ავტორი:

გორში ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 6 წლის ბავშვს დაეჯახა

გორში ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 6 წლის ბავშვს დაეჯახა

გორში, სამეფოს ქუჩაზე, ველოსიპედით მოძრავ ბავშვს მანქანა დაეჯახა. 6 წლის ბიჭი კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. მორიგე ექიმის, ლევან კობახიძის განცხადებით, ბავშვს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

,,პაციენტს აღენიშნებოდა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ეკსკორაციები, დაჟეჟილობა ქვედა კიდურებზე, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ, ამბულატორიულად გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და კლინიკა დატოვა“, - განაცხადა ლევან კობახიძემ.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

"სიფხიზლეში არაჩვეულებივი ადამიანია... ბავშვების შესაშინებლად გამოიყენა იარაღი" - რა ხდება ვარკეთილში, სადაც 45 წლამდე მამაკაცი უმისამართოდ ისროდა

ვარკეთილში, სავარაუდოდ, ნასვამი მამაკაცი კორპუსიდან ისვრის

კახეთში ავარიას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა