­რო პური.
  • მი­ირ­თვით რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი უმი ბოსტნე­უ­ლი: კომ­ბოს­ტო, სტა­ფი­ლო, ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, სა­ლა­თის ფურ­ცლე­ბი, ნე­ბის­მი­ე­რი მწვა­ნი­ლი და ა. შ.
  • რა­ცი­ო­ნი­დან ამო­ი­ღეთ: ტკბი­ლე­უ­ლი, შა­ქა­რი, ცხი­მი­ა­ნი საკ­ვე­ბი, ტკბი­ლი სას­მე­ლე­ბი, ცო­მე­უ­ლი. თუმ­ცა, რო­გორც ზე­მოთ ავღ­ნიშ­ნე, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით უსა­ფუ­ა­რო პური და­საშ­ვე­ბია დღე­ში ერთხელ. ზოგ­ჯერ, კვი­რა­ში ერთხელ შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თავი გა­ვა­ნე­ბივ­როთ ისე­თი საკ­ვე­ბით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გვიყ­ვარს, მა­გა­ლი­თად შო­კო­ლა­დი, ნა­ყი­ნი, ნამ­ცხვა­რი ან ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­თვის „აკ­რძა­ლუ­ლი“ პრო­დუქ­ტი შეგ­ვიძ­ლია მი­ვირ­თვათ დღის პირ­ველ ან მე­ო­რე კვე­ბა­ზე, რო­გორც ერთი კვე­ბა და არა დე­სერ­ტად ან კვე­ბა­სა და კვე­ბას შო­რის, ცხა­დია შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით, მთა­ვა­რია სურ­ვი­ლი მეტ­ნაკ­ლე­ბად და­იკ­მა­ყო­ფი­ლოთ იმის­თვის, რომ შემ­დგომ­ში თავი უფრო მშვი­დად იგ­რძნოთ.
  • დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 17 სა­ა­თამ­დე მი­ირ­თვით სა­დი­ლი, რო­მე­ლიც სამი 3 ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: 1. ხორ­ცი ან კვერ­ცხი, 2.ბოსტნე­უ­ლი შე­უ­ზღუ­და­ვი რა­ო­დე­ნო­ბით 3. გარ­ნი­რი (და­ახ­ლო­ე­ბით 150-300 გრ.ბრინ­ჯი, წი­წი­ბუ­რა ან სხვა) საკ­ვე­ბი უნდა იყოს ნაკ­ლებ­ცხი­მი­ა­ნი
  • ხილი მი­ირ­თვით ზო­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბით დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში
  • სა­ღა­მოს 5 სა­ა­თის შემ­დეგ კვე­ბა უნდა შედ­გე­ბო­დეს მხო­ლოდ 1 ჭიქა კე­ფი­რი ან მა­წო­ნის­გან. და­ძი­ნე­ბამ­დე მი­ნი­მუმ 2 სა­ა­თით ადრე.
  • თუ გიყ­ვართ ყავა, ყო­ველ­თვის და­ა­ყო­ლეთ მას 1 ჭიქა წყა­ლი", - წერს მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი.
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
18

და ეს ეხლა გამხდარია? ე.ი სულ ტყუილად ვნერვიულობ საკუთარ თავზე ცოტა მაგ ქალბატონზე გამხდარი ვარ :(

ლანდი არც ამას გასდის
20

 ეგ დიეტა დიდი ხნისაა შენ ახალი თქვი რამე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

დიეტის დაცვის 15 მთავარი წესი მანანა მგალობლიშვილისგან, რომელიც ექიმმა პირადი გამოცდილებით შეიმუშავა

დიეტის დაცვის 15 მთავარი წესი მანანა მგალობლიშვილისგან, რომელიც ექიმმა პირადი გამოცდილებით შეიმუშავა

რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრის ექიმი, მანანა მგალობლიშვილი, მათ ვისაც წონაში დაკლება სურთ, დიეტის დაცვის 15 მთავარ პრინციპს უზიარებს. ექიმი ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

როგორც გინეკოლოგი აღნიშნავს, ეს წესები მისი პირადი გამოცდილების მიხედვით არის შემუშავებული. მანანა მგალობლიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"მინდა მოგიყვეთ ჩემი გამოცდილების შესახებ, როგორ ვიკლებ წონაში მაშინ, როდესაც ეს მჭირდება. როგორ ვინარჩუნებ წონას და რაც მთავარია, კარგ განწყობას.

ერთ-ერთი უმთავრესი პირობა წონის კლებისას არის მდგომარეობა, რომელიც არ თრგუნავს ადამიანს ფსიქოლოგიურად, შიმშილი ორგანიზმისთვის დიდი სტრესია, რომელიც გაცილებით უფრო მავნებელია, ვიდრე ჭარბი წონა.

