სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პლაქვენილი" COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში დაბრუნდა - ცერცვაძე
"პლაქვენილი" COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში დაბრუნდა - ცერცვაძე

ჩვენც და­ვაბ­რუ­ნეთ ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნი (პლაქ­ვე­ნი­ლი) COVID-19-ით ავად­მყო­ფე­ბის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ნა­ცი­ო­ნა­ლურ პრო­ტო­კოლ­ში, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და. ამით თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ჯან­მო-ს) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას Solidarity კვლე­ვა­ში ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნის (პლაქ­ვე­ნი­ლის) დაბ­რუ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

ცერ­ცვა­ძემ კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში "პლაქ­ვე­ნილს" წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებ­დნენ სამი თვის მან­ძილ­ზე და ამ პე­რი­ოდ­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არც ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჟურ­ნალ Lancet -ში ა.წ. 22 მა­ისს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის:(https://www.thelancet.com/journals/lancet/article/PIIS0140-6736(20)31180-6/fulltext) შემ­დეგ, სა­დაც ლა­პა­რა­კი იყო, რომ ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქინს (პლაქ­ვე­ნილს) შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, 2020 წლის 25 მა­ისს ჯან­მო-მ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო კლი­ნი­კურ კვლე­ვა - Solidarity -დან მისი დრო­ე­ბით ამო­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე. რამ­დე­ნა­დაც სა­ქარ­თვე­ლო მო­ნა­წი­ლობს Solidarity კვლე­ვა­ში, ჩვენ, ბუ­ნებ­რი­ვია, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლო ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­დან დრო­ე­ბით, ჯან­მოს მიერ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე, ამოგ­ვე­ღო ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნის (პლაქ­ვე­ნი­ლის) გა­მო­ყე­ნე­ბა. თუმ­ცა, ამა­ვე დროს ყვე­ლა დო­ნე­ზე და­ვა­ფიქ­სი­რეთ ჩვე­ნი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში "პლაქ­ვე­ნილს" წარ­მა­ტე­ბით ვი­ყე­ნებ­დით სამი თვის მან­ძილ­ზე და ამ პე­რი­ოდ­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არც ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა", - აცხა­დებს ცერ­ცვა­ძე.

ამას­თან, რო­გორც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე აცხა­დებს, "ცნო­ბა "პლაქ­ვე­ნი­ლის" გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ცოტა ნა­ად­რე­ვი გა­მოდ­გა".

"ა.წ. 2 ივ­ნისს მსოფ­ლიო ექ­სპერ­ტებს და თა­ვად ჟურ­ნალ Lancet -ს გა­უჩ­ნდათ კი­თხვე­ბი და ეჭვი ამ ჟურ­ნალ­ში პლაქ­ვე­ნი­ლის თა­ო­ბა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბის სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე და ეს უაღ­რე­სად მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი ჟურ­ნა­ლი ერ­თგვა­რად უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც კი აღ­მოჩ­ნდა. პა­რა­ლე­ლუ­რად ა.წ. 3 ივ­ნისს ჯან­მო-ს სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­მი­ტეტ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ და­აბ­რუ­ნოს ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნი (პლაქ­ვე­ნი­ლი) Solidarity კვლე­ვა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენც და­ვაბ­რუ­ნეთ ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნი (პლაქ­ვე­ნი­ლი) COVID-19-ით ავად­მყო­ფე­ბის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ნა­ცი­ო­ნა­ლურ პრო­ტო­კოლ­ში.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში დარ­გის მსოფ­ლიო ლი­დერ­მა - აშშ ჯან­მრთე­ლო­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა და ალერ­გი­ის ინ­სტი­ტუტ­მა (NIH/NIAID) პრო­ფე­სორ Anthony Fauci-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­ი­წყო ახა­ლი მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვა მსუ­ბუ­ქი/სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტებ­ში ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნის (პლაქ­ვე­ნი­ლის) გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბი­სა და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ის­თვის.

პა­რა­ლე­ლუ­რად აშშ-ს და ევ­რო­პის წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გრძელ­დე­ბა მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვე­ბი COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტებ­თან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბის­თვის ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნით (პლაქ­ვე­ნი­ლით) პოსტ-ექ­სპო­ზი­ცი­უ­რი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლის თე­მა­ზე.

აშშ პრე­ზი­დენ­ტი ბ-ნი ტრამ­პი, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე ღიად და­უ­ჭი­რა მხა­რი ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნის (პლაქ­ვე­ნი­ლის) გა­მო­ყე­ნე­ბას COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტებ­ში, აცხა­დებს, რომ პი­რა­დად იღებს ამ მე­დი­კა­მენტს COVID-19-ის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სათ­ვის.

მოკ­ლედ, მარკ ტვე­ნის ცნო­ბი­ლი ფრა­ზის პე­რიფ­რა­ზით - „ცნო­ბა "პლაქ­ვე­ნი­ლის" გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ცოტა ნა­ად­რე­ვი გა­მოდ­გა“", - აღ­ნიშ­ნავს ის.

ასე­ვე ცერ­ცვა­ძის თქმით, "პლაქ­ვე­ნი­ლი" ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლოდ მხო­ლოდ ერთ-ერთი მე­დი­კა­მენ­ტია და სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მით უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით ხდე­ბა.

"იმ პი­რე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ, რომ­ლე­ბიც ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნის (პლაქ­ვე­ნი­ლის) გა­მო­ყე­ნე­ბას ჩვენს სამ­კურ­ნა­ლო სტრა­ტე­გი­ას­თან აი­გი­ვე­ბენ და ჯან­მო-ს მიერ მისი კვლე­ვი­დან ამო­ღე­ბა კმა­ყო­ფი­ლე­ბით აღიქ­ვეს - ასეთ რეპ­ლი­კაც კი იყო, რომ ჯან­მო-ს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს „სულ­ზე მო­უს­წრო?!“. მინ­და მკა­ფი­ოდ გან­ვუ­მარ­ტო, რომ "პლაქ­ვე­ნი­ლი" ჩვენ­თვის COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლოდ მხო­ლოდ ერთ-ერთი მე­დი­კა­მენ­ტია და სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტებს ვმკურ­ნა­ლობთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მით უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით. ეს ეხე­ბა რო­გორც სიმპტო­მურ და დამ­ხმა­რე მკურ­ნა­ლო­ბას, ისე პა­თო­გე­ნე­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას და ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მებს - პლაქ­ვე­ნი­ლი, ლო­პი­ნა­ვირ/რი­ტო­ნა­ვი­რი, ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, კონ­ვა­ლეს­ცენ­ტე­ბის პლაზ­მის გა­დას­ხმა, პლაზ­მა­ფე­რე­ზი, ექ­სტრა­კორ­პო­რა­ლუ­რი „სის­ხლის გაწ­მენ­და“ - ჰე­მადსორბცია სხვა­დას­ხვა სორ­ბენ­ტე­ბის (მათ შო­რის Cytosorb-ის) გა­მო­ყე­ნე­ბით და სხვ. ამას­თან, მსოფ­ლი­ოს ბევ­რი წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­უ­ლად მოხ­და COVID-19 პნევ­მო­ნი­ის L და H ტი­პე­ბის გა­მი­ჯვნა და არა­სა­ჭი­რო ინ­ტუ­ბა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ პო­ზი­ტი­უ­რად აი­სა­ხა ავად­მყო­ფე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ზე და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა­ფერ­მა ამან (და არა პლაქ­ვე­ნილ­მა) გა­ნა­პი­რო­ბა ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე ევ­რო­პის 48 ქვეყ­ნი­დან აქვს COVID-19-ის­გან სიკ­ვდი­ლო­ბის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (3,3). ეს ფაქ­ტი აღი­ა­რე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის, ექ­სპერ­ტე­ბის და გა­მო­ცე­მე­ბის მიერ და ჩვენ­მა ოპო­ნენ­ტებ­მა ეს გინდ და­ი­ჯე­რონ და გინდ არა", - აცხა­დებს ცერ­ცვა­ძე.

ასე­ვე ცერ­ცვა­ძე პა­სუ­ხობს რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვილს და აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით ავად­მყო­ფებ­ში სიკ­ვდი­ლო­ბა 1,6%-ია.

"აქვე მინ­და ვუ­პა­სუ­ხო ბ-ნ რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვილს, რო­მე­ლიც იმედს იტო­ვებს, რომ ეს „სკან­და­ლი არ ნიშ­ნავს ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნის სრულ და სა­ბო­ლოო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას“, ხოლო თა­ვის 24 აპ­რი­ლის პოს­ტში „სი­მარ­თლე ხომ მთა­ვა­რია, არა?“ - აღ­წერს, თუ რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლია ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტში საფ­რან­გეთ­ში COVID-19-ის კრი­ზი­სის მარ­თვის პრო­ცე­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით და რომ საფ­რან­გეთ­ში ბა­ტო­ნი მაკ­რო­ნი და სხვა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი არ ამ­ცი­რე­ბენ ექი­მებს თა­ვი­სი უკი­დუ­რე­სად „რეგ­ვე­ნუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბით“.

ბა­ტო­ნო რე­ვაზ! თქვე­ნი ფრან­გუ­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მი და ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცია სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ მა­ინც გვინ­და მოკ­რძა­ლე­ბით შე­გახ­სე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით ავად­მყო­ფებ­ში სიკ­ვდი­ლო­ბა 1,6%-ია, ხოლო საფ­რან­გეთ­ში - 19% (ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მსოფ­ლი­ო­ში). სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ ერთ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე 3,3 COVID-19-ით გარ­დაც­ვლი­ლია, ხოლო საფ­რან­გეთ­ში 440, ანუ 133-ჯერ მეტი. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა „რეგ­ვე­ნებს“, სჯობს თქვენ­სკენ მო­ი­კი­თხოთ“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბას ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
FEOLA
17

ეს ამ პლაქველანის წილშია უეჭველი!!! 

aleqsandre
10

რა კარგი კაცია 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"პლაქვენილი" COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში დაბრუნდა - ცერცვაძე

"პლაქვენილი" COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში დაბრუნდა - ცერცვაძე

ჩვენც დავაბრუნეთ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ამით თენგიზ ცერცვაძე გამოეხმაურა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო-ს) გადაწყვეტილებას Solidarity კვლევაში ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) დაბრუნების თაობაზე.

ცერცვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოში "პლაქვენილს" წარმატებით იყენებდნენ სამი თვის მანძილზე და ამ პერიოდში არ დაფიქსირებული არც ერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა

"როგორც ცნობილია, ჟურნალ Lancet -ში ა.წ. 22 მაისს გამოქვეყნებული სტატიის:(https://www.thelancet.com/journals/lancet/article/PIIS0140-6736(20)31180-6/fulltext) შემდეგ, სადაც ლაპარაკი იყო, რომ ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქვენილს) შეიძლება ჰქონდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები, 2020 წლის 25 მაისს ჯანმო-მ მიიღო გადაწყვეტილება, საერთაშორისო კლინიკურ კვლევა - Solidarity -დან მისი დროებით ამოღების თაობაზე. რამდენადაც საქართველო მონაწილობს Solidarity კვლევაში, ჩვენ, ბუნებრივია, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტებიდან დროებით, ჯანმოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამოგვეღო ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენება. თუმცა, ამავე დროს ყველა დონეზე დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ საქართველოში "პლაქვენილს" წარმატებით ვიყენებდით სამი თვის მანძილზე და ამ პერიოდში არ დაფიქსირებული არც ერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა", - აცხადებს ცერცვაძე.

ამასთან, როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, "ცნობა "პლაქვენილის" გარდაცვალების შესახებ ცოტა ნაადრევი გამოდგა".

"ა.წ. 2 ივნისს მსოფლიო ექსპერტებს და თავად ჟურნალ Lancet -ს გაუჩნდათ კითხვები და ეჭვი ამ ჟურნალში პლაქვენილის თაობაზე გამოქვეყნებული ნეგატიური შედეგების სარწმუნოებაზე და ეს უაღრესად მაღალრეიტინგული ჟურნალი ერთგვარად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდა. პარალელურად ა.წ. 3 ივნისს ჯანმო-ს სპეციალურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააბრუნოს ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) Solidarity კვლევაში. შესაბამისად, ჩვენც დავაბრუნეთ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში.

ამავე პერიოდში დარგის მსოფლიო ლიდერმა - აშშ ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების ინფექციურ დაავადებათა და ალერგიის ინსტიტუტმა (NIH/NIAID) პროფესორ Anthony Fauci-ის ხელმძღვანელობით დაიწყო ახალი მასშტაბური კვლევა მსუბუქი/საშუალო სიმძიმის COVID-19-ით პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებაზე დაავადების დამძიმებისა და ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის.

პარალელურად აშშ-ს და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გრძელდება მასშტაბური კვლევები COVID-19-ით პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირებისთვის ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით) პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობის შესწავლის თემაზე.

აშშ პრეზიდენტი ბ-ნი ტრამპი, რომელმაც თავის დროზე ღიად დაუჭირა მხარი ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებას COVID-19-ით პაციენტებში, აცხადებს, რომ პირადად იღებს ამ მედიკამენტს COVID-19-ის პროფილაქტიკისათვის.

მოკლედ, მარკ ტვენის ცნობილი ფრაზის პერიფრაზით - „ცნობა "პლაქვენილის" გარდაცვალების შესახებ ცოტა ნაადრევი გამოდგა“", - აღნიშნავს ის.

ასევე ცერცვაძის თქმით, "პლაქვენილი" ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ მხოლოდ ერთ-ერთი მედიკამენტია და საქართველოში COVID-19-ით პაციენტების მკურნალობა ინდივიდუალური მიდგომით უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ხდება.

"იმ პირების საყურადღებოდ, რომლებიც ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებას ჩვენს სამკურნალო სტრატეგიასთან აიგივებენ და ჯანმო-ს მიერ მისი კვლევიდან ამოღება კმაყოფილებით აღიქვეს - ასეთ რეპლიკაც კი იყო, რომ ჯანმო-ს ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს „სულზე მოუსწრო?!“. მინდა მკაფიოდ განვუმარტო, რომ "პლაქვენილი" ჩვენთვის COVID-19-ის სამკურნალოდ მხოლოდ ერთ-ერთი მედიკამენტია და საქართველოში COVID-19-ით პაციენტებს ვმკურნალობთ ინდივიდუალური მიდგომით უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს - პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ - ჰემადსორბცია სხვადასხვა სორბენტების (მათ შორის Cytosorb-ის) გამოყენებით და სხვ. ამასთან, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა COVID-19 პნევმონიის L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც სავარაუდოდ პოზიტიურად აისახა ავადმყოფების გადარჩენაზე და საბოლოო ჯამში, ყველაფერმა ამან (და არა პლაქვენილმა) განაპირობა ის ფაქტი, რომ საქართველოს 1 მილიონ მოსახლეზე ევროპის 48 ქვეყნიდან აქვს COVID-19-ისგან სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (3,3). ეს ფაქტი აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციების, ექსპერტების და გამოცემების მიერ და ჩვენმა ოპონენტებმა ეს გინდ დაიჯერონ და გინდ არა", - აცხადებს ცერცვაძე.

ასევე ცერცვაძე პასუხობს რევაზ ბოჭორიშვილს და აღნიშნავს, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფებში სიკვდილობა 1,6%-ია.

"აქვე მინდა ვუპასუხო ბ-ნ რევაზ ბოჭორიშვილს, რომელიც იმედს იტოვებს, რომ ეს „სკანდალი არ ნიშნავს ჰიდროქსიქლოროქინის სრულ და საბოლოო რეაბილიტაციას“, ხოლო თავის 24 აპრილის პოსტში „სიმართლე ხომ მთავარია, არა?“ - აღწერს, თუ რამდენად წარმატებულია ყველა კომპონენტში საფრანგეთში COVID-19-ის კრიზისის მართვის პროცესი საქართველოსთან შედარებით და რომ საფრანგეთში ბატონი მაკრონი და სხვა პასუხისმგებელი პირები არ ამცირებენ ექიმებს თავისი უკიდურესად „რეგვენული მოთხოვნებით“.

ბატონო რევაზ! თქვენი ფრანგული პატრიოტიზმი და ქართული პოლიტიკური ორიენტაცია სავსებით გასაგებია, მაგრამ მაინც გვინდა მოკრძალებით შეგახსენოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფებში სიკვდილობა 1,6%-ია, ხოლო საფრანგეთში - 19% (ყველაზე მაღალი მსოფლიოში). საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე 3,3 COVID-19-ით გარდაცვლილია, ხოლო საფრანგეთში 440, ანუ 133-ჯერ მეტი. ხოლო რაც შეეხება „რეგვენებს“, სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ“,-აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

განცხადებას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

"საცხოვრებლად დაბალი ფასებით გამოირჩევა, ეს ქვეყანა კერძების სამოთხეა" - რას წერს New York Post-ი საქართველოზე

როგორია ეპიდვითარება ლილოს ბაზრობაზე - "აღებულია 2500-2700 ნიმუში, დასაქმებულთა ტესტირება სრულად მოხდება"

"ჩემი პროგნოზია, რომ საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება კორონავირუსის მკვეთრ მატებას" - თენგიზ ცერცვაძე