სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის" - რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ საერთაშორისო მგზავრებს პირველ ეტაპზე
"ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის" - რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ საერთაშორისო მგზავრებს პირველ ეტაპზე

ბევ­რი ფილტრი იქ­ნე­ბა ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტის­თვის ისე, რომ დავ­რჩეთ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ქვე­ყა­ნა და არ შევ­ქმნათ და­მა­ტე­ბი­თი ბა­რი­ე­რე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ქვეყ­ნე­ბის სია, სა­ი­და­ნაც ტუ­რის­ტე­ბის შე­მოს­ვლა მოხ­დე­ბა, ეტა­პობ­რი­ვად გა­და­ი­ხე­დე­ბა

მისი თქმით, ქვეყ­ნე­ბის სია, სა­ი­და­ნაც ტუ­რის­ტე­ბის შე­მოს­ვლა მოხ­დე­ბა, ეტა­პობ­რი­ვად გა­და­ი­ხე­დე­ბა. რო­გორც ქვრი­ვიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თველ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მი­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი სრუ­ლად ადაპ­ტირ­დე­ბა იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რაც პრე­ვენ­ცი­ის­თვი­საა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

„ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის გახ­სნა მოხ­დე­ბა ეტა­პობ­რი­ვად, ფრთხი­ლად და უკი­დუ­რე­სად გა­და­ზღვე­უ­ლად, რად­გან ეს არის ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­დუსტრია და ტუ­რიზ­მი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს უსაფრ­თხო ინ­დუსტრია, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, ასე­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბის მი­ღე­ბის­თვის. ყვე­ლა ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ იმ შე­დე­გე­ბით, რაც სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო “კო­ვიდ-19”-თან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბრძო­ლით და ზუს­ტად ამი­ტო­მაც არის სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სი. ასე­ვე, ყვე­ლა ვკი­თხუ­ლობთ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მე­ბის შე­ფა­სე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ტოპ 7 ან ტოპ 10 ქვე­ყა­ნას შო­რის, რო­მე­ლიც არის ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო. ჩვე­ნი მი­სია არის, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ეს ინ­დექ­სი არა­თუ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, არა­მედ გა­ვაძ­ლი­ე­როთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ მივ­ყვე­ბით ეტა­პობ­რი­ვად. მიმ­დი­ნა­რებს ქვეყ­ნებს შო­რის უსაფრ­თხო დე­რეფ­ნე­ბის ფორ­მა­ტით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მო­ლა­პა­რა­კე­ბა. ჩვენ ასე­ვე ვსა­უბ­რობთ, რომ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლიც იქ­ნე­ბა ეტა­პობ­რი­ვად გა­და­ხე­დი­ლი, ეტა­პობ­რი­ვად გა­იხ­სნე­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას­თან და მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი, რო­გორ და რა პრინ­ცი­პით მივ­დი­ვართ, ესაა მე­ო­რე ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპიდმდგო­მა­რე­ო­ბა. სა­ქარ­თველ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მი­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი სრუ­ლად ადაპ­ტირ­დე­ბა ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრე­ვენ­ცი­ის­თვის, ამი­ტომ იქ­ნე­ბა ბევ­რი ფილტრი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტის­თვის ისე, რომ დავ­რჩეთ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ქვე­ყა­ნა და არ შევ­ქმნათ და­მა­ტე­ბი­თი ბა­რი­ე­რე­ბი ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბით­ვის. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვიქ­ნე­ბით გა­და­ზღვე­უ­ლი და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გა­ნაგ­რძობს იყოს უსაფრ­თხო ყვე­ლა კრი­ტე­რი­უ­მით“, - გა­ნა­ცხა­და ქვრი­ვიშ­ვილ­მა.

მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო კერ­ძო სექ­ტო­რის სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვას არ აპი­რებს. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ არა­ერ­თხელ და­ი­ნა­ხეს, რომ ბა­ზა­რი მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ფა­სებს თა­ვად და­ა­რე­გუ­ლი­რებს.

„კერ­ძო სექ­ტო­რი ძა­ლი­ან დი­ნა­მი­უ­რად ადპ­ტირ­დე­ბა იმ რე­ა­ლო­ბას­თან, რაც მო­თხოვ­ნა-მი­წო­დე­ბის პრინ­ციპს გუ­ლის­ხმობს. ჩვენ უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კას რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა. მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ვუ­ყუ­რებთ, რომ გან­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტებ­მა მო­თხოვ­ნის სიმ­ცი­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კა­ზე ადაპ­ტი­რე­ბა მო­ა­ხერ­ხეს. სა­ხელ­მწი­ფო, რა თქმა უნდა, კერ­ძო სექ­ტო­რის სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვას არ აპი­რებს, რად­გან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ არა­ერ­თხელ და­ვი­ნა­ხეთ, რომ ბა­ზა­რი მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თა­ვად და­ა­რე­გუ­ლი­რებს. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კი­დევ უფრო მეტ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს გა­ვუ­ჩი­ნოთ იმის სურ­ვი­ლი, რომ პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმოგ­ზა­უ­როს, რად­გან მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ცოტა ქვე­ყა­ნა თუ არის, რო­მე­ლიც, ერთი მხრივ, ასე­თი ლა­მა­ზია, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ - ასე­თი უსაფრ­თხო“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვილ­მა.

ექიმ-ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ მაია ბუ­წაშ­ვი­ლის თქმით, სა­ზღვრე­ბის გახ­სნა კრი­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯია და დიდი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო.

„ჩვენ ახლა გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი გვრჩე­ბა სა­ზღვრე­ბის გახ­სნა, რო­მე­ლიც კი­დევ ერთი კრი­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ეს ნა­ბი­ჯი გა­და­სად­გმე­ლია დიდი სიფრ­თხი­ლით და ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვლის გა­ფილ­ტვრით. ტუ­რის­ტე­ბის შე­მოს­ვლა იქ­ნე­ბა კი­დევ ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კის შემ­ცვე­ლი იმი­ტომ, რომ რე­ა­ლუ­რად ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში დიდი პრობ­ლე­მაა კო­რო­ნა­ვირუ­სის მხრივ, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში, რუ­სეთ­სა და სომ­ხეთ­ში. ჩვენ არ უნდა გვქონ­დეს ის ილუ­ზია, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­ვას­რუ­ლეთ მშვი­დო­ბი­ა­ნად. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში თუ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი ქვე­ყა­ნა­ში შე­მოვ­ლენ, რა თქმა უნდა, ინ­ფი­ცი­რე­ბის აღ­მავ­ლო­ბის რის­კი იქ­ნე­ბა. მთე­ლი რიგი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მელ­ზეც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრიც ლა­პა­რა­კობს, აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­ტა­რე­ბე­ლია. პირ­ველ რიგ­ში, გა­ფილტრონ, რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მოვ­ლენ ტუ­რის­ტე­ბი და რომ­ლი­დან არა.

ტუ­რის­ტებ­მა უნდა და­ი­წყონ შე­მოს­ვლა იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­დაც კონ­ტო­ლი­რე­ბა­დი ეპი­დე­მია აქვთ და შემ­თხვე­ვე­ბი მკვეთ­რა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი და არა იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­დაც აღ­მა­ვა­ლი ეპი­დე­მია აქვთ.

ასე­ვე, ლა­პა­რა­კია „კო­ვიდ პას­პორტზე“ - დო­კუ­მენტზე, რო­მელ­შიც იქ­ნე­ბა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გი ბოლო 48 ან 72 სა­ათ­ში. აქაც პრობ­ლე­მაა, თუ რო­მე­ლი ქვეყ­ნის დო­კუ­მენ­ტი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი იმი­ტომ, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ, რომ ის ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა, სა­დაც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი სან­დოდ კეთ­დე­ბა და ეს დო­კუ­მენ­ტი ნამ­დვი­ლად ლე­გი­ტი­მუ­რი იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ სა­ზღვარ­ზე შე­მოს­ვლი­სას ჩა­ტარ­დეს გა­მოკ­ვლე­ვა, ეს ძა­ლი­ან მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან პა­სუხს დას­ჭირ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი და ტუ­რის­ტის და­ყოვ­ნე­ბა და სივ­რცე­ე­ბის მო­წყო­ბა ლო­ჯის­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან გარ­თულ­დე­ბა, ალ­ბათ უფრო მო­ხერ­ხე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­მო­ტა­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტის ნდო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მაია ბუ­წაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
31

საქართველოს მთავრობა დარწმუნებული ვარ ამჯერადაც ეფექტურად იმუშავებს ! 

სოფო
24

თურქეთიც გახსენით. უმრავლესობა ველოდებით 

ავტორი:

"ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის" - რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ საერთაშორისო მგზავრებს პირველ ეტაპზე

"ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის" - რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ საერთაშორისო მგზავრებს პირველ ეტაპზე

ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის ისე, რომ დავრჩეთ კონკურენტუნარიანი ქვეყანა და არ შევქმნათ დამატებითი ბარიერები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყნების სია, საიდანაც ტურისტების შემოსვლა მოხდება, ეტაპობრივად გადაიხედება

მისი თქმით, ქვეყნების სია, საიდანაც ტურისტების შემოსვლა მოხდება, ეტაპობრივად გადაიხედება. როგორც ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველში არსებული სამივე საერთაშორისო აეროპორტი სრულად ადაპტირდება იმ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც პრევენციისთვისაა მნიშვნელოვანი.

„ტურიზმის ინდუსტრიის გახსნა მოხდება ეტაპობრივად, ფრთხილად და უკიდურესად გადაზღვეულად, რადგან ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინდუსტრია და ტურიზმი აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო ინდუსტრია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მოგზაურობისთვის, ასევე, საერთაშორისო ვიზიტორების მიღებისთვის. ყველა ძალიან ვამაყობთ იმ შედეგებით, რაც საქართველომ მიიღო “კოვიდ-19”-თან წარმატებული ბრძოლით და ზუსტად ამიტომაც არის საქართველოსადმი ძალიან დიდი ინტერესი. ასევე, ყველა ვკითხულობთ საერთაშორისო გამოცემების შეფასებას, საქართველო დასახელებულია ტოპ 7 ან ტოპ 10 ქვეყანას შორის, რომელიც არის ყველაზე უსაფრთხო. ჩვენი მისია არის, რომ უსაფრთხოების ეს ინდექსი არათუ შევინარჩუნოთ, არამედ გავაძლიეროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით ეტაპობრივად. მიმდინარებს ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების ფორმატით თანამშრომლობა და მოლაპარაკება. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ, რომ ქვეყნების ჩამონათვალიც იქნება ეტაპობრივად გადახედილი, ეტაპობრივად გაიხსნება სხვადასხვა ქვეყანასთან და მთავარი კრიტერიუმი, როგორ და რა პრინციპით მივდივართ, ესაა მეორე ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობა. საქართველში არსებული სამივე საერთაშორისო აეროპორტი სრულად ადაპტირდება ყოველდღიურ რეჟიმში იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც მნიშვნელოვანია პრევენციისთვის, ამიტომ იქნება ბევრი ფილტრი ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტისთვის ისე, რომ დავრჩეთ კონკურენტუნარიანი ქვეყანა და არ შევქმნათ დამატებითი ბარიერები ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებითვის. ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით გადაზღვეული და ჩვენი ქვეყანა განაგრძობს იყოს უსაფრთხო ყველა კრიტერიუმით“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფო კერძო სექტორის საფასო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს. როგორც მან აღნიშნა, წლების განმავლობაში მათ არაერთხელ დაინახეს, რომ ბაზარი მოთხოვნიდან გამომდინარე ფასებს თავად დაარეგულირებს.

