მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთში კორონავირუსიანი პაციენტები იმის გამო იღუპებიან, რომ საავადმყოფოებში ადგილი არ არის - "ჩვენ უკვე ჯოჯოხეთს გავდივართ..."
სომხეთში კორონავირუსიანი პაციენტები იმის გამო იღუპებიან, რომ საავადმყოფოებში ადგილი არ არის - "ჩვენ უკვე ჯოჯოხეთს გავდივართ..."

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო სომ­ხე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ად­გი­ლი აღარ არის. გარ­და­იც­ვა­ლა პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში ვერ გა­და­იყ­ვა­ნეს.

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 200-მდე ადა­მი­ა­ნი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რიგს ელო­დე­ბა. ამ ფონ­ზე კი, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი ისევ იმა­ტებს და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას მკვეთ­რად აჭარ­ბებს.

მან­ვე შო­კის­მომ­გვრე­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­აჟ­ღე­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ იმის გამო გარ­და­იც­ვა­ლა ვირუ­სით, რომ მისი გა­დაყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში ვერ შეძ­ლეს:

"სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ი­სათ­ვის რეს­პუბ­ლი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 200 ადა­მი­ა­ნი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რიგს ელო­დე­ბა. ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ისეა გა­დატ­ვირ­თუ­ლი, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ვერ იღე­ბენ იმ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას სა­ჭი­რო­ე­ბენ.

მეტ­საც გე­ტყვით, უკვე ჩვენ გვქონ­და შემ­თხვე­ვა, როცა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო, ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ამას ორ­მა­გი მი­ზე­ზი ჰქონ­და - ერთი ის, რომ ოჯახ­მა გვი­ან შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ, რე­აქ­ცი­ა­მაც და­იგ­ვი­ა­ნა" - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მელ­თაც სას­წრა­ფოდ ესა­ჭი­რო­ე­ბო­დათ ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, თუმ­ცა ექი­მებ­მა დახ­მა­რე­ბა ვერ აღ­მო­უ­ჩი­ნეს, რად­გან რე­ა­ნი­მა­ცი­ე­ბი სრუ­ლი­ად გა­დატ­ვირ­თუ­ლია.

ამას­თან, რო­გორც ფა­ში­ნი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ქვე­ყა­ნა უკვე კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ამ­დე მი­ვი­და.

"ჩვენ უკვე ჯო­ჯო­ხეთს გავ­დი­ვართ. პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა კი ერ­თა­დერ­თია - მთელ ქვე­ყა­ნა­ში უნდა და­ი­წყოს ან­ტი­პან­დე­მი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა და ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ ამ პი­რო­ბებ­ში, როცა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ად­გი­ლი არ არის, ის ან მისი ახ­ლო­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა ემსხვერ­პლოს ვირუსს.

დღეს ჩვენ ახ­ლოს ვი­ყა­ვით, მიგ­ვე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ტო­ტა­ლუ­რი კა­რან­ტი­ნის შე­მო­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში მი­ვე­დით იმ დას­კვნამ­დე, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სურ­ველ შე­დეგს ვერ გა­მო­ი­ღებს" - აღ­ნიშ­ნა სომ­ხე­თის პრე­მი­ერ­მა.

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა სომ­ხეთ­ში 16 მარტს შე­მო­ი­ღეს და ორ­ჯერ გა­აგ­რძე­ლეს, ბო­ლოს 13 ივ­ნი­სამ­დე. თუმ­ცა, 18 მა­ი­სის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მუ­შა­ობს, მოძ­რა­ობს ტრან­სპორ­ტი და მუ­შა­ობს სა­ბავ­შო ბა­ღე­ბიც კი.

დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სომ­ხეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი 13 500-მდე ადა­მი­ანს და­უ­ფიქ­სირ­და, მათ­გან 4 000 გა­მო­ჯან­მრთელ­და, 200-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი კი გარ­და­იც­ვა­ლა.

ამას­თან, კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რო­მელ­თაც ვირუ­სი 31 მა­ისს და­უ­დას­ტურ­დათ. პრე­მი­ერ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" და­წე­რა, რომ გან­მე­ო­რე­ბი­თი ტეს­ტის პა­სუ­ხე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­ზე უარ­ყო­ფი­თია.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუცა
125

იმედია ვაქცინას მალე გამოიგონებენ თორემ ადრე თუ გვიან ჩვენც იგივე ბედი გველის.

nina
1

რა დახმარება, გაიხსენეთ 1897 წელს პირველი საქრთველო დადგა სომხეთის გვერდიით, მერე გახსოვთ ალბათ რით გადაგვიხადეს მადლობა აფხაზეთშიც და სხვგანაც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

სომხეთში კორონავირუსიანი პაციენტები იმის გამო იღუპებიან, რომ საავადმყოფოებში ადგილი არ არის - "ჩვენ უკვე ჯოჯოხეთს გავდივართ..."

სომხეთში კორონავირუსიანი პაციენტები იმის გამო იღუპებიან, რომ საავადმყოფოებში ადგილი არ არის - "ჩვენ უკვე ჯოჯოხეთს გავდივართ..."

კორონავირუსის პანდემიის გამო სომხეთის საავადმყოფოებში ადგილი აღარ არის. გარდაიცვალა პაციენტი, რომელიც კლინიკაში ვერ გადაიყვანეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე ადამიანი ჰოსპიტალიზაციის რიგს ელოდება. ამ ფონზე კი, ინფიცირებულთა რიცხვი ისევ იმატებს და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას მკვეთრად აჭარბებს.

მანვე შოკისმომგვრელი ინფორმაცია გააჟღერა და განაცხადა, რომ ადამიანი მხოლოდ იმის გამო გარდაიცვალა ვირუსით, რომ მისი გადაყვანა კლინიკაში ვერ შეძლეს:

"სამწუხაროდ, დღეისათვის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირებული დაახლოებით 200 ადამიანი ჰოსპიტალიზაციის რიგს ელოდება. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ისეა გადატვირთული, რომ საავადმყოფოებში ვერ იღებენ იმ პაციენტებს, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ.

მეტსაც გეტყვით, უკვე ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დაგვიანების გამო, ადამიანი დაიღუპა. ამას ორმაგი მიზეზი ჰქონდა - ერთი ის, რომ ოჯახმა გვიან შეატყობინა სამედიცინო დაწესებულებას პაციენტის მდგომარეობის შესახებ და შემდეგ, სამწუხაროდ, რეაქციამაც დაიგვიანა" - აღნიშნა პრემიერმა.

კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ინტენსიური თერაპიული მკურნალობა, თუმცა ექიმებმა დახმარება ვერ აღმოუჩინეს, რადგან რეანიმაციები სრულიად გადატვირთულია.

ამასთან, როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ქვეყანა უკვე კრიტიკულ სიტუაციამდე მივიდა.

"ჩვენ უკვე ჯოჯოხეთს გავდივართ. პრობლემის გადაწყვეტა კი ერთადერთია - მთელ ქვეყანაში უნდა დაიწყოს ანტიპანდემიური მოძრაობა და ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ პირობებში, როცა საავადმყოფოებში ადგილი არ არის, ის ან მისი ახლობელი შეიძლება ემსხვერპლოს ვირუსს.

დღეს ჩვენ ახლოს ვიყავით, მიგვეღო გადაწყვეტილება ტოტალური კარანტინის შემოღების თაობაზე, თუმცა საბოლოო ჯამში მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს გადაწყვეტილება სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს" - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 16 მარტს შემოიღეს და ორჯერ გააგრძელეს, ბოლოს 13 ივნისამდე. თუმცა, 18 მაისის შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად ყველა დაწესებულება მუშაობს, მოძრაობს ტრანსპორტი და მუშაობს საბავშო ბაღებიც კი.

დღეის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსი 13 500-მდე ადამიანს დაუფიქსირდა, მათგან 4 000 გამოჯანმრთელდა, 200-ზე მეტი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამასთან, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები, რომელთაც ვირუსი 31 მაისს დაუდასტურდათ. პრემიერმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა, რომ განმეორებითი ტესტის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.

აზერბაიჯანი სომხეთს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით დაემუქრა

"აია-სოფიაში ცოცხლად გრძნობ, რომ სულ სხვა ძალები მოქმედებს" - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ადგილის ისტორია და მომავალი

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი უცნაური პირბადის წყალობით ინტერნეტვარსკვლავი გახდა