პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის კიბერბულინგი და როგორ დავიცვათ ბავშვები ონლაინ ჩაგვრისგან - სახელმწიფო ინსპექტორის რეკომენდაციები მშობლებს
რა არის კიბერბულინგი და როგორ დავიცვათ ბავშვები ონლაინ ჩაგვრისგან - სახელმწიფო ინსპექტორის რეკომენდაციები მშობლებს

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, დის­ტან­ცი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბი თუ სხვა­დას­ხვა ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ში გარ­თო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია. სამ­წუ­ხა­როდ, მათ გა­მო­ყე­ნე­ბას გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე­ე­ბიც ახ­ლავს თან. ერთ-ერთი ასე­თი საფრ­თხეა კი­ბერ­ბუ­ლინ­გი, რომ­ლის მსხვერ­პლი შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ტერ­ნეტ მომ­ხმა­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდეს.

კი­ბერ­ბუ­ლინგს ხში­რად, ჩვე­ნი ან ჩვენ შე­სა­ხებ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია იწ­ვევს. ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში არა­ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა ან/და გა­უ­აზ­რე­ბელ­მა ქმე­დე­ბამ შე­საძ­ლოა საფრ­თხე შე­უქ­მნას მომ­ხმა­რებ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას. შე­სა­ბა­მი­სი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის მი­ღე­ბი­თა და და­ცუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნო გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბა.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბავ­შვე­ბი სულ უფრო მე­ტად იყე­ნე­ბენ ონ­ლა­ინ რე­სურ­სებს, არას­რულ­წლო­ვან­თა მიერ ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს. არას­რულ­წლოვ­ნებ­ში ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბის, რო­გო­რი­ცაა Facebook, Instagram, YouTube, TikTok, Snapchat, Whatsapp, პო­პუ­ლა­რო­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში მათი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დიდი მო­ცუ­ლო­ბით დაგ­რო­ვე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.

არას­რულ­წლოვ­ნე­ბი, ხში­რად, სა­თა­ნა­დოდ ვერ აფა­სე­ბენ ონ­ლა­ინ აქ­ტი­ვო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ საფრ­თხე­ებს. პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის არა­სა­თა­ნა­დო დაც­ვა კი ზრდის მო­ნა­ცემ­თა არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად გა­მო­ყე­ნე­ბის რის­კებს და საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს ინ­ტერ­ნე­ტის მომ­ხმა­რე­ბელ არას­რულ­წლო­ვან­თა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას, ასე­ვე, ხელს უწყობს არას­რულ­წლო­ვან­თა შო­რის კი­ბერ­ბუ­ლინგს.

სწო­რედ ამი­ტომ ბავ­შვთა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი არას­რულ­წლო­ვან­თა მიერ ინ­ტერ­ნე­ტი­სა და მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის უსაფრ­თხოდ გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ებს ავ­რცე­ლებს:

  • რა არის კი­ბერ­ბუ­ლინ­გი?

რო­გორც წესი, კი­ბერ­ბუ­ლინ­გი მო­ი­ცავს ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ისეთ ქმე­დე­ბებს რო­გო­რი­ცაა შე­ვიწ­რო­ე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, დამ­ცი­რე­ბა, პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის (მა­გა­ლი­თად, არა­სა­სურ­ვე­ლი ფოტო/ვი­დეო მა­სა­ლის) უნე­ბარ­თვოდ გა­სა­ჯა­რო­ე­ბა ან მისი სა­შუ­ა­ლე­ბით შან­ტა­ჟი/მუ­ქა­რა, იდენ­ტო­ბის მო­პარ­ვა (მა­გა­ლი­თად, სხვი­სი სა­ხე­ლით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ან­გა­რი­შის შექ­მნა) და ა.შ. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში შეხ­ვდე­ბით არა­ერთ გვერდს და მომ­ხმა­რე­ბელს, რომ­ლე­ბიც გა­მიზ­ნუ­ლად ამ­ცი­რე­ბენ, დას­ცი­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს მათი გა­რეგ­ნო­ბის, შე­ხე­დუ­ლე­ბის თუ სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო და ამ მიზ­ნით ასა­ჯა­რო­ე­ბენ ფო­ტოს, ვი­დე­ოს, პი­რად მი­მო­წე­რას.

