საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავხდე ინფლუენსერი, ინფლუენსერ მარკეტინგი  დღეს – influencer.ge
როგორ გავხდე ინფლუენსერი, ინფლუენსერ მარკეტინგი  დღეს – influencer.ge

დღე­ვან­დელ ტექ­ნო­ლო­გი­ურ ერა­ში, როცა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია სულ უფრო და უფრო ვი­თარ­დე­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უახ­ლეს ტენ­დენ­ცი­ებს შო­რის მსოფ­ლიო ლი­დე­რის როლს იკა­ვებს, მისი სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სტრა­ტე­გი­ულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს.

სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მომ­ხმა­რე­ბელ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ბიზ­ნე­სის­თვის არა მხო­ლოდ მათ­თან ინ­ფორ­მა­ცი­ის დრო­უ­ლი მი­ტა­ნაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არა­მედ უკუ­კავ­ში­რი და მათი ლო­ი­ა­ლო­ბის მო­პო­ვე­ბაც გა­დამ­წყვე­ტი გახ­და. სწო­რედ ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, მსოფ­ლი­ო­ში ბიზ­ნე­სის­თვის სულ უფრო მეტ აქ­ტუ­ა­ლო­ბას იძენს ინფლუ­ენ­სერ მარ­კე­ტინ­გის როლი. ამ მხრივ, გარ­კვე­უ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ქარ­თულ ბა­ზარ­ზეც გა­მო­იკ­ვე­თა.

ინფლუ­ენ­სერ მარ­კე­ტინ­გის ქარ­თუ­ლი ბაზ­რის კვლე­ვა:

2020 წელს წამ­ყვა­ნი ინფლუ­ენ­სერ მარ­კე­ტინ­გის სა­ა­გენ­ტო influencer.ge–ს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით: ინფლუ­ენ­სერ მარ­კე­ტინ­გის წამ­ყვა­ნი ხელ­სა­წყო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი- ფე­ის­ბუ­ქი და ინ­სტაგ­რა­მია. კომ­პა­ნი­ე­ბი ინფლუ­ენ­სე­რებს ცნო­ბა­დო­ბი­სა და გა­ყიდ­ვე­ბის ზრდის­თვის მი­მარ­თა­ვენ, მარ­კე­ტე­რე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ტო­რე­ბის 44 % გა­მო­უ­ყე­ნე­ბია ინფლუ­ენ­სერ მარ­კე­ტინ­გი და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით კმა­ყო­ფი­ლია, ხოლო მათ, ვი­საც ჯერ არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია, ინფლუ­ენ­სერ მარ­კე­ტინ­გის სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბას მო­მა­ვალ­ში გეგ­მავს.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცი­ე­ბი:

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის საგ­რძნობ მა­ტე­ბას­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და, გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის რჩე­ვის და რე­კო­მენ­და­ცი­ის გზით, პრო­დუქ­ტე­ბის ან მომ­სა­ხუ­რე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებ­ში პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, მათი ცნო­ბა­დო­ბის შექ­მნა და გა­ყიდ­ვე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა.

მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის 45% სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არის ჩარ­თუ­ლი, რაც სამ მი­ლი­არ­დზე მეტ აქ­ტი­ურ მომ­ხმა­რებ­ლებს მო­ი­ცავს. ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ ფე­ის­ბუქს, იუ­თუბს და ინ­სტაგ­რამს ჰყავს, ხოლო ბოლო დროს ყვე­ლა­ზე მზარ­დი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ტიკ-ტო­კია.

წამ­ყვა­ნი ტენ­დენ­ცია ინფლუ­ენ­სერ მარ­კე­ტინ­გი:

ბოლო პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი მარ­კე­ტინ­გი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ექ­სპერ­ტე­ბი მთა­ვარ ტენ­დენ­ცი­ა­ზე – ინფლუ­ენ­სე­რებ­ზე და ინფლუ­ენ­სერ მარ­კე­ტინგზე სა­უბ­რო­ბენ. მარ­კე­ტე­რე­ბის და კო­მუ­ნი­კა­ტო­რე­ბის 78% აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს ინფლუ­ენ­სერ მარ­კე­ტინგს, ხოლო მათი 73% მას ბრენ­დის­თვის შე­დე­გი­ან და მნიშ­ვნე­ლო­ვან მე­თო­დად ასა­ხე­ლებს.

კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 74% პრო­დუქ­ტის ან მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით იღებს და შე­ძე­ნა­საც იქვე ახ­დენს.

ინფლუ­ენ­სერ მარ­კე­ტინ­გი:

ინფლუ­ენ­სერ მარ­კე­ტინ­გი არის ბრენ­დე­ბის და გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სა­ერ­თო კავ­ში­რე­ბის მო­ძებ­ნა და თან­ხვედ­რის მიღ­წე­ვა, რომ­ლის მი­ზა­ნი ინფლუ­ენ­სე­რის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შექ­მნი­ლი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის ბრენ­დის გზავ­ნი­ლის მი­ტა­ნა და უკუ­კავ­ში­რის მი­ღე­ბაა.

ვინ არის ინფლუ­ენ­სე­რი:

ინფლუ­ენ­სე­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ისი­ნი აქ­ტი­უ­რად ქმნი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და გან­სხვა­ვე­ბულ კონ­ტენტს და ჰყავთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიმ­დევ­რე­ბი, რო­მელ­თათ­ვი­საც ინფლუ­ენ­სე­რის აზრი და რჩე­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ისი­ნი ახ­დე­ნენ იდე­ე­ბის, პრო­დუქ­ტე­ბის და მომ­სა­ხუ­რე­ბის თა­ვი­ან­თი არ­ხის მეშ­ვე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბას. ინფლუ­ენ­სე­რე­ბი მიმ­დევ­რებ­ში გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ცოდ­ნით, კომ­პე­ტენ­ცი­ი­თა და ნდო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით.

ინფლუ­ენ­სე­რი აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს ახა­ლი მე­დი­ის და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის პლატ­ფორ­მებს ადა­მი­ა­ნებ­ზე გავ­ლე­ნის მო­სა­პო­ვებ­ლად, დე­მონ­სტრი­რე­ბას უკე­თებს მისი ცხოვ­რე­ბის სტილს, ქმნის ვი­ზუ­ა­ლურ და ტექ­სტუ­ა­ლურ კონ­ტენტს და უწევს ბრენ­დებს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

ინფლუ­ენ­სე­რებს უნდა ჰქონ­დეთ სამი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რის კომ­ბი­ნა­ცი­ის უნა­რი: ბრენ­დის კარ­გად ცოდ­ნა და მი­წო­დე­ბა, სან­დო­ო­ბა და გა­ყიდ­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბი. რაც უფრო მა­ღა­ლია ეს ფაქ­ტო­რე­ბი, მით უფრო მა­ღა­ლია ამ პი­როვ­ნე­ბის ზე­გავ­ლე­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლი.

რჩე­ვე­ბი, რო­გორ გავ­ხდე ინფლუ­ენ­სე­რი:

  1. გა­ა­ა­ნა­ლი­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე ტენ­დენ­ცი­ე­ბი, იფიქ­რე რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა ხარ, რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა შენი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და ხედ­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის/მიმ­დევ­რე­ბის­თვის;
  2. გან­სა­ზღვრე, რა იქ­ნე­ბა შენი მთა­ვა­რი ნიშა, რითი ხარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და რა გაძ­ლევს ცხოვ­რე­ბა­ში მო­ტი­ვა­ცი­ას;
  3. გა­ზარ­დე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის აუ­დი­ტო­რია, მათი ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხი სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კონ­ტენ­ტის შექ­მნის გზით;
  4. იყა­ვი თან­მიმ­დევ­რუ­ლი და რე­გუ­ლა­რუ­ლი;
  5. იყა­ვი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, გა­იღ­რმა­ვე ცოდ­ნა შენს ნი­შა­ში და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სე მულ­ტი­მე­დია უნა­რე­ბი ეფექ­ტუ­რი კონ­ტეტ­ნის შე­საქ­მნე­ლად;
  6. იმუ­შა­ვე ბრენ­დებ­თან და ინფლუ­ენ­სერ სა­ა­გენ­ტოს­თან, და­ა­ინ­ტე­რე­სე ისი­ნი უნი­კა­ლუ­რი კონ­ტენ­ტი­სა და აუ­დი­ტო­რი­ის/მიმ­დევ­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის შექ­მნით;
  7. შექ­მე­ნი სტა­ბი­ლუ­რი და სან­დო რე­პუ­ტა­ცია, გა­მო­ი­მუ­შა­ვე შე­სა­ბა­მი­სი თან­ხა.

