ავტორი:

ესპანელი ექიმები COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტს ზღვის სანაპიროზე ასეირნებენ - ემოციური ფოტოები

ესპანელი ექიმები COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტს ზღვის სანაპიროზე ასეირნებენ - ემოციური ფოტოები

ესპანეთში, პარსელონაში, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ექიმები ზღვის სანაპიროზე ასეირნებენ და ეს პაციენტის გამოსაჯანმრთელებელი პროცესის შემადგენელი ნაწილია.

აღნიშნულის ამსახველ ფოტოებს BBC აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, Hospital del Mar-ის ექიმებმა პაციენტთა განკურნებისთვის ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

ექიმების თქმით, ასეთი პროცესი იმ პაციენტებს სჭირდებათ, რომელთა მდგომარეობაც შეფასებული იყო როგორც "მძიმე".

აღსანიშნავია, რომ ესპანეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელსაც COVID-19-მა დიდი დარტყმა მიაყენა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე აცხადებენ, რომ ისინი ვირუსს აკონტროლებენ. ესპანეთის მთავრობა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსით 287 406 ადამიანი დაინფიცირდა და ამ მონაცემით ის მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა. ვირუსით 27 128 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო ოთხი დღეა, რაც ესპანეთში ყოველ დღე ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა 200-დან 400-მდე მერყეობს ასევე, ბოლო დღეებია, რაც გარდაცვალების თითო-თითო შემთხვევა ფიქსირდება.

რა პასუხი აქვს ბილ გეითსს შეთქმულების თეორიაზე, რომ თითქოს კორონავირუსის ვაქცინით "მსოფლიოს ჩიპირებას" გეგმავს

პანდემიის მოდა - რუმინელმა მეწაღემ "დისტანციური ფეხსაცმელი" შექმნა

ნორვეგიაში მეწყერმა 8 სახლი ზღვაში ჩაიტანა - დაუჯერებელი ფოტო და ვიდეოკადრები