საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდან მოდის ფოტოწიგნების იდეა და რატომ არის მისი ბუმი ციფრულ ერაში?
საიდან მოდის ფოტოწიგნების იდეა და რატომ არის მისი ბუმი ციფრულ ერაში?

თით­ქმის ვერ ნა­ხავთ ტუ­რის­ტულ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბას, რეს­ტო­რან­სა თუ ღო­ნის­ძი­ე­ბას, სა­ი­და­ნაც ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ან­თი სმარ­ტფო­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, და­ნარ­ჩენ სამ­ყა­როს ფო­ტო­სუ­რა­თებს არ უზი­ა­რე­ბენ.

ეს პრო­ცე­სი კმა­ყო­ფი­ლე­ბას და სი­ა­მოვ­ნე­ბას გვგვრის, მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან თუ ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვათ­ვა­ლი­ე­რებთ იქ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს და სმარ­ტფონ­ში­ვე ვი­ნა­ხავთ, თუმ­ცა იარ­სე­ბე­ბენ კი ისი­ნი ათი, ოცი ან თუნ­დაც 50 წლის შემ­დეგ? სმარ­ტფო­ნებს გან­სა­ზღვრუ­ლი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვა­დე­ბი აქვთ და გა­ფუ­ჭე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­გო­ნე­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბიც თან მი­აქვთ, თუ თა­და­რი­გი არ და­ვი­ჭი­რეთ და სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში არ გა­და­ვი­ტა­ნეთ, რაც საკ­მა­ოდ დამ­ღლე­ლი პრო­ცე­სია.

სმარ­ტფო­ნე­ბის მა­სობ­რი­ვად გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ თით­ქოს ფო­ტო­ალ­ბო­მებ­მა და ფო­ტო­წიგ­ნებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ბა და­კარ­გეს, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ო­დია, ისი­ნი ისევ პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ფო­ტო­წიგ­ნე­ბი, რად­გან ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სა­სურ­ვე­ლი დი­ზა­ი­ნის ფო­ტო­წიგ­ნი შექ­მნას და და­ბეჭ­დოს ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არას­დროს და­ე­კარ­გე­ბა.

პირ­ვე­ლად ფო­ტო­წიგ­ნის შექ­მნის მცდე­ლო­ბა უი­ლი­ამ ჰენ­რი ფოქს ტალ­ბოტ­მა 1844-46 წლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. შემ­დე­გი ნა­მუ­შე­ვა­რი უკვე 1874 წელს ჯუ­ლია მარ­გა­რეტ კა­მე­რო­ნის მიერ გა­მო­ი­ცა, ხოლო ფარ­თო წარ­მო­ე­ბა­ში 1920 წლი­დან ჩა­ეშ­ვა და მან და­სა­ბა­მი ია­პო­ნი­ი­დან, ფო­ტოგ­რაფ შინ­ზო ფუ­კუ­ჰა­რას ძა­ლის­ხმე­ვით ჰპო­ვა.

დღეს ფო­ტო­წიგ­ნე­ბის ინ­დუსტრია სულ უფრო ძლი­ერ­დე­ბა. თუ ძვე­ლი ფო­ტო­წიგ­ნე­ბი თხელ ფურ­ცლებ­ზეა და­ბეჭ­დი­ლი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, ტექ­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, მისი ტექ­ნო­ლო­გია ამ­ჟა­მად უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა აყ­ვა­ნი­ლი.

4 მი­ზე­ზი, რის გა­მოც ფო­ტო­წიგნს ქმნი­ან:

ფო­ტო­წიგ­ნი, ციფ­რუ­ლი ფო­ტოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, მუდ­მი­ვია. მისი ნახ­ვა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­გიძ­ლია. სახ­ლის დე­კო­რის ჟურ­ნა­ლებ­ში ხში­რად შეგ­ხვდე­ბათ ყა­ვის მა­გი­და­ზე ან წიგ­ნის თა­რო­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­წიგ­ნი, რო­მე­ლიც დი­ზა­ი­ნის ნა­წი­ლა­დაც იქცა.

რა თქმა უნდა, შე­გიძ­ლია ციფ­რუ­ლი ფო­ტოც, როცა გინ­და, მა­შინ ნახო, თუმ­ცა იქამ­დე, სა­ნამ ტე­ლე­ფო­ნი ან კომ­პი­უ­ტე­რი მწყობ­რშია ან მეხ­სი­ე­რე­ბის ლი­მი­ტი არ ამო­ე­წუ­რე­ბა და ახ­ლე­ბის და­მა­ტე­ბამ­დე მათ წაშ­ლას არ მოგ­თხოვს.

ფო­ტო­წიგ­ნი სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუ­ქა­რია

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის ციფ­რუ­ლი ფო­ტოს გაგ­ზავ­ნას იგი­ვე დატ­ვირ­თვა არ აქვს, რაც და­ბეჭ­დი­ლი ფო­ტო­წიგ­ნის ჩუ­ქე­ბას, რო­მელ­შიც მისი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტე­ბია ასა­ხუ­ლი. მიმ­ღე­ბი კი მჩუ­ქე­ბელს მუ­დამ გა­იხ­სე­ნებს, როცა წიგნს გა­დაშ­ლის.

ფო­ტო­წიგ­ნებ­ში და­ბეჭ­დი­ლი ფო­ტო­ე­ბი მარ­ტი­ვად აღ­საქ­მე­ლია. ციფ­რულ ფო­ტო­ში შეგ­ვიძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი დე­ტა­ლი მო­ვა­ახ­ლო­ვოთ და ვნა­ხოთ, თუმ­ცა ფო­ტო­წიგ­ნის უპი­რა­ტე­სო­ბა არის ის, რომ შეგ­ვიძ­ლია, სუ­რა­თი სა­სურ­ველ ზო­მა­ზე დავ­ბეჭ­დოთ და დე­ტა­ლე­ბი უფრო თვალ­სა­ჩი­ნო გავ­ხა­დოთ.

ფო­ტო­წიგ­ნი ნივ­თია, მა­ტე­რი­აა და არის ამა­ში გარ­კვე­უ­ლი კომ­ფორ­ტი.

ეკ­რა­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, და­ბეჭ­დი­ლი ფოტო თით­ქოს უფრო მე­ტად აღ­ძრავს მო­გო­ნე­ბებს, თით­ქოს უკეთ შე­ვიგ­რძნობთ მოვ­ლე­ნე­ბის სიმ­ძაფ­რეს.მა­გა­ლი­თად, კი­თხვის მოყ­ვა­რულ­თა ნა­წი­ლი ქინდლს ისევ კლა­სი­კურ წიგნს არ­ჩევს, რად­გან მათ­თვის ფურ­ცელ­ზე შე­ხე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რო­გორ გავ­ხა­დოთ ჩვე­ნი ფო­ტო­წიგ­ნი უფრო ლა­მა­ზი და კრე­ა­ტი­უ­ლი?

თუ ჩვენს მე­გო­ბარს, მე­ზო­ბელს, ნა­თე­სავს, ჩვე­ნი მსგავ­სი დი­ზა­ი­ნის ფო­ტო­ალ­ბო­მი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, იმა­ვეს ვერ ვი­ტყო­დით ფო­ტო­წიგნ­ზე. ფო­ტო­წიგ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, შეგ­ვიძ­ლია მისი ყდა, ზომა, დი­ზა­ი­ნი, ფონ­ტიც კი თა­ვად შე­ვარ­ჩი­ოთ და თა­ვად გან­ვსა­ზღვროთ, რო­მელ გვერ­დზე რამ­დე­ნი ფო­ტო­სუ­რა­თი რა ფორ­მით უნდა და­ი­ბეჭ­დოს.

სა­კუ­თა­რი ფო­ტო­წიგ­ნის შექ­მნაც კმა­ყო­ფი­ლე­ბი­სა და სი­ა­მოვ­ნე­ბის შეგ­რძნე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში, „სტამ­ბა პრინ­ტრე­ას“ ვებ-გვერ­დზე photobooks.ge შეგ­ვიძ­ლია სა­სურ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი­თა და დი­ზა­ი­ნით ფო­ტო­წიგ­ნი თა­ვად შევ­ქმნათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სი უცხო­ეთ­შიც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

სტამ­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მას შემ­დეგ, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სი შექ­მნეს, მო­თხოვ­ნა სულ უფრო იზ­რდე­ბა. მომ­ხმა­რებ­ლებს უყ­ვართ თა­ვი­ან­თი მოგ­ზა­უ­რო­ბის, ქორ­წი­ლის, ნიშ­ნო­ბის, ნათ­ლო­ბის კად­რე­ბის წიგ­ნად ქცე­ვა და სა­მუ­და­მოდ შე­ნახ­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საიდან მოდის ფოტოწიგნების იდეა და რატომ არის მისი ბუმი ციფრულ ერაში?

საიდან მოდის ფოტოწიგნების იდეა და რატომ არის მისი ბუმი ციფრულ ერაში?

თითქმის ვერ ნახავთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, რესტორანსა თუ ღონისძიებას, საიდანაც ადამიანები თავიანთი სმარტფონების მეშვეობით, დანარჩენ სამყაროს ფოტოსურათებს არ უზიარებენ.

ეს პროცესი კმაყოფილებას და სიამოვნებას გვგვრის, მოგზაურობიდან თუ ღონისძიებიდან დაბრუნებულები ვათვალიერებთ იქ გადაღებულ ფოტოებს და სმარტფონშივე ვინახავთ, თუმცა იარსებებენ კი ისინი ათი, ოცი ან თუნდაც 50 წლის შემდეგ? სმარტფონებს განსაზღვრული ექსპლუატაციის ვადები აქვთ და გაფუჭების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი მოგონებების ამსახველი კადრებიც თან მიაქვთ, თუ თადარიგი არ დავიჭირეთ და სხვა მოწყობილობებში არ გადავიტანეთ, რაც საკმაოდ დამღლელი პროცესია.

სმარტფონების მასობრივად გავრცელების შემდეგ თითქოს ფოტოალბომებმა და ფოტოწიგნებმა მნიშვნელობა დაკარგეს, თუმცა ბოლო პერიოდია, ისინი ისევ პოპულარულები ხდებიან. განსაკუთრებით კი, ფოტოწიგნები, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სასურველი დიზაინის ფოტოწიგნი შექმნას და დაბეჭდოს ფოტოები, რომლებიც არასდროს დაეკარგება.

პირველად ფოტოწიგნის შექმნის მცდელობა უილიამ ჰენრი ფოქს ტალბოტმა 1844-46 წლებში განახორციელა. შემდეგი ნამუშევარი უკვე 1874 წელს ჯულია მარგარეტ კამერონის მიერ გამოიცა, ხოლო ფართო წარმოებაში 1920 წლიდან ჩაეშვა და მან დასაბამი იაპონიიდან, ფოტოგრაფ შინზო ფუკუჰარას ძალისხმევით ჰპოვა.

დღეს ფოტოწიგნების ინდუსტრია სულ უფრო ძლიერდება. თუ ძველი ფოტოწიგნები თხელ ფურცლებზეა დაბეჭდილი და მაღალი ხარისხის გამოსახულებით არ გამოირჩევა, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, მისი ტექნოლოგია ამჟამად უმაღლეს დონეზეა აყვანილი.

4 მიზეზი, რის გამოც ფოტოწიგნს ქმნიან:

ფოტოწიგნი, ციფრული ფოტოსგან განსხვავებით, მუდმივია. მისი ნახვა ნებისმიერ დროს შეგიძლია. სახლის დეკორის ჟურნალებში ხშირად შეგხვდებათ ყავის მაგიდაზე ან წიგნის თაროზე განთავსებული ფოტოწიგნი, რომელიც დიზაინის ნაწილადაც იქცა.

რა თქმა უნდა, შეგიძლია ციფრული ფოტოც, როცა გინდა, მაშინ ნახო, თუმცა იქამდე, სანამ ტელეფონი ან კომპიუტერი მწყობრშია ან მეხსიერების ლიმიტი არ ამოეწურება და ახლების დამატებამდე მათ წაშლას არ მოგთხოვს.

ფოტოწიგნი სამახსოვრო საჩუქარია

მნიშვნელოვანი ადამიანისთვის ციფრული ფოტოს გაგზავნას იგივე დატვირთვა არ აქვს, რაც დაბეჭდილი ფოტოწიგნის ჩუქებას, რომელშიც მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებია ასახული. მიმღები კი მჩუქებელს მუდამ გაიხსენებს, როცა წიგნს გადაშლის.

ფოტოწიგნებში დაბეჭდილი ფოტოები მარტივად აღსაქმელია. ციფრულ ფოტოში შეგვიძლია ნებისმიერი დეტალი მოვაახლოვოთ და ვნახოთ, თუმცა ფოტოწიგნის უპირატესობა არის ის, რომ შეგვიძლია, სურათი სასურველ ზომაზე დავბეჭდოთ და დეტალები უფრო თვალსაჩინო გავხადოთ.

ფოტოწიგნი ნივთია, მატერიაა და არის ამაში გარკვეული კომფორტი.

ეკრანისგან განსხვავებით, დაბეჭდილი ფოტო თითქოს უფრო მეტად აღძრავს მოგონებებს, თითქოს უკეთ შევიგრძნობთ მოვლენების სიმძაფრეს.მაგალითად, კითხვის მოყვარულთა ნაწილი ქინდლს ისევ კლასიკურ წიგნს არჩევს, რადგან მათთვის ფურცელზე შეხება მნიშვნელოვანია.

როგორ გავხადოთ ჩვენი ფოტოწიგნი უფრო ლამაზი და კრეატიული?

თუ ჩვენს მეგობარს, მეზობელს, ნათესავს, ჩვენი მსგავსი დიზაინის ფოტოალბომი შეიძლება ჰქონდეს, იმავეს ვერ ვიტყოდით ფოტოწიგნზე. ფოტოწიგნის შემთხვევაში, შეგვიძლია მისი ყდა, ზომა, დიზაინი, ფონტიც კი თავად შევარჩიოთ და თავად განვსაზღვროთ, რომელ გვერდზე რამდენი ფოტოსურათი რა ფორმით უნდა დაიბეჭდოს.

საკუთარი ფოტოწიგნის შექმნაც კმაყოფილებისა და სიამოვნების შეგრძნებასთან არის დაკავშირებული. საქართველოში, „სტამბა პრინტრეას“ ვებ-გვერდზე photobooks.ge შეგვიძლია სასურველი ფოტოებითა და დიზაინით ფოტოწიგნი თავად შევქმნათ. აღნიშნული სერვისი უცხოეთშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სტამბაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნული სერვისი შექმნეს, მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. მომხმარებლებს უყვართ თავიანთი მოგზაურობის, ქორწილის, ნიშნობის, ნათლობის კადრების წიგნად ქცევა და სამუდამოდ შენახვა.

სილამაზის დღეები „ავერსში“

70-წლიანი ისტორია გრძელდება - „აია“, პირველი ქართული ბრენდული ლუდი დაბრუნდა

უკანასკნელი კვლევების თანახმად თერაპევტებთან ვიზიტების 64% ქრონიკული დაღლილობის ჩივილებს უკავშირდება