პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა ბოსტნეულის მოყვანით, ეს ძალიან მახარებს" - როგორ ატარებს პანდემიის დღეებს ზურა შევარდნაძე და რას ამბობს ახალ ტენდენციაზე
"ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა ბოსტნეულის მოყვანით, ეს ძალიან მახარებს" - როგორ ატარებს პანდემიის დღეებს ზურა შევარდნაძე და რას ამბობს ახალ ტენდენციაზე

"პირ­ვე­ლად ბა­ღის 15-წლი­ა­ნი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ზა­ფხულ­ზე სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ მქონ­და", - გვე­უბ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი მე­ბა­ღე ზურა შე­ვარ­დნა­ძე, რო­მელ­მაც გა­ზა­ფხუ­ლი, მე­ბა­ღის­თვის სა­ნუკ­ვა­რი პე­რი­ო­დი, სა­კუ­თარ ბაღ­ში უჩ­ვე­უ­ლოდ გა­ა­ტა­რა. მას რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვეწ­ვი­ეთ და ვთხო­ვეთ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გან­ვლი­ლი დღე­ე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.

- ბავ­შვე­ბი არ მო­დი­ოდ­ნენ "მწვა­ნე გაკ­ვე­თი­ლებ­ზე", არა­და, ისი­ნი ძა­ლი­ან აჟ­რი­ა­მუ­ლე­ბენ აქა­უ­რო­ბას. ეს ჩვე­ნი ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია, რად­გან ბავ­შვებ­ში ჩა­დე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი მარ­ცვა­ლი პა­ტა­რა ემო­ცია, დიდ ნა­ყოფს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ღებს. პირ­ვე­ლად ხდე­ბა ისიც, რომ სტუმ­რებს ჩვენს კა­ფე­ში ვერ ვმას­პინ­ძლობთ - ჩვე­ნი ოთა­ხე­ბი, სა­დაც სტუმ­რებს უცხო­ე­თი­დან ვი­ღებ­დით, ცა­რი­ე­ლია და იქ თვი­თონ ვცხოვ­რობთ. პირ­ვე­ლად არა გვაქვს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ვახ­შმე­ბი. ადა­მი­ა­ნებს არ შე­უძ­ლი­ათ აქ ლა­ღად მოს­ვლა, მცე­ნა­რე­ე­ბის შერ­ჩე­ვა და თა­ვი­ან­თი ბა­ღე­ბის გა­ლა­მა­ზე­ბა­ზე ზრუნ­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, არც შე­სა­ფე­რი­სი გან­წყო­ბაა. ჩვენ­თვის ეს დიდი შე­ზან­ზა­რე­ბა აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი საქ­მით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი, უქ­მად მა­ინც არ ვის­ხე­დით.

ბაღს ხომ ვერ გა­ვახ­მობთ, მოვ­ლა სჭირ­დე­ბა, მუდ­მი­ვი ზრუნ­ვა - ეს იგი­ვეა, გქონ­დეს ფერ­მა და არ იზ­რუ­ნო იმ ცხო­ვე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ფერ­მა­ში ცხოვ­რო­ბენ.

გვაქვს სათ­ბუ­რე­ბი, სა­ჩი­თი­ლე­ე­ბი, დიდი მე­ურ­ნე­ო­ბა, არი­ან თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ მუ­შა­ო­ბენ... რა ვქნათ, სად უნდა გა­ვუშ­ვა ეს 34 ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბი, ნა­ფე­რე­ბი, გა­მოწრთო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი? რომც გა­ვუშ­ვა, სახ­ლში რა ქნან? რო­გორ გა­აგ­რძე­ლონ ცხოვ­რე­ბა? სხვა საქ­მე არ იცი­ან. ვინც ჩემ­თან მუ­შა­ობს, გუ­ლით, სუ­ლით ემ­სა­ხუ­რე­ბა ბაღს, რო­მე­ლიც ყვე­ლამ ერ­თად შევ­ქმე­ნით.

თა­ვი­დან სამი დღე გა­მი­ჭირ­და, მერე კი ავუ­ღე ალღო, მივ­ხვდი, რომ მუ­შა­ო­ბა და­კე­ტი­ლი ჭიშ­კრი­დან უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. წლე­ულს ბოსტნე­უ­ლის ბევ­რი ჩი­თი­ლი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ყვა­ვი­ლე­ბი - ნაკ­ლე­ბად. ამი­ტომ ავ­დე­ქი და თვი­თონ დავ­ჯე­ქი ფან­ჯა­რას­თან, სა­ი­და­ნაც ადა­მი­ა­ნებს, ბოსტნე­უ­ლის ჩი­თი­ლებ­თან ერ­თად, ბევრ რჩე­ვა-და­რი­გე­ბას ვა­ტან­დი. ჩვენს ჭიშ­კარ­თან რი­გე­ბი იდგა. ამ რთულ პე­რი­ოდ­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ი­ჩი­ნა.

- რო­გორც მახ­სოვს, ეს მა­შინ ხდე­ბო­და, როცა ქუ­ჩა­ში ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლი იყო.

- ადა­მი­ა­ნე­ბი ფე­ხი­თა და ვე­ლო­სი­პე­დე­ბით მო­დი­ოდ­ნენ. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, უსა­ზღვროდ ბევ­რი და­ინ­ტე­რეს­და ბოსტნე­უ­ლის ჩი­თი­ლით, თეს­ლით, გა­უჩ­ნდა დარ­გვი­სა და მოყ­ვა­ნის, ეზოს მო­წეს­რი­გე­ბის სურ­ვი­ლი, არა­და, აქამ­დე ეს საქ­მე აზ­რა­დაც არ გა­ევ­ლოთ... ეს ძა­ლი­ან კარ­გი ამ­ბა­ვია!

- ალ­ბათ, სი­ტუ­ა­ცი­ით დაბ­ნე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც მო­დი­ოდ­ნენ.

- კი, ეს არ იყო მხო­ლოდ ჩი­თი­ლე­ბის გა­და­ცე­მა, მხარ­და­ჭე­რაც იყო, მათ გამ­ხნე­ვე­ბას ვცდი­ლობ­დი. ასეთ დროს სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს მხარ­და­ჭე­რა და შე­მო­ძა­ხე­ბა, მე თუ გა­მო­მი­ვი­და, შენც გა­მო­გი­ვა-მეთ­ქი. თუმ­ცა მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მი­მაქვს, მაგ­რამ გა­ვა­ხა­რე­ბო? გა­ა­ხა­რეთ, რა გიშ­ლით ხელს-მეთ­ქი, ვპა­სუ­ხობ­დი ყვე­ლას. მოკ­ლედ, ფან­ჯა­რას­თან 40 დღე გა­ვა­ტა­რე და ჩემი კა­რან­ტი­ნიც ასე გა­ვი­და.

- ე.ი. ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან არ­სე­ბობს გა­მო­სა­ვა­ლი...

- ყვე­ლა­ფე­რი გან­წყო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუკი შეძ­ლებ ემო­ცი­ის მო­მარ­თვას, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. ვერ ვი­ტყვი, რომ ამ მძი­მე დღე­ებ­ში არა­ფე­რი და­მაკ­ლდა და არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა ჩვე­ნი ბა­ღის ცხოვ­რე­ბა­ში - რო­გორ არა, ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით, რაც არას­დროს გვქო­ნია, ჭიშ­კა­რი დავ­კე­ტეთ და იქ დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ვა­ყე­ნეთ, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ცხოვ­რე­ბა არ გრძელ­დე­ბა, რომ ახა­ლი იდე­ე­ბი არა მაქვს. პი­რი­ქით, სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა აზ­რე­ბი უკ­ვეთ და­ვა­ლა­გო, და­ვი­ნა­ხო, რა უფრო სწო­რად გა­მომ­დის. ბე­ბია ამ­ბობ­და, აკე­თეთ ის, რაც კარ­გად გა­მოგ­დით, იმი­ტომ რომ რაც კარ­გად გა­მოგ­დის, ის საქ­მე გიყ­ვარ­დე­ბაო. ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი ხომ არ გა­მოს­დის? ხში­რად ვე­პო­ტი­ნე­ბით იმას, რაც არ გა­მო­დის. მეც ხში­რად მქო­ნია მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა რა­ღაც არ გა­მო­სუ­ლა. თუმ­ცა რომ ცდი, ესეც კარ­გია, შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში რწმუნ­დე­ბი.

- ისე, წლე­ულს ბევ­რმა მი­ხე­და ბოს­ტანს და ბოსტნე­უ­ლის მოყ­ვა­ნას აპი­რებს...

