კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი წელია მშვიდად გელოდებით... რა ვერ გაარკვიეთ და გამოიძიეთ?" - ლაგოდეხში ექსკურსიის დროს დაღუპული 16 წლის გოგონას საქმეზე პროკურატურას ერთი წელია პასუხი არ აქვს
"ერთი წელია მშვიდად გელოდებით... რა ვერ გაარკვიეთ და გამოიძიეთ?" - ლაგოდეხში ექსკურსიის დროს დაღუპული 16 წლის გოგონას საქმეზე პროკურატურას ერთი წელია პასუხი არ აქვს

ლა­გო­დეხ­ში ექ­სკურ­სი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას ერთი წლის შემ­დე­გაც არ აქვს პა­სუ­ხი. გო­გო­ნას ოჯა­ხი მი­იჩ­ნევს, რომ 2019 წლის 26 მა­ისს მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სიკ­ვდი­ლი იყო და გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­თა­ნა­დოდ უნდა და­ი­სა­ჯონ, თუმ­ცა 1 წე­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან ერ­თა­დერთ პა­სუხს იღე­ბენ - "მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა".

გარ­დაც­ვლი­ლის და, ბლო­გე­რი სა­ლო­მე ბარ­კე­რი პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავს და საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად ერ­თთვი­ან ვა­დას აძ­ლევს:

"დღეს 2020 წლის 4 ივ­ნი­სია, უმ­რავ­ლე­სო­ბა თქვენ­გან­მა იცით და ალ­ბათ არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვინც არ იცის ან არ ეწყი­ნა (ნუ, არ­სე­ბო­ბენ, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან) ეს ამ­ბა­ვი, კერ­ძოდ 2019 წლის 26 მა­ისს მომ­ხდა­რი ე.წ. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა გურ­გე­ნი­ა­ნის ჩანჩქერ­ზე, ლა­გო­დეხ­ში, რო­მელ­მაც იმ­სხვერ­პლა ჩემი 16 წლის უსაყ­ვარ­ლე­სი და სოფი, მზეც, მთვა­რეც და ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვი რომ ამომ­დი­ო­და მას­ზე და ყვე­ლა ცი­უ­რი სხე­უ­ლი რომ ჩა­ი­ყო­ლა იმ ჩანჩქერ­ში იმ დღეს. აწ და მა­რა­დის, უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ.

ეს ერთი წე­ლიც, რო­მე­ლიც ვი­ღა­ცის­თვის თვა­ლის ერთ და­ხამ­ხა­მე­ბა­ში და ვი­ღა­ცის­თვის ერთი თვა­ლის ხამ­ხამ­ში გა­ვი­და, არ მგო­ნია დი­დად უც­ნო­ბი იყოს თქვენ­თვის რითი ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი - ძი­რი­თა­დად ჩემი ყუ­რა­დღე­ბის ქვეყ­ნის ბედ­ზე დარ­დში გა­და­ტა­ნით და ში­გა­და­შიგ გლო­ვით, აქა­იქ გაქ­ცე­ვით და გა­მოქ­ცე­ვით. თუმ­ცა, სარ­ბე­ნი კი­დევ ბევ­რია.

და გა­ინ­ტე­რე­სებთ რაში გა­ვი­და ეს ერთი წელი სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის, რო­მე­ლიც მომ­ხდარს იძი­ებს? 30-მდე მოწ­მე და­კი­თხა და ხუ­თამ­დე “სა­ბუ­თი” გა­მო­ი­თხო­ვა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან.

30-მდე მოწ­მი­დან 17 სო­ფის კლა­სე­ლია, იმ დღეს­ვე და მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში და­ი­კი­თხნენ მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად. და­ნარ­ჩე­ნი მოწ­მე­ე­ბი (რე­ინ­ჯე­რი, ნაკ­რძა­ლის დი­რექ­ტო­რი, ად­გილ­ზე მყო­ფი ოთხი ტუ­რის­ტი, მე და დე­და­ჩე­მი) ასე­ვე მა­ლე­ვე, ზა­ფხულ­ში. ექ­სპერ­ტი­ზაც, ყვე­ლა სა­ჭი­რო და სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რაც ზა­ფხულ­ში დას­რულ­და.

