მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
70-წლიანი ისტორია გრძელდება - „აია“, პირველი ქართული ბრენდული ლუდი დაბრუნდა
70-წლიანი ისტორია გრძელდება - „აია“, პირველი ქართული ბრენდული ლუდი დაბრუნდა

„ის­ტო­რია არის ის, რა­საც სხვა ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს“ - ეს ლექ­სი­კონ­ში სი­ტყვა „ის­ტო­რი­ის“ ერთ-ერთი გან­მარ­ტე­ბაა.

სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი კი ვინც ჩვენს უახ­ლეს წარ­სულს ქმნი­ან ჩვე­ნი მა­მე­ბი, დე­დე­ბი, ბე­ბი­ე­ბი და ბა­ბუ­ე­ბი არი­ან. სწო­რედ ამი­ტომ არის ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სი ის, რა­საც ისი­ნი ქმნიდ­ნენ, რაც მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რაც მათ ბედ­ნი­ერ წლებს უკავ­შირ­დე­ბა.

„აია“-ს დაბ­რუ­ნე­ბაც ამი­ტომ უკავ­შირ­დე­ბა წარ­სუ­ლის ბედ­ნი­ე­რი და ხა­ლი­სი­ა­ნი წლე­ბის გახ­სე­ნე­ბას და ძველ და ახალ თა­ო­ბას შო­რის ახა­ლი, უფრო მჭიდ­რო კავ­ში­რის გაბ­მას.

საბ­ჭო­თა მარ­წუ­ხებ­ში მოქ­ცე­ულ ქვე­ყა­ნა­ში „აია“ თვითმყო­ფა­დო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო. ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც „საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტურ რეს­პუბ­ლი­კად“ იწო­დე­ბო­და, სა­დაც არ არ­სე­ბობ­და ბრენ­დი და ბიზ­ნე­სი, 1953 წელს ქუ­თა­ი­სელ­მა მე­წარ­მემ რე­ვაზ დვა­ლიშ­ვილ­მა ლუ­დის ჩა­მოს­ხმა და­ი­წყო და სა­ხე­ლიც კი უწო­და, რაც ამ პე­რი­ოდ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­ის არა­ღი­ა­რე­ბის ტოლ­ფა­სი იყო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, რე­ვაზ დვა­ლიშ­ვილ­მა ლუდი მა­ღა­ზი­ებ­ში „ქუ­თა­ი­სუ­რი ლუ­დის“ (რო­გორც მა­შინ ლუ­დებს უწო­დებ­დნენ, ჩა­მოს­ხმის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით) სა­ხე­ლით კი არ შე­ი­ტა­ნა, არა­მედ ცენ­ზუ­რის მი­უ­ხე­და­ვად, უწო­და „აია“. ამ სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვი­დან 70 წლის შემ­დეგ კი ერთ ადა­მი­ან­საც ვერ ნა­ხავთ, ვი­საც ის გა­სინ­ჯუ­ლი აქვს და მისი გემო არ ახ­სოვს.

გა­საბ­ჭო­ე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ლუ­დის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ბრენ­დი გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ჯერ ქუ­თა­ი­სე­ლე­ბის­თვის, შემ­დეგ კი თბი­ლი­სი­სა და ქვეყ­ნის სხვა მხა­რე­ე­ბის­თვის ერ­თგვა­რად, სი­ლა­ღე­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. მე­გობ­რებ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად „აიას“ თან­ხლე­ბით შეკ­რე­ბა ერ­თგვარ სო­ცი­ა­ლურ ქცე­ვად იქცა 60-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა „რე­ფორ­მე­ბის­გან“ უმ­ძი­მეს წნეხს გა­ნიც­დი­და.

„ქუ­თა­ი­სუ­რი ლუდი „აია“ ჩემს ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ ასაკს და პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა. მე-3 სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დით. ჩვენს წინ კა­ფე­ტე­რია იყო, სა­დაც ჩა­მო­სას­ხმე­ლი ლუდი „აია“ იყი­დე­ბო­და. მე-10 კლას­ში ვიქ­ნე­ბო­დით, როცა ბი­ჭე­ბი ჩუმ ჩუ­მად ვე­პა­რე­ბო­დით „აკ­რძა­ლულ ხილს“, უხ ისე გემ­რი­ე­ლად მახ­სოვს...თან ეს ჩემი პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა იყო ლუდ­თან და ერ­თგვარ თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოს წარ­მო­ად­გენ­და ჩემ­თვის.

შემ­დეგ გა­ვი­ზარ­დეთ. ქუ­თა­ის­ში როკ-მუ­სი­კის კონ­ცერ­ტებ­ზე დავ­დი­ო­დით. მა­შინ უკვე „აია“ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბის ალ­კოჰო­ლი იყო. სხვა­თა შო­რის უწყი­ნა­რი ალ­კოჰო­ლი, არა­ვინ არა­ფერს არ აფუ­ჭებ­და მისი და­ლე­ვის შემ­დეგ. ახლა მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ კვლავ ჩა­მო­ას­ხა­მენ „აია­სო“- ეს ერ­თგვა­რად ჩემი ბავ­შვო­ბის და სიყ­მაწ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბაც იქ­ნე­ბა“, - იხ­სე­ნებს მომ­ღე­რა­ლი და ჯგუფ „ფრა­ნის“ წევ­რი გაგა ჩიხ­ლა­ძე.

ქარ­თუ­ლი როკ-მუ­სი­კი­სა და პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ბრენ­დუ­ლი ლუ­დის სამ­შობ­ლომ ქუ­თა­ის­მა „აია“ მთე­ლი იმე­რე­თის უსაყ­ვარ­ლეს ბრენ­დად აქ­ცია. სა­ო­ცა­რია, რომ პრო­დუქტზე, რო­მე­ლიც თუნ­დაც გორ­ბა­ჩო­ვის პე­რი­ოდ­ში სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლით იყი­დე­ბო­და, სწო­რედ სი­ტყვა „ბრენ­დის“ გა­მო­ყე­ნე­ბა შეგ­ვიძ­ლია.

რე­ვაზ დვა­ლიშ­ვილს თა­ვი­სი საქ­მე უყ­ვარ­და. მწე­რა­ლი თე­მურ ლან­ჩა­ვა იხ­სე­ნებს, რო­გორ მო­ა­წყო „აიას“ შემ­ქმნელ­მა ლუ­დის ბარი ქუ­თა­ის­ში, სა­დაც „ქაფ­ქა­ფა, ოქ­როს­ფე­რო­ვა­ნი სი­თხე სტუმ­რებს ზა­ფხუ­ლის ხვატს ავი­წყებ­და და მისი ხავ­რე­დოვ­ნე­ბით იმორ­ჩი­ლებ­და“. თე­მურ ლან­ჩა­ვა აღ­ნიშ­ნავს, რომ „აია“ ფაქ­ტობ­რი­ვად, ქუ­თა­ი­სის ღირ­სე­ბად იქცა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამა­ყობ­დნენ თა­ვი­ან­თი ლუ­დით.

ის, რაც პო­პუ­ლა­რუ­ლია, ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბა­ზე ყო­ველ­თვის პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, გაჩ­ნდა სა­ხალ­ხო სლო­გა­ნე­ბი – იმე­რუ­ლი კი­ლო­თი ნათ­ქვა­მი ფრა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც ბრენ­დს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით კი­დევ უფრო პო­პუ­ლა­რულს ხდი­და: „ზა­ფხუ­ლის სი­ცხე რაია?! როცა გაქვს ლუდი აია?!“, „ნაღ­დი ლუდი რაია, ნაღ­დი ლუ­დია აია!“, „ აია – ძა­ა­ან კაია“, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მის და­სა­ლე­ვად დე­და­ქა­ლა­ქი­და­ნაც ხში­რად და­დი­ოდ­ნენ და გერ­მა­ნე­ლი და ჩეხი სტუმ­რე­ბის­თვის მისი და­გე­მოვ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კი ყო­ფი­ლა.

დრა­მა­ტურ­გი რეზო ნა­ჭყე­ბია ძვე­ლი „აია“-ს გე­მოს იხ­სე­ნებს: „მარ­თლა კაი ლუდი იყო "აია’’. ხომ არის, ზოგ ლუდს მოტ­კბო გემო და­არ­ტყამს, ამას კი, ცოტა სიმ­წა­რე ურტყამ­და. მსუ­ბუ­ქად, მარა ეს გან­სა­კუთ­რე­ბულ გე­მოს აძ­ლევ­და – ამით გა­მო­ირ­ჩე­ო­და სხვა ლუ­დე­ბი­სა­გან "აია’’.მერე კი, ქუ­თა­ის­ში ბი­ჭე­ბი სხვა ლუ­დებს ვა­ჯიბ­რებ­დით ხოლ­მე“.

70-იან წლებ­ში ბრენ­დი იმ­დე­ნად მო­თხოვ­ნა­დი გახ­და, რომ მის „გვი­რაბს იქით“ გა­ტა­ნა აკ­რძა­ლუ­ლი იყო. 80-იანი წლე­ბის და­სა­წყი­ში კი, ბრენ­დი გა­უ­ჩი­ნარ­და, ისე­ვე, რო­გორც სხვა ბევ­რი რამ იმ ეპო­ქა­ში. მისი დაბ­რუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბა 90-იანი წლე­ბის შუ­ა­ში იყო, სწო­რედ მა­შინ, როცა ბრენ­დის ნოს­ტალ­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­გო­ნე­ბე­ბის მე­ო­რე ტალ­ღა წა­მო­ვი­და. ამ­ჯე­რად ბრენ­დს რე­ვაზ დვა­ლიშ­ვი­ლის შთა­მო­მავ­ლო­ბა გა­უ­ძღვა, თუმ­ცა ქარ­თვე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი ლუდი ისევ გა­უ­ჩი­ნარ­და.

70 წლის შემ­დეგ, ქარ­თუ­ლი ლუ­დის კომ­პა­ნი­ამ „აია“-ს დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა სა­ნამ ამ პრო­ექტს და­ი­წყებ­და, ვის­თვის უნდა ეთხო­ვა, გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა ლუდ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი, თუ არა რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბა ქუ­თა­ი­სე­ლე­ბის­თვის?!

აღ­მოჩ­ნდა, რომ ზო­გის­თვის „აია“ ბავ­შვო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, ზო­გის­თვის ახალ­გაზ­რდო­ბას­თან, მა­მებ­თან და ბი­ძებ­თან, რო­მელ­თაც სა­მე­გობ­როს­თან ერ­თად „აიას“ და­ლე­ვა და დრო­ის მხი­ა­რუ­ლად გა­ტა­რე­ბა უყ­ვარ­დათ. ეს ბავ­შვო­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის გემო კი მათ­თვის და­უ­ვი­წყა­რი აღ­მოჩ­ნდა. ამ­ბო­ბენ, რომ „აიას“ იმ სა­ხით დაბ­რუ­ნე­ბა, რო­გო­რიც ადრე იყო, ერ­თგვა­რად ეროვ­ნუ­ლი საქ­მეც კია.

რა­ტომ და­აბ­რუ­ნა „ ქარ­თუ­ლი ლუ­დის კომ­პა­ნი­ამ“ „აია“?

კომ­პა­ნი­ის კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი შალ­ვა ჩო­ჩე­ლი გვი­ამ­ბობს, რომ „ლუდ­სა­ხარ­ში ზე­და­ზე­ნის“ გუნ­დმა ბრენ­დის აღ­დგე­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა 2 წლის წინ და­ი­წყო. მისი ერთ-ერთი ნა­წი­ლი იყო იმ პა­ტა­რა ის­ტო­რი­ე­ბის მო­ძი­ე­ბაც, რო­მე­ლიც ჩვენ გი­ამ­ბეთ.

