Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
COVID-19 შესაძლოა, სექსის დროსაც გადაგედოთ - მეცნიერები წყვილებს პირბადის გაკეთებას ურჩევენ
COVID-19 შესაძლოა, სექსის დროსაც გადაგედოთ - მეცნიერები წყვილებს პირბადის გაკეთებას ურჩევენ

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესი მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა. ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხო ცხოვ­რე­ბის თით­ქმის ყვე­ლა ას­პექტს - ადა­მი­ა­ნე­ბი ახლა უფრო მე­ტად იცა­ვენ ჰი­გი­ე­ნის წე­სებს, უფრო კონ­ცენ­ტრი­რე­ბულ­ნი არი­ან უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, მუ­შა­ო­ბენ დის­ტან­ცი­უ­რად, ვე­ღარ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ტრან­სპორ­ტით ისე თა­მა­მად, რო­გორც ადრე, ვე­ღარ მოგ­ზა­უ­რო­ბენ.

COVID-19-ის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბა სტრეს­შია და ეს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს პრობ­ლე­მაა. კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს კი­დევ ერთი გა­მოწ­ვე­ვა უსაფრ­თხო სექ­სია.

რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, COVID-19 შე­იძ­ლე­ბა სექ­სის დრო­საც გავ­რცელ­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ნიუ იორკ თა­იმ­სი“ წერს.

ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვის თა­ნახ­მად, სექ­სი COVID-19-ის ერთი ადა­მი­ა­ნი­დან მე­ო­რე­ზე გა­დას­ვლის რის­კის შემ­ცვე­ლია, ამი­ტო­მაც ჰარ­ვარ­დე­ლი მკვლე­ვა­რე­ბი სექ­სის დროს პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას გას­ცე­მენ.

კვლე­ვა Annals of Internal Medicine-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. მეც­ნი­ერ­თა თქმით, პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სექ­სი გაქვთ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­თან ერ­თა­დაც კა­რან­ტინ­ში არ იმ­ყო­ფე­ბით.

კვლე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თავი უნდა აა­რი­დოთ სექ­სის დროს პარტნი­ო­რის კოც­ნას, ხოლო სექ­სის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­ბა­ნოთ და დე­ზინ­ფექ­ცია ჩა­ი­ტა­როთ.

მეც­ნი­ერ­თა თქმით, სექ­სი ადა­მი­ან­თან, ვის­თა­ნაც კა­რან­ტინ­ში ხართ, უფრო უსაფრ­თხოა, მაგ­რამ რისკს მა­ინც შე­ი­ცავს. მა­გა­ლი­თად, თუ ერთ-ერთი პარტნი­ო­რი გა­რეთ გა­დის საქ­მის­თვის, შე­საძ­ლოა, წე­სე­ბის დაც­ვის შემ­თხვე­ვა­შიც კი, რო­გორ­ღაც გა­და­ე­დოს ვირუ­სი და შემ­დეგ სექ­სის დროს და­გა­ინ­ფი­ცი­როთ.

მკვლე­ვარ­თა თქმით, არ არ­სე­ბობს სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტის დროს ისე­თი უსაფრ­თხო მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც 100 პრო­ცენ­ტით და­გი­ცავთ, თუმ­ცა რის­კის შემ­ცი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ პირ­ბა­დეს გა­მო­ი­ყე­ნეთ.

ისი­ნი ასე­ვე ურ­ჩე­ვენ ადა­მი­ა­ნებს, რომ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სექ­სის ნაც­ვლად შე­საძ­ლოა, მას­ტურ­ბა­ცი­ით და­კა­ვე­ბა სჯობ­დეს.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. COVID-19 ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან გავ­რცელ­და. ამ დრო­ის­თვის კი გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, ვირუ­სით 6,5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, რო­მელ­თა შო­რი­საც 388 047 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 3,1 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვი–რუსი
2

დაიცავი 2 მეტრიანი დისტანცია სექსის დროს!

llcl
3

თქვენ ხო არ გაჟრიალებთ, არა სექსი, არა მეგობრებთან დროს ტარება, არა ლოცვა, არა სამსახური, არა მიცვალებულისთვის პატივის მიგება, არა ფეხბურთი, არა სპორტი, არა ბუნება, არა მოგზაურობა, მგონი პირდაპირ ვერ გვეუბნებიან თავები მოიკალითო))))) პირბადეებიც გაიკეთონ და თვალებიც აიკრან სამადაშვილების, ბესელიების, ბურჯანაძეების და ეგეთების მამრებმა

ავტორი:

COVID-19 შესაძლოა, სექსის დროსაც გადაგედოთ - მეცნიერები წყვილებს პირბადის გაკეთებას ურჩევენ

COVID-19 შესაძლოა, სექსის დროსაც გადაგედოთ - მეცნიერები წყვილებს პირბადის გაკეთებას ურჩევენ

კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ცხოვრების წესი მთლიანად შეცვალა. ცვლილებები შეეხო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს - ადამიანები ახლა უფრო მეტად იცავენ ჰიგიენის წესებს, უფრო კონცენტრირებულნი არიან უსაფრთხოებაზე, მუშაობენ დისტანციურად, ვეღარ გადაადგილდებიან ტრანსპორტით ისე თამამად, როგორც ადრე, ვეღარ მოგზაურობენ.

COVID-19-ის გამო საზოგადოება სტრესშია და ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. კორონავირუსის პანდემიის დროს კიდევ ერთი გამოწვევა უსაფრთხო სექსია.

როგორც მეცნიერები ამბობენ, COVID-19 შეიძლება სექსის დროსაც გავრცელდეს. აღნიშნულის შესახებ "ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, სექსი COVID-19-ის ერთი ადამიანიდან მეორეზე გადასვლის რისკის შემცველია, ამიტომაც ჰარვარდელი მკვლევარები სექსის დროს პირბადის გამოყენების რეკომენდაციას გასცემენ.

კვლევა Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა. მეცნიერთა თქმით, პირბადის გამოყენება განსაკუთრებით აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ სექსი გაქვთ ადამიანთან, რომელთან ერთადაც კარანტინში არ იმყოფებით.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თავი უნდა აარიდოთ სექსის დროს პარტნიორის კოცნას, ხოლო სექსის შემდეგ აუცილებლად უნდა დაიბანოთ და დეზინფექცია ჩაიტაროთ.

მეცნიერთა თქმით, სექსი ადამიანთან, ვისთანაც კარანტინში ხართ, უფრო უსაფრთხოა, მაგრამ რისკს მაინც შეიცავს. მაგალითად, თუ ერთ-ერთი პარტნიორი გარეთ გადის საქმისთვის, შესაძლოა, წესების დაცვის შემთხვევაშიც კი, როგორღაც გადაედოს ვირუსი და შემდეგ სექსის დროს დაგაინფიციროთ.

მკვლევართა თქმით, არ არსებობს სექსუალური აქტის დროს ისეთი უსაფრთხო მიდგომა, რომელიც 100 პროცენტით დაგიცავთ, თუმცა რისკის შემცირება შესაძლებელია, თუ პირბადეს გამოიყენეთ.

ისინი ასევე ურჩევენ ადამიანებს, რომ პანდემიის პერიოდში სექსის ნაცვლად შესაძლოა, მასტურბაციით დაკავება სჯობდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ამ დროისთვის კი გლობალური მასშტაბით, ვირუსით 6,5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც 388 047 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 3,1 მილიონი გამოჯანმრთელდა.

ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო ხდება

"საზარელი და შოკისმომგვრელი“ აღმოჩენა კანადაში - ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 750-ზე მეტი უსახელო საფლავი იპოვეს

სამხრეთ აფრიკელ ქალს 10 ტყუპი არ გაუჩენია და ის ორსულადაც არ ყოფილა - რატომ მოიგონა 37 წლის გოშამემ შვილების გაჩენა? - უჩვეულო ამბის დეტალები