მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანქანების გატაცება, შეიარაღებული ჩინოსნები და ბომბები რიგითი აფხაზების სახლებში - ასლან ბჟანია აფხაზური კრიმინალის პირისპირ
მანქანების გატაცება, შეიარაღებული ჩინოსნები და ბომბები რიგითი აფხაზების სახლებში - ასლან ბჟანია აფხაზური კრიმინალის პირისპირ

ბოლო დროს რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ კრი­მი­ნა­ლის და­სა­მარ­ცხებ­ლად, შე­უ­წყნა­რე­ბე­ლი ბრძო­ლა უნდა გა­მო­ცხად­დეს, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. აფხა­ზე­ბის თქმით, ყვე­ლა "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა", რო­მე­ლიც ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის, ბო­ლოს ან მათ­თან გა­რი­გე­ბა­ში შე­დის, ან მათ­თან ბრძო­ლას ეწი­რე­ბა.

"ვნა­ხოთ რა გა­მო­უ­ვა ას­ლან ბჟა­ნი­ას", - წე­რენ აფხა­ზე­ბი აფხა­ზე­თის ლი­დე­რის პა­სუ­ხად.

"გა­ი­ხე­დეთ გა­რეთ, 21-ე სა­უ­კუ­ნეა... არა­ვი­თა­რი "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" და მსგავ­სი ელე­მენ­ტე­ბი ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში არ უნდა იყ­ვნენ. არ გვჭირ­დე­ბა ისი­ნი. მე არა­ვის­თვის თა­ვის მოჭ­რის ინ­ცი­ა­ტი­ვით არ გა­მოვ­დი­ვარ, მაგ­რამ თუ ჩვენ ერთ პრობ­ლე­მას არ მო­ვაგ­ვა­რებთ, ის მე­ო­რეს გა­მო­იწ­ვევს და ასე იქ­ნე­ბა სულ. სა­ბო­ლო­ოდ, მი­ვი­ღებთ იმას, რომ ტუ­რის­ტე­ბი ქვე­ყა­ნა­ში აღარ ჩა­მოვ­ლენ, რად­გან ტუ­რის­ტმა შე­უძ­ლე­ბე­ლია და­ის­ვე­ნოს სა­ხელ­მწი­ფო­ში, მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბის ფონ­ზე. არა­ერ­თხელ დაგ­ვის­ვამს კი­თხვა, რა რა­ო­დე­ნო­ბით ია­რაღს ინა­ხავს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა სახ­ლში, მხო­ლოდ ცე­ცხლსას­როლს კი არა, მსხვილ­კა­ლიბ­რი­ან ია­რაღს, ბომ­ბებს, თვით­ნა­კე­თი ასა­ფეთ­ქე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბებს ვგუ­ლის­ხმობ?! ვის რაში და რა­ტომ სჭირ­დე­ბა ამ­დე­ნი ია­რა­ღი, ეს არის ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა. და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა­ში, ხალ­ხს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი უნდა ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ", - გა­ნა­ცხა­და ბჟა­ნი­ამ.

და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა რაულ ხა­ჯიმ­ბამ შარ­შან მარ­ტში, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ია­რა­ღის შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა, "სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლად" გა­მო­ცხად­და, თუმ­ცა ამით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. აფხა­ზე­ბის თქმით, პი­რი­ქით, გავ­ლე­ნი­ა­ნი კლა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა არ­სე­ნა­ლი გა­ამ­დიდ­რეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა - ისი­ნი კრი­მი­ნა­ლებ­თან კვლა­ვაც გა­რი­გე­ბუ­ლი არი­ან. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას ცდი­ლობს "პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი" ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბი, რათა მათი კონ­ტრო­ლის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს.

"ახლა ვნა­ხავთ, რამ­დე­ნად იმ­სა­ხუ­რებს ხის­ტი, სას­ტი­კი და შე­უბ­რა­ლე­ბე­ლი ან­ქვა­ბი "რკი­ნის ალი­კას" სტა­ტუსს. ჩვენს მის მხა­რეს ვართ, თუკი ეს საკ­მა­რი­სია", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მარი ანუა.

"თუმ­ცა, ამის კვალ­დაკ­ვალ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის, ან ყო­ფი­ლი ძა­ლოვ­ნე­ბის სახ­ლებ­ში ჩა­ტარ­და ჩხრე­კა და სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის ია­რაღ­თან ერ­თად, ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბი და ბომ­ბე­ბიც ამო­ი­ღეს. ამი­ტო­მაც, ალ­ბათ არა­ვის უკ­ვირს 5 ივ­ნისს რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­ში შე­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, იქ ბომ­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. გამ­კაც­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი ახ­ლაც არ არის მოხ­სნი­ლი. თუმ­ცა, ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და მათ მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად მე­დი­ას რომ ჰკი­თხოთ, აფხა­ზეთ­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი არ არის, მაშ რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ის მი­მარ­თვა?!" - წერს აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი, დათო ჭკა­დუა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, გა­სუ­ლი კვი­რა მან­ქა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბის მხრივ, უპ­რე­ცენ­დენ­ტო იყო. აფხა­ზე­ბი წე­რენ, რომ შარ­შან ამ დროს მო­სახ­ლე­ო­ბა ტუ­რიზ­მის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, წელს კი, სრუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბაა, შე­სა­ბა­მი­სად, იმა­ტა და­ნა­შა­ულ­მა.

"რო­გორც ჩანს, კრი­ზი­სი მსხვილ ბიზ­ნეს­მე­ნებ­ზეც აი­სა­ხა, ან უბ­რა­ლოდ მი­ზეზს ეძე­ბენ, რომ ია­ფად გა­მო­ვიდ­ნენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ხუმ­ში, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ყა­ზა­ხე­თი­დან სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­სულ­მა კაც­მა ცე­ცხლი გახ­სნა. რო­გორც ირ­კვე­ვა, დაჭ­რი­ლია ერთი ადა­მი­ა­ნი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ყა­ზა­ხი ნას­ვა­მი იყო, მას შრო­მის სა­ფა­სუ­რი არ გა­და­უ­ხა­დეს, ვე­ღარც სახ­ლში დაბ­რუნ­და და ჯავ­რი უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­ზე იყა­რა. მშე­ნებ­ლო­ბის ბიზ­ნე­სი ფაქ­ტობ­რი­ვად სომ­ხებ­მა გა­და­ი­ბა­რეს, დას­კვნე­ბი თქვენ­თვის მო­მინ­დვია", - წერს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, ნა­თე­ლა ჩა­ჩხა­ლია.

ekhokavkaza.com-ს ცნო­ბით, გა­სუ­ლი კვი­რა კი­დევ იმით იყო "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი", რომ "სო­ხუ­მის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან პა­ტი­მა­რი პა­ცი­ენ­ტი გა­იქ­ცა. ის გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვის­თვის იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. საქ­მე ის არის, რომ გურ­გენ კი­რა­კო­ზი­ან­მა ბორ­კი­ლე­ბი­დან ხე­ლე­ბი გა­ი­თა­ვი­სუფ­ლა, ზეწ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­და­ა­ბა, მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ცოც­და და ასე და­ტო­ვა სა­ა­ვად­მყო­ფოს სპეფ­ცი­ა­ლუ­რი პა­ლა­ტა, რო­მე­ლის ფან­ჯრებ­საც რკი­ნის გი­სო­სე­ბი აქვს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­უ­ჯე­რე­ბე­ლია", - წერს გა­მო­ცე­მა.

აფხა­ზე­ბის ცნო­ბით, ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ფან­ჯრი­დან გა­მო­კი­დე­ბუ­ლი ზეწ­რე­ბი ფრი­ა­ლებ­და და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, დად­გმუ­ლი იყო, სი­ნამ­დვი­ლე­ში, "სო­მეხ­მა რემ­ბომ", რო­მელ­საც ია­რა­ღის ტა­რე­ბას­თან ერ­თად, ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­საც ედა­ვე­ბი­ან, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაც­ვას ფული გა­და­უ­ხა­და და ასე გა­ი­პა­რა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და არა­ვი­თა­რი ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის ფილ­მის პერ­სო­ნაჟ­თან არ გვაქვს საქ­მე. მხო­ლოდ ფული, მე­გობ­რე­ბო, მუქ­თა ფული, რო­მე­ლიც ჩვენს ხალ­ხს ძა­ლი­ან უყ­ვარს", - წერს ბეჟან კვირ­კვია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წადით თქვენი
75