ისი­ნი, ვინც „აია“-ს ბავ­შვო­ბი­დან, ახალ­გაზ­რდო­ბი­დან იც­ნობ­და, ამ­ბობ­და, რომ ეს იყო „ნაღ­დი ქარ­თუ­ლი ლუდი“ და რომ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ა­გე­მოვ­ნებ­დნენ კი­დევ ერთხელ, ხოლო მათ, ვი­საც „აია“ არას­დროს გა­ე­სინ­ჯა, ნოს­ტალ­გი­ით სა­უბ­რობ­დნენ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, რო­მელ­თაც ეს ლუდი ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ.

ლუ­დის დაბ­რუ­ნე­ბის აღ­ნიშ­ვნა კი მის „სამ­შობ­ლო­ში“ - ქუ­თა­ის­ში „ოქ­როს ჩარ­და­ხის“ ეზო­ში მო­ე­წყო. ქუ­თა­თუ­რე­ბის­თვის ეს წარ­სულ­თან შეხ­ვედ­რა და მო­ნატ­რე­ბუ­ლი გე­მოს დაბ­რუ­ნე­ბა იყო, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის კი ერთ-ერთი უძ­ვირ­ფა­სე­სი მო­ნა­პო­ვა­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

ამ­რი­გად, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ლუ­დის ბრენ­დი „აია“ მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე ისევ გა­მოჩ­ნდა. 70-წლი­ა­ნი ის­ტო­რია კი გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
5

უკვე დავაგემოვნე და ძალიან მომეწონა! საერთოდაც მინდა ავღნიშნო, რომ ზოგადად ქართული ლუდი კარგი ხარისხის გახდა, რაც სასიამოვნოა. 

გოგია
1

რაც კაი კაია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

70-წლიანი ისტორია გრძელდება - „აია“, პირველი ქართული ბრენდული ლუდი დაბრუნდა

70-წლიანი ისტორია გრძელდება - „აია“, პირველი ქართული ბრენდული ლუდი დაბრუნდა

„ისტორია არის ის, რასაც სხვა ადამიანი თავისი წარსული გამოცდილების შესახებ გვიამბობს“ - ეს ლექსიკონში სიტყვა „ისტორიის“ ერთ-ერთი განმარტებაა.

სხვა ადამიანები კი ვინც ჩვენს უახლეს წარსულს ქმნიან ჩვენი მამები, დედები, ბებიები და ბაბუები არიან. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის ძვირფასი ის, რასაც ისინი ქმნიდნენ, რაც მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რაც მათ ბედნიერ წლებს უკავშირდება.

„აია“-ს დაბრუნებაც ამიტომ უკავშირდება წარსულის ბედნიერი და ხალისიანი წლების გახსენებას და ძველ და ახალ თაობას შორის ახალი, უფრო მჭიდრო კავშირის გაბმას.

საბჭოთა მარწუხებში მოქცეულ ქვეყანაში „აია“ თვითმყოფადობის, თავისუფლების ერთ-ერთი გამოხატულება იყო. ქვეყანაში, რომელიც „საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად“ იწოდებოდა, სადაც არ არსებობდა ბრენდი და ბიზნესი, 1953 წელს ქუთაისელმა მეწარმემ რევაზ დვალიშვილმა ლუდის ჩამოსხმა დაიწყო და სახელიც კი უწოდა, რაც ამ პერიოდში, ფაქტობრივად, საბჭოთა იდეოლოგიის არაღიარების ტოლფასი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ყველაფერი განსხვავებული მიუღებელი იყო, რევაზ დვალიშვილმა ლუდი მაღაზიებში „ქუთაისური ლუდის“ (როგორც მაშინ ლუდებს უწოდებდნენ, ჩამოსხმის ადგილის მიხედვით) სახელით კი არ შეიტანა, არამედ ცენზურის მიუხედავად, უწოდა „აია“. ამ სახელის დარქმევიდან 70 წლის შემდეგ კი ერთ ადამიანსაც ვერ ნახავთ, ვისაც ის გასინჯული აქვს და მისი გემო არ ახსოვს.

გასაბჭოებულ ქვეყანაში ლუდის პირველი ქართული ბრენდი გამოჩნდა, რომელიც ჯერ ქუთაისელებისთვის, შემდეგ კი თბილისისა და ქვეყნის სხვა მხარეებისთვის ერთგვარად, სილაღესა და თავისუფლების გამოხატულებასთან ასოცირდებოდა. მეგობრებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან ერთად „აიას“ თანხლებით შეკრება ერთგვარ სოციალურ ქცევად იქცა 60-იანი წლების საქართველოში, რომელიც საბჭოთა „რეფორმებისგან“ უმძიმეს წნეხს განიცდიდა.

„ქუთაისური ლუდი „აია“ ჩემს ყველაზე საყვარელ ასაკს და პერიოდს უკავშირდება. მე-3 სკოლაში ვსწავლობდით. ჩვენს წინ კაფეტერია იყო, სადაც ჩამოსასხმელი ლუდი „აია“ იყიდებოდა. მე-10 კლასში ვიქნებოდით, როცა ბიჭები ჩუმ ჩუმად ვეპარებოდით „აკრძალულ ხილს“, უხ ისე გემრიელად მახსოვს...თან ეს ჩემი პირველი შეხება იყო ლუდთან და ერთგვარ თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა ჩემთვის.

შემდეგ გავიზარდეთ. ქუთაისში როკ-მუსიკის კონცერტებზე დავდიოდით. მაშინ უკვე „აია“ ჩვენი ახალგაზრდობის ალკოჰოლი იყო. სხვათა შორის უწყინარი ალკოჰოლი, არავინ არაფერს არ აფუჭებდა მისი დალევის შემდეგ. ახლა მეუბნებიან, რომ კვლავ ჩამოასხამენ „აიასო“- ეს ერთგვარად ჩემი ბავშვობის და სიყმაწვილის დაბრუნებაც იქნება“, - იხსენებს მომღერალი და ჯგუფ „ფრანის“ წევრი გაგა ჩიხლაძე.

ქართული როკ-მუსიკისა და პირველი ქართული ბრენდული ლუდის სამშობლომ ქუთაისმა „აია“ მთელი იმერეთის უსაყვარლეს ბრენდად აქცია. საოცარია, რომ პროდუქტზე, რომელიც თუნდაც გორბაჩოვის პერიოდში საკუთარი სახელით იყიდებოდა, სწორედ სიტყვა „ბრენდის“ გამოყენება შეგვიძლია.

რევაზ დვალიშვილს თავისი საქმე უყვარდა. მწერალი თემურ ლანჩავა იხსენებს, როგორ მოაწყო „აიას“ შემქმნელმა ლუდის ბარი ქუთაისში, სადაც „ქაფქაფა, ოქროსფეროვანი სითხე სტუმრებს ზაფხულის ხვატს ავიწყებდა და მისი ხავრედოვნებით იმორჩილებდა“. თემურ ლანჩავა აღნიშნავს, რომ „აია“ ფაქტობრივად, ქუთაისის ღირსებად იქცა. ადგილობრივები ამაყობდნენ თავიანთი ლუდით.

ის, რაც პოპულარულია, ზეპირსიტყვიერებაზე ყოველთვის პირდაპირ აისახება. შესაბამისად, გაჩნდა სახალხო სლოგანები – იმერული კილოთი ნათქვამი ფრაზები, რომლებიც ბრენდს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო პოპულარულს ხდიდა: „ზაფხულის სიცხე რაია?! როცა გაქვს ლუდი აია?!“, „ნაღდი ლუდი რაია, ნაღდი ლუდია აია!“, „ აია – ძააან კაია“, როგორც ამბობენ, მის დასალევად დედაქალაქიდანაც ხშირად დადიოდნენ და გერმანელი და ჩეხი სტუმრებისთვის მისი დაგემოვნება აუცილებელიც კი ყოფილა.

დრამატურგი რეზო ნაჭყებია ძველი „აია“-ს გემოს იხსენებს: „მართლა კაი ლუდი იყო ,,აია’’. ხომ არის, ზოგ ლუდს მოტკბო გემო დაარტყამს, ამას კი, ცოტა სიმწარე ურტყამდა. მსუბუქად, მარა ეს განსაკუთრებულ გემოს აძლევდა – ამით გამოირჩეოდა სხვა ლუდებისაგან ,,აია’’.მერე კი, ქუთაისში ბიჭები სხვა ლუდებს ვაჯიბრებდით ხოლმე“.

70-იან წლებში ბრენდი იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ მის „გვირაბს იქით“ გატანა აკრძალული იყო. 80-იანი წლების დასაწყიში კი, ბრენდი გაუჩინარდა, ისევე, როგორც სხვა ბევრი რამ იმ ეპოქაში. მისი დაბრუნების მცდელობა 90-იანი წლების შუაში იყო, სწორედ მაშინ, როცა ბრენდის ნოსტალგიიდან გამომდინარე, მოგონებების მეორე ტალღა წამოვიდა. ამჯერად ბრენდს რევაზ დვალიშვილის შთამომავლობა გაუძღვა, თუმცა ქართველების საყვარელი ლუდი ისევ გაუჩინარდა.

70 წლის შემდეგ, ქართული ლუდის კომპანიამ „აია“-ს დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა სანამ ამ პროექტს დაიწყებდა, ვისთვის უნდა ეთხოვა, გაეხსენებინა ლუდთან დაკავშირებული მოგონებები, თუ არა რამდენიმე თაობა ქუთაისელებისთვის?!

აღმოჩნდა, რომ ზოგისთვის „აია“ ბავშვობასთან ასოცირდებოდა, ზოგისთვის ახალგაზრდობასთან, მამებთან და ბიძებთან, რომელთაც სამეგობროსთან ერთად „აიას“ დალევა და დროის მხიარულად გატარება უყვარდათ. ეს ბავშვობისა და ახალგაზრდობის გემო კი მათთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. ამბობენ, რომ „აიას“ იმ სახით დაბრუნება, როგორიც ადრე იყო, ერთგვარად ეროვნული საქმეც კია.

რატომ დააბრუნა „ ქართული ლუდის კომპანიამ“ „აია“?

კომპანიის კომერციული დირექტორი შალვა ჩოჩელი გვიამბობს, რომ „ლუდსახარში ზედაზენის“ გუნდმა ბრენდის აღდგენაზე მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო. მისი ერთ-ერთი ნაწილი იყო იმ პატარა ისტორიების მოძიებაც, რომელიც ჩვენ გიამბეთ.

ისინი, ვინც „აია“-ს ბავშვობიდან, ახალგაზრდობიდან იცნობდა, ამბობდა, რომ ეს იყო „ნაღდი ქართული ლუდი“ და რომ დიდი სიამოვნებით დააგემოვნებდნენ კიდევ ერთხელ, ხოლო მათ, ვისაც „აია“ არასდროს გაესინჯა, ნოსტალგიით საუბრობდნენ ოჯახის წევრებზე, რომელთაც ეს ლუდი ძალიან უყვარდათ.

ლუდის დაბრუნების აღნიშვნა კი მის „სამშობლოში“ - ქუთაისში „ოქროს ჩარდახის“ ეზოში მოეწყო. ქუთათურებისთვის ეს წარსულთან შეხვედრა და მონატრებული გემოს დაბრუნება იყო, ჩვენი ქვეყნისთვის კი ერთ-ერთი უძვირფასესი მონაპოვარის შენარჩუნება.

ამრიგად, პირველი ქართული ლუდის ბრენდი „აია“ მაღაზიების თაროებზე ისევ გამოჩნდა. 70-წლიანი ისტორია კი გრძელდება.

შეეძლოთ თუ არა ბანკებს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის დროს სესხებზე პროცენტის დარიცხვა შეეჩერებინათ?

რატომ ითვლებოდა 5 000 წლის წინ ლუდი ღმერთების სასმელად და ვინ გამოიგონა ის?

17.000 ლარი ფასდაკლება და 500 ლიტრი საწვავი საჩუქრად მაზდა ცენტრი თეგეტასგან