სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„საპარტნიორო ფონდმა“ იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 000 ცალი პირბადე გადასცა
„საპარტნიორო ფონდმა“ იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 000 ცალი პირბადე გადასცა

„სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი“ COVID 19-თან ბრძო­ლის ფარ­გლებ­ში, პრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კე­ბის მხარ­და­ჭე­რის აქ­ცი­ას გა­ნაგ­რძობს. ამ­ჯე­რად ფონდმა ქუ­თა­ის­ში, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის იმე­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს ფონ­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის, ჩი­ნე­თის ძი­ანგსის პრო­ვინ­ცი­ის მთავ­რო­ბი­სა და აბ­რე­შუ­მის გზის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კორ­პო­რა­ცი­ის მიერ ფონ­დის­თვის მე­გობ­რო­ბის ნიშ­ნად გა­მოგ­ზა­ვი­ლი 10 000 ცალი პირ­ბა­დე გა­დას­ცა.

სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე­ე­ბი ცენ­ტრს „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ ჩი­ნუ­რი მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და იმე­რე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლე იო­სებ ხა­ხა­ლე­იშ­ვილ­თან ერ­თად გა­დას­ცა.

„დღეს მსოფ­ლიო დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას. მხარ­და­ჭე­რა, რო­მე­ლიც Covid 19-თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის, ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ამ­ჯე­რად ქუ­თა­ის­ში, იმე­რე­თის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს გა­და­ვე­ცით ჩვე­ნი ჩი­ნე­ლი მე­გობ­რე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი პირ­ბა­დე­ე­ბი და თერ­მოსკრი­ნინ­გი­სათ­ვის სა­ჭი­რო აპა­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც ძი­ანგსის პრო­ვინ­ცი­ის მთავ­რო­ბი­სა და ამა­ვე პრო­ვინ­ცი­ის აბ­რე­შუ­მის გზის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კორ­პო­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ არის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი. ეს პრო­ცე­სი კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა და იმე­დი მაქვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ეხ­მა­რე­ბა ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს და პირ­ველ რიგ­ში, ჩვენს ექი­მებს,“ გა­ნა­ცხა­და და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

„ძი­ანგსი­სა და იმე­რე­თის რე­გი­ო­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას 2016 წელს ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი და ეს „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. მად­ლო­ბას ვუხ­დი ფონდს, ძი­ანგსის პრო­ვინ­ცი­ის მთავ­რო­ბას, აბ­რე­შუ­მის გზის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ას იმე­რე­თის რე­გი­ო­ნი­სად­მი გა­მო­ჩე­ნი­ლი თა­ნად­გო­მის­თვის. დღეს მათ­გან სა­ჩუქ­რად მი­ვი­ღეთ 10000 პირ­ბა­დე, რომ­ლე­ბიც გა­და­ვე­ცით იმე­რე­თის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს და მთე­ლი რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით და­უ­რიგ­დე­ბათ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს,“ გა­ნა­ცხა­და იმე­რე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ იო­სებ ხა­ხა­ლე­იშ­ვილ­მა.

„პირ­ბა­დე­ე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო დამ­ცა­ვი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რომ­ლე­ბიც დღეს სა­ჩუქ­რად გად­მოგ­ვე­ცა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში და მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. მად­ლო­ბას ვუხ­დით იმე­რეთ­თან და­მე­გობ­რე­ბულ ძი­ანგსის რე­გი­ო­ნის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას და „სა­პარტნი­ო­რო ფონდს“ იმ დიდი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ჩი­ნეს,“ გა­ნა­ცხა­და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის იმე­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს დი­რექ­ტორ­მა გოჩა გი­ორ­გი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­სულ თვე­ში „სა­პარტნი­ო­რო ფონდმა“ აკ. ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა ჩი­ნე­თის გან­სუს პრო­ვინ­ცი­ის მიერ „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი­სად­მი“ მე­გობ­რო­ბის ნიშ­ნად გად­მო­ცე­მუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ეკი­პი­რე­ბის კომ­პლექ­ტე­ბი. გა­სულ კვი­რას „სა­პარტნი­ო­რო ფონდმა“ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მისი მხარ­და­ჭე­რით შექ­მნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე­ე­ბის სა­წარ­მოს პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ცია - Faceguard-ი, მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­მაშ­რომ­ლო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის ნიშ­ნად, სომ­ხე­თის პრე­ზი­დენტს, ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, ასე­ვე, სამ­თავ­რო­ბო და ბიზ­ნეს წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­უგ­ზავ­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი 1000 სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ სა­ჩუქ­რად იმე­რე­თის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრსაც გა­დას­ცა.

„სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი“ მსგავს აქ­ცი­ებს სა­მო­მავ­ლო­დაც გეგ­მავს.

NS

კეთილი რჩევა
1

სამწუხაროთ საკანელიძემ გაუნახევრა ოცნებას რეიტინგი. ამიტომაც არის ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა რომ ერთდაიგივე ხალხმა არ აკონტროლოს ბიზნესის ყველა სფერო. თუ არ გყავს საკანელიძე წილში ბიზნესი არც იფიქრო საქსრთველოში. არ ვარ ნაცი პირიქით. 

ავტორი:

„საპარტნიორო ფონდმა“ იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 000 ცალი პირბადე გადასცა

„საპარტნიორო ფონდმა“ იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 000 ცალი პირბადე გადასცა

„საპარტნიორო ფონდი“ COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, პროფილური კლინიკების მხარდაჭერის აქციას განაგრძობს. ამჯერად ფონდმა ქუთაისში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ფონდის საერთაშორისო პარტნიორების, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის მთავრობისა და აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის მიერ ფონდისთვის მეგობრობის ნიშნად გამოგზავილი 10 000 ცალი პირბადე გადასცა.

სამედიცინო პირბადეები ცენტრს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინური მხარის წარმომადგენლებთან და იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილე იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გადასცა.

„დღეს მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მხარდაჭერა, რომელიც Covid 19-თან დაკავშირებით გამოიკვეთა საქართველოს მეგობარი ქვეყნების, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ამჯერად ქუთაისში, იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადავეცით ჩვენი ჩინელი მეგობრების მიერ გამოგზავნილი პირბადეები და თერმოსკრინინგისათვის საჭირო აპარატურა, რომელიც ძიანგსის პროვინციის მთავრობისა და ამავე პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის ხელმძღვანელობის მიერ არის გამოგზავნილი. ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დაეხმარება ჩვენ საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში, ჩვენს ექიმებს,“ განაცხადა დავით საგანელიძემ.

„ძიანგსისა და იმერეთის რეგიონებს შორის ურთიერთობას 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი და ეს „საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივა იყო. მადლობას ვუხდი ფონდს, ძიანგსის პროვინციის მთავრობას, აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიას იმერეთის რეგიონისადმი გამოჩენილი თანადგომისთვის. დღეს მათგან საჩუქრად მივიღეთ 10000 პირბადე, რომლებიც გადავეცით იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს და მთელი რეგიონის მასშტაბით დაურიგდებათ სამედიცინო დაწესებულებებს,“ განაცხადა იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა.

„პირბადეები და სამედიცინო დამცავი აღჭურვილობა, რომლებიც დღეს საჩუქრად გადმოგვეცა, გამოყენებული იქნება პირველადი ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობას ვუხდით იმერეთთან დამეგობრებულ ძიანგსის რეგიონის წარმომადგენლობას და „საპარტნიორო ფონდს“ იმ დიდი მხარდაჭერისათვის, რომელიც გამოიჩინეს,“ განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს დირექტორმა გოჩა გიორგიძემ.

შეგახსენებთ, გასულ თვეში „საპარტნიორო ფონდმა“ აკ. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკასა და ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად გადასცა ჩინეთის განსუს პროვინციის მიერ „საპარტნიორო ფონდისადმი“ მეგობრობის ნიშნად გადმოცემული სამედიცინო ეკიპირების კომპლექტები. გასულ კვირას „საპარტნიორო ფონდმა“ საქართველოში, მისი მხარდაჭერით შექმნილი სამედიცინო პირბადეების საწარმოს პირველი პროდუქცია - Faceguard-ი, მრავალწლიანი თამაშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად, სომხეთის პრეზიდენტს, ჯანდაცვის მინისტრს, ასევე, სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს გაუგზავნა. საქართველოში წარმოებული 1000 სამედიცინო პირბადე დავით საგანელიძემ საჩუქრად იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრსაც გადასცა.

„საპარტნიორო ფონდი“ მსგავს აქციებს სამომავლოდაც გეგმავს.

NS

რა მონაცემებს აგროვებს თქვენს შესახებ და რამდენად უსაფრთხოა tik-toki - რეკომენდაციები, რომელიც აპლიკაციის მომხმარებლებს გამოადგებათ

საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში 10 000-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება