პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალ ზელანდიაში COVID-19-ის არც ერთი აქტიური შემთხვევა აღარ არის - რა გზა გაიარა ქვეყანამ "ბრძოლის მოსაგებად"
ახალ ზელანდიაში COVID-19-ის არც ერთი აქტიური შემთხვევა აღარ არის - რა გზა გაიარა ქვეყანამ "ბრძოლის მოსაგებად"

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და და შე­სა­ბა­მი­სად, იქ არც ერთი აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა აღარ არის.

ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს "ტვი­ტე­რის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზეც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია:

"დღეს შეგ­ვიძ­ლია გაც­ნო­ბოთ, რომ ახალ ზე­ლან­დი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის არც ერთი აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა აღარ არის“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ბოლო 17 დღეა COVID-19-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. ახა­ლი ზე­ლან­დია მა­ი­სის მი­წუ­რუ­ლი­დან უკვე გა­და­ვი­და შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის ეტაპ­ზე და დღეს უკვე ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა მოხ­სნი­ლია, ბიზ­ნე­სი მუ­შა­ო­ბას ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ინც ფრთხი­ლო­ბენ.

ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის დღი­დან ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 1 504 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, აქე­დან 22 - გარ­და­იც­ვა­ლა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ.

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ახა­ლი ზე­ლან­დია კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის თავლსაზ­რი­სით, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ქვეყ­ნად მი­იჩ­ნე­ვა.

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ჯა­სინ­და არ­დერნ­მა ჯერ კი­დევ 27 აპ­რილს გა­ნა­ცხა­და, რომ შიდა გა­და­დე­ბის ფაქ­ტე­ბი აღარ ფიქ­სირ­დე­ბო­და და რომ ვირუს­თან ბრძო­ლა მო­ი­გეს.

  • ახა­ლი ზე­ლან­დი­ის გზა COVID-19-თან ბრძო­ლის დროს

კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 28 თე­ბერ­ვალს გა­მოვ­ლინ­და. რო­გორც BBC წერს, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ COVID-19-ის პან­დე­მი­ის ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე ძა­ლი­ან მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სა მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე და სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე. შე­ჩერ­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და აიკ­რძა­ლა შეკ­რე­ბე­ბი ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი შემ­თხვე­ვა იყო გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე ჩა­კე­ტა სა­ზღვრე­ბი და ყვე­ლა, ვინც სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თა, სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნა, აა­მოქ­მე­და კა­რან­ტი­ნის მკაც­რი ზო­მე­ბი და და­ი­წყო ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი იკ­ვლევ­დნენ ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო­ებს.

"რომ არა მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი, ყო­ველ­დღე, შე­საძ­ლოა ინ­ფი­ცი­რე­ბის 1000 ახა­ლი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლი­ყო. ზუს­ტად არა­ვინ იცო­და, თუ რა შე­დე­გებს გა­მო­ი­ღებ­და ყო­ვე­ლი­ვე, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლეთ ყვე­ლა­ზე უა­რე­სი", - ამ­ბობ­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჯა­სინ­და არ­დე­ნი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ახალ ზელანდიაში COVID-19-ის არც ერთი აქტიური შემთხვევა აღარ არის - რა გზა გაიარა ქვეყანამ "ბრძოლის მოსაგებად"

ახალ ზელანდიაში COVID-19-ის არც ერთი აქტიური შემთხვევა აღარ არის - რა გზა გაიარა ქვეყანამ "ბრძოლის მოსაგებად"

ახალი ზელანდიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსისგან დაინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა და შესაბამისად, იქ არც ერთი აქტიური შემთხვევა აღარ არის.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეც გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ნათქვამია:

"დღეს შეგვიძლია გაცნობოთ, რომ ახალ ზელანდიაში კორონავირუსის არც ერთი აქტიური შემთხვევა აღარ არის“.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Today we can announce that there are now no active cases of COVID-19 in New Zealand! Read our full update at <a href="https://t.co/YYbSSBzUJC">https://t.co/YYbSSBzUJC</a> <a href="https://t.co/GEMQ1QghgA">pic.twitter.com/GEMQ1QghgA</a></p>&mdash; Ministry of Health - Manatū Hauora (@minhealthnz) <a href="https://twitter.com/minhealthnz/status/1269800391794757632?ref_src=twsrc%5Etfw">June 8, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ბოლო 17 დღეა COVID-19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ახალი ზელანდია მაისის მიწურულიდან უკვე გადავიდა შეზღუდვების მოხსნის ეტაპზე და დღეს უკვე ყველა შეზღუდვა მოხსნილია, ბიზნესი მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს, თუმცა ადამიანები მაინც ფრთხილობენ.

ეპიდემიის გავრცელების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსით 1 504 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 22 - გარდაიცვალა, დანარჩენები კი გამოჯანმრთელდნენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახალი ზელანდია კორონავირუსთან ბრძოლის და ვირუსის გავრცელების პრევენციის თავლსაზრისით, მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა ჯერ კიდევ 27 აპრილს განაცხადა, რომ შიდა გადადების ფაქტები აღარ ფიქსირდებოდა და რომ ვირუსთან ბრძოლა მოიგეს.

  • ახალი ზელანდიის გზა COVID-19-თან ბრძოლის დროს

კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს გამოვლინდა. როგორც BBC წერს, ქვეყნის ხელისუფლებამ COVID-19-ის პანდემიის ადრეულ ეტაპზევე ძალიან მკაცრი შეზღუდვები დააწესა მოგზაურობაზე და სოციალურ აქტიურობაზე. შეჩერდა სასწავლო პროცესი და აიკრძალა შეკრებები ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა იყო გამოვლენილი.

ხელისუფლებამ ადრეულ ეტაპზევე ჩაკეტა საზღვრები და ყველა, ვინც საზღვარი გადაკვეთა, საკარანტინე ზონაში გადაიყვანა, აამოქმედა კარანტინის მკაცრი ზომები და დაიწყო ინტენსიური ტესტირება ახალი შემთხვევების გამოსავლენად, ასევე სპეციალური ჯგუფები იკვლევდნენ ინფიცირების წყაროებს.

"რომ არა მკაცრი შეზღუდვები, ყოველდღე, შესაძლოა ინფიცირების 1000 ახალი შემთხვევა ყოფილიყო. ზუსტად არავინ იცოდა, თუ რა შედეგებს გამოიღებდა ყოველივე, მაგრამ ფაქტია, რომ თავიდან ავიცილეთ ყველაზე უარესი", - ამბობდა პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდენი.

სომხეთში კორონავირუსიანი პაციენტები იმის გამო იღუპებიან, რომ საავადმყოფოებში ადგილი არ არის - "ჩვენ უკვე ჯოჯოხეთს გავდივართ..."

მსოფლიოს 12 ადგილი, სადაც კორონავირუსის პანდემიიდან 3 თვის შემდეგ ვირუსი ოფიციალურად არ გამოვლენილა

"ზოგიერთი ანალიზი აჩვენებს, რომ 100 000-ზე მეტი დაინფიცირებულია" - რას ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის შესახებ