მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც დენმა დაარტყა, გარდაიცვალა
ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლისტს, რო­მელ­საც ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო­ზე აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბულ გაზ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე დენ­მა და­არ­ტყა, გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს სა­ექ­სპერ­ტო-კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის თბი­ლი­სის სა­ექ­სპერ­ტო სამ­სა­ხუ­რის ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და უსამ­ძიმ­რებს და­ღუ­პუ­ლის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს.

ექ­სპერტ კრი­მი­ნა­ლის­ტი თბი­ლის­ში, ელ­გუ­ჯა ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე გაზ­გა­სა­მართ სად­გურ­ში, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის და­მა­ტე­ბით დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და, რა დრო­საც, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას დენ­მა და­არ­ტყა და ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც გაზ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ აფეთ­ქე­ბა იყო, ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტი შე­სა­მოწ­მებ­ლად იყო მი­სუ­ლი, რა დრო­საც დენ­მა და­არ­ტყა. მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იგი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლის­ში, ნუ­ცუ­ბი­ძის მე-3 პლა­ტო­ზე, ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი "ეკო გაზი" 1 ივ­ნისს აფეთ­ქდა. აფეთ­ქე­ბა კაფე „ვერ­დეს“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. აფეთ­ქე­ბის სიძ­ლი­ე­რემ მიმ­დე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბის მი­ნე­ბი ჩა­ამ­სხვრია.

შემ­თხვე­ვას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია, თუმ­ცა და­შავ­და ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მ.თ .
0

ვაიმე რა სამწუხაროა. საუფეველი დაუმკვიდროს უფალმა.

rasa
25

სიკვდილით სავსე ქალაქი <3

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

ექსპერტ-კრიმინალისტს, რომელსაც ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.

ექსპერტ კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება იყო, ექსპერტ-კრიმინალისტი შესამოწმებლად იყო მისული, რა დროსაც დენმა დაარტყა. მამაკაცი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. იგი ამ დროის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური "ეკო გაზი" 1 ივნისს აფეთქდა. აფეთქება კაფე „ვერდეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქების სიძლიერემ მიმდებარე შენობების მინები ჩაამსხვრია.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც გაზგასამართი სადგურის თანამშრომელია.

"მიშა სააკაშვილთან სურათებს იღებდა, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და გავუგზავნო" - სამოქალაქო აქტივისტის პასუხი კალაძეს

ვინ იყო ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

კომპანია "მეამა"-მ პირველი ბრენდული სივრცე გახსნა სავაჭრო ცენტრ "საბურთალოს სითი მოლში"