სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უწყობს თუ არა კონდიციონერი ხელს კორონავირუსის გავრცელებას - რას ამბობენ ექსპერტები
უწყობს თუ არა კონდიციონერი ხელს კორონავირუსის გავრცელებას - რას ამბობენ ექსპერტები

ზა­ფხუ­ლი დად­გა, შე­სა­ბა­მი­სად, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა იმა­ტებს, პა­რა­ლე­ლუ­რად, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნებ­ში ეტა­პობ­რი­ვად ხსნი­ან. შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნა სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ადა­მი­ან­თა ნა­წი­ლი სამ­სა­ხუ­რებს და­უბ­რუნ­და, აღ­დგა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბა.

COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ისე­ვე, რო­გორც მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­შიც აიკ­რძა­ლა კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ჩარ­თვა რო­გორც ოფი­სებ­ში, ასე­ვე ტრან­სპორ­ტში.

ეს სა­კი­თხი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზიც გახ­და, ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია მგზავ­რო­ბა მა­შინ, როცა ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა თით­ქმის 40 გრა­დუსს უახ­ლოვ­დე­ბა, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი კი ჩარ­თუ­ლი არ არის. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი მთელ მსოფ­ლი­ო­ში აწუ­ხებთ, თუმ­ცა რო­გორც ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ვირუ­სის სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი სა­ხი­ფა­თოა და ამ მო­საზ­რე­ბას შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვი­თაც ამ­ყა­რე­ბენ.

რო­გორც გა­მო­ცე­მა health.com წერს, სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით Emerging Infectious Diseases-ში ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა გა­მოქ­ვეყ­ნდა. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ რეს­ტო­რან­ში, სა­დაც კონ­დი­ცი­ო­ნე­რი იყო ჩარ­თუ­ლი, უსიმპტო­მო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის­გან ცხრა ადა­მი­ანს გა­და­ე­დო ვირუ­სი დის­ტან­ცი­ის პი­რო­ბებ­ში და ისე, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­სა და და­ნარ­ჩე­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქო­ნი­ათ.

მკვლე­ვარ­თა თქმით, ეს იმი­ტომ, მოხ­და, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­გან გა­მო­ყო­ფი­ლი ვირუ­სის წვე­თე­ბი კონ­დი­ცი­ო­ნე­რის გამო, ჰა­ე­რის სწრა­ფი ცირ­კუ­ლი­რე­ბის შე­დე­გად, და­ნარ­ჩენ ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­და­ვი­და და შე­სა­ბა­მი­სად, სხვე­ბიც და­ინ­ფი­ცირ­დნენ.

კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის, იმუ­ნო­ლო­გი­ი­სა და მო­ლე­კუ­ლუ­რი გე­ნე­ტი­კის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, მა­ნიშ ბათი ამ­ბობს, რომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სად იქ­ნე­ბით, რეს­ტო­რან­ში, სპორტდარ­ბაზ­ში, ოფის­ში, თუ ტრან­სპორ­ტში, კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ჩარ­თვა რის­კის შემ­ცვე­ლია, რად­გა­ნაც მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი უფრო გა­დამ­დე­ბი ხდე­ბა და ვირუ­სი არა­ინ­ფიც­რე­ბუ­ლებ­ში უფრო მარ­ტი­ვად აღ­წევს.

კონ­დი­ცი­ო­ნე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ჰა­ე­რი უფრო სწრა­ფად ცირ­კუ­ლი­რებს და დახ­ვე­ლე­ბის, ან და­ცე­მი­ნე­ბის დროს გა­მოფრქვე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბი უფრო შორ მან­ძილ­ზე აღ­წევს.

მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ერთი დახ­ვე­ლე­ბის შე­დე­გად 3 000-მდე ნა­წი­ლა­კი ჩნდე­ბა, ხოლო ერთი და­ცე­მი­ნე­ბის დროს და­ახ­ლო­ე­ბით, 30 000. ეს წვე­თე­ბი კი კონ­დი­ცი­ო­ნე­რის გამო ჰა­ე­რის სწრა­ფად ცირ­კუ­ლი­რე­ბის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა უფრო სწრა­ფად მოხ­ვდეს ადა­მი­ა­ნებ­ში და ასე­ვე უფრო შორ მან­ძილ­ზეც გავ­რცელ­დეს.

სწო­რედ ამი­ტომ, ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, სა­ვენ­ტი­ლა­ციო სის­ტე­მის ჩარ­თვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

მა­ნიშ ბა­თის თქმით, კონ­დი­ცი­ო­ნერს ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლია ინ­ფექ­ცი­უ­რი ნა­წი­ლა­კე­ბი, წვე­თე­ბი შორ მან­ძილ­ზე გა­და­ი­ტა­ნოს და ვირუ­სი კი­დევ უფრო გა­ავ­რცე­ლოს.

რო­გორც გა­მო­ცე­მა health.com წერს, პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე უნდა ჩავ­რთოთ თუ არა კონ­დი­ცი­ო­ნე­რი COVID-19-ის პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე, არის არა! თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მთელ დროს სახ­ლში ატა­რებთ, კონ­ტაქ­ტი არა­ვის­თან გაქვთ და იცავთ ჰი­გი­ე­ნის წე­სებს, სახ­ლში ჩარ­თვა არ არის რის­კის­შემ­ცვე­ლი.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი COVID-19 მსოფ­ლი­ო­ში ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან გავ­რცელ­და. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 11 მარტს პან­დე­მია გა­მო­ა­ცხა­და. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, ვირუ­სით 6,3 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, 380 000-მდე პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 3 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით ქვეყ­ნე­ბის ათე­უ­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: აშშ, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, ეს­პა­ნე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, იტა­ლია, ინ­დო­ე­თი, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია და პერუ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
5

ჩვენთან კვლევები რაში აინტერესებთ, ოღონდ დროებით გაიგრილონ შუბლი და მორჩა.

მ.თ .
9

გავიჭირვოთ, სხვა გზა არაა, მოვიშოროთ ეს ვირუსი რამენაირად. დავუჯეროთ სპეციალისტებს, თორემ უარეს დღეში აღმოვჩნდებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

უწყობს თუ არა კონდიციონერი ხელს კორონავირუსის გავრცელებას - რას ამბობენ ექსპერტები

უწყობს თუ არა კონდიციონერი ხელს კორონავირუსის გავრცელებას - რას ამბობენ ექსპერტები

ზაფხული დადგა, შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურა იმატებს, პარალელურად, კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში ეტაპობრივად ხსნიან. შეზღუდვები მოიხსნა საქართველოშიც, ადამიანთა ნაწილი სამსახურებს დაუბრუნდა, აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც აიკრძალა კონდიციონერის ჩართვა როგორც ოფისებში, ასევე ტრანსპორტში.

ეს საკითხი საზოგადოების პროტესტის მიზეზიც გახდა, ადამიანები ამბობენ, რომ განსაკუთრებით რთულია მგზავრობა მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა თითქმის 40 გრადუსს უახლოვდება, კონდიციონერი კი ჩართული არ არის. აღნიშნული საკითხი მთელ მსოფლიოში აწუხებთ, თუმცა როგორც ინფექციურ დაავადებათა ექსპერტები ამბობენ, ვირუსის სწრაფად გავრცელების თვალსაზრისით, კონდიციონერი სახიფათოა და ამ მოსაზრებას შესაბამისი კვლევითაც ამყარებენ.

როგორც გამოცემა health.com წერს, საკითხთან დაკავშირებით Emerging Infectious Diseases-ში ჩინეთის ქალაქ უხანში ჩატარებული კვლევა გამოქვეყნდა. კვლევამ აჩვენა, რომ რესტორანში, სადაც კონდიციონერი იყო ჩართული, უსიმპტომო ინფიცირებულისგან ცხრა ადამიანს გადაედო ვირუსი დისტანციის პირობებში და ისე, რომ ინფიცირებულსა და დანარჩენებს ერთმანეთთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ.

მკვლევართა თქმით, ეს იმიტომ, მოხდა, რომ ინფიცირებული ადამიანისგან გამოყოფილი ვირუსის წვეთები კონდიციონერის გამო, ჰაერის სწრაფი ცირკულირების შედეგად, დანარჩენ ადამიანებზე გადავიდა და შესაბამისად, სხვებიც დაინფიცირდნენ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის, იმუნოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის ასოცირებული პროფესორი, მანიშ ბათი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად იქნებით, რესტორანში, სპორტდარბაზში, ოფისში, თუ ტრანსპორტში, კონდიციონერის ჩართვა რისკის შემცველია, რადგანაც მისი საშუალებით ინფიცირებული ადამიანი უფრო გადამდები ხდება და ვირუსი არაინფიცრებულებში უფრო მარტივად აღწევს.

კონდიციონერის საშუალებით ჰაერი უფრო სწრაფად ცირკულირებს და დახველების, ან დაცემინების დროს გამოფრქვეული ნაწილები უფრო შორ მანძილზე აღწევს.

მედიკოსები ამბობენ, რომ ერთი დახველების შედეგად 3 000-მდე ნაწილაკი ჩნდება, ხოლო ერთი დაცემინების დროს დაახლოებით, 30 000. ეს წვეთები კი კონდიციონერის გამო ჰაერის სწრაფად ცირკულირების შედეგად შეიძლება უფრო სწრაფად მოხვდეს ადამიანებში და ასევე უფრო შორ მანძილზეც გავრცელდეს.

სწორედ ამიტომ, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ იმ ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანია, სავენტილაციო სისტემის ჩართვა განსაკუთრებული საფრთხის შემცველია.

მანიშ ბათის თქმით, კონდიციონერს ნამდვილად შეუძლია ინფექციური ნაწილაკები, წვეთები შორ მანძილზე გადაიტანოს და ვირუსი კიდევ უფრო გაავრცელოს.

როგორც გამოცემა health.com წერს, პასუხი კითხვაზე უნდა ჩავრთოთ თუ არა კონდიციონერი COVID-19-ის პანდემიის დასრულებამდე, არის არა! თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მთელ დროს სახლში ატარებთ, კონტაქტი არავისთან გაქვთ და იცავთ ჰიგიენის წესებს, სახლში ჩართვა არ არის რისკისშემცველი.

კორონავირუსის ახალი შტამი COVID-19 მსოფლიოში ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემია გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, გლობალური მასშტაბით, ვირუსით 6,3 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 380 000-მდე პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 3 მილიონამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ინდოეთი, საფრანგეთი, გერმანია და პერუ.

ლუკაშენკო დასავლეთისგან Ryanair-ის თვითმფრინავის ავარიულ დაჯდომასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსაციას მოითხოვს

უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს, მასთან ერთად Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები"

ესპანეთში დინოზავრის ქანდაკებაში ცხედარი იპოვეს - რა დეტალებს ასაჯაროებს პოლიცია უჩვეულო საქმის შესახებ