https://influencer.ge/ წამ­ყვა­ნი ინფლუ­ენ­სერ სა­ა­გენ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში

მო­ამ­ზა­და ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­მუ­ნა მა­ი­სუ­რა­ძემ

ავტორი:

როგორ გავხდე ინფლუენსერი, ინფლუენსერ მარკეტინგი  დღეს – influencer.ge

როგორ გავხდე ინფლუენსერი, ინფლუენსერ მარკეტინგი  დღეს – influencer.ge

დღევანდელ ტექნოლოგიურ ერაში, როცა სოციალური მედია სულ უფრო და უფრო ვითარდება და კომუნიკაციის უახლეს ტენდენციებს შორის მსოფლიო ლიდერის როლს იკავებს, მისი სწორად გამოყენება კომპანიებისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს.

სოციალური მედიის საშუალებით მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესში, ბიზნესისთვის არა მხოლოდ მათთან ინფორმაციის დროული მიტანაა მნიშვნელოვანი, არამედ უკუკავშირი და მათი ლოიალობის მოპოვებაც გადამწყვეტი გახდა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, მსოფლიოში ბიზნესისთვის სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ინფლუენსერ მარკეტინგის როლი. ამ მხრივ, გარკვეული ტენდენციები ქართულ ბაზარზეც გამოიკვეთა.

ინფლუენსერ მარკეტინგის ქართული ბაზრის კვლევა:

2020 წელს წამყვანი ინფლუენსერ მარკეტინგის სააგენტო influencer.ge–ს ჩატარებული კვლევების მიხედვით: ინფლუენსერ მარკეტინგის წამყვანი ხელსაწყო სოციალური ქსელი- ფეისბუქი და ინსტაგრამია. კომპანიები ინფლუენსერებს ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის მიმართავენ, მარკეტერებისა და კომუნიკატორების 44 % გამოუყენებია ინფლუენსერ მარკეტინგი და მიღებული შედეგებით კმაყოფილია, ხოლო მათ, ვისაც ჯერ არ გამოუყენებია, ინფლუენსერ მარკეტინგის სერვისით სარგებლობას მომავალში გეგმავს.

სოციალური ქსელები და მსოფლიო ტენდენციები:

სოციალურ ქსელებში ჩართული ადამიანების საგრძნობ მატებასთან ერთად, მნიშვნელოვანი გახდა, გავლენიანი ადამიანების რჩევის და რეკომენდაციის გზით, პროდუქტების ან მომსახურების სოციალური ქსელის მომხმარებლებში პოპულარიზაცია, მათი ცნობადობის შექმნა და გაყიდვების სტიმულირება.

მსოფლიოს მოსახლეობის 45% სხვადასხვა სოციალურ ქსელში არის ჩართული, რაც სამ მილიარდზე მეტ აქტიურ მომხმარებლებს მოიცავს. ყველაზე აქტიური მომხმარებლები სოციალურ ქსელ ფეისბუქს, იუთუბს და ინსტაგრამს ჰყავს, ხოლო ბოლო დროს ყველაზე მზარდი სოციალური ქსელი ტიკ-ტოკია.

წამყვანი ტენდენცია ინფლუენსერ მარკეტინგი:

ბოლო პერიოდში მსოფლიოში წამყვანი მარკეტინგისა და კომუნიკაციის ექსპერტები მთავარ ტენდენციაზე – ინფლუენსერებზე და ინფლუენსერ მარკეტინგზე საუბრობენ. მარკეტერების და კომუნიკატორების 78% აქტიურად იყენებს ინფლუენსერ მარკეტინგს, ხოლო მათი 73% მას ბრენდისთვის შედეგიან და მნიშვნელოვან მეთოდად ასახელებს.

კვლევების მიხედვით, სოციალურ ქსელში ჩართული ადამიანების 74% პროდუქტის ან მომსახურების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით იღებს და შეძენასაც იქვე ახდენს.

ინფლუენსერ მარკეტინგი:

ინფლუენსერ მარკეტინგი არის ბრენდების და გავლენიანი ადამინების ღირებულებითი საერთო კავშირების მოძებნა და თანხვედრის მიღწევა, რომლის მიზანი ინფლუენსერის სოციალურ ქსელში შექმნილი აუდიტორიისთვის ბრენდის გზავნილის მიტანა და უკუკავშირის მიღებაა.

ვინ არის ინფლუენსერი:

ინფლუენსერები სოციალურ ქსელში ჩართული ადამიანები არიან, ისინი აქტიურად ქმნიან საინტერესო და განსხვავებულ კონტენტს და ჰყავთ მნიშვნელოვანი მიმდევრები, რომელთათვისაც ინფლუენსერის აზრი და რჩევა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ახდენენ იდეების, პროდუქტების და მომსახურების თავიანთი არხის მეშვეობით გავრცელებას. ინფლუენსერები მიმდევრებში გამოირჩევიან ცოდნით, კომპეტენციითა და ნდობის მაღალი ხარისხით.

ინფლუენსერი აქტიურად იყენებს ახალი მედიის და სოციალური ქსელების პლატფორმებს ადამიანებზე გავლენის მოსაპოვებლად, დემონსტრირებას უკეთებს მისი ცხოვრების სტილს, ქმნის ვიზუალურ და ტექსტუალურ კონტენტს და უწევს ბრენდებს პოპულარიზაციას.

ინფლუენსერებს უნდა ჰქონდეთ სამი ძირითადი ფაქტორის კომბინაციის უნარი: ბრენდის კარგად ცოდნა და მიწოდება, სანდოობა და გაყიდვის უნარ-ჩვევები. რაც უფრო მაღალია ეს ფაქტორები, მით უფრო მაღალია ამ პიროვნების ზეგავლენის პოტენციალი.

რჩევები, როგორ გავხდე ინფლუენსერი:

  1. გააანალიზე სოციალურ ქსელებში მიმდინარე ტენდენციები, იფიქრე რამდენად საინტერესო პიროვნება ხარ, რამდენად საინტერესოა შენი ცხოვრების სტილი და ხედვა სოციალურ ქსელში ჩართული ადამიანებისთვის/მიმდევრებისთვის;
  2. განსაზღვრე, რა იქნება შენი მთავარი ნიშა, რითი ხარ დაინტერესებული და რა გაძლევს ცხოვრებაში მოტივაციას;
  3. გაზარდე სოციალური ქსელების აუდიტორია, მათი ჩართულობის ხარისხი საინტერესო და მრავალფეროვანი კონტენტის შექმნის გზით;
  4. იყავი თანმიმდევრული და რეგულარული;
  5. იყავი შემოქმედებითი, გაიღრმავე ცოდნა შენს ნიშაში და გააუმჯობესე მულტიმედია უნარები ეფექტური კონტეტნის შესაქმნელად;
  6. იმუშავე ბრენდებთან და ინფლუენსერ სააგენტოსთან, დააინტერესე ისინი უნიკალური კონტენტისა და აუდიტორიის/მიმდევრების ჩართულობის შექმნით;
  7. შექმენი სტაბილური და სანდო რეპუტაცია, გამოიმუშავე შესაბამისი თანხა.

https://influencer.ge/ წამყვანი ინფლუენსერ სააგენტო საქართველოში

მოამზადა ჟურნალისტმა თამუნა მაისურაძემ

დღის ფოტო: კუმისის ტბაზე მარტოხელა ფლამინგო შენიშნეს...

საქართველო საუკუნის წინანდელ უცნობ ფოტოებში - ბიჭი, რომელიც უნიკალურ ფოტოებს და მათ ისტორიებს აგროვებს

დიეტის დაცვის 15 მთავარი წესი მანანა მგალობლიშვილისგან, რომელიც ექიმმა პირადი გამოცდილებით შეიმუშავა