მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია სხვადასხვა სექტორზე, მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა გაიზარდა.
თუმცა მოთხოვნის გაზრდის პარალელურად, ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს.
მიწის ნაკვეთებს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში სხვადასხვა ფასად ნახავთ. კვადრატული მეტრის ფასი მისი მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება. ღირებულებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ რამდენად ახლოა იგი ცენტრალურ გზასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, რამდენად განვითარებულია ირგვლივ ინფრასტრუქტურა და რამდენად უზრუნველყოფილია კომუნიკაციები - ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი და ა.შ.
უძრავი ქონების პორტალ ss.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, თბილისსა და თბილისთან მდებარე ტერიტორიებზე მიწის ნაკვეთის ფასი ასე გამოიყურება:
(აღებულია მინიმალური ფასი)
თბილისი - 10 დოლარიდან
საგურამო - 6 დოლარიდან
კოჯორი - 12 დოლარიდან
წყნეთი - 100 დოლარიდან იწყება
ტაბახმელა - 18 დოლარიდან
წავკისი - 25 დოლარიდან
მიწის ნაკვეთების მიმართ რომ ინტერესი იზრდება, ამაზე ss.ge-ს კიდევ ერთი მონაცემები მიუთითებს. როგორ ss.ge-ს სტატისტიკიდან ირკვევა, 2020 წლის მარტში თბილისსა და თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთის გაყიდვის მიზნით 37 ახალი განცხადება განთავსდა, აპრილსა და მაისში ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, კერძოდ, აპრილში 287 ახალი განცხადება დაიდო, მაისში კი - 706.
რაც შეეხება იმ ვიზიტორების რაოდენობას, რომლებიც თბილისსა და შემოგარეში მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვით არიან დაინტერესებულები, მარტში საიტზე 18 126, აპრილში - 22 051 და მაისში - 25 994 დაფიქსირდა.
როგორც კომპანია modern real estate-ის დამფუძნებელი და დირექტორი, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი ნატა მოდებაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა პანდემიის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. წაიკითხეთ სრულად