აფხაზებო და ქართველებო აზზე მოდით აი მაგ სომხებმა..........ჩააგდეს ჩორტი თქვენს შორის თქვე ბატკნებო

..
37

ჯერ სად ხართ აფსუებო..შორს არაა ის დრო ენგურს აქეთ გადმოგრეკონ სომხებმა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მანქანების გატაცება, შეიარაღებული ჩინოსნები და ბომბები რიგითი აფხაზების სახლებში - ასლან ბჟანია აფხაზური კრიმინალის პირისპირ

მანქანების გატაცება, შეიარაღებული ჩინოსნები და ბომბები რიგითი აფხაზების სახლებში - ასლან ბჟანია აფხაზური კრიმინალის პირისპირ

ბოლო დროს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ინიციატივას, რომ კრიმინალის დასამარცხებლად, შეუწყნარებელი ბრძოლა უნდა გამოცხადდეს, ადგილობრივ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. აფხაზების თქმით, ყველა "ხელისუფლება", რომელიც ამ ინიციატივით გამოდის, ბოლოს ან მათთან გარიგებაში შედის, ან მათთან ბრძოლას ეწირება.

"ვნახოთ რა გამოუვა ასლან ბჟანიას", - წერენ აფხაზები აფხაზეთის ლიდერის პასუხად.

"გაიხედეთ გარეთ, 21-ე საუკუნეა... არავითარი "მაყურებლები" და მსგავსი ელემენტები ჩვენს რეალობაში არ უნდა იყვნენ. არ გვჭირდება ისინი. მე არავისთვის თავის მოჭრის ინციატივით არ გამოვდივარ, მაგრამ თუ ჩვენ ერთ პრობლემას არ მოვაგვარებთ, ის მეორეს გამოიწვევს და ასე იქნება სულ. საბოლოოდ, მივიღებთ იმას, რომ ტურისტები ქვეყანაში აღარ ჩამოვლენ, რადგან ტურისტმა შეუძლებელია დაისვენოს სახელმწიფოში, მასობრივი მკვლელობის ფონზე. არაერთხელ დაგვისვამს კითხვა, რა რაოდენობით იარაღს ინახავს ჩვენი მოსახლეობა სახლში, მხოლოდ ცეცხლსასროლს კი არა, მსხვილკალიბრიან იარაღს, ბომბებს, თვითნაკეთი ასაფეთქებელ მოწყობილობებს ვგულისხმობ?! ვის რაში და რატომ სჭირდება ამდენი იარაღი, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. დანაშაულთან ბრძოლაში, ხალხს სამართალდამცავი ორგანოები უნდა ეხმარებოდნენ", - განაცხადა ბჟანიამ.

დაახლოებით მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა რაულ ხაჯიმბამ შარშან მარტში, რომლის თანახმადაც, დიდი რაოდენობით იარაღის შენახვა-ტარება, "სისხლის სამართლის დანაშაულად" გამოცხადდა, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. აფხაზების თქმით, პირიქით, გავლენიანი კლანის წარმომადგენლებმა არსენალი გაამდიდრეს.

ადგილობრივების ცნობით, ე.წ. პროკურატურისა და ძალოვანი უწყებების მუშაობაში არაფერი შეცვლილა - ისინი კრიმინალებთან კვლავაც გარიგებული არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერ ქურდებთან მოლაპარაკებას ცდილობს "პრემიერ-მინისტრი" ალექსანდრე ანქვაბი, რათა მათი კონტროლის ქვეშ არსებული ბიზნესი გაათავისუფლოს.

"ახლა ვნახავთ, რამდენად იმსახურებს ხისტი, სასტიკი და შეუბრალებელი ანქვაბი "რკინის ალიკას" სტატუსს. ჩვენს მის მხარეს ვართ, თუკი ეს საკმარისია", - წერს ადგილობრივი მარი ანუა.

