სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

10

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 13:18-ზე, მთვარე ტყუპში იქნება 06:07-დან თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა. არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ. არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელა იაკობაშვილი - სპორტული ცენტრის მდივნობიდან რუსეთის გავლენიანი ოლიგარქის ცოლობამდე
ელა იაკობაშვილი - სპორტული ცენტრის მდივნობიდან რუსეთის გავლენიანი ოლიგარქის ცოლობამდე

რამ­დე­ნი­მე წლის წინ რუ­სულ­მა Forbes-მა 10 ყვე­ლა­ზე მდი­დარ ქალ ბიზ­ნეს­მენს შო­რის, ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რის და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეც და­ა­სა­ხე­ლა.

ელა (ელა­და) ია­კო­ბაშ­ვი­ლი მდი­და­რი რუ­სე­ბის სი­ა­ში, 102-ე ად­გილ­ზეა. რძის, წვე­ნე­ბი­სა და სას­მე­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ის Вимм-Билль-Данн-ის ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნებ­ლის ცოლი, ებ­რა­ელ­თა მსოფ­ლიო კონ­გრე­სის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის გავ­რი­ლა იუშ­ვა­ე­ვას ახლო ნა­თე­სა­ვია და საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს.

finanz.ru-ს ცნო­ბით, 1988 წელს, ია­კო­ბაშ­ვილ­მა, პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად მოს­კოვ­ში, პირ­ვე­ლი საბ­ჭო­თა კო­ო­პე­რა­ტი­ვი, გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი სი­ლა­მა­ზის ცენ­ტრი Женьшен-ი და კომ­პა­ნია Тринити და­ა­ფუძნა, სა­დაც მდივ­ნის პო­ზი­ცი­ა­ზე სა­მუ­შა­ოდ მი­ვი­და ელა. წყვილ­მა 1991 წელს იქორ­წი­ნა და მათ ერთი ვაჟი, მი­ხა­ი­ლი ჰყავთ.

მამა-შვი­ლი ია­კო­ბაშ­ვი­ლე­ბი

2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა 1 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.

"ჩემი ცოლი საფ­რან­გეთ­შია. მას­თან, ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე, დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში მივფრი­ნავ. მომ­წონს გზა­ში ცხოვ­რე­ბა... ამას­თან, ევ­რო­პა­ში ჩემი ბიზ­ნე­სე­ბიც მაქვს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სფე­რო­ში.

ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან - ასე ცალ-ცალ­კე ცხოვ­რე­ბის გამო, მარ­ტო­ო­ბას ვგრძნობ თუ არა. პა­სუ­ხია არა - რად­გან ჩვენ მუდ­მი­ვად გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კა გვაძ­ლევს. 20 წე­ლია შე­ვეჩ­ვიე ასეთ ცხოვ­რე­ბას. მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ოფის­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, შინ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ათს ვა­ტა­რებ, ძი­რი­თა­დად, და­სა­ძი­ნებ­ლად მივ­დი­ვარ. ვიღ­ვი­ძებ და ისევ სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ვარ, საქ­მე - ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია" - ყვე­ბა და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი ჟურ­ნალ Итоги-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­ხა­ილ ია­კო­ბაშ­ვი­ლი

რაც შე­ე­ხე­ბა შვილს, რუ­სულ მე­დი­ა­ში მის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რი იწე­რე­ბა, გარ­და იმი­სა, რომ 29 წლის მი­ხა­ი­ლი Аква инвест-ის სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნესს უძღვე­ბა. ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უს დროს, როცა მი­ლი­არ­დერს ჰკი­თხეს, სად სწავ­ლობს მისი ერ­თა­დერ­თი ვაჟი, უფ­როს­მა ია­კო­ბაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: "ცხოვ­რე­ბა სა­უ­კე­თე­სო სას­წავ­ლე­ბე­ლია..."

ერთ-ერთი რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა წერს, რომ რუ­სულ ბიზ­ნეს­ში სულ რამ­დე­ნი­მე, თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი ოლი­გარ­ქია, რომ­ლებ­მაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხი შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს, რაც უდა­ოდ მათი ცო­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის. წე­რენ იმა­საც, რომ ელა ია­კო­ბაშ­ვი­ლი თა­ვის წარ­სულ­ზე სა­უბ­რი­სას, ახ­ლობ­ლებ­თა­ნაც კი ყო­ველ­თვის ფრთხი­ლობს და თით­ქმის არა­ფერს ჰყვე­ბა.

"ელა­და არც და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რობს. რუ­სუ­ლი მე­დი­ა­ში კი ადრე, წლე­ბის წინ, მხო­ლოდ მა­შინ ჩნდე­ბო­და, რო­დე­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლი ეტი­კე­ტის თა­ნახ­მად, მი­ღე­ბებ­ზე მე­უღ­ლეს დაყ­ვე­ბო­და" - წერს მი­ლი­არ­დე­რის ცოლ­ზე რუ­სუ­ლი მე­დია.

ბოლო ხა­ნებ­ში, ია­კო­ბაშ­ვი­ლის მი­მართ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა და მიდ­გო­მე­ბი შე­იც­ვა­ლა. "რუ­სე­თი­დან ებ­რა­ე­ლი ოლი­გარ­ქე­ბი გარ­ბი­ან" - წერს zavtra.ruდა მა­გა­ლი­თად და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა მოჰ­ყავს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად შვე­დე­თის მო­ქა­ლა­ქეა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მან თან­და­თან შე­ამ­ცი­რა რუ­სეთ­ში ბიზ­ნე­სე­ბი და მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­ზე გა­და­ერ­თო, ან სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­და­ი­ტა­ნა.

2019 წელს ბიზ­ნეს­მენ­მა BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა, რა­ტომ არ სურს რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ამის მი­ზე­ზი, ФСБ-ეს მიერ ბიზ­ნეს­მე­ნის მუ­ზე­უმ­ში - "Собрание"-ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კა გახ­და. ია­კო­ბაშ­ვი­ლის თქმით, არ დაბ­რუნ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მსგავ­სი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქმე­დე­ბე­ბი ხდე­ბა.

ია­კო­ბაშ­ვილ­მა გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლი­სის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მა­მა­მი­სი, "ცე­ხა­ვი­კე­ბის" საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და, შემ­დეგ კი, ჩეჩ­ნეთ­ში გა­და­იხ­ვე­წა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, რუ­სეთ­ში მან ბიზ­ნე­სი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად და­ი­წყო.

ბოლო წლებ­ში არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში, თუმ­ცა, ბიზ­ნე­სის კვალ­დაკ­ვალ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტის მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნოს წევ­რი გახ­და, არის რუ­სულ-ამე­რი­კუ­ლი ბიზ­ნეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი, ორ­გა­ნი­ზა­ცია „რუსბ­რენდ“-ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. აგ­რეთ­ვე არის, და­ვოს­ში მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მი­სა და ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს წევ­რი.

და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის ცნო­ბი­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი­ცაა. რუ­სუ­ლი Forbes-ს ცნო­ბით, მოს­კო­ვის ცენ­ტრში ან­ტიკ­ვა­რუ­ლი სა­ა­თე­ბის და მე­ქა­ნი­კუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის მუ­ზე­უ­მის "Собрание"-ს გახ­სნა ბინ­ზეს­მენს 600 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­უჯ­და 2018 წელს. ცნო­ბი­ლია, რომ ია­კო­ბაშ­ვი­ლი მე­ქა­ნი­კუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის, სა­ა­თე­ბი­სა და ზარ­დახ­შე­ბის, რუ­სუ­ლი ბრინ­ჯა­ოს ნა­კე­თო­ბე­ბის, მხატ­ვრუ­ლი ვერ­ცხლის, რუ­სუ­ლი და და­სავ­ლეთ-ევ­რო­პუ­ლი ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის შეგ­რო­ვე­ბით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
5

და ვინ არის ჩვენი ქვეყნისთვის თუ რამეს წაგლიჯავენ თორემ გაკეთებული არაფერი გვინახია

 

ზურაბ
4

ქართველი ბიზნესმენების უმეტესობა არაა ქართველი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
ავტორი:

ელა იაკობაშვილი - სპორტული ცენტრის მდივნობიდან რუსეთის გავლენიანი ოლიგარქის ცოლობამდე

ელა იაკობაშვილი - სპორტული ცენტრის მდივნობიდან რუსეთის გავლენიანი ოლიგარქის ცოლობამდე

რამდენიმე წლის წინ რუსულმა Forbes-მა 10 ყველაზე მდიდარ ქალ ბიზნესმენს შორის, ქართველი მილიარდერის დავით იაკობაშვილის მეუღლეც დაასახელა.

ელა (ელადა) იაკობაშვილი მდიდარი რუსების სიაში, 102-ე ადგილზეა. რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის Вимм-Билль-Данн-ის ერთ-ერთ დამფუძნებლის ცოლი, ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის გავრილა იუშვაევას ახლო ნათესავია და საფრანგეთში ცხოვრობს.

finanz.ru-ს ცნობით, 1988 წელს, იაკობაშვილმა, პარტნიორებთან ერთად მოსკოვში, პირველი საბჭოთა კოოპერატივი, გამაჯანსაღებელი სილამაზის ცენტრი Женьшен-ი და კომპანია Тринити დააფუძნა, სადაც მდივნის პოზიციაზე სამუშაოდ მივიდა ელა. წყვილმა 1991 წელს იქორწინა და მათ ერთი ვაჟი, მიხაილი ჰყავთ.

მამა-შვილი იაკობაშვილები

2019 წლის მონაცემებით, დავით იაკობაშვილის ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

"ჩემი ცოლი საფრანგეთშია. მასთან, ყველა შესაძლებლობისთანავე, დასვენების დღეებში მივფრინავ. მომწონს გზაში ცხოვრება... ამასთან, ევროპაში ჩემი ბიზნესებიც მაქვს უძრავი ქონების სფეროში.