ზა­ფხუ­ლის მერე გა­ვი­და - ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექ­ვსი, შვი­დი, რვა, ცხრა თვე და ამ­დე­ნი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი გვპა­სუ­ხობს, რომ (აბა გა­მო­ი­ცა­ნით) “მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა” და საქ­მის პრო­კუ­რო­რი გვპა­სუ­ხობს, რომ (და აქ ვერ­სი­ე­ბი მეტ­ნაკ­ლე­ბად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია):

1) აია­ი­ამ­წამს ზემ­დგო­მი მოხ­სნეს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ იღებს,

2) აია­ი­გუ­შინ ახა­ლი ზემ­დგო­მი და­ნიშ­ნეს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჯერ ვერ იღებს

3) აია­იხ­ვალ რა­ღა­ცას შე­ა­თან­ხმებს

4) აი ეხლა შვე­ბუ­ლე­ბა­შია პრო­კუ­რო­რი

5) ეხლა ტრე­ნინგზეა

6) ისევ მო­იხ­სნა ზემ­დგო­მი, ხო იცით არა რო­გორც არის

7) ეხლა პან­დე­მია და...

8) ისევ შე­სა­თან­ხმე­ბე­ლია რა­ღა­ცა

9) აი ერთი თვეც და.

ეს ბოლო “დათ­ქმა” გუ­შინ ვათ­ქმე­ვი­ნეთ, მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­ფონ­ში და­ჟი­ნე­ბით ჩა­ვაბ­ჟირ­დით და მოგ­ვახ­სე­ნა, რომ აი ეს ერთი თვეც, და მისი პი­რა­დი აზ­რით, წე­სით, მისი პი­რა­დი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რით, არ უნდა იყოს პრობ­ლე­მა, რომ საქ­მე ან და­ხუ­როს, ან ბრა­ლი წა­უ­ყე­ნოს მას, ვისი ბრა­ლე­უ­ლო­ბაც, მისი პი­რა­დი აზ­რით, გა­მო­იკ­ვე­თე­ბა.

ამ საქ­მე­ზე ვინ­მეს ბრა­ლე­უ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თე­ბა თუ არა, სო­ფის სკო­ლა, მისი ყოვ­ლად ამაზ­რზე­ნი პო­ზი­ცი­ის გამო იმ­წა­მის გარ­დაც­ვლილ ბავ­შვთან (მა­გა­ლი­თად მხო­ლოდ დი­რექ­ტო­რის ტყუ­ი­ლი რად ღირს: 27 მა­ი­სი, 12:00 სა­ა­თი­ა­ნი კუ­რი­ე­რი: “ეგ ბავ­შვი ქვა­ზე შეხ­ტა და წყალ­ში ჩა­ვარ­და!”) აუ­ცი­ლებ­ლად აგებს პა­სუხს სა­მარ­თლებ­რი­ვად.

ერთი წე­ლია მშვი­დად გე­ლო­დე­ბით და მი­უ­ხე­და­ვად ამ დრო­ში ჩემ­და­მი მო­პყრო­ბი­ლი ყუ­რა­დღე­ბი­სა, არ­ცერ­თხელ არ­სად მიხ­სე­ნე­ბია სო­ფის ამ­ბა­ვი არც პირ­და­პირ, არც ირი­ბად, არც არა­ნა­ი­რად. პირ­ვე­ლად ვწერ სა­ჯა­როდ ამ საქ­მე­ზე რა­მეს, ერთი წე­ლია რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე ვე­ლო­დე­ბი აბა რას ფიქ­რობთ, რა დას­კვნა ვერ გა­მო­ი­ტა­ნეთ ამ­დე­ნი ხანი და ჩა­მომ­კი­დეთ გულ­ზე ეს უდი­დე­სი გა­და­უ­წყვე­ტე­ლი ლოდი? რას შვრე­ბით? რა ვერ გა­არ­კვი­ეთ და გა­მო­ი­ძი­ეთ? ან მი­თხა­რით, რომ სსკ 116-ე მუხ­ლი, “სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით” ვერ ამო­ი­კი­თხეთ ვერ­სად მომ­ხდარ­ში, ან მი­თხა­რით, რომ ამო­ი­კი­თხეთ და იწყებთ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა, რო­გორც ითხოვთ, ერთი თვე გაქვთ. 3 ივ­ლი­სამ­დე" - წელს "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­ლო­მე ბარ­კე­რი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
8

