საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ემიგრანტი ქალი ორმაგი მოქალაქეობით, რომელიც თექის 3D ნამუშევრებს ქმნის - "ამერიკაში ცხოვრება გამიჭირდა, სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში"
ქართველი ემიგრანტი ქალი ორმაგი მოქალაქეობით, რომელიც თექის 3D ნამუშევრებს ქმნის - "ამერიკაში ცხოვრება გამიჭირდა, სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში"

ლალი ხა­რე­ბა­ვას თე­ქა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და უცხო ნა­მუ­შევ­რე­ბი აქვს, სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი, რომ­ლებ­საც ამე­რი­კა­ში ქმნის. ისი­ნი მნახ­ველს უყუ­რა­დღე­ბოდ არ რჩე­ბა. ქალ­ბა­ტო­ნი ლალი 22-ე წე­ლია, უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს და სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბის გარ­და, იქ სა­ინ­ტე­რე­სო გზაც აქვს გავ­ლი­ლი. თუ რო­დის და რო­გორ მოხ­ვდა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ამას თა­ვად გვი­ამ­ბობს:

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლომ და მის­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ რო­გო­რი მძი­მე პე­რი­ო­დი გა­მო­ი­ა­რა. მათ შო­რის, მხატ­ვრებს რო­გორ უჭირ­დათ (თუმ­ცა არც ახ­ლაა დალ­ხე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა) და ყვე­ლა უცხო­ეთ­ში წას­ვლას ცდი­ლობ­და, მათ შო­რის, მეც. ამე­რი­კა­ში წა­მოს­ვლის შან­სი 1998 წელს მო­მე­ცა. თა­ვი­დან მე და ჩემს ჯგუ­ფელ­სა და ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარს, ფატი ხვე­დე­ლი­ძეს ევ­რო­პა­ში წას­ვლა გვინ­დო­და, მაგ­რამ შემ­დეგ ამე­რი­კა გა­დავ­წყვი­ტეთ და გა­მოგ­ვი­ვი­და. კონ­სულ­მა ვიზა უპ­რობ­ლე­მოდ მოგ­ვცა. მი­ზე­ზი კი, 1989 წელს ამე­რი­კა­ში გა­მო­ფე­ნი­ლი ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი აღ­მოჩ­ნდა, იქ აღე­ბულ­მა ჩემ­მა სი­გელ­მა დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. ამე­რი­კა­ში წას­ვლის წინ ჩვე­ნი მი­ზა­ნი და სურ­ვი­ლი მო­მა­ვალ­ში გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა იყო.

ამე­რი­კა­ში ჩა­მოს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე ხან­ში ერთ პა­ტა­რა ჯგუ­ფურ გა­მო­ფე­ნა­შიც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ბროდ­ვე­ი­ზე მო­ე­წყო... მერე იყო შრო­მა და მუ­შა­ო­ბა თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად... აქ ყვე­ლა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია. უფ­ლის და სა­კუ­თა­რი თა­ვის უნდა გჯე­რო­დეს, სხვა მხრივ, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლი არ არის. ყვე­ლა­ფერს და­მო­უ­კი­დებ­ლად და ნუ­ლი­დან იწყებ. ადაპ­ტა­ცია ძნე­ლია, რაც უნდა ლა­ღად იგ­რძნო თავი, მა­ინც ემიგ­რან­ტი ხარ. დიდი გან­სხვა­ვე­ბაა ამ­ხე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს და ჩვენ პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს შო­რის, მაგ­რამ არ და­ვი­კარ­გე... ბევ­რჯერ გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ სირ­თუ­ლე­ე­ბი მა­ინც გა­დავ­ლა­ხე, დავძლიე. უამ­რა­ვი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი შე­ვი­ძი­ნე. მათი გვერ­დით დგო­მა მაძ­ლი­ე­რებს (ღმერ­თმა კარ­გად მიმ­ყო­ფოს ყვე­ლა). ვიწ­ვა­ლე, სიკ­ვდილ­საც ჩავ­ხე­დე თვა­ლებ­ში, შევ­ძე­ლი და მა­ინც უფ­ლის წყა­ლო­ბით, აქამ­დე მო­ვე­დი.

დღეს უკვე ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ვარ, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეც, ანუ ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მაქვს. ფეს­ვე­ბი, სუ­ლის ყი­ვი­ლი, ბავ­შვო­ბა ჩემ­შია, რა ვქნა, მიყ­ვარს და ეს სიყ­ვა­რუ­ლი მაძ­ლე­ბი­ნებს... 22-ე წე­ლია, რაც ამ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ“.

ლალი ხა­რე­ბა­ვა და­ი­ბა­და თბი­ლის­ში, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ ოჯახ­ში, და­ამ­თავ­რა 167-ე სკო­ლა, თო­ი­ძის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბე­ლი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის გან­ხრით, შემ­დეგ თბი­ლი­სის კულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტი ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ექ­სპერტ-მე­ნე­ჯე­რის ფა­კულ­ტე­ტი. პა­რა­ლე­ლუ­რად, გივი ყან­და­რე­ლის ჯგუფ­ში სწავ­ლობ­და. მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ფე­ნა­ცაა - 1988 წელს საფ­რან­გე­თი, ლი­ო­ნი, 1989 წელს - ნიუ-იორ­კი, 1997 წელს - თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ-ქარ­ვას­ლა, 2000 წელს - ნიუ-იორ­კი, ბროდ­ვეი (ჯგუ­ფუ­რი გა­მო­ფე­ნა), 2018 წელს - „არ­ტექ­სპოს“ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზი, 2019 წელს - ჯორჯ ბი­ლის გა­ლე­რეა.

„ასე რომ, ამე­რი­კამ მიგ­ვი­ღო, შეგ­ვიყ­ვა­რა და ცხოვ­რე­ბა­ში აქ ყოფ­ნით, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე... ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 5-ჯერ ვი­ყა­ვი. შეც­ვლი­ლი დამ­ხვდა, მაგ­რამ ჩემი სამ­შობ­ლო დამ­შვი­დე­ბუ­ლი მა­ინც ვერ და­ვი­ნა­ხე. ისე, აქა­უ­რო­ბას კი შე­მოვ­ჩით, მაგ­რამ სამ­შობ­ლო ყვე­ლას გვე­ნატ­რე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი არ ნელ­დე­ბა“ - გვე­უბ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ლალი, რო­მე­ლიც დღეს ამე­რი­კე­ლებ­თან კომ­პა­ნი­ო­ნად მუ­შა­ობს, პა­რა­ლე­ლუ­რად თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფერს ფი­ნან­სე­ბი სჭირ­დე­ბა - ნა­მუ­შევ­რე­ბის­თვის მა­სა­ლის შე­ძე­ნას და აქ ცხოვ­რე­ბა­საც. „ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რია. ეს წუ­წუ­ნი არ არის, რე­ა­ლო­ბაა. უამ­რა­ვი გა­და­სა­ხა­დია, რა­საც ვერ გა­ექ­ცე­ვი“, - დას­ძენს რეს­პონ­დენ­ტი.

ლალი ხა­რე­ბა­ვა ძი­რი­თა­დად შა­ლით, გო­ბე­ლენ­ში და თე­ქა­ზე მუ­შა­ობს. თე­ქის­თვის ფე­რად მა­ტყლს იყე­ნებს. „სამ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში უფრო ეფექ­ტი­ა­ნია ნა­მუ­შევ­რე­ბის შექ­მნა, - ეს მნახ­ვე­ლის გა­ო­ცე­ბა­საც იწ­ვევს. თა­ვი­დან, ვქმნი ცალ­კე­ულ დე­ტალს და მერე ვა­წყობ. ბოლო 4 წე­ლია, რაც ჩემი პრო­ფე­სი­ით ავ­მუ­შავ­დი. 2018 წელს "არ­ტექ­სპო­ში" მქონ­და თე­ქის 4 პანო წარ­დგე­ნი­ლი. მო­ი­წო­ნეს.

გა­ვი­ტა­ნე - „გვი­რი­ლე­ბი“, „მზე­სუმ­ზი­რე­ბი“, „თეთ­რი ლი­ლი­ე­ბი“ და „ფე­რა­დი ლი­ლი­ე­ბის“ ნა­ტურ­მორ­ტე­ბი. ია­ფად ვერ გა­ვი­მე­ტე, საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა.

აქ უბ­რა­ლოდ, უნდა გა­გი­მარ­თლოს, რომ კარ­გი შემ­ფა­სე­ბე­ლი ნახო, რაც ძნე­ლია. ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს ერ­თე­უ­ლე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, იყი­დე­ბა პრინ­ტი, რაც ია­ფია და ად­ვი­ლად საღ­დე­ბა. თუ გა­გი­მარ­თლებს (იმე­დია, ერთ დღეს მეც გა­მი­მარ­თლებს), აი, მა­შინ დავ­ფას­დე­ბი. ვცდი­ლობ, დი­ნე­ბას არ ჩა­მოვ­რჩე. გა­მარ­თლე­ბის მჯე­რა, იმე­დი მაქვს მო­მავ­ლის. ყვე­ლას ჰყავს თა­ვი­სი შემ­ფა­სე­ბე­ლი“ - აღ­ნიშ­ნავს ლალი ხა­რე­ბა­ვა, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში არ­სე­ბულ ამე­რი­კა­ზეც გვე­ლა­პა­რა­კე­ბა.

„ამ­ჟა­მად კად­რი­ვით გა­ჩერ­და მსოფ­ლიო. ჯერ კი­დევ პან­დე­მია მძვინ­ვა­რებს, ხალ­ხს სუნ­თქვა შე­ეკ­რა, შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ნიუ-იორ­კი და­ძა­ბუ­ლია, დის­ტან­ცი­ას იცავს ყვე­ლა, მა­ინც ფრთხი­ლო­ბენ. ჩვენ რო­გორც ყვე­ლა, უფ­ლის ლოც­ვით მივ­ყვე­ბით ცხოვ­რე­ბის რიტმს (შე­ნე­ლე­ბუ­ლად). შრო­მა­ში გა­დის დღე­ე­ბი“.

- ოჯახ­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- მყავს ოჯა­ხი, ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე (მო­ქან­და­კე) და ერთი ვაჟი - ლუკა გო­გუ­ა­ძე 10 წლის. ოჯა­ხი აქ შევ­ქმე­ნით. ვცო­ცხლობთ შვი­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბით. შრო­მობს, რო­გორც შე­უძ­ლია. მე­ხუ­თე წე­ლია, და­დის ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე და უკვე რამ­დენ­ჯერ­მე მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამე­რი­კის ბავ­შვთა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლებ­ში. ჯერ კი­დევ 6 წლის ასაკ­ში (მ. ებ­რა­ლი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით) და­უკ­რა ორ­კესტრის თან­ხლე­ბით. მერე იყო კარ­ნე­გი-ჰოლი. შემ­დგომ ოპე­რის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი. წელს მარ­ტში და­უკ­რა კარ­ნე­გი-ჰოლ­ში (ხელ­მძღვა­ნე­ლი ტან­კე­ლე­ვი­ჩი). ჩვე­ნი სურ­ვი­ლი უბ­რა­ლოდ მუ­სი­კის შეს­წავ­ლა იყო, თუმ­ცა ეს საქ­მე კარ­გად გა­მოს­დის, ნიჭი უდა­ვოდ აქვს და მო­მა­ვალ­ში პრო­ფე­სი­ას თვი­თონ აირ­ჩევს. მშობ­ლე­ბი მხო­ლოდ ვცდი­ლობთ, ხელი შე­ვუ­წყოთ მის გა­ნათ­ლე­ბას. აი, ეს არის სულ, რისი თქმაც შე­მიძ­ლია ჩემ­ზე და ჩვენს ოჯახ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი გრიგოლია
0

უნიჭიერესი, კეთილშობილი და უაღრესად მშრომელი-თავდადებული ადამიანი, რომელიც ასახელებს თავის სამშობლოს, ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ბევრი სასიკეთო საქმეები შეგაძლებინოთ და უმეტესად სამშობლოში გამყოფოთ...