რა­ტომ არის კი­ბერ­ბუ­ლინ­გი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში?

ინ­ტერ­ნე­ტი ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მოა ბუ­ლინ­გი­სათ­ვის, რად­გან:

  • ინ­ტერ­ნეტ­ში აქ­ტი­ვო­ბა და­საშ­ვე­ბია ანო­ნი­მუ­რა­დაც. ამ­დე­ნად, მჩაგ­ვრელს აქვს თა­ვი­სი ვი­ნა­ო­ბის და­მალ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა;
  • ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში მჩაგ­ვრელს არ სჭირ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რი ან/და სო­ცი­ა­ლუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რაც რო­გორც წესი ტრა­დი­ცი­უ­ლი ბუ­ლინ­გის დროს არის სა­ჭი­რო;
  • ინ­ტერ­ნე­ტი ბუ­ლინ­გის­თვის იძ­ლე­ვა გა­ცი­ლე­ბით დიდი მას­შტაბს. იგი არ არის შე­ზღუ­დუ­ლი დრო­ით და ფი­ზი­კუ­რი კონ­ტაქ­ტით.

კი­ბერ­ბუ­ლინ­გის შე­ჩე­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია. ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში არ არ­სე­ბობს ღი­ლა­კი „წაშ­ლა“, რო­მე­ლიც გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სრუ­ლად წაშ­ლის. მომ­ხმა­რე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა ინა­ნოს ინ­ტერ­ნეტ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა და მისი წაშ­ლა გა­და­წყვი­ტოს, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ინ­ფორ­მა­ცია შე­იძ­ლე­ბა უკვე ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მიერ იყოს წა­კი­თხუ­ლი, გა­და­წე­რი­ლი, შე­ნა­ხუ­ლი და ხე­ლახ­ლა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი. ამას­თან, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვერ აკონ­ტრო­ლებს თუ რას აზი­ა­რე­ბენ სხვე­ბი ინ­ტერ­ნე­ტით. ვირ­ტუ­ა­ლურ­მა მე­გობ­რებ­მა შე­იძ­ლე­ბა უნე­ბარ­თვოდ გა­ნა­თავ­სონ ფო­ტო­ე­ბი ან სხვა­დას­ხვა პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია.

გარ­და ამი­სა, შე­ზღუ­დუ­ლია არა­სა­სურ­ვე­ლი ში­ნა­არ­სის ტექ­სტე­ბი­სა თუ ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლის აღე­ბა და წაშ­ლა რო­გორც თა­ვად მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის. პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, პი­რა­დი მიზ­ნე­ბით ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­ვო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სხვი­სი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გამ­ჟღავ­ნე­ბის გამო.

რო­გორ და­ვიც­ვათ თავი კი­ბერ­ბუ­ლინ­გი­სა­გან?

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის

  • და­ი­ცა­ვით თქვე­ნი ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე პა­რო­ლით, რათა სხვამ ვერ შეძ­ლოს მისი გა­მო­ყე­ნე­ბა და თქვე­ნი სა­ხე­ლით მოქ­მე­დე­ბა;
  • და­ა­ყე­ნეთ და გა­მო­ი­ყე­ნეთ, უფა­სო ან ფა­სი­ა­ნი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, პერ­სო­ნა­ლუ­რი და პორ­ტა­ტუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის ვირუ­სე­ბის­გან თა­ვის დაც­ვი­სათ­ვის (მა­გა­ლი­თად, bitdefender Antivirus, Symantec End-user Endpoint Security, Avast Antivirus, McAfee Endpoint Security, Avira Free Security);
  • ნუ­რა­ვის გა­უ­ზი­ა­რებთ პა­როლს, თუნ­დაც თქვენს უახ­ლო­ეს მე­გობ­რებს. თუ მა­ინც გა­უ­ზი­ა­რებთ, და­უ­ყო­ნებ­ლივ შეც­ვა­ლეთ იგი;
  • გახ­სე­ნით მხო­ლოდ სან­დო წყა­რო­დან მი­ღე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი და მათი თან­დარ­თუ­ლი ფა­ი­ლე­ბი. არ გა­დახ­ვი­დეთ გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ბმუ­ლებ­ზე;
  • სხვი­სი ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, არ მო­ნიშ­ნოთ მომ­ხმა­რებ­ლის/პა­რო­ლის და­მახ­სოვ­რე­ბის ველი;
  • გა­მო­ი­ყე­ნეთ რთუ­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სიმ­ბო­ლო­ე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ის­გან შემ­დგა­რი პა­რო­ლი. მა­გა­ლი­თად, პა­რო­ლი უნდა შე­ი­ცავ­დეს ციფ­რებს, დიდ და პა­ტა­რა ასო­ებს, რათა ვერ მოხ­დეს მისი ად­ვი­ლად გა­მოც­ნო­ბა და გა­ტეხ­ვა;
  • პა­რო­ლის შედ­გე­ნი­სას არ გა­მო­ი­ყე­ნოთ თქვე­ნი სა­ხე­ლი, გვა­რი, და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი, ვი­ნა­ი­დან ასე­თი მო­ნა­ცე­მე­ბი ად­ვი­ლად გა­მო­საც­ნო­ბია;
  • პე­რი­ო­დუ­ლად შეც­ვა­ლეთ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პა­რო­ლი;
  • ეცა­დეთ არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ერთი და იგი­ვე პა­რო­ლი სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბი­სას;
  • ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე გა­ე­ცა­ნით მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის წე­სებს, რომ­ლე­ბიც, რო­გორც წესი, მო­ცე­მუ­ლია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტში;
  • დარ­წმუნ­დით, რომ მო­ნიშ­ნუ­ლი გაქვთ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის სა­სურ­ვე­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი;
  • სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ი­მა­ტეთ მხო­ლოდ ის პი­რე­ბი, ვი­საც იც­ნობთ;
  • კარ­გად და­ფიქ­რდით სუ­რა­თე­ბი­სა და ვი­დე­ო­ე­ბის ინ­ტერ­ნეტ­ში გა­სა­ჯა­რო­ე­ბამ­დე;
  • ნუ გა­მო­აქ­ვეყ­ნებთ სხვა ადა­მი­ან­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, თუ ის ამა­ზე თა­ნახ­მა არაა ან არ იცის ამის შე­სა­ხებ;
  • გა­ე­ცა­ნით ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არა­სა­სურ­ვე­ლი ში­ნა­არ­სის მქო­ნე ტექ­სტის, ფო­ტოს ვი­დე­ოს წაშ­ლის მო­თხოვ­ნა, ასე­ვე, მჩაგ­ვრე­ლის დაბ­ლოკ­ვა და და­რე­პორ­ტე­ბა.

ამას­თან, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას აქვს ფუნ­ქცია:

  • თა­ვად გა­და­წყვი­ტოთ, თუ ვის ექ­ნე­ბა თქვე­ნი გვერ­დი­სა და იქ გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნახ­ვის უფ­ლე­ბა;
  • მხო­ლოდ თქვენ­თვის სა­სურ­ველ ადა­მი­ა­ნებს გა­უ­ზი­ა­როთ პოს­ტე­ბი, ფო­ტო­ე­ბი და ა.შ.;
  • ფო­ტო­ზე მო­ნიშ­ვნამ­დე მო­ი­თხო­ვოთ ნე­ბარ­თვა;
  • დაბ­ლო­კოთ არა­სა­სურ­ვე­ლი პირი ან ამო­შა­ლოთ მე­გობ­რე­ბი­დან;
  • მო­ი­თხო­ვოთ არა­სა­სურ­ვე­ლი პოს­ტის, კო­მენ­ტა­რის აღე­ბა;
  • მო­ი­თხო­ვოთ მჩაგ­ვრე­ლის დაბ­ლოკ­ვა და და­რე­პორ­ტე­ბა.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მშობ­ლე­ბის­თვის:

  • აკონ­ტრო­ლეთ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ინ­ტერ­ნეტ აქ­ტი­ვო­ბე­ბი;
  • არას­რულ­წლოვ­ნის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბამ­დე ან აპ­ლი­კა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე გა­ე­ცა­ნით მისი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის პი­რო­ბებს;
  • შე­ა­მოწ­მეთ მათი მო­ნა­ცე­მე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი პა­რა­მეტ­რე­ბი და და­ა­ყე­ნეთ ისი­ნი სა­სურ­ველ დო­ნე­ზე;
  • მი­ე­ცით რჩე­ვე­ბი მათი უსაფრ­თხოდ გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ და გა­ნუ­მარ­ტეთ ინ­ტერ­ნეტ­ში მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­თავ­სე­ბის საფრ­თხე­ე­ბი;
  • გა­აფრ­თხი­ლეთ ბავ­შვე­ბი, არ გა­უ­ზი­ა­რონ პა­რო­ლი მე­სა­მე პი­რებს, (მათ შო­რის, არც ახლო მე­გობ­რებს), წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, და­უ­ყო­ნებ­ლივ შეც­ვა­ლონ იგი;
  • სხვი­სი ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას არ მო­ნიშ­ნონ მომ­ხმა­რებ­ლის/პა­რო­ლის და­მახ­სოვ­რე­ბის ველი;
  • სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ელექტრო­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე ბავ­შვებს და­უ­წე­სოთ ძი­რი­თა­დი ციფ­რუ­ლი წე­სე­ბი, გა­უ­წი­ოთ მეგ­ზუ­რო­ბა სა­სარ­გებ­ლო კონ­ტენ­ტის­კენ, თვა­ლი ადევ­ნოთ მის ეკ­რან­თან გა­ტა­რე­ბულ დრო­სა და და­უ­წე­სოთ (აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის, ვებგ­ვერ­დებ­ზე წვდო­მის და ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში აქ­ტი­ვო­ბე­ბის) შე­ზღუდ­ვე­ბი. მა­გა­ლი­თად:

Android-ის სის­ტე­მის ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­სათ­ვის Google Family Link და Google parental control,

IOS-ის სის­ტე­მის ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­სათ­ვის Guided Access და Parental Control

Windows-ის სის­ტე­მის ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­სათ­ვის:

კი­დევ რა შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ?

რო­გორც აღი­ნიშ­ნა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და სხვა ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მებს, რო­გორც წესი, აქვთ წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბი და სტან­დარ­ტე­ბი, რო­მელ­თა დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, შე­გიძ­ლი­ათ შე­ა­ტყო­ბი­ნოთ ვებგ­ვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ან აპ­ლი­კა­ცი­ის შემ­ქმნე­ლებს და მო­ი­თხო­ვოთ კონ­კრე­ტუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის ან არა­სა­სურ­ვე­ლი გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის (ფო­ტოს, ვი­დე­ოს, ტექ­სტის) დაბ­ლოკ­ვა ან წაშ­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის (Facebook, Instagram) მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მოქ­მე­დებს მთე­ლი რიგი წე­სე­ბი და სტან­დარ­ტე­ბი, რო­მელ­თა დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი იქ­ნე­ბა ამო­ღე­ბუ­ლი.

კი­ბერ­ბუ­ლინ­გი­სა და სხვა ძა­ლა­დო­ბის შემ­ცვე­ლი ქმე­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­სა­ღე­ბი შე­საძ­ლო ზო­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შე­სა­ბა­მი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის/აპ­ლი­კა­ცი­ის მოხ­მა­რე­ბის წე­სებ­ში შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ - ნა­ხეთ დე­ტა­ლუ­რად

ავტორი:

რა არის კიბერბულინგი და როგორ დავიცვათ ბავშვები ონლაინ ჩაგვრისგან - სახელმწიფო ინსპექტორის რეკომენდაციები მშობლებს

რა არის კიბერბულინგი და როგორ დავიცვათ ბავშვები ონლაინ ჩაგვრისგან - სახელმწიფო ინსპექტორის რეკომენდაციები მშობლებს

სოციალური ქსელები, დისტანციური კომუნიკაციის აპლიკაციები, ონლაინ თამაშები თუ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმები თანამედროვე რეალობაში გართობისა და კომუნიკაციის ფართოდ გავრცელებული საშუალებებია. სამწუხაროდ, მათ გამოყენებას გარკვეული საფრთხეებიც ახლავს თან. ერთ-ერთი ასეთი საფრთხეა კიბერბულინგი, რომლის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ინტერნეტ მომხმარებელი აღმოჩნდეს.

