პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება სომხეთის ქუჩებში მაშინ, როცა ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად ასეულობით იმატებს
რა ხდება სომხეთის ქუჩებში მაშინ, როცა ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად ასეულობით იმატებს

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო სომ­ხე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ად­გი­ლი აღარ არის. სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 200-მდე ადა­მი­ა­ნი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რიგს ელო­დე­ბა. ამ ფონ­ზე კი, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი ისევ მა­ტუ­ლობს და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას მკვეთ­რად აჭარ­ბებს.

სომ­ხეთ­ში გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 195 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და და­ინ­ფი­ცი­რე­ბის სა­ერ­თო რი­ცხვმა 13 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. ქვე­ყა­ნა­ში და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი უკვე 200-ზე მე­ტია.

სომ­ხეთ­ში სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი მო­ა­წყვეს

მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი უგუ­ლე­ბელ­ყოფს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­წო­დე­ბას, უმ­ძი­მეს სტა­ტის­ტი­კას და არც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის, არც დის­ტან­ცი­რე­ბის წე­სებს იცავს. ფა­ში­ნი­ან­მა ბრი­ფინგზე ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ აპი­რებ­დნენ მი­ე­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ტო­ტა­ლუ­რი კა­რან­ტი­ნის შე­მო­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში მი­ვიდ­ნენ იმ დას­კვნამ­დე, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სურ­ველ შე­დეგს ვერ გა­მო­ი­ღებს.

კო­რო­ნა­ვირუ­სი პრე­მი­ერ­მა და მის­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მაც გა­და­ი­ტა­ნეს

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა სომ­ხეთ­ში 16 მარტს შე­მო­ი­ღეს და ორ­ჯერ გა­აგ­რძე­ლეს, ბო­ლოს 13 ივ­ნი­სამ­დე. თუმ­ცა, 18 მა­ი­სის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მუ­შა­ობს, მოძ­რა­ობს ტრან­სპორ­ტი და მუ­შა­ობს სა­ბავ­შო ბა­ღე­ბიც კი.

სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვედ­ზე აქ­ვეყ­ნებს "მამ­ხი­ლე­ბელ" ფო­ტო­ებს, რომ­ლებ­ზეც სომ­ხე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ურჩი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც იხ­დი­ან და­ბა­დე­ბის დღე­ებს, იკ­რი­ბე­ბი­ან ეზო­ებ­ში, აღ­ნიშ­ნა­ვენ დღე­სას­წა­უ­ლებს რეს­ტორ­ნებ­ში და ა.შ.

დაკ­რძალ­ვას სომ­ხე­თის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ათო­ბით ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბა

რიგი დის­ტან­ცი­ის დარ­ღვე­ვით, სომ­ხე­თის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში
ქვეყ­ნის უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა მშობ­ლებს ხელს არ უშ­ლით, შვი­ლებს ხალ­ხმრა­ვა­ლი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი გა­და­უ­ხა­დონ
სა­ლო­ნებ­ში ყო­ველ­გვა­რი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან კლი­ენტს
ვა­ნა­ძო­რის ერთ-ერთი ქარ­ხნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ასე მიჰ­ყავთ სახ­ლში სამ­სა­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ

თუმ­ცა, ფა­ში­ნი­ა­ნი იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუ­სის საპ­რე­ვენ­ციო წე­სებს პა­ტი­ოს­ნად იცა­ვენ.

ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დის­ტან­ცი­ის დაც­ვით ელო­დე­ბი­ან ავ­ტო­ბუსს, რო­მელ­მაც სახ­ლებ­ში უნდა წა­იყ­ვა­ნოს ისი­ნი
სო­მე­ხი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დის­ტან­ცი­ას იცა­ვენ ბანკთან

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nik
17

ასეთი რისკის გაწევა როცა ამხელა საფრთხეა ძალიან უცნაურია, რატო არ იცავემ მკაცრად წესებს, შედეგი ხომ სახეზეა, აუცილებელი და სასწრაფო ზომები უნდა მიიღონ, თუნდაც გარკვეული რეკომენდაციები (ნუ თუ ქედმაღლობა არ დაუშლით) მიიღონ ქართველი კოლეგებისგან. ფაქტიურად ხალხის გაწირვაა ასეთი ქმედებები

Ნატა
10

Უფალმა გიშველოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

რა ხდება სომხეთის ქუჩებში მაშინ, როცა ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად ასეულობით იმატებს

რა ხდება სომხეთის ქუჩებში მაშინ, როცა ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად ასეულობით იმატებს

კორონავირუსის პანდემიის გამო სომხეთის საავადმყოფოებში ადგილი აღარ არის. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე ადამიანი ჰოსპიტალიზაციის რიგს ელოდება. ამ ფონზე კი, ინფიცირებულთა რიცხვი ისევ მატულობს და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას მკვეთრად აჭარბებს.

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირების საერთო რიცხვმა 13 000-ს გადააჭარბა. ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობა კი უკვე 200-ზე მეტია.

სომხეთში საკონცერტო დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოაწყვეს

მოსახლეობის დიდი ნაწილი უგულებელყოფს სპეციალისტების მოწოდებას, უმძიმეს სტატისტიკას და არც თვითიზოლაციის, არც დისტანცირების წესებს იცავს. ფაშინიანმა ბრიფინგზე ისიც განაცხადა, რომ აპირებდნენ მიეღოთ გადაწყვეტილება ტოტალური კარანტინის შემოღების თაობაზე, თუმცა საბოლოო ჯამში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს გადაწყვეტილება სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.

კორონავირუსი პრემიერმა და მისმა ოჯახის წევრებმაც გადაიტანეს

საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 16 მარტს შემოიღეს და ორჯერ გააგრძელეს, ბოლოს 13 ივნისამდე. თუმცა, 18 მაისის შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად ყველა დაწესებულება მუშაობს, მოძრაობს ტრანსპორტი და მუშაობს საბავშო ბაღებიც კი.

სომხეთის პრემიერი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვედზე აქვეყნებს "მამხილებელ" ფოტოებს, რომლებზეც სომხეთის სხვადასხვა ქალაქში გადაღებული ურჩი მოქალაქეები არიან, რომლებიც იხდიან დაბადების დღეებს, იკრიბებიან ეზოებში, აღნიშნავენ დღესასწაულებს რესტორნებში და ა.შ.

დაკრძალვას სომხეთის ერთ-ერთ სოფელში ათობით ადამიანი ესწრება

რიგი დისტანციის დარღვევით, სომხეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში
ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობა მშობლებს ხელს არ უშლით, შვილებს ხალხმრავალი დაბადების დღეები გადაუხადონ
სალონებში ყოველგვარი წესების დარღვევით ემსახურებიან კლიენტს
ვანაძორის ერთ-ერთი ქარხნის თანამშრომლები ასე მიჰყავთ სახლში სამსახურის დასრულების შემდეგ

თუმცა, ფაშინიანი იმ მოქალაქეების ფოტოებსაც აქვეყნებს, რომლებიც კორონავირუსის საპრევენციო წესებს პატიოსნად იცავენ.

ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები დისტანციის დაცვით ელოდებიან ავტობუსს, რომელმაც სახლებში უნდა წაიყვანოს ისინი
სომეხი მოქალაქეები დისტანციას იცავენ ბანკთან

აზერბაიჯანი სომხეთს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით დაემუქრა

"აია-სოფიაში ცოცხლად გრძნობ, რომ სულ სხვა ძალები მოქმედებს" - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ადგილის ისტორია და მომავალი

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი უცნაური პირბადის წყალობით ინტერნეტვარსკვლავი გახდა