„კერძო სექტორი ძალიან დინამიურად ადპტირდება იმ რეალობასთან, რაც მოთხოვნა-მიწოდების პრინციპს გულისხმობს. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ საფასო პოლიტიკას როგორ წარიმართება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვუყურებთ, რომ განთავსების ობიექტებმა მოთხოვნის სიმცირიდან გამომდინარე საფასო პოლიტიკაზე ადაპტირება მოახერხეს. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, კერძო სექტორის საფასო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს, რადგან წლების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ დავინახეთ, რომ ბაზარი მოთხოვნიდან გამომდინარე თავად დაარეგულირებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტ საქართველოს მოქალაქეს გავუჩინოთ იმის სურვილი, რომ პირველ რიგში, საქართველოში იმოგზაუროს, რადგან მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანა თუ არის, რომელიც, ერთი მხრივ, ასეთი ლამაზია, მაგრამ, მეორე მხრივ - ასეთი უსაფრთხო“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ექიმ-ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, საზღვრების გახსნა კრიტიკული ნაბიჯია და დიდი სიფრთხილეა საჭირო.

„ჩვენ ახლა გადამწყვეტი მომენტი გვრჩება საზღვრების გახსნა, რომელიც კიდევ ერთი კრიტიკული ნაბიჯი იქნება, თუმცა ეს ნაბიჯი გადასადგმელია დიდი სიფრთხილით და ქვეყნების ჩამონათვლის გაფილტვრით. ტურისტების შემოსვლა იქნება კიდევ ერთი სერიოზული რისკის შემცველი იმიტომ, რომ რეალურად ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ქვეყანაში დიდი პრობლემაა კორონავირუსის მხრივ, განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რუსეთსა და სომხეთში. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ის ილუზია, რომ ყველაფერი დავასრულეთ მშვიდობიანად. ნებისმიერ შემთხვევაში თუ ინფიცირებული ტურისტები ქვეყანაში შემოვლენ, რა თქმა უნდა, ინფიცირების აღმავლობის რისკი იქნება. მთელი რიგი ღონისძიებები, რომელზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ლაპარაკობს, აუცილებლად გასატარებელია. პირველ რიგში, გაფილტრონ, რომელი ქვეყნებიდან შემოვლენ ტურისტები და რომლიდან არა.

ტურისტებმა უნდა დაიწყონ შემოსვლა იმ ქვეყნებიდან, სადაც კონტოლირებადი ეპიდემია აქვთ და შემთხვევები მკვეთრადაა შემცირებული და არა იმ ქვეყნებიდან, სადაც აღმავალი ეპიდემია აქვთ.

ასევე, ლაპარაკია „კოვიდ პასპორტზე“ - დოკუმენტზე, რომელშიც იქნება დაფიქსირებული პაციენტის გამოკვლევის შედეგი ბოლო 48 ან 72 საათში. აქაც პრობლემაა, თუ რომელი ქვეყნის დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი იმიტომ, რომ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის ქვეყანა იქნება, სადაც ლაბორატორიული გამოკვლევები სანდოდ კეთდება და ეს დოკუმენტი ნამდვილად ლეგიტიმური იქნება. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ საზღვარზე შემოსვლისას ჩატარდეს გამოკვლევა, ეს ძალიან მოუხერხებელია, ვინაიდან პასუხს დასჭირდება რამდენიმე საათი და ტურისტის დაყოვნება და სივრცეების მოწყობა ლოჯისტიკურად ძალიან გართულდება, ალბათ უფრო მოხერხებული იქნება შემოტანილი დოკუმენტის ნდობა“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

სემეკი დღეს ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფებზე იმსჯელებს

"ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია" - რას აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში"?

მესტიაში კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატებისთვის, დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს