ავტორი:

ვინ იყო ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ვინ იყო ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, 39 წლის საიბ გეიდაროვია. იგი წარმოშობით მარნეულიდან იყო და თბილისში შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტურ დეპარტამენტში მუშაობდა.

მას შემდეგ, რაც მარნეული საკარანტინო ზონად გამოცხადდა, გეიდაროვმა მუშაობა იქ გააგრძელა. სამართალდამცველი თითქმის 24 საათის განმავლობაში ეხმარებოდა პოლიციელებს და ადგილობრივებზე ზრუნავდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ფოტო-სქრინი "იმედის კვირაში" გასული სიუჟეტიდან

ცნობისთვის, ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება იყო, ექსპერტ-კრიმინალისტი შესამოწმებლად იყო მისული, რა დროსაც დენმა დაარტყა. მამაკაცი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. იგი ამ დროის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და დღეს გარდაიცვალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.

ექსპერტ კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური "ეკო გაზი" 1 ივნისს აფეთქდა. აფეთქება კაფე „ვერდეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქების სიძლიერემ მიმდებარე შენობების მინები ჩაამსხვრია.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც გაზგასამართი სადგურის თანამშრომელია.

"გამიმართლა ცხოვრებაში, რომ ჯერ მარიამს შევხვდი, შემდეგ კი ბატონი პაატას ოჯახს" - რას ყვება პაატა იმნაძის ოჯახის დამხმარე?

"არ მოგვწონს, რაც "TV პირველზე" ხდება და ვერც ვერაფერს ვცვლით" - ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია დატოვეს

თბილისში ავტობუსების რაოდენობა გაიზრდება