"თუმცა, ამის კვალდაკვალ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის თანამდებობის პირების, ან ყოფილი ძალოვნების სახლებში ჩატარდა ჩხრეკა და სხვადასხვა დასახელების იარაღთან ერთად, ყუმბარმტყორცნები და ბომბებიც ამოიღეს. ამიტომაც, ალბათ არავის უკვირს 5 ივნისს რუსეთის საელჩოში შესული შეტყობინება, იქ ბომბის არსებობის შესახებ. გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები ახლაც არ არის მოხსნილი. თუმცა, ჩვენს ხელისუფლებასა და მათ მიერ კონტროლირებად მედიას რომ ჰკითხოთ, აფხაზეთში ანტირუსული განწყობები არ არის, მაშ რას ემსახურებოდა ის მიმართვა?!" - წერს აფხაზი ინტერნეტმომხარებელი, დათო ჭკადუა.

ადგილობრივების თქმით, გასული კვირა მანქანების გატაცების მხრივ, უპრეცენდენტო იყო. აფხაზები წერენ, რომ შარშან ამ დროს მოსახლეობა ტურიზმისთვის ემზადებოდა, წელს კი, სრული იმედგაცრუებაა, შესაბამისად, იმატა დანაშაულმა.

"როგორც ჩანს, კრიზისი მსხვილ ბიზნესმენებზეც აისახა, ან უბრალოდ მიზეზს ეძებენ, რომ იაფად გამოვიდნენ. რამდენიმე დღის წინ სოხუმში, მშენებლობაზე ყაზახეთიდან სამუშაოდ ჩამოსულმა კაცმა ცეცხლი გახსნა. როგორც ირკვევა, დაჭრილია ერთი ადამიანი. სავარაუდოდ, ყაზახი ნასვამი იყო, მას შრომის საფასური არ გადაუხადეს, ვეღარც სახლში დაბრუნდა და ჯავრი უბრალო ადამიანებზე იყარა. მშენებლობის ბიზნესი ფაქტობრივად სომხებმა გადაიბარეს, დასკვნები თქვენთვის მომინდვია", - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი, ნათელა ჩაჩხალია.

ekhokavkaza.com-ს ცნობით, გასული კვირა კიდევ იმით იყო "მნიშვნელოვანი", რომ "სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პატიმარი პაციენტი გაიქცა. ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით იარაღის უკანონო შენახვისთვის იყო დაკავებული. საქმე ის არის, რომ გურგენ კირაკოზიანმა ბორკილებიდან ხელები გაითავისუფლა, ზეწრები ერთმანეთს გადააბა, მესამე სართულიდან გადმოცოცდა და ასე დატოვა საავადმყოფოს სპეფციალური პალატა, რომელის ფანჯრებსაც რკინის გისოსები აქვს. რასაკვირველია, დაუჯერებელია", - წერს გამოცემა.

აფხაზების ცნობით, ფოტოები, რომელზეც ფანჯრიდან გამოკიდებული ზეწრები ფრიალებდა და სოციალურ ქსელში გავრცელდა, დადგმული იყო, სინამდვილეში, "სომეხმა რემბომ", რომელსაც იარაღის ტარებასთან ერთად, ნარკორეალიზაციასაც ედავებიან, შეიარაღებულ დაცვას ფული გადაუხადა და ასე გაიპარა საავადმყოფოდან და არავითარი ფანტასტიკის ჟანრის ფილმის პერსონაჟთან არ გვაქვს საქმე. მხოლოდ ფული, მეგობრებო, მუქთა ფული, რომელიც ჩვენს ხალხს ძალიან უყვარს", - წერს ბეჟან კვირკვია.

აფხაზეთის ე.წ. "ეროვნული ბანკი" - თურქულმა ბანკებმა აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების მომსახურება დაიწყეს

ცნობილია, როდის ამუშავდება სოხუმის აეროპორტი - ასლან ბჟანია თარიღს ასახელებს

აღდგება თუ არა სოხუმის აეროპორტი და რაზე შეუთანხმდა ბჟანია რუსეთს - “რას გადაგვაყოლეთ ამ შენობების დაკონსერვებას, ვერ ხედავთ, ქვეყანა თავზე გვენგრევა"