შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე უკონტროლოა. მამაკაცის გარდაცვალებაში საზოგადოება პოლიციელს ადანაშაულებს.
მშვიდობიანი საპროტესტო აქციები პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. მიმდინარე მოვლენებს მსხვერპლიც მოჰყვა. აშშ-ში, ჩიკაგოს დასავლეთით მდებარე ქალაქ სისეროში საპროტესტო აქციის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა დახმარებისთვის ილინოისის შტატის პოლიციას მიმართეს, ვინაიდან დემონსტრანტების ნაწილმა მაღაზიებში შეჭრა და ძარცვა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ქალაქში 60-მდე პირი დააკავეს.
პარალელურად სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ ფოტო და ვიდეომასალას, რომლებზეც დაჩოქილი ამერიკელი პოლიციელები ჩანან. მედიის ცნობით, ეს არის სოლიდარობის აქცია, რომელიც სამართალდამცველებმა სხვადასხვა ქალაქებში გამართეს, მათ შორის, მაიამიში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში. პოლიციელბი სოლიდარობას გარდაცვლილსა და აქციის მონაწილეებს უცხადებენ.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">VIDEO ⬇️ <a href="https://t.co/0iZXgtEIuj">https://t.co/0iZXgtEIuj</a> <a href="https://t.co/N2CJNulBiI">pic.twitter.com/N2CJNulBiI</a></p>— Julia Boccagno (@juliaboccagno) <a href="https://twitter.com/juliaboccagno/status/1267548634909900800?ref_src=twsrc%5Etfw">June 1, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ზოგიერთი პოლიციელი თავადაც აქციის მონაწილეების გვერდითაა და მომხდარს თავადაც აპროტესტებს.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/zBzgRmr-IMU" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აშშ-ში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ქვეყნის 75-ზე მეტ ქალაქში შეკრებილი დემონსტრანტები ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ და ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელის მიმართ მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას მოითხოვენ.