პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მქონდა შეგრძნება, რომ კორპუსი გადაყირავდა" - რას ყვება ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების ადგილთან ცხოვრობს
"მქონდა შეგრძნება, რომ კორპუსი გადაყირავდა" - რას ყვება ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების ადგილთან ცხოვრობს

თბი­ლის­ში, ნუ­ცუ­ბი­ძის მე-3 პლა­ტო­ზე, ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მიმ­დე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბის მი­ნე­ბი ჩა­იმ­სხვრა.

გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შავ­და "ეკო გა­ზის" თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მიმ­დე­ბა­რე კორ­პუ­სე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ში­შით გა­რეთ გა­მო­ვიდ­ნენ, ბევ­რს ჰქონ­და შეგ­რძნე­ბა, რომ ძლი­ე­რი მი­წისძვრა მოხ­და. ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბე­ლია მომ­ღე­რა­ლი ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უ­ბარ­ში აფეთ­ქე­ბის მო­მენ­ტი გა­იხ­სე­ნა:

"ამ გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის უკან კორ­პუს­ში ვცხოვ­რობ, ახა­ლი გად­მო­სუ­ლი ვარ და ხე­დავთ, რამ­დე­ნი ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი კორ­პუ­სია ირ­გვლივ. ახლა ეთერ­ში ვართ და მინ­და ვთხო­ვო, ვი­საც ეს ეხე­ბა, მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა, რად­გან ეს გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი იდგა ზუს­ტად კორ­პუ­სე­ბის შუ­ა­ში. იქ­ნებ მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა, ვის მო­უ­ვი­და აზ­რად გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი ამ­დენ კორ­პუსს შო­რის ჩა­ედ­გა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

ირ­გვლივ ყვე­ლა კორ­პუ­სის მი­ნე­ბი ჩამ­სხვრე­უ­ლია. ჩემს კორ­პუს­ში, პი­რა­დად მე მქონ­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ კორ­პუ­სი გა­და­ყი­რავ­და, სა­ში­ნე­ლი აფეთ­ქე­ბის ხმა იყო, შე­ზან­ზარ­და კორ­პუ­სი, რო­გორც მი­წისძვრის დროს. დღეს გა­დავ­რჩით, მაგ­რამ თუ ეს სად­გუ­რი აქ დარ­ჩა, რა იქ­ნე­ბა არა­ვინ იცის, რად­გან დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა აქ მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა" - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

გაზ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და, ხან­ძა­რი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. რო­გორც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ცე­ცხლის გავ­რცე­ლე­ბის ან ხე­ლა­ხა­ლი აფეთ­ქე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა არ არის.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
66

ბიჭო ვერ დაინახეთ და ბიძინას ჩაუცვია ბეტმენის ფორმა და იმას აუფეთქებია ! 

ნაცებო როგორია ?! 

Giorgi sixarulidze
57

ოოოოოოოო აფეთქებები და არეულობები აეეეეე რა ხდება კრიმინალია ყველლლლგანნნნ რა ხდებაააა რა ამბავია ბიძინას ბრალია ეს ყველაფერიიიი ! 

ნაც სექტა მოგეწონათ ?! 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"მქონდა შეგრძნება, რომ კორპუსი გადაყირავდა" - რას ყვება ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების ადგილთან ცხოვრობს

"მქონდა შეგრძნება, რომ კორპუსი გადაყირავდა" - რას ყვება ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების ადგილთან ცხოვრობს

თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მომხდარი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე შენობების მინები ჩაიმსხვრა.

გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავდა "ეკო გაზის" თანამშრომელი, რომელიც დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლები შიშით გარეთ გამოვიდნენ, ბევრს ჰქონდა შეგრძნება, რომ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელია მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელმაც "რუსთავი 2"-თან საუბარში აფეთქების მომენტი გაიხსენა:

"ამ გაზგასამართი სადგურის უკან კორპუსში ვცხოვრობ, ახალი გადმოსული ვარ და ხედავთ, რამდენი ახალაშენებული კორპუსია ირგვლივ. ახლა ეთერში ვართ და მინდა ვთხოვო, ვისაც ეს ეხება, მიაქციოს ყურადღება, რადგან ეს გაზგასამართი სადგური იდგა ზუსტად კორპუსების შუაში. იქნებ მიაქციონ ყურადღება, ვის მოუვიდა აზრად გაზგასამართი სადგური ამდენ კორპუსს შორის ჩაედგა, წარმოუდგენელია.

ირგვლივ ყველა კორპუსის მინები ჩამსხვრეულია. ჩემს კორპუსში, პირადად მე მქონდა შთაბეჭდილება, რომ კორპუსი გადაყირავდა, საშინელი აფეთქების ხმა იყო, შეზანზარდა კორპუსი, როგორც მიწისძვრის დროს. დღეს გადავრჩით, მაგრამ თუ ეს სადგური აქ დარჩა, რა იქნება არავინ იცის, რადგან დღითიდღე იზრდება აქ მოსახლეობის რაოდენობა" - ამბობს მომღერალი.

გაზგასამართ სადგურზე, სადაც აფეთქება მოხდა, ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცეცხლის გავრცელების ან ხელახალი აფეთქების საშიშროება არ არის.

თელავში ორ საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, ფოთში კი 3 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

მესტიის სოფელ ლატალის მიმდებარედ წიწვოვან ტყეში ხანძარია

ბაღებში ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ენტეროვირუსის ნიშნები აქვთ, 83-მდე გაიზარდა, მათგან 3 კლინიკაშია გადაყვანილი