კიბერბულინგს ხშირად, ჩვენი ან ჩვენ შესახებ სხვა ადამიანების მიერ გავრცელებული პერსონალური ინფორმაცია იწვევს. ინტერნეტ სივრცეში არაინფორმირებულმა ან/და გაუაზრებელმა ქმედებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მომხმარებლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღებითა და დაცული ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება.

იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვები სულ უფრო მეტად იყენებენ ონლაინ რესურსებს, არასრულწლოვანთა მიერ ინტერნეტის გამოყენების საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. არასრულწლოვნებში ონლაინ პლატფორმების, როგორიცაა Facebook, Instagram, YouTube, TikTok, Snapchat, Whatsapp, პოპულარობა ინტერნეტში მათი პერსონალური მონაცემების დიდი მოცულობით დაგროვებას განაპირობებს.

არასრულწლოვნები, ხშირად, სათანადოდ ვერ აფასებენ ონლაინ აქტივობებთან დაკავშირებულ საფრთხეებს. პერსონალური მონაცემების არასათანადო დაცვა კი ზრდის მონაცემთა არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ინტერნეტის მომხმარებელ არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ასევე, ხელს უწყობს არასრულწლოვანთა შორის კიბერბულინგს.

სწორედ ამიტომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არასრულწლოვანთა მიერ ინტერნეტისა და მოწყობილობების უსაფრთხოდ გამოყენებისათვის რეკომენდაციებს ავრცელებს:

  • რა არის კიბერბულინგი?

როგორც წესი, კიბერბულინგი მოიცავს ონლაინ სივრცეში განხორციელებულ ისეთ ქმედებებს როგორიცაა შევიწროება, შეურაცხყოფა, დამცირება, პერსონალური ინფორმაციის (მაგალითად, არასასურველი ფოტო/ვიდეო მასალის) უნებართვოდ გასაჯაროება ან მისი საშუალებით შანტაჟი/მუქარა, იდენტობის მოპარვა (მაგალითად, სხვისი სახელით სოციალურ ქსელში ანგარიშის შექმნა) და ა.შ. სოციალურ ქსელებში შეხვდებით არაერთ გვერდს და მომხმარებელს, რომლებიც გამიზნულად ამცირებენ, დასცინიან ადამიანებს მათი გარეგნობის, შეხედულების თუ სხვა გარემოებების გამო და ამ მიზნით ასაჯაროებენ ფოტოს, ვიდეოს, პირად მიმოწერას.

რატომ არის კიბერბულინგი განსაკუთრებით საშიში?

ინტერნეტი ხელსაყრელი გარემოა ბულინგისათვის, რადგან:

  • ინტერნეტში აქტივობა დასაშვებია ანონიმურადაც. ამდენად, მჩაგვრელს აქვს თავისი ვინაობის დამალვის საშუალება;
  • ონლაინ სივრცეში მჩაგვრელს არ სჭირდება ფიზიკური ან/და სოციალური ძალაუფლება, რაც როგორც წესი ტრადიციული ბულინგის დროს არის საჭირო;
  • ინტერნეტი ბულინგისთვის იძლევა გაცილებით დიდი მასშტაბს. იგი არ არის შეზღუდული დროით და ფიზიკური კონტაქტით.

