კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინგა გრიგოლია TV "პირველის" დირექტორის პოსტს ტოვებს - "ჩემი საქმიანი და ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს"
ინგა გრიგოლია TV "პირველის" დირექტორის პოსტს ტოვებს - "ჩემი საქმიანი და ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს"

ინგა გრი­გო­ლია TV "პირ­ვე­ლის" დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს:

"სა­ღა­მო მშვი­დო­ბი­სა, მე­გობ­რე­ბო. სტა­ტუს­ზე, რო­მელ­საც დავ­წერ, არას­დროს აღარ გა­ვა­კე­თებ და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტარს. დავ­წერ და შე­ვეც­დე­ბი აქვე ავ­ხსნა და აქვე და­ვას­რუ­ლო ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. რაც ტვ "პირ­ვე­ლის" დი­რექ­ტო­რი ვარ, არა­სო­დეს, არც ერთ რე­პორ­ტაჟ­ში, არც ერთ გა­და­ცე­მა­ში არ ჩავ­რე­ულ­ვარ და სულ ვი­ა­მა­ყებ იმით, რომ ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, რა­საც ჩემი ტე­ლე­ვი­ზია მაძ­ლევს, ესაა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ზუს­ტად ვიცი, რომ ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა მუ­დამ ტვ "პირ­ვე­ლის" მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

ბევ­რი წელი გა­მიჯ­ნუ­ლი მქონ­და ჩემი საქ­მი­ა­ნი და ოჯა­ხუ­რი ან სა­მე­გობ­როს ინ­ტე­რე­სე­ბი და წარ­მა­ტე­ბით გა­მომ­დი­ო­და... ასეც ვა­პი­რებ გაგ­რძე­ლე­ბას. ბოლო პე­რი­ოდ­ში, ჩემი საქ­მი­ა­ნი და ჩემი ოჯა­ხუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი ძა­ლი­ან შე­ე­ჯა­ხა ერ­თმა­ნეთს. იმის გამო, რომ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ფა­სე­უ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც დი­რექ­ტორს, არა­სო­დეს მიც­დია ჩემი ოჯა­ხუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო, რამე თემა და­მებ­ლო­კა ან გა­მე­ლა­ი­თე­ბი­ნა, სხვა­თა შო­რის, არც ჩემს გა­და­ცე­მებ­ში. ვა­წყე­ნი­ნე უამ­რავ ადა­მი­ანს, იმი­ტომ რომ არ ჩა­ვე­რიე (არც არას­დროს ჩა­ვე­რე­ვი!) მწვა­ვე რე­პორ­ტა­ჟე­ბის გა­კე­თე­ბა­სა და გაშ­ვე­ბა­ში, ვა­წყე­ნი­ნე უამ­რავ მე­გო­ბარს და ახ­ლო­ბელს, რად­გან მარ­თლა მჯე­რა, როცა ჟურ­ნა­ლის­ტი ხარ. არა­სო­დეს არა­ვის ინ­ტე­რე­სე­ბით არ უნდა და­გეგ­მო გა­და­ცე­მა ან რე­პორ­ტა­ჟი, მაგ­რამ ამ ბოლო დროს ვა­წყე­ნი­ნე და ლა­მის დავ­კარ­გე ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­დი­ო­და რე­პორ­ტა­ჟე­ბი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მათ სამ­სა­ხურს ეხე­ბო­და. ისი­ნი თვლიდ­ნენ, რომ არ იყო სწო­რი, რა­საც ვა­შუ­ქებ­დით, მე ვთვლი­დი, რომ სწო­რი იყო და ახ­ლაც ასე მჯე­რა (გა­ვაგ­რძე­ლებ იგი­ვეს)...

რა უფრო ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის? ოჯა­ხი თუ საქ­მე, რო­მელ­საც ვა­კე­თებ? ორი­ვე! ორი­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ვერც ერთს ვერ შე­ვე­ლე­ვი. თუმ­ცა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ არ მინ­და ჩემი დი­რექ­ტო­რო­ბით ტკი­ვი­ლი მი­ვა­ყე­ნო ჩემ­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ცხა­დია, გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ იმის გა­გე­ბა, რომ დი­რექ­ტო­რი არ ერე­ვა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, მო­ვიხ­სნა ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ არ და­ვა­ზა­რა­ლო არც საქ­მე და არც ოჯა­ხი. რომ რო­დეს­მე, ჩემი ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე არ მო­ვახ­დი­ნო თუნ­დაც ირი­ბი გავ­ლე­ნა. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩემს გა­და­ცე­მებ­ში რა­ი­მეს არ გა­ვა­შუ­ქებ, იგი­ვე სიმწვა­ვით და ობი­ექ­ტუ­რო­ბით, რო­გორც აქამ­დე მი­კე­თე­ბია. აღარ ვიქ­ნე­ბი დი­რექ­ტო­რი, მაგ­რამ ვიქ­ნე­ბი "რე­აქ­ცი­ის" წამ­ყვა­ნი და ანუ­ნა-რუ­სოს გა­და­ცე­მე­ბის პრო­დუ­სე­რი.