გირჩევთ, რომ თუ ხართ დიეტაზე და ამ დროს გაგიჩნდათ "აკრძალული“ პროდუქტის ჭამის ძლიერი სურვილი, უნდა მიირთვათ, დაკმაყოფილდეთ, მაგრამ შემდგომში არ უნდა შეგაწუხოთ სინდისის ქეჯნამ დარღვეული დიეტის გამო და მშვიდად უნდა გააგრძელოთ ის კვება, რომელიც წონის დაკლებისთვის ან შენარჩუნებისთვის გაქვთ დანიშნული.

გთავაზობთ ძირითად პრინციპებს, რომელიც უნდა დაიცვათ წონის კლების დროს:

  • მიირთვით საკვები დღეში 4-5 ჯერ, 3-4 საათიანი ინტერვალით და მცირე ულუფებით.
  • კვებიდან-კვებამდე, შუალედებში დალიეთ მხოლოდ წყალი, ნელ-ნელა და ცოტ-ცოტა.
  • დღის განმავლობაში წყლის რაოდენობის გამოთვლა ასე ხდება: თქვენი წონა გამრავლებული 30-ზე. მაგალითად, თუ იწონით 60 კგ-ს, დღეში დალიეთ 1800 მლ, ანუ 1,8 ლიტრი წყალი.
  • წყლის უფრო მეტი რაოდენობა უნდა დალიოთ დღის პირველ ნახევარში,საღამოს ნაკლები.
  • უზმოზე აუცილებელია 250-300 მლ წყლის დალევა.
  • ჭამამდე 20 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ 20 წუთის განმავლობაში წყლის მიღება არ შეიძლება.
  • დაიცავით ერთი თეფშის პრინციპი: საკვები მოათავსეთ ერთ თეფშზე და მიირთვით მხოლოდ ასე. არასდროს გადაიღოთ და/ან დაამატოთ იმას, რაც თავიდანვე დადეთ თეფშზე.
  • მიიღეთ ნაკლებცხიმიანი ხორცი (საქონელი, ქათამი, ინდაური, თევზი) უმჯობესია გრილზე ან ჰაერღუმელში უცხიმოდ შემწვარი ან მოხარშული.
  • დღეში მხოლოდ ერთხელ, დღის პირველ ნახევარში მიირთვით ამათგან რომელიმე ერთ-ერთი: წიწიბურა, შვრია, ბრინჯი, ბარდა, ლობიო, კუსკუსი ან უსაფუარო პური.
  • მიირთვით რაც შეიძლება მეტი უმი ბოსტნეული: კომბოსტო, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, სალათის ფურცლები, ნებისმიერი მწვანილი და ა. შ.
  • რაციონიდან ამოიღეთ: ტკბილეული, შაქარი, ცხიმიანი საკვები, ტკბილი სასმელები, ცომეული. თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნე, მცირე რაოდენობით უსაფუარო პური დასაშვებია დღეში ერთხელ. ზოგჯერ, კვირაში ერთხელ შეიძლება საკუთარი თავი გავანებივროთ ისეთი საკვებით, რომელიც ძალიან გვიყვარს, მაგალითად შოკოლადი, ნაყინი, ნამცხვარი ან ნებისმიერი ჩვენთვის „აკრძალული“ პროდუქტი შეგვიძლია მივირთვათ დღის პირველ ან მეორე კვებაზე, როგორც ერთი კვება და არა დესერტად ან კვებასა და კვებას შორის, ცხადია შეზღუდული რაოდენობით, მთავარია სურვილი მეტნაკლებად დაიკმაყოფილოთ იმისთვის, რომ შემდგომში თავი უფრო მშვიდად იგრძნოთ.
  • დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 17 საათამდე მიირთვით სადილი, რომელიც სამი 3 ნაწილისგან შედგება: 1. ხორცი ან კვერცხი, 2.ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით 3. გარნირი (დაახლოებით 150-300 გრ.ბრინჯი, წიწიბურა ან სხვა) საკვები უნდა იყოს ნაკლებცხიმიანი
  • ხილი მიირთვით ზომიერი რაოდენობით დღის პირველ ნახევარში
  • საღამოს 5 საათის შემდეგ კვება უნდა შედგებოდეს მხოლოდ 1 ჭიქა კეფირი ან მაწონისგან. დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე.
  • თუ გიყვართ ყავა, ყოველთვის დააყოლეთ მას 1 ჭიქა წყალი", - წერს მგალობლიშვილი.