საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ გაზგასამართ სადგურზე, შესამოწმებლად მისულ სპეციალისტს დენმა დაარტყა
ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ გაზგასამართ სადგურზე, შესამოწმებლად მისულ სპეციალისტს დენმა დაარტყა

თბი­ლის­ში, ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც გაზ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ აფეთ­ქე­ბა იყო, კი­დევ ერთი ინ­ცინ­დენ­ტი მოხ­და. ექ­სპერტს, რო­მე­ლიც ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად სად­გურ­ზე მი­ვი­და, დენ­მა და­არ­ტყა. მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში გა­ნუ­ცხა­დეს, მა­მა­კა­ცი კავ­კა­სი­ის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრშია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ცეტ­რის დი­რექ­ტო­რის ნა­თია ნუ­ცუ­ბი­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. მი­სი­ვე თქმით, მა­მა­კა­ცი ამ დრო­ის­თვის მარ­თვით სუნ­თვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

“კლი­ნი­კა­ში შე­მო­იყ­ვა­ნეს 39 წლის მა­მა­კა­ცი ელექტროტ­რავ­მით. მა­მა­კაცს აღე­ნიშ­ნე­ბო­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა და პარ­კუ­ჭთა ფიბ­რი­ლა­ცია. შე­მოყ­ვა­ნი­დან 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­დგე­ნილ იქნა გუ­ლის მუ­შა­ო­ბა, ამ­ჟა­მად მა­მა­კა­ცი იმ­ყო­ფე­ბა ფილ­ტვე­ბის მე­ქა­ნი­კურ ვენ­ტი­ლა­ცი­ა­ზე სამ­კურ­ნა­ლო დაც­ვი­თი სე­და­ცი­ის ქვეშ. რამ­დე­ნი­მე დღე და­ვე­ლო­დე­ბით და შემ­დეგ და­ვი­წყებთ უკვე გა­მოღ­ვი­ძე­ბას. სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, არის მარ­თვით სუნ­თქვა­ზე”, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია ნუ­ცუ­ბი­ძემ.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროც.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ექ­სპერ­ტო-კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის თბი­ლი­სის სა­ექ­სპერ­ტო სამ­სა­ხუ­რის ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტი თბი­ლის­ში, ელ­გუ­ჯა ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე გაზ­გა­სა­მართ სად­გურ­ში, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის და­მა­ტე­ბით დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და, რა დრო­საც, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას დენ­მა და­არ­ტყა.

მომ­ხდა­რის შე­დე­გად, ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტმა ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. იგი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნა. ამ დრო­ის­თვის მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 240-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ეკო გა­ზის" დი­რექ­ტორ­მა ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ად­გილ­ზე მი­სულ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლის­ში, ნუ­ცუ­ბი­ძის მე-3 პლა­ტო­ზე, ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე ორი დღის წინ გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი "ეკო გაზი" აფეთ­ქდა. აფეთ­ქე­ბა კაფე „ვერ­დეს“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. აფეთ­ქე­ბის სიძ­ლი­ე­რემ მიმ­დე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბის მი­ნე­ბი ჩა­ამ­სხვრია.

შემ­თხვე­ვას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია, თუმ­ცა და­შავ­და ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
4

როგორც ჩანს პირველ რიგში ghostbuster- ები ან მამოები არიან მისაყვანები. მე ghostbuster- ებზე დავდებდი.

წმინდა გაგა
0

მდაააა..... კიდევ თუ მივა ვინმე ალბათ ბაზუკას ესვრიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ გაზგასამართ სადგურზე, შესამოწმებლად მისულ სპეციალისტს დენმა დაარტყა

ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ გაზგასამართ სადგურზე, შესამოწმებლად მისულ სპეციალისტს დენმა დაარტყა

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება იყო, კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა. ექსპერტს, რომელიც ელექტროგაყვანილობის შესამოწმებლად სადგურზე მივიდა, დენმა დაარტყა. მამაკაცი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, მამაკაცი კავკასიის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

ცეტრის დირექტორის ნათია ნუცუბიძის განცხადებით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მისივე თქმით, მამაკაცი ამ დროისთვის მართვით სუნთვაზე იმყოფება.

“კლინიკაში შემოიყვანეს 39 წლის მამაკაცი ელექტროტრავმით. მამაკაცს აღენიშნებოდა გულის გაჩერება და პარკუჭთა ფიბრილაცია. შემოყვანიდან 10 წუთის განმავლობაში აღდგენილ იქნა გულის მუშაობა, ამჟამად მამაკაცი იმყოფება ფილტვების მექანიკურ ვენტილაციაზე სამკურნალო დაცვითი სედაციის ქვეშ. რამდენიმე დღე დაველოდებით და შემდეგ დავიწყებთ უკვე გამოღვიძებას. სტაბილურად მძიმეა, არის მართვით სუნთქვაზე”, - განაცხადა ნათია ნუცუბიძემ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა.

მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ეკო გაზის" დირექტორმა ინციდენტთან დაკავშირებით ადგილზე მისულ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე ორი დღის წინ გაზგასამართი სადგური "ეკო გაზი" აფეთქდა. აფეთქება კაფე „ვერდეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქების სიძლიერემ მიმდებარე შენობების მინები ჩაამსხვრია.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც გაზგასამართი სადგურის თანამშრომელია.

ვარკეთილში, სავარაუდოდ, ნასვამი მამაკაცი კორპუსიდან ისვრის

კახეთში ავარიას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

რას ყვებიან 17 წლის გოგონაზე, რომელმაც ახალშობილი ქუჩაში დატოვა