მად­ლო­ბა მთელს ტე­ლე­ვი­ზი­ას, ტვ "პირ­ვე­ლის" მთელს შე­მად­გენ­ლო­ბას, ვისი დი­რექ­ტო­რო­ბაც ჩემ­თვის სა­ა­მა­ყო იყო და ბო­დი­ში ჩემს ოჯახს, ჩემი საქ­მის გამო რომ არა­ერ­თხელ ვა­წყე­ნი­ნე. მე­ტად აღარ გავ­შლი ამ თე­მას. მა­ნერ­ვი­უ­ლებს, ძა­ლი­ან მა­ნერ­ვი­უ­ლებს. მოკ­ლედ, კუ­დე­ბი არ მო­ა­ბათ, სრუ­ლი­ად გულ­წრფე­ლი ვარ, როცა ამ სტა­ტუსს ვწერ. ვა­ტოს ვე­ლა­პა­რა­კე და ისე ვწერ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ორ­შა­ბა­თი­დან ას­მა­გი ენერ­გი­ით ვი­მუ­შა­ვებ, აქამ­დე რომ არ მი­მუ­შა­ვია, ისე. ვგიჟ­დე­ბი ტვ "პირ­ველ­ზე", ვაფ­რენ და უამ­რა­ვი სი­ახ­ლე გვაქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ერ­თად გა­ვა­კე­თებთ.

ვატო, დიდი მად­ლო­ბა ნდო­ბის­თვის, მიყ­ვარ­ხარ. შენ ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­გო­ბა­რი ხარ. სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე შენს გვერ­დით ვიქ­ნე­ბი და ზუს­ტად ვიცი, რომ ტვ "პირ­ვე­ლის" იქით, ჩემ­თვის არ­ჩე­ვა­ნი, უბ­რა­ლოდ, არ არ­სე­ბობს. მად­ლო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და დიდი მად­ლო­ბა იმის­თვის, რომ ზუს­ტად გა­ი­გე, რას ვამ­ბობ ამ სტა­ტუ­სით. არ გა­მიბ­რაზ­დე! მოკ­ლედ, რამ­დე­ნი ვწე­რე... რთუ­ლი იყო და­წე­რა და იმი­ტომ.. მეც ადა­მი­ა­ნი ვარ და არის ადა­მი­ა­ნუ­რი ემო­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც რთუ­ლად მარ­თვა­დია.

მე­გობ­რე­ბო, შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს სამ­შა­ბათს "რე­აქ­ცი­ა­ში", მერე ხუთ­შა­ბათს, მერე ისევ შა­ბათს, მერე ისევ სამ­შა­ბათს, ხუთ­შა­ბათს, შა­ბათს და ასე შემ­დეგ. და სი­ბე­რემ­დე ვიქ­ნე­ბი სულ ჩემს საყ­ვა­რელ ტვ "პირ­ველ­ზე", ჟურ­ნა­ლის­ტად, პრო­დუ­სე­რად თუ სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე, ამას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. ბევ­რად უფრო მეტ დროს და­ვუთ­მობ ჩემს გა­და­ცე­მებს, რო­მელ­საც ბევ­რი რამ და­ვა­კე­ლი, მე­ნე­ჯე­რად გა­დას­ვლის გამო. ვა­ტოს გარ­და, დე­და­მი­წა­ზე არა­ვის­თვის შე­მი­თან­ხმე­ბია ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჩემი შვი­ლიც ამ სტა­ტუ­სი­დან გა­ი­გებს. ვთვლი, რომ პა­ტი­ოს­ნად ვიქ­ცე­ვი. საქ­მეც და ოჯა­ხიც ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის. ხოდა, დი­რექ­ტო­რო­ბის გა­რე­შე გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემს ცხოვ­რე­ბას, ისე, რო­გორც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვცხოვ­რობ­დი.