წარმატებებს გისურვებთ თქვენს შემოქმედებაში, მთელ შემოქმედებით ოჯახს :)

Lali kharebava
0

მადლობა ყველას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ქართველი ემიგრანტი ქალი ორმაგი მოქალაქეობით, რომელიც თექის 3D ნამუშევრებს ქმნის - "ამერიკაში ცხოვრება გამიჭირდა, სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში"

ქართველი ემიგრანტი ქალი ორმაგი მოქალაქეობით, რომელიც თექის 3D ნამუშევრებს ქმნის - "ამერიკაში ცხოვრება გამიჭირდა, სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში"

ლალი ხარებავას თექაზე საინტერესო და უცხო ნამუშევრები აქვს, სამგანზომილებიანი, რომლებსაც ამერიკაში ქმნის. ისინი მნახველს უყურადღებოდ არ რჩება. ქალბატონი ლალი 22-ე წელია, უცხოეთში ცხოვრობს და საინტერესო ნამუშევრების გარდა, იქ საინტერესო გზაც აქვს გავლილი. თუ როდის და როგორ მოხვდა შეერთებულ შტატებში, ამას თავად გვიამბობს:

„მოგეხსენებათ, საქართველომ და მისმა მოსახლეობამ როგორი მძიმე პერიოდი გამოიარა. მათ შორის, მხატვრებს როგორ უჭირდათ (თუმცა არც ახლაა დალხენილი ცხოვრება) და ყველა უცხოეთში წასვლას ცდილობდა, მათ შორის, მეც. ამერიკაში წამოსვლის შანსი 1998 წელს მომეცა. თავიდან მე და ჩემს ჯგუფელსა და ბავშვობის მეგობარს, ფატი ხვედელიძეს ევროპაში წასვლა გვინდოდა, მაგრამ შემდეგ ამერიკა გადავწყვიტეთ და გამოგვივიდა. კონსულმა ვიზა უპრობლემოდ მოგვცა. მიზეზი კი, 1989 წელს ამერიკაში გამოფენილი ჩემი ნამუშევრები აღმოჩნდა, იქ აღებულმა ჩემმა სიგელმა დიდი ყურადღება მიიქცია. ამერიკაში წასვლის წინ ჩვენი მიზანი და სურვილი მომავალში გამოფენებში მონაწილეობის მიღება იყო.

ამერიკაში ჩამოსვლიდან რამდენიმე ხანში ერთ პატარა ჯგუფურ გამოფენაშიც მივიღე მონაწილეობა, რომელიც ბროდვეიზე მოეწყო... მერე იყო შრომა და მუშაობა თავის გადასარჩენად... აქ ყველა დამოუკიდებელია. უფლის და საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს, სხვა მხრივ, ამერიკაში ცხოვრება ადვილი არ არის. ყველაფერს დამოუკიდებლად და ნულიდან იწყებ. ადაპტაცია ძნელია, რაც უნდა ლაღად იგრძნო თავი, მაინც ემიგრანტი ხარ. დიდი განსხვავებაა ამხელა სახელმწიფოს და ჩვენ პატარა საქართველოს წეს-ჩვეულებებს შორის, მაგრამ არ დავიკარგე... ბევრჯერ გამიჭირდა, მაგრამ სირთულეები მაინც გადავლახე, დავძლიე. უამრავი კეთილი ადამიანი შევიძინე. მათი გვერდით დგომა მაძლიერებს (ღმერთმა კარგად მიმყოფოს ყველა). ვიწვალე, სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში, შევძელი და მაინც უფლის წყალობით, აქამდე მოვედი.

დღეს უკვე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, თუმცა საქართველოს მოქალაქეც, ანუ ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. ფესვები, სულის ყივილი, ბავშვობა ჩემშია, რა ვქნა, მიყვარს და ეს სიყვარული მაძლებინებს... 22-ე წელია, რაც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ“.

ლალი ხარებავა დაიბადა თბილისში, როგორც თვითონ ამბობს, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში, დაამთავრა 167-ე სკოლა, თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, დეკორატიული ქსოვილების განხრით, შემდეგ თბილისის კულტურის ინსტიტუტი ხელოვნებათმცოდნე ექსპერტ-მენეჯერის ფაკულტეტი. პარალელურად, გივი ყანდარელის ჯგუფში სწავლობდა. მის ბიოგრაფიაში რამდენიმე საინტერესო გამოფენაცაა - 1988 წელს საფრანგეთი, ლიონი, 1989 წელს - ნიუ-იორკი, 1997 წელს - თბილისის სახელმწიფო მუზეუმ-ქარვასლა, 2000 წელს - ნიუ-იორკი, ბროდვეი (ჯგუფური გამოფენა), 2018 წელს - „არტექსპოს“ საგამოფენო დარბაზი, 2019 წელს - ჯორჯ ბილის გალერეა.

„ასე რომ, ამერიკამ მიგვიღო, შეგვიყვარა და ცხოვრებაში აქ ყოფნით, დიდი გამოცდილება მივიღე... ამ ხნის განმავლობაში საქართველოში 5-ჯერ ვიყავი. შეცვლილი დამხვდა, მაგრამ ჩემი სამშობლო დამშვიდებული მაინც ვერ დავინახე. ისე, აქაურობას კი შემოვჩით, მაგრამ სამშობლო ყველას გვენატრება, სიყვარული არ ნელდება“ - გვეუბნება ქალბატონი ლალი, რომელიც დღეს ამერიკელებთან კომპანიონად მუშაობს, პარალელურად თავისი პროფესიითაა დაკავებული. ამბობს, რომ ყველაფერს ფინანსები სჭირდება - ნამუშევრებისთვის მასალის შეძენას და აქ ცხოვრებასაც. „ამერიკაში ცხოვრება ძალიან ძვირია. ეს წუწუნი არ არის, რეალობაა. უამრავი გადასახადია, რასაც ვერ გაექცევი“, - დასძენს რესპონდენტი.

ლალი ხარებავა ძირითადად შალით, გობელენში და თექაზე მუშაობს. თექისთვის ფერად მატყლს იყენებს. „სამ განზომილებაში უფრო ეფექტიანია ნამუშევრების შექმნა, - ეს მნახველის გაოცებასაც იწვევს. თავიდან, ვქმნი ცალკეულ დეტალს და მერე ვაწყობ. ბოლო 4 წელია, რაც ჩემი პროფესიით ავმუშავდი. 2018 წელს "არტექსპოში" მქონდა თექის 4 პანო წარდგენილი. მოიწონეს.

გავიტანე - „გვირილები“, „მზესუმზირები“, „თეთრი ლილიები“ და „ფერადი ლილიების“ ნატურმორტები. იაფად ვერ გავიმეტე, საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

აქ უბრალოდ, უნდა გაგიმართლოს, რომ კარგი შემფასებელი ნახო, რაც ძნელია. ხელოვნების ნიმუშებს ერთეულები ყიდულობენ. ხშირ შემთხვევაში, იყიდება პრინტი, რაც იაფია და ადვილად საღდება. თუ გაგიმართლებს (იმედია, ერთ დღეს მეც გამიმართლებს), აი, მაშინ დავფასდები. ვცდილობ, დინებას არ ჩამოვრჩე. გამართლების მჯერა, იმედი მაქვს მომავლის. ყველას ჰყავს თავისი შემფასებელი“ - აღნიშნავს ლალი ხარებავა, რომელიც პანდემიის პირობებში არსებულ ამერიკაზეც გველაპარაკება.

„ამჟამად კადრივით გაჩერდა მსოფლიო. ჯერ კიდევ პანდემია მძვინვარებს, ხალხს სუნთქვა შეეკრა, შეშინებულები არიან. ნიუ-იორკი დაძაბულია, დისტანციას იცავს ყველა, მაინც ფრთხილობენ. ჩვენ როგორც ყველა, უფლის ლოცვით მივყვებით ცხოვრების რიტმს (შენელებულად). შრომაში გადის დღეები“.

- ოჯახზეც გვიამბეთ.

- მყავს ოჯახი, ქართველი მეუღლე (მოქანდაკე) და ერთი ვაჟი - ლუკა გოგუაძე 10 წლის. ოჯახი აქ შევქმენით. ვცოცხლობთ შვილის ბედნიერებით. შრომობს, როგორც შეუძლია. მეხუთე წელია, დადის ფორტეპიანოზე და უკვე რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა ამერიკის ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალებში. ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში (მ. ებრალიძის ხელმძღვანელობით) დაუკრა ორკესტრის თანხლებით. მერე იყო კარნეგი-ჰოლი. შემდგომ ოპერის საკონცერტო დარბაზი. წელს მარტში დაუკრა კარნეგი-ჰოლში (ხელმძღვანელი ტანკელევიჩი). ჩვენი სურვილი უბრალოდ მუსიკის შესწავლა იყო, თუმცა ეს საქმე კარგად გამოსდის, ნიჭი უდავოდ აქვს და მომავალში პროფესიას თვითონ აირჩევს. მშობლები მხოლოდ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მის განათლებას. აი, ეს არის სულ, რისი თქმაც შემიძლია ჩემზე და ჩვენს ოჯახზე.