“საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU”-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა ონლაინ პანელ-დისკუსია თემაზე: "COVID-19-ის პანდემიის შემდგომი ფსიქო-სოციალური გამოწვევები".
ხშირად პოსტ კრიზისული პერიოდი ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და სოციალურ ურთიერთობებს გამოწვევების წინაშე აყენებს. პანელური დისკუსიის მიზანი იყო დარგის სპეციალისტების მიერ პანდემიის შემდგომი ფსიქო-სოციალური გამოწვევების შესახებ მსჯელობა და სტრეს ფაქტორებთან გამკლავების სტრატეგიების გაზიარება. დარგის ლიდერებს საშუალება მიეცათ დისკუსიის ფარგლებში გაეზიარებინათ თავიანთი იდეები, გამოცდილება და მსმენელებს შესთავაზეს იმ აქტუალური პრობლემების გადაწყვეტის ხერხები, რომელთა წინაშეც დღეს მსოფლიო დგას.
პანელ- დისკუსიას, რომელშიც მონაწილეობდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და განათლების სპეციალისტები, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან , მოდერატორობა “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU”-ს მოწვეულმა ლექტორმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტმა და ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებულმა ტრენერმა - გიორგი დონაძემ გაუწია.
პანელ-დისკუსია შემდეგ სპიკერებს მიყავდათ:
👉 თემა: პანდემიის გავლენა ბავშვისა და მოზარდის მენტალურ ჯანმრთელობაზე
👉 თემა: პანდემია და ადიქტები
👉 თემა: ფსიქო-კონსულტირება COVID-19 თან თანაცხოვრების პირობებში
👉 თემა: იზოლაციიდან-ინტეგრაციამდე
👉 თემა: ფსიქიკური აშლილობების პრევენცია ეპიდემიისა და სოციალური იზოლაციის პირობებში
👉 თემა: პოსტ პანდემიური ეპოქისთვის ფსიქო-სოციალური მზაობა
👉 თემა: დაწყებით კლასებში ონლაინ სწავლების დადებითი მხარეები და გამოწვევები
👉 თემა: პანდემიის შემდგომი ოჯახური ურთიერთობები
👉 თემა: კრიზისი, როგორც შესაძლებლობა;
👉 თემა: შფოთვითი და პანიკური აშლილობა COVID-19-ის დროს
შეხვედრა 4 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა ფეისბუქ ლაივის საშუალებით უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე. . პანელ-დისკუსიას 15000-მდე ფეისბუქ გვერდის მომხმარებელი ესწრებოდა და მოხსენებებისა და ინტენსიური კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ფსიქიატრის როლი COVID-19-ის დროს, იზოლაციის შედეგად გამოწვეული მოსალოდნელი ტოქსიკური შედეგები, კრიზისის ეტაპები, ბრაზის/განრისხების ეფექტი, კლასიკური ამრიდებლური ქცევა, „უსაფრთხო მარტოობის“ დადებითი ასპექტები, პოსტტრამვული სტრესის სიმპტომები, კატასტროფისადმი რეაგირების ფაზები, COVID-19 და განათლების სისტემა, კორონავირუსის გავლენა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე, პანდემიის პერიოდში მიღებული ზომების გავლენა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ჯანმრთელობაზე, სამედიცინო დახმარებაში განხორციელებული ცვლილებების გავლენა, დაწყებით კლასებში დისტანციური სწავლების სირთულეები და რეკომენდაციები.
აღსანიშნავია, რომ ამ პლატფორმის გამოყენებით “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU”-ს ინიციატივით არაერთი ონლაინ პანელ-დისკუსია გაიმართა და თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე SEU კიდევ ბევრ საინტერესო დისკუსიას გვპირდება.
R