მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსით გარდაცვლილი პოლიციელები და ჟურნალისტები, ინფიცირებული ექიმები - პერუში უმძიმესი ეპიდვითარებაა
კორონავირუსით გარდაცვლილი პოლიციელები და ჟურნალისტები, ინფიცირებული ექიმები - პერუში უმძიმესი ეპიდვითარებაა

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ ლა­თი­ნო ამე­რი­კულ ქვეყ­ნებს მძი­მე დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა კი ბრა­ზი­ლი­ა­სა და პე­რუ­შია.

პე­რუ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სწრა­ფად იმა­ტებს და მათი რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს მე­ცხრე ქვე­ყა­ნაა, ხოლო ლა­თი­ნო ამე­რი­კა­ში მხო­ლოდ ბრა­ზი­ლი­ას ჩა­მორ­ჩე­ბა.

პე­რუ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­ერ­თო ჯამ­ში 174 884 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 4 767 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი 69 257.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­გორც "გარ­დი­ა­ნი" წერს, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 20-ზე მეტი ჟურ­ნა­ლის­ტია გარ­დაც­ვლი­ლი, და­ინ­ფი­ცირ­და 1 300-ზე მეტი მე­დი­კო­სი. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზად ვირუ­სის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა სა­ხელ­დე­ბა.

ექი­მე­ბი კი ამ­ბო­ბენ, რომ მათ არ შე­უძ­ლი­ათ კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა. რო­გორ "ალ­ჯა­ზი­რა“ წერს, მე­დი­კო­სე­ბის თქმით, პე­რუს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ვირუს­თან ბრძო­ლა­ში უძ­ლუ­რია და სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი მო­თხოვ­ნას სა­თა­ნა­დოდ ვერ პა­სუ­ხობს.

ლი­მა­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე მო­ი­თხოვს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვის პრო­ვინ­ცი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­როს - შე­ზღუდ­ვე­ბის გამო, ის მშობ­ლი­ურ ად­გი­ლას ვერ წა­ვი­და

სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ქვე­ყა­ნა­ში კა­რან­ტი­ნი COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე გა­მო­ცხად­და, თუმ­ცა ლა­თი­ნო ამე­რი­კუ­ლი ქვეყ­ნის შემ­თხვე­ვა­ში შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბამ არ გა­ა­მარ­თლა და ეპი­დე­მი­ამ მა­ინც იფეთ­ქა. ექ­სპერტთა უმე­ტე­სო­ბა ყო­ვე­ლი­ვეს პე­რუ­ელ­თა მენ­ტა­ლი­ტეტს აბ­რა­ლებს. მათი დიდი ნა­წი­ლი არ და­ე­მორ­ჩი­ლა შე­ზღუდ­ვებს და კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში ხში­რი იყო ადა­მი­ან­თა შეკ­რე­ბე­ბი.

პე­რუს პრე­ზი­დენ­ტმა, მარ­ტინ ვის­კა­რამ ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა15 მარტს გა­მო­ა­ცხა­და, იმ დროს ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ 71 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო. ჩა­ი­კე­ტა სა­ზღვრე­ბი, ადა­მი­ა­ნებს აეკ­რძა­ლათ გა­რეთ გას­ვლა, ისე­ვე, რო­გორც მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­ში, პე­რუ­ელ­თა ნა­წი­ლი მუ­შა­ო­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და.

პან­დე­მი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რეა

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კა­რან­ტი­ნი ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე გა­ა­ხან­გრძლი­ვა. პრე­ზი­დენ­ტი მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ და­ე­მორ­ჩი­ლონ წე­სებს და ნუ იმოქ­მე­დე­ბენ ეგო­ის­ტუ­რად.

პე­რუ­ში ვირუ­სი ძა­ლი­ან სწრა­ფად გავ­რცელ­და. COVID-19-ის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იქ 6 მარტს გა­მოვ­ლინ­და და 25 დღე­ში ქვე­ყა­ნა­ში უკვე 1 000 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო და 14 აპ­რი­ლის­თვის კი მათი რა­ო­დე­ნო­ბა 10 000-ს აღ­წევ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 70% დე­და­ქა­ლაქ ლი­მა­ზე მო­დის.

პე­რუს ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი, ერ­ნეს­ტო რო­მე­რო ამ­ბობს, რომ პან­დე­მი­ის­თვის პე­რუს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა მზად არ იყო, ამი­ტო­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე­ვე და­ა­წე­სა შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც თა­ვის მხრივ, ეკო­ნო­მი­კურ სი­დუ­ხ­ჭი­რე­ში მყო­ფი პე­რუ­ე­ლე­ბის­თვის და­მა­ტე­ბით ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა.

რო­გორც BBC წერს, პე­რუ­ში COVID-19-ით 17 პო­ლი­ცი­ე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა

პე­რუს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ ამ ვირუსს ვერ უძ­ლე­ბენ მდი­და­რი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი და გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ პე­რუ­ში ასე­თი რა ხდე­ბა. ის ამ­ბობს, რომ არა­თუ პერუ, არა­მედ მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და მდი­და­რი ქვეყ­ნის, ეს­პა­ნე­თის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ვერ შეხ­ვდა მზად პან­დე­მი­ას.

ლა­თი­ნო ამე­რი­კულ ქვეყ­ნებ­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე ეპიდ­ვი­თა­რე­ბა ბრა­ზი­ლი­ა­შია, სა­დაც ყო­ველ დღე COVID-19-სგან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, ბრა­ზი­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე ქვე­ყა­ნაა და ის მხო­ლოდ აშშ-ს ჩა­მორ­ჩე­ბა. კი­დევ ერთი სამ­ხრეთ ამე­რი­კუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუს­მა დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა, ჩი­ლეა და იქ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 108 680-ს აღ­წევს, გარ­დაც­ვლი­ლია 1 188 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი - 86 173.

მექ­სი­კა­ში COVID-19-ით 97 326 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, 10 637 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 70 308 გა­მო­ჯან­მრთელ­და. სხვა ლა­თი­ნო ამე­რი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბაა არ­გენ­ტი­ნა­ში, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სით 18 319 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, 569 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 5 709 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

კორონავირუსით გარდაცვლილი პოლიციელები და ჟურნალისტები, ინფიცირებული ექიმები - პერუში უმძიმესი ეპიდვითარებაა

კორონავირუსით გარდაცვლილი პოლიციელები და ჟურნალისტები, ინფიცირებული ექიმები - პერუში უმძიმესი ეპიდვითარებაა

კორონავირუსის პანდემიამ ლათინო ამერიკულ ქვეყნებს მძიმე დარტყმა მიაყენა. განსაკუთრებით რთული ვითარება კი ბრაზილიასა და პერუშია.

პერუში ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იმატებს და მათი რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს მეცხრე ქვეყანაა, ხოლო ლათინო ამერიკაში მხოლოდ ბრაზილიას ჩამორჩება.

პერუში კორონავირუსით საერთო ჯამში 174 884 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილია 4 767 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებული 69 257.

აღსანიშნავია, რომ როგორც "გარდიანი" წერს, ქვეყანაში კორონავირუსით 20-ზე მეტი ჟურნალისტია გარდაცვლილი, დაინფიცირდა 1 300-ზე მეტი მედიკოსი. აღნიშნულის მიზეზად ვირუსისგან დამცავი საშუალებების ნაკლებობა სახელდება.

ექიმები კი ამბობენ, რომ მათ არ შეუძლიათ კორონავირუსის ინფექციის შეჩერება. როგორ "ალჯაზირა“ წერს, მედიკოსების თქმით, პერუს ჯანდაცვის სისტემა ვირუსთან ბრძოლაში უძლურია და საავადმყოფოები მოთხოვნას სათანადოდ ვერ პასუხობს.

ლიმაში აქციის მონაწილე მოითხოვს, რომ ხელისუფლება თავის პროვინციაში დაბრუნებაში დაეხმაროს - შეზღუდვების გამო, ის მშობლიურ ადგილას ვერ წავიდა

საინტერესო ის არის, რომ ქვეყანაში კარანტინი COVID-19-ის გავრცელებიდან მალევე გამოცხადდა, თუმცა ლათინო ამერიკული ქვეყნის შემთხვევაში შეზღუდვების დაწესებამ არ გაამართლა და ეპიდემიამ მაინც იფეთქა. ექსპერტთა უმეტესობა ყოველივეს პერუელთა მენტალიტეტს აბრალებს. მათი დიდი ნაწილი არ დაემორჩილა შეზღუდვებს და კარანტინის პერიოდში ხშირი იყო ადამიანთა შეკრებები.

პერუს პრეზიდენტმა, მარტინ ვისკარამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა15 მარტს გამოაცხადა, იმ დროს ქვეყანაში მხოლოდ 71 ინფიცირებული იყო. ჩაიკეტა საზღვრები, ადამიანებს აეკრძალათ გარეთ გასვლა, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, პერუელთა ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

პანდემიის პარალელურად ქვეყნის მთავარი პრობლემა ეკონომიკური სიდუხჭირეა

ხელისუფლებამ კარანტინი ივნისის ბოლომდე გაახანგრძლივა. პრეზიდენტი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ დაემორჩილონ წესებს და ნუ იმოქმედებენ ეგოისტურად.

პერუში ვირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდა. COVID-19-ის პირველი შემთხვევა იქ 6 მარტს გამოვლინდა და 25 დღეში ქვეყანაში უკვე 1 000 ინფიცირებული იყო და 14 აპრილისთვის კი მათი რაოდენობა 10 000-ს აღწევდა. ინფიცირებულთა 70% დედაქალაქ ლიმაზე მოდის.

პერუს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, ერნესტო რომერო ამბობს, რომ პანდემიისთვის პერუს ჯანდაცვის სისტემა მზად არ იყო, ამიტომაც ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზევე დააწესა შეზღუდვები, რაც თავის მხრივ, ეკონომიკურ სიდუხჭირეში მყოფი პერუელებისთვის დამატებით ურთულესი გამოწვევა აღმოჩნდა.

როგორც BBC წერს, პერუში COVID-19-ით 17 პოლიციელი გარდაიცვალა

პერუს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ამ ვირუსს ვერ უძლებენ მდიდარი და განვითარებული ქვეყნები და გასაკვირი არ არის, რომ პერუში ასეთი რა ხდება. ის ამბობს, რომ არათუ პერუ, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებული და მდიდარი ქვეყნის, ესპანეთის ჯანდაცვის სისტემა ვერ შეხვდა მზად პანდემიას.

ლათინო ამერიკულ ქვეყნებში ყველაზე მძიმე ეპიდვითარება ბრაზილიაშია, სადაც ყოველ დღე COVID-19-სგან ათასობით ადამიანი იღუპება, ბრაზილია ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ მსოფლიოს მეორე ქვეყანაა და ის მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკული ქვეყანა, რომელსაც კორონავირუსმა დარტყმა მიაყენა, ჩილეა და იქ ინფიცირებულთა რაოდენობა 108 680-ს აღწევს, გარდაცვლილია 1 188 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებული - 86 173.

მექსიკაში COVID-19-ით 97 326 ადამიანი დაინფიცირდა, 10 637 გარდაიცვალა, ხოლო 70 308 გამოჯანმრთელდა. სხვა ლათინო ამერიკული ქვეყნებისგან განსხვავებით, შედარებით სტაბილური ვითარებაა არგენტინაში, სადაც კორონავირუსით 18 319 ადამიანი დაინფიცირდა, 569 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 5 709 გამოჯანმრთელდა.

გადამწვარი მანქანები, მოროდიორობა და რეზინის ტყვიებით დაშლილი აქციები - ფოტოები აშშ-დან, რომელსაც პროტესტის ტალღამ გადაუარა

რუსეთი შეშფოთებულია, რომ აშშ-ში მედიის უფლებების კუთხით სიტუაცია დღითიდღე უარესდება

ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი და რისთვის იხდიდა სასჯელს - ყველაფერი კაცზე, რომელიც თანამედროვე აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა