სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ გზით შემოვიდნენ ჩატაევი და მისი რაზმი... რაღაც წესრიგში არ არის" - ვინ არის თურქი ბინალი ჩამქოზი, რომლის დაჯგუფების წევრები ბათუმში დააკავეს
"ამ გზით შემოვიდნენ ჩატაევი და მისი რაზმი... რაღაც წესრიგში არ არის" - ვინ არის თურქი ბინალი ჩამქოზი, რომლის დაჯგუფების წევრები ბათუმში დააკავეს

2 ივ­ნისს, ბა­თუ­მის ცენ­ტრში და­კა­ვე­ბუ­ლი თურ­ქე­თის 9 მო­ქა­ლა­ქის საქ­მეს, რო­მელ­თაც წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­დეს, "გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო" ადევს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის, ასე­ვე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნის, შე­ნახ­ვის, ტა­რე­ბი­სა და დამ­ზა­დე­ბის მუხ­ლე­ბით და­ი­წყო.

თუმ­ცა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის გა­მო­ძი­ე­ბას ბრა­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ნა­წილ­ში არ წა­რუდ­გე­ნი­ათ. მი­სი­ვე თქმით, ტე­რო­რიზ­მი გა­მო­რი­ცხუ­ლია, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე ხელი მო­ა­წე­რი­ნეს, რის გა­მოც, სხვა დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს.

შე­სა­ბა­მი­სად, უც­ნო­ბია, რას საქ­მი­ა­ნობ­დნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ბა­თუმ­ში, ან რა­ტომ მო­უ­წი­ათ უკა­ნო­ნოდ სა­ზღვრის კვე­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სას­ვლე­ლად. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

ად­ვო­კა­ტის თქმით, "და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გამო იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა ჩა­ი­შა­ლა.

შე­კი­თხვა­ზე, ჰქონ­დათ თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლებს სუს-ის თა­ნამ­შრომ­ლის­გან სახ­ლი ნა­ქი­რა­ვე­ბი, პრო­კუ­რო­რი პა­სუ­ხობს, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ისა­უბ­რებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია თურ­ქეთ­ში მოქ­მე­დი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის 9 წევ­რი, რო­მელ­თა ლი­დე­რი ბი­ნა­ლი ჩამ­ქო­ზია. თა­ვად ლი­დე­რის და­კა­ვე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ვინ სა­უბ­რობს. სა­სა­მარ­თლო­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც არ უხ­სე­ნე­ბია ბი­ნა­ლი ჩამ­ქო­ზი, თუმ­ცა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ის ჩვენს ქვე­ყა­ნას აფა­რებს თავს.

მის დაჯ­გუ­ფე­ბას ბრა­ლად იზ­მი­რის ვიცე-მე­რის აფეთ­ქე­ბა და მისი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ედე­ბა. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, მან ეს საქ­მე სა­ქარ­თვე­ლო­დან და­გეგ­მა, 12 იან­ვარს აფეთ­ქე­ბა სცა­დეს და ამის შემ­დეგ თურქ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ექ­ცნენ.

გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის შე­სა­ხებ თურ­ქო­ლო­გი ზურა ბა­ტი­აშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

- ჯერ­ჯე­რო­ბით, ამ საქ­მი­დან ბევ­რი რამ არ არის ცნო­ბი­ლი, რად­გან საქ­მეს გრი­ფის სა­ი­დუმ­ლო ადევს, მაგ­რამ რაც ცნო­ბი­ლია, იქი­დან ირ­კვე­ვა, რომ რა­ღაც წეს­რიგ­ში არ არის და შე­საძ­ლოა, ეს ვი­ღა­ცის შემ­თხვე­ვი­თი შეც­დო­მა კი არა, სის­ტე­მუ­რი ჩა­ვარ­დნა იყოს... თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ეს ის ცნო­ბი­ლი ბი­ნა­ლი ჩამ­გო­ზი არ არის, რომ­ლის გარ­შე­მოც ამ­დე­ნი ხა­ნია სა­უ­ბა­რია. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა სა­ზღვა­რი უკა­ნო­ნო, მა­რა­დი­დის გზით გად­მოკ­ვე­თეს და თუ მათ შო­რის ნამ­დვი­ლად არის ჩამ­გო­ზი, რო­მე­ლიც წელს ქვე­მოთ მო­წყვე­ტი­ლია, საქ­მე იმა­ზე რთუ­ლად არის, ვიდ­რე ერთი შე­ხედ­ვით ჩანს.

ამ გზით შე­მო­ვიდ­ნენ ჩა­ტა­ე­ვი და მისი რაზ­მი. უკა­ნო­ნო გზით შე­მო­სას­ვლე­ლად, ეს არის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი....

თუმ­ცა იმ­დე­ნად რთუ­ლი გზაა, თუ ძა­ლი­ან კარ­გად არ არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი, მისი გავ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი არის, მით უფრო ისე­თი ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მელ­საც და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლია. ამი­ტო­მაც არ მი­მაჩ­ნია უსა­ფუძ­ვლოდ ის ეჭვი, რომ და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის ბი­ნა­ლი ჩამ­გო­ზი არ არის.

იცით, რომ მას ბრა­ლად იზ­მი­რის ვიცე-მე­რის აფეთ­ქე­ბა ედე­ბა. მისი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი 13 ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ბა­თუმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის კვალ­დაკ­ვალ, თურ­ქულ­მა სპეც­რაზმმა იზ­მირ­შიც ჩა­ა­ტა­რა ოპე­რა­ცია. რო­გო­რრ ჩანს, თურ­ქულ­მა მხა­რემ მი­ა­წო­და ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ინ­ფორ­მა­ცია და სპე­ცო­პე­რა­ცია ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ა­ტა­რეს.

- ით­ქვა, მისი ფე­თჰუ­ლა გი­უ­ლენ­თან (ერ­დო­ღა­ნის მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტი, თურ­ქე­თი­დან ამე­რი­კა­ში გა­ხიზ­ნუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო ლი­დე­რი) შე­საძ­ლო კავ­ში­რის შე­სა­ხე­ბაც...

- არა მგო­ნია ეს ვერ­სია რე­ა­ლო­ბას­თან ახ­ლოს იყოს. ერ­თა­დერ­თი, ამ ეტაპ­ზე რაც ირ­კვე­ვა, მხო­ლოდ კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბია...

ფოტო-სქ­რი­ნი სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლი­დან

აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე სან­დრო ბა­კუ­რა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში თურ­ქეთ­ში ბოლო დროს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ბი­ნა­ლი ჩამ­გო­ზის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოქ­ცე­ვის მი­ზე­ზი მარ­თლა გამ­ხდა­რი­ყო.

- იზ­მი­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ბი­ნა­ლი ჩამ­გო­ზის კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია, რო­გორც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­თან, ისე მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი - სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის რე­გი­ო­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თა­ნაც, რად­გან ის იზ­მირ­ში წამ­ყვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლაა. ასე­ვე, ჩამ­გო­ზის ჯგუ­ფი ოპო­ზი­ცი­ის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტენ­დერე­ბის და ფი­ნან­სურ საქ­მე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

მისი ინ­ტე­რე­სე­ბი იკ­ვე­თე­ბა ფო­ჩას რა­ი­ო­ნის მერ­თან, ფა­ტიჰ გურ­ბუზ­თა­ნაც და ასე­ვე უკავ­შირ­დე­ბა წინა მე­რის კად­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ალი რიზა ქო­ჩე­რი, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი გახ­და, აცხა­დებ­და, რომ ამ საქ­მის უკან, ჩიღ­ლის წინა მე­რის ჰა­სან არსლა­ნის ნა­თე­სა­ვე­ბიც იდ­გნენ.

ერთი სი­ტყვით, სა­ვა­რა­უ­დოდ, საქ­მე უკავ­შირ­დე­ბა იზ­მი­რის პრო­ვინ­ცი­ის ჩიღ­ლი­სა და ფო­ჩას რა­ი­ონ­ში ბიზ­ნე­სე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას. ასე­ვე, ჩიღ­ლის მე­რი­ა­ში ძვე­ლი და ახა­ლი მე­რე­ბის კად­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას.

- რო­გორც თურ­ქუ­ლი მე­დია წერს, ერ­თმა­ნეთ­შია არე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი...

- იქ არის რე­გი­ო­ნუ­ლი, რე­ლი­გი­უ­რი და კლა­ნუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბიც. ბი­ნა­ლი ჩამ­გო­ზი, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ით ირ­კვე­ვა, ერზრუ­მის პრო­ვინ­ცი­ი­დან ერთ-ერთი ალე­ვი­ტუ­რი სოფ­ლი­დან არის, სა­დაც ალე­ვი­ტუ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობს და შე­საძ­ლოა, დაჯ­გუ­ფე­ბის რო­მე­ლი­მე წევ­რს, რო­მე­ლიც ამ აღმსა­რებ­ლო­ბას ეკუთ­ვნო­და, თავ­შე­სა­ფა­რი რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე მო­ე­თხო­ვა, რად­გა­ნაც ალე­ვი­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დღე­ვან­დელ თურ­ქეთ­ში საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მა­ტუ­რია, მათ დევ­ნი­ან. იზ­მირ­ში "სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ამომ­რჩევ­ლე­ბი ალე­ვი­ტე­ბი არი­ან, ანუ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს შიგ­ნით ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი არ­სე­ბობს, რაც ბევ­რი რა­მით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, მათ შო­რის, რე­ლი­გი­უ­რი სო­ლი­და­რო­ბა, კო­რუფ­ცია...

ჩამ­გო­ზის ჯგუფ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი პერ­სო­ნაა ჰა­სან არსლა­ნი, არა­ერთ ფი­ნან­სურ სკან­დალ­ში იყო გახ­ვე­უ­ლი.

ჰა­სან არსლა­ნი

ის ბოლო არ­ჩევ­ნე­ბი­დან მა­ლე­ვე ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ლე­ბის შემ­დეგ, ბი­ნა­ლის ხალ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით წი­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლობ­და. ფო­ჩას ახა­ლი მერი, ფა­თიჰ გურ­ბუ­ზი კი, რო­მე­ლიც ასე­ვე ახა­ლი არ­ჩე­უ­ლია, სი­ტუ­ა­ცი­ის კონ­სო­ლი­და­ცი­ი­სა და მიზ­ნე­ბის­თვის, ასე­ვე ბი­ნა­ლის ჯგუფს იყე­ნებ­და... იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ იზ­მი­რი სტამ­ბო­ლის შემ­დეგ, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მდი­დარ ქა­ლა­ქად ით­ვლე­ბა, ინ­ტე­რეს­თა კვე­თაც დი­დია. ასე რომ, საქ­მე საკ­მა­ოდ ჩახ­ლარ­თუ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უტა
9

ესენიღა გვაკლდნენ! კრიმინალებო ყველა ქვეყნისა, შეერთით საქართველოში. გრიფი საიდუმლო კი არ უნდა დაადოთ, საჯაროდ უნდა გამოიყვანოთ და ალაპარაკოთ, რა უნდოდათ საქართველოში, მერე მაქსიმუმით ჩააყუდოთ, რომ ყველა გარეწარს აქ ჩამოსვლის სურვილი დაეკარგოს

ავტორი:

"ამ გზით შემოვიდნენ ჩატაევი და მისი რაზმი... რაღაც წესრიგში არ არის" - ვინ არის თურქი ბინალი ჩამქოზი, რომლის დაჯგუფების წევრები ბათუმში დააკავეს

"ამ გზით შემოვიდნენ ჩატაევი და მისი რაზმი... რაღაც წესრიგში არ არის" - ვინ არის თურქი ბინალი ჩამქოზი, რომლის დაჯგუფების წევრები ბათუმში დააკავეს

2 ივნისს, ბათუმის ცენტრში დაკავებული თურქეთის 9 მოქალაქის საქმეს, რომელთაც წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს, "გრიფით საიდუმლო" ადევს. გამოძიება საზღვრის უკანონო კვეთის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვის, ტარებისა და დამზადების მუხლებით დაიწყო.

თუმცა დაკავებულების ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებულებისთვის გამოძიებას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილში არ წარუდგენიათ. მისივე თქმით, ტერორიზმი გამორიცხულია, თუმცა ამბობს, რომ გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინეს, რის გამოც, სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

შესაბამისად, უცნობია, რას საქმიანობდნენ ბრალდებულები ბათუმში, ან რატომ მოუწიათ უკანონოდ საზღვრის კვეთა საქართველოში შემოსასვლელად. ბრალდებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ.

ადვოკატის თქმით, "დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, თუმცა პანდემიის გამო იუსტიციის სამინისტროში ჩანიშნული შეხვედრა ჩაიშალა.

შეკითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ბრალდებულებს სუს-ის თანამშრომლისგან სახლი ნაქირავები, პროკურორი პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია თურქეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 9 წევრი, რომელთა ლიდერი ბინალი ჩამქოზია. თავად ლიდერის დაკავებაზე ოფიციალურად არავინ საუბრობს. სასამართლოში პროკურატურასაც არ უხსენებია ბინალი ჩამქოზი, თუმცა მეზობელი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებები ირწმუნებიან, რომ ის ჩვენს ქვეყანას აფარებს თავს.

მის დაჯგუფებას ბრალად იზმირის ვიცე-მერის აფეთქება და მისი მკვლელობის მცდელობა ედება. კიდევ ერთი ვერსიით, მან ეს საქმე საქართველოდან დაგეგმა, 12 იანვარს აფეთქება სცადეს და ამის შემდეგ თურქ სამართალდამცველებს საქართველოში გამოექცნენ.

გახმაურებული საქმის შესახებ თურქოლოგი ზურა ბატიაშვილი საუბრობს:

- ჯერჯერობით, ამ საქმიდან ბევრი რამ არ არის ცნობილი, რადგან საქმეს გრიფის საიდუმლო ადევს, მაგრამ რაც ცნობილია, იქიდან ირკვევა, რომ რაღაც წესრიგში არ არის და შესაძლოა, ეს ვიღაცის შემთხვევითი შეცდომა კი არა, სისტემური ჩავარდნა იყოს... თურქული მედიის ცნობით, ეს ის ცნობილი ბინალი ჩამგოზი არ არის, რომლის გარშემოც ამდენი ხანია საუბარია. ამ ადამიანებმა საზღვარი უკანონო, მარადიდის გზით გადმოკვეთეს და თუ მათ შორის ნამდვილად არის ჩამგოზი, რომელიც წელს ქვემოთ მოწყვეტილია, საქმე იმაზე რთულად არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ამ გზით შემოვიდნენ ჩატაევი და მისი რაზმი. უკანონო გზით შემოსასვლელად, ეს არის ყველაზე გავრცელებული მონაკვეთი....

თუმცა იმდენად რთული გზაა, თუ ძალიან კარგად არ არის ორგანიზებული ადამიანების ჯგუფი, მისი გავლა შეუძლებელიც კი არის, მით უფრო ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ამიტომაც არ მიმაჩნია უსაფუძვლოდ ის ეჭვი, რომ დაკავებულთა შორის ბინალი ჩამგოზი არ არის.

იცით, რომ მას ბრალად იზმირის ვიცე-მერის აფეთქება ედება. მისი დაჯგუფების წევრები 13 ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობდნენ. ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის კვალდაკვალ, თურქულმა სპეცრაზმმა იზმირშიც ჩაატარა ოპერაცია. როგორრ ჩანს, თურქულმა მხარემ მიაწოდა ქართველ სამართალდამცველებს ინფორმაცია და სპეცოპერაცია ერთდროულად ჩაატარეს.

- ითქვა, მისი ფეთჰულა გიულენთან (ერდოღანის მთავარი ოპონენტი, თურქეთიდან ამერიკაში გახიზნული სასულიერო ლიდერი) შესაძლო კავშირის შესახებაც...