კიბერბულინგის შეჩერება გაცილებით რთულია. ინტერნეტ სივრცეში არ არსებობს ღილაკი „წაშლა“, რომელიც გასაჯაროებულ ინფორმაციას სრულად წაშლის. მომხმარებელმა შეიძლება ინანოს ინტერნეტში ინფორმაციის გასაჯაროება და მისი წაშლა გადაწყვიტოს, თუმცა, რამდენიმე წუთში ინფორმაცია შეიძლება უკვე ბევრი ადამიანის მიერ იყოს წაკითხული, გადაწერილი, შენახული და ხელახლა გაზიარებული. ამასთან, მომხმარებელი ვერ აკონტროლებს თუ რას აზიარებენ სხვები ინტერნეტით. ვირტუალურმა მეგობრებმა შეიძლება უნებართვოდ განათავსონ ფოტოები ან სხვადასხვა პირადი ინფორმაცია.

გარდა ამისა, შეზღუდულია არასასურველი შინაარსის ტექსტებისა თუ ფოტო-ვიდეო მასალის აღება და წაშლა როგორც თავად მომხმარებლებისთვის, ასევე სახელმწიფო ორგანოებისთვის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით, პირადი მიზნებით ფიზიკური პირების სოციალურ ქსელებში აქტივობა შეზღუდული არ არის. შესაბამისად, ისინი არ ექვემდებარებიან პასუხისმგებლობას სხვისი პერსონალური მონაცემების ნებართვის გარეშე გამჟღავნების გამო.

როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისაგან?

რეკომენდაციები ბავშვებისთვის

  • დაიცავით თქვენი ელექტრონული მოწყობილობები როგორც ფიზიკურად, ისე პაროლით, რათა სხვამ ვერ შეძლოს მისი გამოყენება და თქვენი სახელით მოქმედება;
  • დააყენეთ და გამოიყენეთ, უფასო ან ფასიანი ანტივირუსული პროგრამები, პერსონალური და პორტატული კომპიუტერების ვირუსებისგან თავის დაცვისათვის (მაგალითად, bitdefender Antivirus, Symantec End-user Endpoint Security, Avast Antivirus, McAfee Endpoint Security, Avira Free Security);
  • ნურავის გაუზიარებთ პაროლს, თუნდაც თქვენს უახლოეს მეგობრებს. თუ მაინც გაუზიარებთ, დაუყონებლივ შეცვალეთ იგი;
  • გახსენით მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული ელექტრონული გზავნილები და მათი თანდართული ფაილები. არ გადახვიდეთ გაურკვეველი წარმომავლობის ბმულებზე;
  • სხვისი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებისას, არ მონიშნოთ მომხმარებლის/პაროლის დამახსოვრების ველი;
  • გამოიყენეთ რთული, მრავალფეროვანი სიმბოლოების კომბინაციისგან შემდგარი პაროლი. მაგალითად, პაროლი უნდა შეიცავდეს ციფრებს, დიდ და პატარა ასოებს, რათა ვერ მოხდეს მისი ადვილად გამოცნობა და გატეხვა;
  • პაროლის შედგენისას არ გამოიყენოთ თქვენი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ვინაიდან ასეთი მონაცემები ადვილად გამოსაცნობია;
  • პერიოდულად შეცვალეთ გამოყენებული პაროლი;
  • ეცადეთ არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა პლატფორმაზე დარეგისტრირებისას;
  • ონლაინ პლატფორმის გამოყენებამდე გაეცანით მონაცემთა დამუშავების წესებს, რომლებიც, როგორც წესი, მოცემულია კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტში;
  • დარწმუნდით, რომ მონიშნული გაქვთ კონფიდენციალობის სასურველი პარამეტრები;
  • სოციალურ ქსელში დაიმატეთ მხოლოდ ის პირები, ვისაც იცნობთ;
  • კარგად დაფიქრდით სურათებისა და ვიდეოების ინტერნეტში გასაჯაროებამდე;
  • ნუ გამოაქვეყნებთ სხვა ადამიანზე ინფორმაციას სოციალურ ქსელში, თუ ის ამაზე თანახმა არაა ან არ იცის ამის შესახებ;
  • გაეცანით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება არასასურველი შინაარსის მქონე ტექსტის, ფოტოს ვიდეოს წაშლის მოთხოვნა, ასევე, მჩაგვრელის დაბლოკვა და დარეპორტება.

ამასთან, სოციალური ქსელების უმრავლესობას აქვს ფუნქცია:

  • თავად გადაწყვიტოთ, თუ ვის ექნება თქვენი გვერდისა და იქ განთავსებული ინფორმაციის ნახვის უფლება;
  • მხოლოდ თქვენთვის სასურველ ადამიანებს გაუზიაროთ პოსტები, ფოტოები და ა.შ.;
  • ფოტოზე მონიშვნამდე მოითხოვოთ ნებართვა;
  • დაბლოკოთ არასასურველი პირი ან ამოშალოთ მეგობრებიდან;
  • მოითხოვოთ არასასურველი პოსტის, კომენტარის აღება;
  • მოითხოვოთ მჩაგვრელის დაბლოკვა და დარეპორტება.

რეკომენდაციები მშობლებისთვის:

  • აკონტროლეთ არასრულწლოვნების ინტერნეტ აქტივობები;
  • არასრულწლოვნის სოციალურ ქსელში დარეგისტრირებამდე ან აპლიკაციის გამოყენებამდე გაეცანით მისი კონფიდენციალობის პირობებს;
  • შეამოწმეთ მათი მონაცემების უსაფრთხოების პირველადი პარამეტრები და დააყენეთ ისინი სასურველ დონეზე;
  • მიეცით რჩევები მათი უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ და განუმარტეთ ინტერნეტში მათ შესახებ ინფორმაციის განთავსების საფრთხეები;
  • გააფრთხილეთ ბავშვები, არ გაუზიარონ პაროლი მესამე პირებს, (მათ შორის, არც ახლო მეგობრებს), წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყონებლივ შეცვალონ იგი;
  • სხვისი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებისას არ მონიშნონ მომხმარებლის/პაროლის დამახსოვრების ველი;
  • სპეციალური პროგრამების გამოყენებით შესაძლებელია ელექტრონულ მოწყობილობებზე ბავშვებს დაუწესოთ ძირითადი ციფრული წესები, გაუწიოთ მეგზურობა სასარგებლო კონტენტისკენ, თვალი ადევნოთ მის ეკრანთან გატარებულ დროსა და დაუწესოთ (აპლიკაციების გამოყენების, ვებგვერდებზე წვდომის და ინტერნეტ სივრცეში აქტივობების) შეზღუდვები. მაგალითად:

Android-ის სისტემის ელექტრონული მოწყობილობებისათვის Google Family Link და Google parental control,

IOS-ის სისტემის ელექტრონული მოწყობილობებისათვის Guided Access და Parental Control

Windows-ის სისტემის ელექტრონული მოწყობილობებისათვის:

კიდევ რა შეგიძლიათ გააკეთოთ?

როგორც აღინიშნა, სოციალურ ქსელებსა და სხვა ონლაინ პლატფორმებს, როგორც წესი, აქვთ წინასწარ განსაზღვრული წესები და სტანდარტები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ შეატყობინოთ ვებგვერდის ადმინისტრაციას ან აპლიკაციის შემქმნელებს და მოითხოვოთ კონკრეტული მომხმარებლის ან არასასურველი გაზიარებული ინფორმაციის (ფოტოს, ვიდეოს, ტექსტის) დაბლოკვა ან წაშლა.

საქართველოში პოპულარული სოციალური ქსელების (Facebook, Instagram) მოხმარების წესებიდან ირკვევა, რომ სოციალურ ქსელში მოქმედებს მთელი რიგი წესები და სტანდარტები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში, ისინი იქნება ამოღებული.

კიბერბულინგისა და სხვა ძალადობის შემცველი ქმედების საწინააღმდეგოდ მისაღები შესაძლო ზომების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი სოციალური ქსელის/აპლიკაციის მოხმარების წესებში შეგიძლიათ გაეცნოთ - ნახეთ დეტალურად

"პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"დაბინძურებულ წყალში თვეში 100-150 ლარის გადახდა გვიწევს" - ხმაური და დაპირისპირება ლაგოდეხში

ძლიერი სეტყვა ფონიჭალაში - ფოტოები ადგილიდან