ცოტა ხა­ლი­სი­ა­ნად რომ და­ვას­რუ­ლო ეს სტა­ტუ­სი - "ას­ლა­ნი გა­იქ­ცა, აჭა­რა თა­ვი­სუ­ფა­ლია, კო­მენ­ტარს ამ თე­მა­ზე არ გა­ვა­კე­თებ, ტყუ­ი­ლად არ და­მირ­ე­კოთ, ყვე­ლა­ფე­რი დავ­წე­რე, რაც სათ­ქმე­ლი იყო. ტე­ლე­ვი­ზი­ის მთელს გუნდს ორ­შა­ბათს შევ­ხვდე­ბი და უფრო დე­ტა­ლუ­რად ავუხ­სნი ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზეზს. მი­სა­მარ­თი იგი­ვეა. თბი­ლი­სი, ზოვ­რე­თის 1. ტვ "პირ­ვე­ლი", რო­მე­ლიც ზუს­ტად ისე მიყ­ვარს, რო­გორც ჩემი ოჯა­ხი!. P.s. დი­რექ­ტო­რი იქ­ნე­ბა თა­ვად ვატო".

ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­პა­სუ­ხო პოსტს აქ­ვეყ­ნებს ვატო წე­რე­თე­ლიც:

"ინგა გრი­გო­ლია დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს მე­გო­ბარს,ინგა გრი­გო­ლი­ას,რომ­ლის დი­რექ­ტო­რო­ბის დროს ტვ "პირ­ველ­მა" მი­აღ­წია უდი­დეს წარ­მა­ტე­ბებს, წარ­მო­უდ­გენ­ლად მოკ­ლე დრო­ში მო­ა­ხერ­ხა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ბევ­რი ახა­ლი პრო­ექ­ტი, სა­ინ­ტე­რე­სო, ყუ­რე­ბა­დი, ში­ნა­არ­სი­ა­ნი და დი­ნა­მი­უ­რი. ერთი წე­ლიც არ გა­სუ­ლა, რაც მან ეს პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა და მე თვი­თონ­ვე ვე­ღარ ვცნობ ჩვენს ტე­ლე­ვი­ზი­ას. არ აქვს არც ერთი დას­ვე­ნე­ბის დღე, მუ­შა­ობს კვი­რა­ში შვი­დი დღე, დი­ლი­დან ღა­მემ­დე, და­უ­ჯე­რე­ბელ ენერ­გი­ას ახარ­ჯავს საქ­მეს, რო­მე­ლიც ასე ძა­ლი­ან უყ­ვარს.შე­ვე­ცა­დე, გა­მე­გო მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის. მიყ­ვარს, ვა­ფა­სებ და სულ მაქვს მისი იმე­დი, დი­რექ­ტო­რი იქ­ნე­ბა თუ არა, ის სულ დი­რექ­ტო­რია ჩემს თვალ­ში. სტა­ტუ­სი­თაც და უს­ტა­ტუსო­დაც. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ინ­გას, რო­მელ­საც უდი­დე­სი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი ტვ "პირ­ვე­ლის "შექ­მნა­ში და გან­ვი­თა­რე­ბა­ში და აქვე პი­რო­ბას ვაძ­ლევ, რომ დავ­ტვირ­თავ უფრო მე­ტად). ინ­გას შემ­ცვლე­ლის ძებ­ნა არც მი­ფიქ­რია, ორ­შა­ბა­თი­დან ტვ "პირ­ვე­ლის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გავ­ხდე­ბი მე თა­ვად. წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩვენ ყვე­ლას ერ­თად. ინგა, მიყ­ვარ­ხარ!"

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
755

იქ სადაც იქნება ნოდარა მელაძის ნაირი არსებები ჩემი აზრით ყვეკა ღირსეული ჟურნალისტი ასე მოიქცევა ! 

ბექა
218

ნეტა ვის რაში აინტერესებ.

ავტორი:

ინგა გრიგოლია TV "პირველის" დირექტორის პოსტს ტოვებს - "ჩემი საქმიანი და ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს"

ინგა გრიგოლია TV "პირველის" დირექტორის პოსტს ტოვებს - "ჩემი საქმიანი და ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს"

ინგა გრიგოლია TV "პირველის" დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

"საღამო მშვიდობისა, მეგობრებო. სტატუსზე, რომელსაც დავწერ, არასდროს აღარ გავაკეთებ დამატებით კომენტარს. დავწერ და შევეცდები აქვე ავხსნა და აქვე დავასრულო ამ თემაზე საუბარი. რაც ტვ "პირველის" დირექტორი ვარ, არასოდეს, არც ერთ რეპორტაჟში, არც ერთ გადაცემაში არ ჩავრეულვარ და სულ ვიამაყებ იმით, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება, რასაც ჩემი ტელევიზია მაძლევს, ესაა თავისუფლება და ზუსტად ვიცი, რომ ეს თავისუფლება იქნება მუდამ ტვ "პირველის" მთავარი ღირებულება.

ბევრი წელი გამიჯნული მქონდა ჩემი საქმიანი და ოჯახური ან სამეგობროს ინტერესები და წარმატებით გამომდიოდა... ასეც ვაპირებ გაგრძელებას. ბოლო პერიოდში, ჩემი საქმიანი და ჩემი ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს. იმის გამო, რომ ჩემთვის ყველაზე ფასეულია ჟურნალისტის თავისუფლება, როგორც დირექტორს, არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახური ინტერესების გამო, რამე თემა დამებლოკა ან გამელაითებინა, სხვათა შორის, არც ჩემს გადაცემებში. ვაწყენინე უამრავ ადამიანს, იმიტომ რომ არ ჩავერიე (არც არასდროს ჩავერევი!) მწვავე რეპორტაჟების გაკეთებასა და გაშვებაში, ვაწყენინე უამრავ მეგობარს და ახლობელს, რადგან მართლა მჯერა, როცა ჟურნალისტი ხარ. არასოდეს არავის ინტერესებით არ უნდა დაგეგმო გადაცემა ან რეპორტაჟი, მაგრამ ამ ბოლო დროს ვაწყენინე და ლამის დავკარგე ჩემი ოჯახის წევრები, ტელევიზიაში გადიოდა რეპორტაჟები, რომელიც პირდაპირ მათ სამსახურს ეხებოდა. ისინი თვლიდნენ, რომ არ იყო სწორი, რასაც ვაშუქებდით, მე ვთვლიდი, რომ სწორი იყო და ახლაც ასე მჯერა (გავაგრძელებ იგივეს)...

რა უფრო ძვირფასია ჩემთვის? ოჯახი თუ საქმე, რომელსაც ვაკეთებ? ორივე! ორივე ძალიან მიყვარს, ვერც ერთს ვერ შეველევი. თუმცა აღმოვაჩინე, რომ არ მინდა ჩემი დირექტორობით ტკივილი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, რომლებსაც ცხადია, გაუჭირდებოდათ იმის გაგება, რომ დირექტორი არ ერევა ჟურნალისტების საქმიანობაში. ამიტომ გადავწყვიტე, მოვიხსნა ეს პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზარალო არც საქმე და არც ოჯახი. რომ როდესმე, ჩემი ტელევიზიის ჟურნალისტების თავისუფლებაზე არ მოვახდინო თუნდაც ირიბი გავლენა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გადაცემებში რაიმეს არ გავაშუქებ, იგივე სიმწვავით და ობიექტურობით, როგორც აქამდე მიკეთებია. აღარ ვიქნები დირექტორი, მაგრამ ვიქნები "რეაქციის" წამყვანი და ანუნა-რუსოს გადაცემების პროდუსერი.

მადლობა მთელს ტელევიზიას, ტვ "პირველის" მთელს შემადგენლობას, ვისი დირექტორობაც ჩემთვის საამაყო იყო და ბოდიში ჩემს ოჯახს, ჩემი საქმის გამო რომ არაერთხელ ვაწყენინე. მეტად აღარ გავშლი ამ თემას. მანერვიულებს, ძალიან მანერვიულებს. მოკლედ, კუდები არ მოაბათ, სრულიად გულწრფელი ვარ, როცა ამ სტატუსს ვწერ. ვატოს ველაპარაკე და ისე ვწერ ამ გადაწყვეტილებას. ორშაბათიდან ასმაგი ენერგიით ვიმუშავებ, აქამდე რომ არ მიმუშავია, ისე. ვგიჟდები ტვ "პირველზე", ვაფრენ და უამრავი სიახლე გვაქვს ჩაფიქრებული, რომელსაც ერთად გავაკეთებთ.

ვატო, დიდი მადლობა ნდობისთვის, მიყვარხარ. შენ ჩემი ცხოვრების გამორჩეული მეგობარი ხარ. სიცოცხლის ბოლომდე შენს გვერდით ვიქნები და ზუსტად ვიცი, რომ ტვ "პირველის" იქით, ჩემთვის არჩევანი, უბრალოდ, არ არსებობს. მადლობა თავისუფლებისთვის და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ზუსტად გაიგე, რას ვამბობ ამ სტატუსით. არ გამიბრაზდე! მოკლედ, რამდენი ვწერე... რთული იყო დაწერა და იმიტომ.. მეც ადამიანი ვარ და არის ადამიანური ემოციები, რომელიც რთულად მართვადია.

მეგობრებო, შევხვდებით ერთმანეთს სამშაბათს "რეაქციაში", მერე ხუთშაბათს, მერე ისევ შაბათს, მერე ისევ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და ასე შემდეგ. და სიბერემდე ვიქნები სულ ჩემს საყვარელ ტვ "პირველზე", ჟურნალისტად, პროდუსერად თუ სხვა პოზიციაზე, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ბევრად უფრო მეტ დროს დავუთმობ ჩემს გადაცემებს, რომელსაც ბევრი რამ დავაკელი, მენეჯერად გადასვლის გამო. ვატოს გარდა, დედამიწაზე არავისთვის შემითანხმებია ეს გადაწყვეტილება, ჩემი შვილიც ამ სტატუსიდან გაიგებს. ვთვლი, რომ პატიოსნად ვიქცევი. საქმეც და ოჯახიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ხოდა, დირექტორობის გარეშე გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას, ისე, როგორც მთელი ცხოვრება ვცხოვრობდი.

ცოტა ხალისიანად რომ დავასრულო ეს სტატუსი - "ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია, კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებ, ტყუილად არ დამირეკოთ, ყველაფერი დავწერე, რაც სათქმელი იყო. ტელევიზიის მთელს გუნდს ორშაბათს შევხვდები და უფრო დეტალურად ავუხსნი ჩემი გადაწყვეტილების მიზეზს. მისამართი იგივეა. თბილისი, ზოვრეთის 1. ტვ "პირველი", რომელიც ზუსტად ისე მიყვარს, როგორც ჩემი ოჯახი!. P.s. დირექტორი იქნება თავად ვატო".

ინგა გრიგოლიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში საპასუხო პოსტს აქვეყნებს ვატო წერეთელიც:

"ინგა გრიგოლია დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს,ინგა გრიგოლიას,რომლის დირექტორობის დროს ტვ ,,პირველმა,, მიაღწია უდიდეს წარმატებებს, წარმოუდგენლად მოკლე დროში მოახერხა გაეკეთებინა ბევრი ახალი პროექტი, საინტერესო, ყურებადი, შინაარსიანი და დინამიური. ერთი წელიც არ გასულა, რაც მან ეს პოზიცია დაიკავა და მე თვითონვე ვეღარ ვცნობ ჩვენს ტელევიზიას. არ აქვს არც ერთი დასვენების დღე, მუშაობს კვირაში შვიდი დღე, დილიდან ღამემდე, დაუჯერებელ ენერგიას ახარჯავს საქმეს, რომელიც ასე ძალიან უყვარს.შევეცადე, გამეგო მისი გადაწყვეტილების. მიყვარს, ვაფასებ და სულ მაქვს მისი იმედი, დირექტორი იქნება თუ არა, ის სულ დირექტორია ჩემს თვალში. სტატუსითაც და უსტატუსოდაც. წარმატებებს ვუსურვებ ინგას, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ტვ ,,პირველის ,,შექმნაში და განვითარებაში და აქვე პირობას ვაძლევ, რომ დავტვირთავ უფრო მეტად). ინგას შემცვლელის ძებნა არც მიფიქრია, ორშაბათიდან ტვ ,,პირველის,, გენერალური დირექტორი გავხდები მე თავად. წარმატებები ჩვენ ყველას ერთად. ინგა, მიყვარხარ!"

აშშ-ის საელჩო - არაფერი წარმოაჩენს აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მტკიცე კავშირს ისე, როგორც სტაჟაძისა და ტვილდიანის მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის დამთავრება

"ისედაც ისეთ დღეში მაქვს ნერვები, ყველაფერზე მეტირება შიგადაშიგ" - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური მილოცვა და მარინა ბერიძის პასუხი

"21 წელია ამ დაბადების დღეს ვგეგმავდით და შენთან ვერ ვარ... არ დაგრჩები ამ 21-ს ვალში" - თინა ხიდაშელის ემოციური პოსტი იუბილარ შვილს