სოფო ნიჟარაძის ორსულობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა ყველა შემთხვევაში საბოლოოდ ტყუილი აღმოჩნდა. ამაზე თავადაც არაერთხელ უხუმრია მომღერალს.
ორი თვის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სოფია ნამდვილად ორსულად იყო და პატარას მოლოდინში ამერიკაში ცხოვრობდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მომღერალი ბოლო დროს "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე ძველებურად აღარ აქტიურობდა და სურათებსაც აღარ აქვეყნებდა, ბოლო ფოტო აპრილში განათავსა სოციალურ ქსელში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ორი დღის წინ, 2 ივნისს მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა და გოგონას ელის-მარია დაარქვა. ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ ფაქტით ძალიან გახარებულები არიან საქართველოში მყოფი მომღერლის მეგობრები.