ხშირად მეკითხებიან - ასე ცალ-ცალკე ცხოვრების გამო, მარტოობას ვგრძნობ თუ არა. პასუხია არა - რადგან ჩვენ მუდმივად გვაქვს ურთიერთობა, ამის საშუალებას თანამედროვე ტექნიკა გვაძლევს. 20 წელია შევეჩვიე ასეთ ცხოვრებას. მთელი ჩემი ცხოვრება ოფისში მაქვს გატარებული, შინ მხოლოდ რამდენიმე საათს ვატარებ, ძირითადად, დასაძინებლად მივდივარ. ვიღვიძებ და ისევ სამსახურში მივდივარ, საქმე - ეს ჩემი ცხოვრების ძირითადი მიზანია" - ყვება დავით იაკობაშვილი ჟურნალ Итоги-სთან ინტერვიუში.

მიხაილ იაკობაშვილი

რაც შეეხება შვილს, რუსულ მედიაში მის შესახებ ბევრი არაფერი იწერება, გარდა იმისა, რომ 29 წლის მიხაილი Аква инвест-ის საოჯახო ბიზნესს უძღვება. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, როცა მილიარდერს ჰკითხეს, სად სწავლობს მისი ერთადერთი ვაჟი, უფროსმა იაკობაშვილმა უპასუხა: "ცხოვრება საუკეთესო სასწავლებელია..."

ერთ-ერთი რუსული გამოცემა წერს, რომ რუსულ ბიზნესში სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ოლიგარქია, რომლებმაც წლების განმავლობაში ოჯახი შეინარჩუნეს, რაც უდაოდ მათი ცოლების დამსახურებაც არის. წერენ იმასაც, რომ ელა იაკობაშვილი თავის წარსულზე საუბრისას, ახლობლებთანაც კი ყოველთვის ფრთხილობს და თითქმის არაფერს ჰყვება.

"ელადა არც დასავლურ მედიაში აქტიურობს. რუსული მედიაში კი ადრე, წლების წინ, მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როდესაც აუცილებელი ეტიკეტის თანახმად, მიღებებზე მეუღლეს დაყვებოდა" - წერს მილიარდერის ცოლზე რუსული მედია.

ბოლო ხანებში, იაკობაშვილის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა და მიდგომები შეიცვალა. "რუსეთიდან ებრაელი ოლიგარქები გარბიან" - წერს zavtra.ru და მაგალითად დავით იაკობაშვილის საქმიანობა მოჰყავს, რომელიც ამჟამად შვედეთის მოქალაქეა. გამოცემის ცნობით, მან თანდათან შეამცირა რუსეთში ბიზნესები და მხოლოდ სოციალურ პროექტებზე გადაერთო, ან სხვა ქვეყნებში გადაიტანა.

2019 წელს ბიზნესმენმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რატომ არ სურს რუსეთში დაბრუნება. ამის მიზეზი, ФСБ-ეს მიერ ბიზნესმენის მუზეუმში - "Собрание"-ში ჩატარებული ჩხრეკა გახდა. იაკობაშვილის თქმით, არ დაბრუნდება ქვეყანაში, სადაც მსგავსი არაადეკვატური ქმედებები ხდება.

იაკობაშვილმა განათლება თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო. ერთ-ერთი ვერსიით, მამამისი, "ცეხავიკების" საქმეში ფიგურირებდა, შემდეგ კი, ჩეჩნეთში გადაიხვეწა. რუსული მედიის ცნობით, რუსეთში მან ბიზნესი ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაიწყო.

ბოლო წლებში არაერთხელ გაეხვა სკანდალში, თუმცა, ბიზნესის კვალდაკვალ, რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველი ორგანოს წევრი გახდა, არის რუსულ-ამერიკული ბიზნეს თანამშრომლობის საბჭოს პრეზიდენტი, ორგანიზაცია „რუსბრენდ“-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. აგრეთვე არის, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საერთაშორისო საბჭოს წევრი.

დავით იაკობაშვილი ხელოვნების ნიმუშების ცნობილი კოლექციონერიცაა. რუსული Forbes-ს ცნობით, მოსკოვის ცენტრში ანტიკვარული საათების და მექანიკური მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმის "Собрание"-ს გახსნა ბინზესმენს 600 მილიონი დოლარი დაუჯდა 2018 წელს. ცნობილია, რომ იაკობაშვილი მექანიკური მუსიკალური ინსტრუმენტების, საათებისა და ზარდახშების, რუსული ბრინჯაოს ნაკეთობების, მხატვრული ვერცხლის, რუსული და დასავლეთ-ევროპული ხელნაკეთი ნივთების შეგროვებით არის გატაცებული.

კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფის ახალი დეტალები - რას ამბობს პილოტი უკანასკნელ ჩანაწერში

"სიკვდილამდე დედას წერილი მიწერა, აფრიკაში მგზავნიანო..." - "პუტინის მზარეულის" მიერ დახოცილი "უხილავი" მებრძოლები ლიბიაში

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს - "ლიკვიდაციის თაობაზე დავალება რუსეთის ხელისუფლებამ გასცა"