მოიცა და, რა მოხდა, თქვი შენი ვერსია. არადა, ქვეყანა ხალხი ლაპარაკობს, გაქანდა და ჩახტა წყალში ის ცხონებულიო...

hhh
12

ვერ გავიგე ჩააგდო ვინმემ? თუ ვის აბრალებენ. საცოდავმა კლასის დამრიგებელმა ყველა ბავშვი წელზე მოიბას თუ რა ქნას კი მარა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ერთი წელია მშვიდად გელოდებით... რა ვერ გაარკვიეთ და გამოიძიეთ?" - ლაგოდეხში ექსკურსიის დროს დაღუპული 16 წლის გოგონას საქმეზე პროკურატურას ერთი წელია პასუხი არ აქვს

"ერთი წელია მშვიდად გელოდებით... რა ვერ გაარკვიეთ და გამოიძიეთ?" - ლაგოდეხში ექსკურსიის დროს დაღუპული 16 წლის გოგონას საქმეზე პროკურატურას ერთი წელია პასუხი არ აქვს

ლაგოდეხში ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის საქმეზე გამოძიებას ერთი წლის შემდეგაც არ აქვს პასუხი. გოგონას ოჯახი მიიჩნევს, რომ 2019 წლის 26 მაისს მომხდარი შემთხვევა გაუფრთხილებლობით სიკვდილი იყო და გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებულები სათანადოდ უნდა დაისაჯონ, თუმცა 1 წელია პროკურატურისგან ერთადერთ პასუხს იღებენ - "მიმდინარეობს გამოძიება".

გარდაცვლილის და, ბლოგერი სალომე ბარკერი პროკურატურას მიმართავს და საქმის გამოძიების დასასრულებლად ერთთვიან ვადას აძლევს:

"დღეს 2020 წლის 4 ივნისია, უმრავლესობა თქვენგანმა იცით და ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვინც არ იცის ან არ ეწყინა (ნუ, არსებობენ, მაგრამ ადამიანები არ არიან) ეს ამბავი, კერძოდ 2019 წლის 26 მაისს მომხდარი ე.წ. უბედური შემთხვევა გურგენიანის ჩანჩქერზე, ლაგოდეხში, რომელმაც იმსხვერპლა ჩემი 16 წლის უსაყვარლესი და სოფი, მზეც, მთვარეც და ყველა ვარსკვლავი რომ ამომდიოდა მასზე და ყველა ციური სხეული რომ ჩაიყოლა იმ ჩანჩქერში იმ დღეს. აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ეს ერთი წელიც, რომელიც ვიღაცისთვის თვალის ერთ დახამხამებაში და ვიღაცისთვის ერთი თვალის ხამხამში გავიდა, არ მგონია დიდად უცნობი იყოს თქვენთვის რითი ვიყავი დაკავებული - ძირითადად ჩემი ყურადღების ქვეყნის ბედზე დარდში გადატანით და შიგადაშიგ გლოვით, აქაიქ გაქცევით და გამოქცევით. თუმცა, სარბენი კიდევ ბევრია.

და გაინტერესებთ რაში გავიდა ეს ერთი წელი საქართველოს პროკურატურისთვის, რომელიც მომხდარს იძიებს? 30-მდე მოწმე დაკითხა და ხუთამდე “საბუთი” გამოითხოვა განათლების სამინისტროდან.