- ბევ­რი მოყ­ვა­რუ­ლი მე­ბოსტნე გა­მოჩ­ნდა. მათ­გან იმ­დე­ნი ისე­თი ახალ­გაზ­რდაა, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ადრე ვერც იფიქ­რებ­დი, რომ ბოსტნით და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, იზი­ა­რე­ბენ რჩე­ვებს, გიყ­ვე­ბი­ან ბოსტნის გა­შე­ნე­ბის ამ­ბავს, სუ­რა­თებს გაჩ­ვე­ნე­ბენ, რო­გორ გა­ა­ხა­რეს პა­მი­დო­რი, კიტ­რი; რო­გორ უდ­გა­მენ სა­რებს თუ ჭი­გო­ებს. ეს ამ­ბე­ბი უსაშ­ვე­ლოდ მი­ხა­რია. მეც არ ვზარ­დე­ბი და ბოს­ტან­სა თუ ჩი­თი­ლებ­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი.

- მა­ინც სა­ი­დან უნდა და­ი­წყოს ადა­მი­ან­მა ბოსტნის გა­შე­ნე­ბა?

- ეს ჯერ თავ­ში უნდა მომ­წიფ­დეს, ადა­მი­ან­მა უნდა გა­და­წყვი­ტოს და იმე­დი ჰქონ­დეს, რომ გა­მო­უ­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად მო­სა­ლოდ­ნე­ლი გაწ­ბი­ლე­ბი­სა და მარ­ცხის ეში­ნი­ათ. არა­და, შიში უნდა გა­და­ლა­ხონ, სცა­დონ. თუ არ გა­მო­ვა, გა­ი­სად მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. მთა­ვა­რია, მი­წას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყონ.

- რა მო­აქვს შენი ხე­ლით გა­შე­ნე­ბულ ბოს­ტანს?

- სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა, რომ არა ხარ სუ­პერ­მარ­კეტ­ში თურ­ქე­თი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი კიტ­რი­სა და პა­მიდვ­რის იმე­დად. ვი­მე­ო­რებ, შე­იძ­ლე­ბა პირ­ველ ჯერ­ზე ვერ მი­ი­ღონ ის მო­სა­ვა­ლი, რა­საც ელო­დე­ბი­ან, მაგ­რამ ცდა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- აგა­რა­კებ­ზე, თბი­ლის­ში სა­კუ­თარ ეზო­ებ­ში, მათ შო­რის, სახ­ლის აივ­ნებ­სა და ფან­ჯრის რა­ფებ­ზეც აწყო­ბენ ბოსტნებს... ვფიქ­რობ, ისი­ნი პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რე­ბენ...

- კი, ამას ბევ­რი ცდი­ლობს. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მო­დის აქ რჩე­ვის მი­სა­ღე­ბად, რო­გორ გა­ა­შე­ნოს აი­ვან­სა და ფან­ჯრის რა­ფა­ზე ბოს­ტა­ნი. თე­სა­ვენ მწვა­ნილს, ქოთ­ნის პა­მი­დორ "ჩე­რის", მერე მიგ­ზავ­ნი­ან ფო­ტო­ებს, რო­გორ მო­ის­ხა ქო­თან­ში დარ­გულ­მა ნა­ყო­ფი. კარ­გი გან­ცდაა.ამ პან­დე­მი­ი­სას ბევ­რი უფუნ­ქცი­ოდ დარ­ჩა, მე კი სა­წუ­წუ­ნო არა­ფე­რი მაქვს. ამ­ხე­ლა საქ­მე, სივ­რცე, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და საყ­ვა­რე­ლი საქ­მე მაქვს. ირ­გვლივ არი­ან მე­ზობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან ერ­თად შრო­მო­ბენ. არა­ვი­თა­რი უფ­ლე­ბა არა მაქვს რამე ვთქვა, თან 9 ივ­ნისს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვიხ­სნე­ბით, გავ­ხსნით ჭიშ­კარს და მი­ვი­ღებთ დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს, სტუმ­რებს. ინ­ფორ­მა­ცია ჩი­თი­ლის შე­სა­ხებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ზოგ­ჯერ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­გა­ლი­თის ძალა, ემო­ცია, რომ­ლი­თაც აქე­დან დატ­ვირ­თუ­ლი წავა, როცა ჩემს დარ­გულს და­ი­ნა­ხავს, თვი­თო­ნაც გა­უჩ­ნდე­ბა ამის სურ­ვი­ლი.

- შე­ვი­ტყვე, ჩაის კულ­ტუ­რის­თვი­საც მო­გი­კი­დი­ათ ხელი.

- ორი დღის წინ გუ­რი­ი­დან დავ­ბრუნ­დი. იქ ჩაის პლან­ტა­ცია მაქვს და მხო­ლოდ ახლა მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა იქა­უ­რო­ბა­საც მივ­ხე­დო. სო­ფელ ბახვში (დე­დუ­ლე­თი) ჩემი ბე­ბი­ის პლან­ტა­ცი­აა, სულ 2 ჰექ­ტა­რი, რაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის ნაკ­ვე­თი იყო, მერე პრი­ვა­ტი­ზა­ცია გა­უ­კეთ­და. რამ­დე­ნი­მე ნაკ­ვე­თი მე­ზობ­ლე­ბის­გა­ნაც შე­ვის­ყი­დე, ტე­რი­ტო­რია შე­მოვ­ღო­ბე და ახლა იმ ნაკ­ვეთს ვუვ­ლით, სა­ი­და­ნაც ვი­ღებთ გემ­რი­ელ, უსა­სუ­ქო, ჯან­საღ, ნამ­დვილ ქარ­თულ ჩაის. ჩემს მოყვრებს ას­კა­ნა­ში სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა აქვთ, მი­ნი­ფაბ­რი­კა, სა­დაც ნედ­ლი პრო­დუქ­ტი შრე­ბა და ჩაი მზად­დე­ბა, რა­საც მერე ჩემს კა­ფე­ში მო­სულ სტუმ­რებს ვას­მევთ. ეს საქ­მე სა­სი­ა­მოვ­ნოც არის, სა­სარ­გებ­ლოც, არო­მა­ტუ­ლიც და რამ­დე­ნი­მე კა­ციც და­საქ­მე­ბუ­ლია ჩაის მოვ­ლით და მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლიც აქვთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდი ბიზ­ნე­სი არ არის, ერთი პა­ტა­რა სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვია და ჩემს საქ­მე­ებს შო­რის სა­სი­ა­მოვ­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბა, ასე­ვე მი­ზე­ზი, რომ გუ­რი­ა­ში ჩა­ვი­დე.

- გუ­რი­ის ეზო-კა­რიც ასე­თი აბაღ­ნა­რე­ბუ­ლია, რო­გორც "გარ­დე­ნი­აა"?

- ამ დო­ზით და ასე არა, მაგ­რამ ეზო მოვ­ლი­ლია, კარ­გი სახლ-კარი გვაქვს, ლა­მა­ზი ოდა­სახ­ლი. ნე­ბის­მი­ერ წუთს შე­მიძ­ლია ჩა­ვი­დე, გა­ვა­ღო მისი კარი და მი­ვი­ღო სტუ­მა­რი. ჩე­მე­ბი - დედა, მამა და ძმა იქ არი­ან, ოღონდ ეს სახლ-კარი ას­კა­ნა­შია, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე.

- ზურა შე­ვარ­დნა­ძის­გან რჩე­ვა ინ­ტერ­ვი­უს ბო­ლოს რა იქ­ნე­ბა?

- მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვი­ყოთ ჩვენს თავ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, უნდა ვიზ­რუ­ნოთ ერ­თმა­ნეთ­ზე, ოჯა­ხებ­სა და სა­კუ­თარ თავ­ზე. ახლა თავი უნდა გა­და­ვირ­ჩი­ნოთ. თუ თავს მივ­ხე­დავთ, მერე უკეთ მო­ვუვ­ლით ოჯა­ხის წევ­რსაც, ნა­თე­სავს, გვერ­დით მყოფს, ახ­ლო­ბელს. ახლა დიდი მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის პე­რი­ო­დია, ისე­თი მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რაა სა­ჭი­რო, რო­გო­რიც არას­დროს. ასე­ვე ცოტა მეტი ფიქ­რიც, ვიდ­რე მა­ნამ­დე, ახა­ლი გზე­ბია მო­სა­ძებ­ნი და მუ­შა­ო­ბაც არ უნდა დაგ­ვე­ზა­როს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტალინი
96