- არა მგონია ეს ვერსია რეალობასთან ახლოს იყოს. ერთადერთი, ამ ეტაპზე რაც ირკვევა, მხოლოდ კრიმინალური დაჯგუფების ინტერესებია...

ფოტო-სქრინი სუს-ის მიერ გავრცელებული ოპერატიული ვიდეომასალიდან

აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში თურქეთში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა, ბინალი ჩამგოზის საქართველოში გამოქცევის მიზეზი მართლა გამხდარიყო.

- იზმირის პროვინციაში, ბინალი ჩამგოზის კრიმინალური დაჯგუფება, დაკავშირებულია, როგორც მუნიციპალიტეტებთან, ისე მთავარი ოპოზიციური - სახალხო რესპუბლიკური პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებთანაც, რადგან ის იზმირში წამყვანი პოლიტიკური ძალაა. ასევე, ჩამგოზის ჯგუფი ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მუნიციპალიტეტის ტენდერების და ფინანსურ საქმეებთან არის დაკავშირებული.

მისი ინტერესები იკვეთება ფოჩას რაიონის მერთან, ფატიჰ გურბუზთანაც და ასევე უკავშირდება წინა მერის კადრების სამსახურიდან გათავისუფლებას. ალი რიზა ქოჩერი, რომელიც თავდასხმის მსხვერპლი გახდა, აცხადებდა, რომ ამ საქმის უკან, ჩიღლის წინა მერის ჰასან არსლანის ნათესავებიც იდგნენ.

ერთი სიტყვით, სავარაუდოდ, საქმე უკავშირდება იზმირის პროვინციის ჩიღლისა და ფოჩას რაიონში ბიზნესების გადანაწილებას. ასევე, ჩიღლის მერიაში ძველი და ახალი მერების კადრებს შორის დაპირისპირებას.

- როგორც თურქული მედია წერს, ერთმანეთშია არეული პოლიტიკური და კრიმინალური ინტერესები...

- იქ არის რეგიონული, რელიგიური და კლანური დაპირისპირებებიც. ბინალი ჩამგოზი, როგორც სოციალური მედიით ირკვევა, ერზრუმის პროვინციიდან ერთ-ერთი ალევიტური სოფლიდან არის, სადაც ალევიტური აღმსარებლობის მოსახლეობა ცხოვრობს და შესაძლოა, დაჯგუფების რომელიმე წევრს, რომელიც ამ აღმსარებლობას ეკუთვნოდა, თავშესაფარი რელიგიურ ნიადაგზე მოეთხოვა, რადგანაც ალევიტების მდგომარეობა დღევანდელ თურქეთში საკმაოდ პრობლემატურია, მათ დევნიან. იზმირში "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" ამომრჩევლები ალევიტები არიან, ანუ მუნიციპალიტეტებს შიგნით ინტერესთა კონფლიქტი არსებობს, რაც ბევრი რამით არის გამოწვეული, მათ შორის, რელიგიური სოლიდარობა, კორუფცია...

ჩამგოზის ჯგუფთან დაკავშირებული ერთ-ერთი პერსონაა ჰასან არსლანი, არაერთ ფინანსურ სკანდალში იყო გახვეული.

ჰასან არსლანი

ის ბოლო არჩევნებიდან მალევე ახალი ადმინისტრაციების ჩამოყალილების შემდეგ, ბინალის ხალხის გამოყენებით წილების შენარჩუნებას ცდილობდა. ფოჩას ახალი მერი, ფათიჰ გურბუზი კი, რომელიც ასევე ახალი არჩეულია, სიტუაციის კონსოლიდაციისა და მიზნებისთვის, ასევე ბინალის ჯგუფს იყენებდა... იმის გათვალისწინებით, რომ იზმირი სტამბოლის შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალაქად ითვლება, ინტერესთა კვეთაც დიდია. ასე რომ, საქმე საკმაოდ ჩახლართულია.

საქართველოში დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა - დარღვევა უკვე დასჯადია

"თავი ცნო დამნაშავედ და მოინანია" - ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება