მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს
ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ყო­ფი­ლი წევ­რის, ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლის ცო­ლის ძმა, გრი­გოლ აბ­რა­ლა­ვა მე­გო­ბარ­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, იო­სებ ხა­რა­ტიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ორი დღის წინ, გრი­გოლ აბ­რა­ლა­ვა მე­გო­ბარ­თან ერ­თად ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლით მოძ­რა­ობ­და, რა დრო­საც ისი­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­ა­ჩე­რეს. ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, ამის შემ­დეგ მოხ­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა. ხა­რა­ტიშ­ვი­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ გრი­გოლ აბ­რა­ლა­ვას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­უ­ყე­ნე­ბია.

"აბ­რა­ლა­ვას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე მუხ­ლით აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც პო­ლი­ცი­ი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას გუ­ლის­ხმობს. ბრალ­ში პირ­და­პირ წე­რია, რომ აბ­რა­ლა­ვა პო­ლი­ცი­ე­ლებს ფი­ზი­კუ­რად არ გას­წო­რე­ბია. შემ­თხვე­ვა გუ­შინ­წინ ღამე მოხ­და, თუ არ ვცდე­ბი, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე.

სა­ჭეს­თან თვი­თონ არ მჯდა­რა, მე­გო­ბარ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მო­წო­დე­ბი­სას მან­ქა­ნა არ გა­ჩერ­და, მერე გა­ა­ჩე­რეს და მოხ­და სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა, ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა აბ­რა­ლა­ვას მხრი­დან არ ყო­ფი­ლა. ვი­ნა­ი­დან საქ­მეს არ ვიც­ნობთ და ახლა მოგ­ვცეს, აბ­რა­ლა­ვა დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ხელს აწერს და ყვე­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ხა­რა­ტიშ­ვილ­მა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­კა­ვე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
2

ბიჯო, ნუ გადამრიეთ, რას ნიშნავს სამართალდამცავისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა? თუ უსამართლოდ გაგაჩერეს, გაჩერდი, დააფიქსირე, ხომ იცი, წინააღმდეგობა არ გაგივა, ხოლო თუ კაჩაობ, ესე იგი, ვიღაცის იმედი გაქვს. დააფიქსირე ფაქტი და თუნდაც მეორე ეკიპაჟი გამოიძახე... მაგრამ ბიდლოებს ავარდნილი აქვთ, აოეეეეე – ესაა მათი ფილოსოფია. მიპრესეთ კანონით ეგ უწესო!

Giorgi sixarulidze-ს
0

არიქა,,,დაგასწრეს,,,დაწერე რამე (დემოკრატიული)...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, გრიგოლ აბრალავა მეგობართან ერთად დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა, იოსებ ხარატიშვილმა განუცხადა, ორი დღის წინ, გრიგოლ აბრალავა მეგობართან ერთად ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც ისინი სამართალდამცავებმა გააჩერეს. ადვოკატის თქმითვე, ამის შემდეგ მოხდა სამართალდამცავებთან შელაპარაკება. ხარატიშვილი ირწმუნება, რომ გრიგოლ აბრალავას სამართალდამცავებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

"აბრალავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ბრალში პირდაპირ წერია, რომ აბრალავა პოლიციელებს ფიზიკურად არ გასწორებია. შემთხვევა გუშინწინ ღამე მოხდა, თუ არ ვცდები, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე.

საჭესთან თვითონ არ მჯდარა, მეგობართან ერთად იმყოფებოდა, საპატრულო პოლიციის მოწოდებისას მანქანა არ გაჩერდა, მერე გააჩერეს და მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, ფიზიკური დაპირისპირება აბრალავას მხრიდან არ ყოფილა. ვინაიდან საქმეს არ ვიცნობთ და ახლა მოგვცეს, აბრალავა დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ გამოძიებასთან თანამშრომლობს, დოკუმენტაციას ხელს აწერს და ყველა საგამოძიებო მოქმედებაში იღებს მონაწილეობას", - განაცხადა ხარატიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

"დამირეკა და მითხრა, უნდა მომკლანო... მეშინია გარეთ გასვლისო" - რას ჰყვება ვარკეთილში სპეცოპერაციისას დაკავებული მამაკაცის დედა

"რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ პოლიციას ჩაბარდა" - ფოტორეპორტაჟი ვარკეთილიდან, სადაც მამაკაცი უმისამართოდ ისროდა

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა - მამაკაცი, რომელიც უმისამართოდ ისროდა, დააკავეს