სულ სტუმრებზე სწუხს რა, ღამეები არ სძინავს. ფული შემოაკლდა და მაგაზე ოხრავს. თქმით კი, სხვას ამბობს

ნინო
1

უაღრესად დადებითი და პოზიტიური ადამიანი დაუფასდა შრომა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა ბოსტნეულის მოყვანით, ეს ძალიან მახარებს" - როგორ ატარებს პანდემიის დღეებს ზურა შევარდნაძე და რას ამბობს ახალ ტენდენციაზე

"ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა ბოსტნეულის მოყვანით, ეს ძალიან მახარებს" - როგორ ატარებს პანდემიის დღეებს ზურა შევარდნაძე და რას ამბობს ახალ ტენდენციაზე

"პირველად ბაღის 15-წლიანი არსებობის განმავლობაში გაზაფხულზე სტუმრების მიღების უფლება არ მქონდა", - გვეუბნება ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე, რომელმაც გაზაფხული, მებაღისთვის სანუკვარი პერიოდი, საკუთარ ბაღში უჩვეულოდ გაატარა. მას რამდენიმე დღის წინ ვეწვიეთ და ვთხოვეთ პანდემიის პერიოდში განვლილი დღეების შესახებ ესაუბრა.

- ბავშვები არ მოდიოდნენ "მწვანე გაკვეთილებზე", არადა, ისინი ძალიან აჟრიამულებენ აქაურობას. ეს ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რადგან ბავშვებში ჩადებული თითოეული მარცვალი პატარა ემოცია, დიდ ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. პირველად ხდება ისიც, რომ სტუმრებს ჩვენს კაფეში ვერ ვმასპინძლობთ - ჩვენი ოთახები, სადაც სტუმრებს უცხოეთიდან ვიღებდით, ცარიელია და იქ თვითონ ვცხოვრობთ. პირველად არა გვაქვს ღონისძიებები, ვახშმები. ადამიანებს არ შეუძლიათ აქ ლაღად მოსვლა, მცენარეების შერჩევა და თავიანთი ბაღების გალამაზებაზე ზრუნვა. შესაბამისად, არც შესაფერისი განწყობაა. ჩვენთვის ეს დიდი შეზანზარება აღმოჩნდა, მაგრამ სხვადასხვანაირი საქმით ვართ დაკავებული, უქმად მაინც არ ვისხედით.

ბაღს ხომ ვერ გავახმობთ, მოვლა სჭირდება, მუდმივი ზრუნვა - ეს იგივეა, გქონდეს ფერმა და არ იზრუნო იმ ცხოველებზე, რომლებიც ფერმაში ცხოვრობენ.

გვაქვს სათბურები, საჩითილეები, დიდი მეურნეობა, არიან თანამშრომლები, რომლებიც აქ მუშაობენ... რა ვქნათ, სად უნდა გავუშვა ეს 34 ნალოლიავები, ნაფერები, გამოწრთობილი ადამიანი? რომც გავუშვა, სახლში რა ქნან? როგორ გააგრძელონ ცხოვრება? სხვა საქმე არ იციან. ვინც ჩემთან მუშაობს, გულით, სულით ემსახურება ბაღს, რომელიც ყველამ ერთად შევქმენით.

თავიდან სამი დღე გამიჭირდა, მერე კი ავუღე ალღო, მივხვდი, რომ მუშაობა დაკეტილი ჭიშკრიდან უნდა გამეგრძელებინა. წლეულს ბოსტნეულის ბევრი ჩითილი გამოვიყვანეთ, ყვავილები - ნაკლებად. ამიტომ ავდექი და თვითონ დავჯექი ფანჯარასთან, საიდანაც ადამიანებს, ბოსტნეულის ჩითილებთან ერთად, ბევრ რჩევა-დარიგებას ვატანდი. ჩვენს ჭიშკართან რიგები იდგა. ამ რთულ პერიოდში მოსახლეობამ დიდი ინტერესი გამოიჩინა.

- როგორც მახსოვს, ეს მაშინ ხდებოდა, როცა ქუჩაში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

- ადამიანები ფეხითა და ველოსიპედებით მოდიოდნენ. გაოცებული ვარ, უსაზღვროდ ბევრი დაინტერესდა ბოსტნეულის ჩითილით, თესლით, გაუჩნდა დარგვისა და მოყვანის, ეზოს მოწესრიგების სურვილი, არადა, აქამდე ეს საქმე აზრადაც არ გაევლოთ... ეს ძალიან კარგი ამბავია!

- ალბათ, სიტუაციით დაბნეული ადამიანებიც მოდიოდნენ.

- კი, ეს არ იყო მხოლოდ ჩითილების გადაცემა, მხარდაჭერაც იყო, მათ გამხნევებას ვცდილობდი. ასეთ დროს სჭირდება ადამიანს მხარდაჭერა და შემოძახება, მე თუ გამომივიდა, შენც გამოგივა-მეთქი. თუმცა მეუბნებოდნენ, მიმაქვს, მაგრამ გავახარებო? გაახარეთ, რა გიშლით ხელს-მეთქი, ვპასუხობდი ყველას. მოკლედ, ფანჯარასთან 40 დღე გავატარე და ჩემი კარანტინიც ასე გავიდა.

- ე.ი. ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი...

- ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული. თუკი შეძლებ ემოციის მომართვას, შეუძლებელი არაფერია. ვერ ვიტყვი, რომ ამ მძიმე დღეებში არაფერი დამაკლდა და არაფერი შეცვლილა ჩვენი ბაღის ცხოვრებაში - როგორ არა, ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდით, რაც არასდროს გვქონია, ჭიშკარი დავკეტეთ და იქ დაცვის თანამშრომელი დავაყენეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება არ გრძელდება, რომ ახალი იდეები არა მაქვს. პირიქით, საშუალება მომეცა აზრები უკვეთ დავალაგო, დავინახო, რა უფრო სწორად გამომდის. ბებია ამბობდა, აკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით, იმიტომ რომ რაც კარგად გამოგდის, ის საქმე გიყვარდებაო. ყველას ყველაფერი ხომ არ გამოსდის? ხშირად ვეპოტინებით იმას, რაც არ გამოდის. მეც ხშირად მქონია მსგავსი შემთხვევები, როცა რაღაც არ გამოსულა. თუმცა რომ ცდი, ესეც კარგია, შესაძლებლობებში რწმუნდები.

- ისე, წლეულს ბევრმა მიხედა ბოსტანს და ბოსტნეულის მოყვანას აპირებს...

- ბევრი მოყვარული მებოსტნე გამოჩნდა. მათგან იმდენი ისეთი ახალგაზრდაა, ჩამოყალიბებული, კულტურული, განათლებული, ადრე ვერც იფიქრებდი, რომ ბოსტნით დაინტერესდებოდა, იზიარებენ რჩევებს, გიყვებიან ბოსტნის გაშენების ამბავს, სურათებს გაჩვენებენ, როგორ გაახარეს პამიდორი, კიტრი; როგორ უდგამენ სარებს თუ ჭიგოებს. ეს ამბები უსაშველოდ მიხარია. მეც არ ვზარდები და ბოსტანსა თუ ჩითილებზე ველაპარაკები.

- მაინც საიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა ბოსტნის გაშენება?

- ეს ჯერ თავში უნდა მომწიფდეს, ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს და იმედი ჰქონდეს, რომ გამოუვა. სამწუხაროდ, ხშირად მოსალოდნელი გაწბილებისა და მარცხის ეშინიათ. არადა, შიში უნდა გადალახონ, სცადონ. თუ არ გამოვა, გაისად მეტი გამოცდილება ექნებათ. მთავარია, მიწასთან ურთიერთობა დაიწყონ.

- რა მოაქვს შენი ხელით გაშენებულ ბოსტანს?

- საკუთარი თავის რწმენა, რომ არა ხარ სუპერმარკეტში თურქეთიდან ჩამოტანილი კიტრისა და პამიდვრის იმედად. ვიმეორებ, შეიძლება პირველ ჯერზე ვერ მიიღონ ის მოსავალი, რასაც ელოდებიან, მაგრამ ცდა აუცილებელია.

- აგარაკებზე, თბილისში საკუთარ ეზოებში, მათ შორის, სახლის აივნებსა და ფანჯრის რაფებზეც აწყობენ ბოსტნებს... ვფიქრობ, ისინი პატივისცემას იმსახურებენ...

- კი, ამას ბევრი ცდილობს. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი მოდის აქ რჩევის მისაღებად, როგორ გააშენოს აივანსა და ფანჯრის რაფაზე ბოსტანი. თესავენ მწვანილს, ქოთნის პამიდორ "ჩერის", მერე მიგზავნიან ფოტოებს, როგორ მოისხა ქოთანში დარგულმა ნაყოფი. კარგი განცდაა.ამ პანდემიისას ბევრი უფუნქციოდ დარჩა, მე კი საწუწუნო არაფერი მაქვს. ამხელა საქმე, სივრცე, პასუხისმგებლობა, ვალდებულება და საყვარელი საქმე მაქვს. ირგვლივ არიან მეზობლები, რომლებიც ჩემთან ერთად შრომობენ. არავითარი უფლება არა მაქვს რამე ვთქვა, თან 9 ივნისს ოფიციალურად ვიხსნებით, გავხსნით ჭიშკარს და მივიღებთ დამთვალიერებლებს, სტუმრებს. ინფორმაცია ჩითილის შესახებ მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია მაგალითის ძალა, ემოცია, რომლითაც აქედან დატვირთული წავა, როცა ჩემს დარგულს დაინახავს, თვითონაც გაუჩნდება ამის სურვილი.

- შევიტყვე, ჩაის კულტურისთვისაც მოგიკიდიათ ხელი.

- ორი დღის წინ გურიიდან დავბრუნდი. იქ ჩაის პლანტაცია მაქვს და მხოლოდ ახლა მომეცა საშუალება იქაურობასაც მივხედო. სოფელ ბახვში (დედულეთი) ჩემი ბებიის პლანტაციაა, სულ 2 ჰექტარი, რაც საბჭოთა კავშირის დროს კოლმეურნეობის ნაკვეთი იყო, მერე პრივატიზაცია გაუკეთდა. რამდენიმე ნაკვეთი მეზობლებისგანაც შევისყიდე, ტერიტორია შემოვღობე და ახლა იმ ნაკვეთს ვუვლით, საიდანაც ვიღებთ გემრიელ, უსასუქო, ჯანსაღ, ნამდვილ ქართულ ჩაის. ჩემს მოყვრებს ასკანაში საოჯახო მეურნეობა აქვთ, მინიფაბრიკა, სადაც ნედლი პროდუქტი შრება და ჩაი მზადდება, რასაც მერე ჩემს კაფეში მოსულ სტუმრებს ვასმევთ. ეს საქმე სასიამოვნოც არის, სასარგებლოც, არომატულიც და რამდენიმე კაციც დასაქმებულია ჩაის მოვლით და მცირე შემოსავალიც აქვთ. ეს ყველაფერი დიდი ბიზნესი არ არის, ერთი პატარა სასიამოვნო ამბავია და ჩემს საქმეებს შორის სასიამოვნო მიმართულება, ასევე მიზეზი, რომ გურიაში ჩავიდე.

- გურიის ეზო-კარიც ასეთი აბაღნარებულია, როგორც "გარდენიაა"?

- ამ დოზით და ასე არა, მაგრამ ეზო მოვლილია, კარგი სახლ-კარი გვაქვს, ლამაზი ოდასახლი. ნებისმიერ წუთს შემიძლია ჩავიდე, გავაღო მისი კარი და მივიღო სტუმარი. ჩემები - დედა, მამა და ძმა იქ არიან, ოღონდ ეს სახლ-კარი ასკანაშია, სადაც გავიზარდე.

- ზურა შევარდნაძისგან რჩევა ინტერვიუს ბოლოს რა იქნება?

- მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩვენს თავზე დამოკიდებული, უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ოჯახებსა და საკუთარ თავზე. ახლა თავი უნდა გადავირჩინოთ. თუ თავს მივხედავთ, მერე უკეთ მოვუვლით ოჯახის წევრსაც, ნათესავს, გვერდით მყოფს, ახლობელს. ახლა დიდი მორალური მხარდაჭერის პერიოდია, ისეთი მორალური მხარდაჭერაა საჭირო, როგორიც არასდროს. ასევე ცოტა მეტი ფიქრიც, ვიდრე მანამდე, ახალი გზებია მოსაძებნი და მუშაობაც არ უნდა დაგვეზაროს.

კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

"აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული" - რა გახდა რუსთავში 21 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი

"ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია" - თენგიზ ცერცვაძე