ავტორი:

"მთელი ცხოვრება ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ გავატარე... ძალიან მრცხვენია" - რაზე ისაუბრა პროცესზე მამაკაცმა, რომელიც ვარკეთილში უმისამართო სროლის შემდეგ დააკავეს

"მთელი ცხოვრება ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ გავატარე... ძალიან მრცხვენია" - რაზე ისაუბრა პროცესზე მამაკაცმა, რომელიც ვარკეთილში უმისამართო სროლის შემდეგ დააკავეს

ვარკეთილში დაკავებულ მამაკაცს, რომელიც 5 ივნისს საკუთარი საცხოვრებლიდან უმისამართოდ ისროდა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალექსანდრე ივანოვს პოლიციელებზე თავდასხმასთან ერთად ხულიგნობასა და ოჯახში ძალადობასაც ედავებიან.

სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც. ივანოვის განცხადებით, ის მთელი ცხოვრება ფსიქიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და აღნიშნულიდან გამომდინარე მას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.

"ძალიან მრცხვენია. დედა ხუთჯერ „რეციდივისტზე" გათხოვდა, რომელმაც ისეთი მონაწილეობა მიიღო ჩემ აღზრდაში, ხან დალურჯებული ვიყავი, ხან სულ შიშში გავატარე. ამ სტრესიდან გამომდინარე ფსიქიკური აშლილობა მქონდა. სულიერი მდგომარეობა არ მქონდა კარგად, ამას ვაღიარებ.

ვიცოდი, რომ ჩემი დალევა არ შეიძლებოდა, მთელი ცხოვრება ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ გავატარე. ვაღიარებ, რომ ჩემი სულიერი მდგომარეობის გამო მოხდა, რაც მოხდა. დამამშვიდებელ და დამაწყნარებლებს ვსვამდი, ვიცოდი, რომ დალევა არ შეიძლებოდა ჩემთვის" - განაცხადა ივანოვმა.

საქმის პროკურორის თქმით კი, ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობაზე გამოკითხული მოწმეები არ საუბრობენ, თუმცა, თავად ივანოვის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„რაც შეეხება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს გამოძიების ეტაპზე უცნობია. არცერთი გამოკითხული მოწმე არ ამახვილებს ყურადღებას მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, თუმცა, ბრალდებულის დღევანდელი სიტყვიერი გამოსვლიდან გამომდინარე, მის მიმართ აუცილებლად ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

ბრალდებული ალკოჰოლურის თრობის ზემოქმედების ქვეშ უმისამართოდ ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რითაც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, უპატივცემლობა გამოხატა საზოგადოების მიმართ და ასევე, შეტყობინების საფუძველზე გასულ პოლიციის თანამშრომლების სამსახურეობრივ ავტომანქანას გაუხსნა ცეცხლი. მას ასვე ბრალი ედება მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატიური შეურაცხყოფისთვის, რამაც მისი მეუღლის ტანჯვა გამოიწვია.

ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ასევე ოჯახში ძალადობას და პოლიციელზე თავდასხმას", - განაცხადა ჭიტაძემ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 5 ივნისს, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ალექსანდრე ივანოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე, რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს.

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ალექსანდრე ივანოვი დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის ადგილზე დააკავეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

"ჯერ მასზე იძალადეს, აქვს დაზიანებები ფეხზე და ხელზე, შემდეგ მონაწილეობდა ხიდზე მომხდარ დაპირისპირებაში" - ადვოკატი თენგო ბარბაქაძის შესახებ

როგორ განვითარდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს - გამოძიების ვერსია შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის "ვიტ ჯორჯიას" 19 წლის ფეხბურთელიცაა