30-მდე მოწმიდან 17 სოფის კლასელია, იმ დღესვე და მომდევნო დღეებში დაიკითხნენ მასწავლებლებთან ერთად. დანარჩენი მოწმეები (რეინჯერი, ნაკრძალის დირექტორი, ადგილზე მყოფი ოთხი ტურისტი, მე და დედაჩემი) ასევე მალევე, ზაფხულში. ექსპერტიზაც, ყველა საჭირო და სტანდარტული პროცედურაც ზაფხულში დასრულდა.

ზაფხულის მერე გავიდა - ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა თვე და ამდენი თვის განმავლობაში საქმის გამომძიებელი გვპასუხობს, რომ (აბა გამოიცანით) “მიმდინარეობს გამოძიება” და საქმის პროკურორი გვპასუხობს, რომ (და აქ ვერსიები მეტნაკლებად მრავალფეროვანია):

1) აიაიამწამს ზემდგომი მოხსნეს და გადაწყვეტილებას ვერ იღებს,

2) აიაიგუშინ ახალი ზემდგომი დანიშნეს და გადაწყვეტილებას ჯერ ვერ იღებს

3) აიაიხვალ რაღაცას შეათანხმებს

4) აი ეხლა შვებულებაშია პროკურორი

5) ეხლა ტრენინგზეა

6) ისევ მოიხსნა ზემდგომი, ხო იცით არა როგორც არის

7) ეხლა პანდემია და...

8) ისევ შესათანხმებელია რაღაცა

9) აი ერთი თვეც და.

ეს ბოლო “დათქმა” გუშინ ვათქმევინეთ, მას შემდეგ, რაც ტელეფონში დაჟინებით ჩავაბჟირდით და მოგვახსენა, რომ აი ეს ერთი თვეც, და მისი პირადი აზრით, წესით, მისი პირადი სუბიექტური აზრით, არ უნდა იყოს პრობლემა, რომ საქმე ან დახუროს, ან ბრალი წაუყენოს მას, ვისი ბრალეულობაც, მისი პირადი აზრით, გამოიკვეთება.

ამ საქმეზე ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება თუ არა, სოფის სკოლა, მისი ყოვლად ამაზრზენი პოზიციის გამო იმწამის გარდაცვლილ ბავშვთან (მაგალითად მხოლოდ დირექტორის ტყუილი რად ღირს: 27 მაისი, 12:00 საათიანი კურიერი: “ეგ ბავშვი ქვაზე შეხტა და წყალში ჩავარდა!”) აუცილებლად აგებს პასუხს სამართლებრივად.

ერთი წელია მშვიდად გელოდებით და მიუხედავად ამ დროში ჩემდამი მოპყრობილი ყურადღებისა, არცერთხელ არსად მიხსენებია სოფის ამბავი არც პირდაპირ, არც ირიბად, არც არანაირად. პირველად ვწერ საჯაროდ ამ საქმეზე რამეს, ერთი წელია როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ველოდები აბა რას ფიქრობთ, რა დასკვნა ვერ გამოიტანეთ ამდენი ხანი და ჩამომკიდეთ გულზე ეს უდიდესი გადაუწყვეტელი ლოდი? რას შვრებით? რა ვერ გაარკვიეთ და გამოიძიეთ? ან მითხარით, რომ სსკ 116-ე მუხლი, “სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით” ვერ ამოიკითხეთ ვერსად მომხდარში, ან მითხარით, რომ ამოიკითხეთ და იწყებთ სისხლის სამართლებრივ დევნას.

საქართველოს პროკურატურა, როგორც ითხოვთ, ერთი თვე გაქვთ. 3 ივლისამდე" - წელს "ფეისბუქზე" სალომე ბარკერი.

ჟორიკა და ბაღნები - სახალისო ფოტოები, როგორ აგრილებს გურულ ბავშვებს მეზობელი

"სახლიდან იპოდრომზე გაპარული პატრულს ორ წუთში მოჰყავს სახლში" - რისთვის უხდის მადლობას "მთავარი არხის" ჟურნალისტი 112-სა და პოლიციას

"გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე... მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება!" - მირიან ნიკოლაძე მიმართვას ავრცელებს