ავტორი:

ტოვებს თუ არა პოსტს გიორგი გახარია - პრემიერის პასუხი ჟურნალისტებს

ტოვებს თუ არა პოსტს გიორგი გახარია - პრემიერის პასუხი ჟურნალისტებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„დიახ, ვიქნები“, - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა “გავრილოვის ღამიდან“ ერთი წლის თავზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

პრემიერის თქმით, პირადად მისთვის მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება, თუმცა პოსტის დატოვების თაობაზე ინფორმაცია იმდენჯერ გავრცელდა, რომ „ამაზე რეაქცია აღარ აქვს“.

„დიახ, ვიქნები. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის ეს გავრცელებული. მე მინდა, თქვენ მადლობა გითხრათ - იმუნიტეტი შემძინეთ, არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ იყო ეს კითხვა დასმული. საბოლოო ჯამში კონცეპტუალურად, არანაირი აზრი არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები, რეალურად მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები თუ ფერმერი ვიქნები, მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ.

უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ, ამიტომ ვამბობ, რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება.

არჩევნები ხომ შემოდგომაზეა? მერე ერთხელ ხომ გითხარით, შემოდგომაზე დავითვლით-მეთქი და შემოდგომაზე დავითვლით”, - განაცხადა პრემიერმა.

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს საჭირო საგანგებო მდგომაროების დაბრუნება და ზომების კვლავ გამკაცრება - თენგიზ ცერცვაძის კომენტარი

თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს - ირაკლი კობახიძე

"გვახსოვს, მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს როგორი რეპრესიები იყო, დღეს ხალხს ნათელ მომავალს პირდება" - კალაძე