ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია. მამაკაცი, რომელიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და რომელმაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, სამართალდამცავებმა დააკავეს.
მამაკაცი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.
ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად ჯერ კიდევ მობილიზებული რჩება სპეცტექნიკაც.