სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა: უმართავი აქციები, მობილიზებული ეროვნული გვარდია და ცნობილი ადამიანები რასიზმის წინააღმდეგ
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა: უმართავი აქციები, მობილიზებული ეროვნული გვარდია და ცნობილი ადამიანები რასიზმის წინააღმდეგ

აშშ-ის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში ჯორჯ ფლო­ი­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა არ ცხრე­ბა. ზო­გი­ერთ შტატ­ში მო­მი­ტინ­გე­ე­მა და­არ­ბი­ეს შე­ნო­ბე­ბი, და­ამ­სხვრი­ეს ფან­ჯრე­ბი, დაწ­ვეს პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნე­ბი, სა­პა­სუ­ხოდ კი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მათ წი­ნა­აღ­მდეგ რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი და ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნეს. შა­ბათ-კვი­რას აშშ-ის დე­და­ქა­ლაქ­სა და 40-მდე სხვა ქა­ლაქ­ში ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი და­წეს­და.

„სი­ე­ნე­ნის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მოქ­მე­დე­ბა­ში ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 5 000 წევ­რი მო­იყ­ვა­ნა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად კი მზად­ყოფ­ნა­ში და­მა­ტე­ბით 2 000 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბა. გვარ­დი­ის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი გაგ­ზავ­ნი­ლი არი­ან კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ლონგ ბიჩ­ზე და ვა­შინგტონ­ში. „სი­ე­ნე­ნის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, გვარ­დი­ის და­ნა­ყო­ფი ბოს­ტონ­ში სრულ მზად­ყოფ­ნა­შია და მო­მი­ტინ­გე­ე­ბის და­საშ­ლე­ლად ემ­ზა­დე­ბა.

„კი­დევ ერ­თელ გვსურს გა­გაფრ­თხი­ლოთ, პრო­ტეს­ტის დრო დას­რულ­და. მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი სა­ა­თე­ბის წინ ამო­ი­წუ­რა. ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ შეკ­რე­ბილ­ნი არი­ან და სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლებს სჩა­დი­ან, უნდა გაყ­ვა­ნი­ლი იქ­ნან ტე­რი­ტო­რი­ი­დან“, - აცხა­დე­ბენ ბოს­ტო­ნის პო­ლი­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი გვარ­დია შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­რე­ზერ­ვო სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფია.

"ესო­ში­ე­თიდ პრე­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ თეთრ სახ­ლთან ახ­ლოს შეკ­რე­ბი­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მო­მი­ტინ­გე­ებ­მა, საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი და პლასტმა­სის ბა­რი­ე­რე­ბი და­ახ­ვა­ვეს და ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს, ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა ახ­ლომ­დე­ბა­რე შე­ნო­ბი­დან ამე­რი­კის დრო­შა ჩა­მოხ­სნა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე პირი.

თეთრ სახ­ლთან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი ცოტა ხნით მი­წის­ქვე­შა ბუნ­კერ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხურ­მა პრე­ზი­დენ­ტი ბუნ­კერ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით გა­და­იყ­ვა­ნა, მა­შინ რო­დე­საც თეთრ სახ­ლთან სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბა და იქ შეკ­რე­ბილ­მა მო­მი­ტინ­გე­ებ­მა აგუ­რე­ბი­სა და ბოთ­ლე­ბის სრო­ლა და­ი­წყეს.

ამე­რი­კე­ლე­ბის პრო­ტეს­ტის კვალ­დაკ­ვალ პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი­სას თუ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებს არ ერი­დე­ბა.

"ჯორჯ ფლო­ი­დის სიკ­ვდი­ლი მძი­მე ტრა­გე­დია იყო. მისი ხსოვ­ნა მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა, ავა­ზა­კებ­მა და ანარ­ქის­ტებ­მა შე­უ­რა­ცხყ­ვეს", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ფლო­რი­და­ში, „კე­ნე­დის კოს­მო­სურ ცენ­ტრში“ გან­ცხა­და, სა­დაც ის SpaceX-ის რა­კე­ტის გაშ­ვე­ბის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ვი­და.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ANTIFA-ს ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად გა­მო­ა­ცხა­დებს", - წერს ტრამ­პი "ტვი­ტერ­ში".

ამე­რი­კუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ულტრა-მე­მარ­ცხე­ნე ანტი-ფა­შის­ტუ­რი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის ტე­რო­რის­ტე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა, რა­შიც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ANTIFA-ს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი "ტვი­ტერ­ზე" პრე­ზი­დენ­ტო­ბის "დე­მოკ­რატ" კან­დი­დატ ჯო ბა­ი­დენ­საც გა­დას­წვდა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჯორჯ ფლო­ი­დის და­ღუპ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით აშშ-ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"მძი­ნა­რე ჯო, მსოფ­ლიო გი­ყუ­რებს და დაგ­ცი­ნის შენ, არის ეს ის, რაც ამე­რი­კას სურს? არა!" - და­წე­რა ტრამპმა.

ამა­ვე პოს­ტში პრე­ზი­დენ­ტი მე­რებ­სა და გუ­ბერ­ნა­ტო­რებს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

„გა­ამ­კაც­რეთ ზო­მე­ბი დე­მოკ­რა­ტო მე­რე­ბო და გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბო. ეს ხალ­ხი ანარ­ქის­ტე­ბი არი­ან. გა­მო­ი­ძა­ხეთ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გვარ­დია. მძი­ნა­რე ჯო, მსოფ­ლიო გი­ყუ­რებს და დაგ­ცი­ნის შენ. არის ეს ის, რაც ამე­რი­კას სურს?არა!!!“ - წერს დო­ნალდ ტრამ­პი.

ატ­ლან­ტას მერი კე­ი­შა ლენს ბო­თომ­სი კი აცხა­დებს, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ას და რა­სობ­რივ და­ძა­ბუ­ლო­ბას კი­დევ „უფრო ამ­ძი­მებს“ და ამი­ტომ „უბ­რა­ლოდ უნდა გა­ჩუმ­დეს.“

„ის უნდა გა­ჩუმ­დეს. ის ლა­პა­რა­კობს და სი­ტუ­ა­ცი­ას უფრო ამ­ძი­მებს. არის დრო, რო­დე­საც უბ­რა­ლოდ წყნა­რად უნდა იყო და ვი­სურ­ვებ­დი, რომ მან სა­უ­ბა­რი შე­წყვი­ტოს,“- გა­ნა­ცხა­და მერ­მა „სი­ე­ნენ­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ჯორჯ ფლო­ი­დის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე მი­ნო­სე­ტას გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ქეიზ ელი­სონ­მა გა­და­ი­ბა­რე­ბა.

“ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ჩემს ოფის­ზე ვი­ღებ. ამ საქ­მე­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა რე­სურსს ავა­მოქ­მე­დებთ,“ - წერს ელი­სო­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტერ­ში.“

აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა მსოფ­ლი­ოს სხვადსხვა ქალ­ქშიც.

ლონ­დო­ნის ცენ­ტრში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა, რო­მელ­თაც პოს­ტე­რე­ბი წარ­წე­რე­ბით „სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ჯორჯ ფლო­დის­თვის“ ეჭი­რათ. აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს წი­ნაც. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­მონ­სტრა­ცი­ის დროს და­ა­კა­ვეს 5 ადა­მი­ა­ნი.

"არ არ­სე­ბობს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, არ არ­სე­ბობს მშვი­დო­ბა", - აცხა­დებ­დნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბა გა­მარ­თა ახალ ზე­ლან­დი­ა­შიც. მსვლე­ლო­ბა გა­ი­მარ­თა ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს წინ, სა­დაც მო­მი­ტინ­გე­ე­ბი სკან­დი­რებ­დნენ „სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გა­რე­შე, მშვი­დო­ბა არ იქ­ნე­ბა“, „შავ­კა­ნი­ან­თა სი­ცო­ცხლე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“.

რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მო­მი­ტინ­გე შე­იკ­რი­ბა ასე­ვე ბერ­ლინ­ში, აშშ-ის სა­ელ­ჩოს­თან, სა­დაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს თან ჰქონ­დათ პლა­კა­ტე­ბი: „სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ჯორჯ ფლო­ი­დის­თვის“, „შე­ა­ჩე­რეთ მკვლე­ლო­ბა“ და ა.შ.

თა­ვად ამე­რი­კა­ში ზო­გი­ერთ აქ­ცი­ა­ზე მო­მი­ტინ­გე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც გა­მო­ხა­ტა­ვენ. ფლო­რი­დის შტატ­ში, მა­ი­ა­მი-დე­ი­დის ოლ­ქში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ერ­თად მუხ­ლმოდ­რე­კით გა­მო­ხა­ტეს სო­ლი­და­რო­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ჯორჯ ფლო­ი­დის მი­მართ.

აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლის მკვლე­ლო­ბას სა­ჯა­როდ აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლე­ბიც.

კა­ლათ­ბურ­თის ლე­გენ­და მა­იკლ ჯორ­და­ნი აშშ-ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

„ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, ძა­ლი­ან მტკი­ვა და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ. ვხე­დავ და მეს­მის ყვე­ლას ტკი­ვი­ლი, ბრა­ზი და იმედ­გაც­რუ­ე­ბა. მე ვდგა­ვარ მათ­თან, ვინც გმობს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ასე ფეს­ვგად­გმულ რა­სიზმს და ძა­ლა­დობს ფე­რად­კა­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­ზე. უკვე საკ­მა­რი­სია!“ - აღ­ნიშ­ნა ჯორ­დან­მა.

მა­იკლ ჯორ­და­ნი მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს გა­ერ­თი­ან­დნენ და აი­ძუ­ლონ ქვეყ­ნის ხელმღძვა­ნე­ლო­ბა შეც­ვა­ლონ კა­ნო­ნე­ბი.

„ჩვენ ხმა უნდა მივ­ცეთ ამ სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ჯორ­დან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში უკვე თით­ქმის ერთ კვი­რაა მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა. დე­მონ­სტრან­ტე­ბი ახალ­გაზ­რდა აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლის პო­ლი­ცი­ის მიერ მოკ­ვლას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. აქ­ცი­ე­ბი 46 წლის ჯორჯ ფლო­ი­დის, და­კა­ვე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. თვითმხილ­ვე­ლის მიერ გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში მი­წა­ზე იძუ­ლე­ბით დაწ­ვე­ნილ შავ­კა­ნი­ან მა­მა­კაც­ზე პო­ლი­ცი­ელს მუხ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 9 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს მიბ­ჯე­ნი­ლი. ის­მის და­კა­ვე­ბუ­ლის ხმა : „ვკვდე­ბი, ვერ ვსუნ­თქავ“. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გონ­და­კარ­გუ­ლი ფლო­ი­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
18

თავიდან ბოლომდე სიყალბეა ეგ "მიტინგები"/ პოლიტიკოსები ცდილობენ სათავისოდ გამოიყენონ ნებისმიერი გადაცდომა. რომელიღაც ქალაქში, ერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების განვრცობა სრული აბსურდია! თუ აშშ დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოა, დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუ არა, მაშინ საერთოდ რაზეა საუბარი. ვის რა მითითებებს აძლევენ და ჭკუას არიგებენ, საკუთარი თავისთვის თუ ვერ მიუხედავთ!

არ ვარ რასისტი მაგრამ
5

დაიცავით შავკანიანები და ისნი დედას გიტირებენ მერე როცა გამრავლდებიან.

ახალ ზელანდიის თეთრკანიანმა შტერმა მოსახლეობამ კიდე თავის თავს მიხედოს. იმდენი მუსლიმები შევიდნენ იქ ცოტა ხანში ზელანდიელებს წიხლით გამოისვრიან.

 

პ.ს. თეთრკანიანი რომ მომკვდარიყო ამერიკაში, ხომ ეჭვი ხომ არ გეპარებათ რომ აფრიკელები ხმასაც არ ამოიღებდნენ?!

ავტორი:

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა: უმართავი აქციები, მობილიზებული ეროვნული გვარდია და ცნობილი ადამიანები რასიზმის წინააღმდეგ

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა: უმართავი აქციები, მობილიზებული ეროვნული გვარდია და ცნობილი ადამიანები რასიზმის წინააღმდეგ

აშშ-ის რამდენიმე ქალაქში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღა არ ცხრება. ზოგიერთ შტატში მომიტინგეემა დაარბიეს შენობები, დაამსხვრიეს ფანჯრები, დაწვეს პოლიციის მანქანები, საპასუხოდ კი სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შაბათ-კვირას აშშ-ის დედაქალაქსა და 40-მდე სხვა ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

„სიენენის“ ინფორმაციით, ხელისუფლებამ მოქმედებაში ეროვნული გვარდიის დაახლოებით 5 000 წევრი მოიყვანა, საჭიროების შემთხვევაში გასააქტიურებლად კი მზადყოფნაში დამატებით 2 000 წევრი იმყოფება. გვარდიის ქვედანაყოფები გაგზავნილი არიან კალიფორნიაში, ლონგ ბიჩზე და ვაშინგტონში. „სიენენის“ ინფორმაციით, გვარდიის დანაყოფი ბოსტონში სრულ მზადყოფნაშია და მომიტინგეების დასაშლელად ემზადება.

„კიდევ ერთელ გვსურს გაგაფრთხილოთ, პროტესტის დრო დასრულდა. მშვიდობიანი პროტესტი საათების წინ ამოიწურა. ის პირები, რომლებიც აქ შეკრებილნი არიან და სისხლის სამართლის დანაშაულებს სჩადიან, უნდა გაყვანილი იქნან ტერიტორიიდან“, - აცხადებენ ბოსტონის პოლიციაში.

ცნობისთვის, ამერიკის ეროვნული გვარდია შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სარეზერვო სამხედრო დანაყოფია.

"ესოშიეთიდ პრესის" ინფორმაციით, პოლიციამ თეთრ სახლთან ახლოს შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გამოცემის ცნობით, მომიტინგეებმა, საგზაო ნიშნები და პლასტმასის ბარიერები დაახვავეს და ცეცხლი წაუკიდეს, ზოგიერთმა მათგანმა ახლომდებარე შენობიდან ამერიკის დროშა ჩამოხსნა და ცეცხლი წაუკიდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.

თეთრ სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცოტა ხნით მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, საიდუმლო სამსახურმა პრეზიდენტი ბუნკერში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაიყვანა, მაშინ როდესაც თეთრ სახლთან სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილმა მომიტინგეებმა აგურებისა და ბოთლების სროლა დაიწყეს.

ამერიკელების პროტესტის კვალდაკვალ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯარო გამოსვლებისას თუ სოციალურ ქსელებში მწვავე განცხადებებს არ ერიდება.

"ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი მძიმე ტრაგედია იყო. მისი ხსოვნა მეამბოხეებმა, ავაზაკებმა და ანარქისტებმა შეურაცხყვეს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ფლორიდაში, „კენედის კოსმოსურ ცენტრში“ განცხადა, სადაც ის SpaceX-ის რაკეტის გაშვების პროცესთან დაკავშირებით ჩავიდა.

"ამერიკის შეერთებული შტატები ANTIFA-ს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს", - წერს ტრამპი "ტვიტერში".

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპის გადაწყვეტილება ულტრა-მემარცხენე ანტი-ფაშისტური ჯგუფის წევრების ტერორისტებად გამოცხადების შესახებ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება, რაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ANTIFA-ს ადანაშაულებს.

პრეზიდენტი ტრამპი "ტვიტერზე" პრეზიდენტობის "დემოკრატ" კანდიდატ ჯო ბაიდენსაც გადასწვდა, რომელიც სოციალურ ქსელში ჯორჯ ფლოიდის დაღუპვასთან დაკავშირებით აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

"მძინარე ჯო, მსოფლიო გიყურებს და დაგცინის შენ, არის ეს ის, რაც ამერიკას სურს? არა!" - დაწერა ტრამპმა.

ამავე პოსტში პრეზიდენტი მერებსა და გუბერნატორებს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

„გაამკაცრეთ ზომები დემოკრატო მერებო და გუბერნატორებო. ეს ხალხი ანარქისტები არიან. გამოიძახეთ ჩვენი ეროვნული გვარდია. მძინარე ჯო, მსოფლიო გიყურებს და დაგცინის შენ. არის ეს ის, რაც ამერიკას სურს?არა!!!“ - წერს დონალდ ტრამპი.

ატლანტას მერი კეიშა ლენს ბოთომსი კი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე აქციების შესახებ გაკეთებული კომენტარებით სიტუაციას და რასობრივ დაძაბულობას კიდევ „უფრო ამძიმებს“ და ამიტომ „უბრალოდ უნდა გაჩუმდეს.“

„ის უნდა გაჩუმდეს. ის ლაპარაკობს და სიტუაციას უფრო ამძიმებს. არის დრო, როდესაც უბრალოდ წყნარად უნდა იყო და ვისურვებდი, რომ მან საუბარი შეწყვიტოს,“- განაცხადა მერმა „სიენენთან“ ინტერვიუში.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმე მინოსეტას გენერალურმა პროკურორმა ქეიზ ელისონმა გადაიბარება.

“ამ მნიშვნელოვანი საქმის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას ჩემს ოფისზე ვიღებ. ამ საქმეში სამართლიანობის მისაღწევად ყველა რესურსს ავამოქმედებთ,“ - წერს ელისონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

აფროამერიკელის მკვლელობასთან დაკავშირებით სოლიდარობის ნიშნად, საპროტესტო აქციები იმართება მსოფლიოს სხვადსხვა ქალქშიც.

ლონდონის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომელთაც პოსტერები წარწერებით „სამართლიანობა ჯორჯ ფლოდისთვის“ ეჭირათ. აქციები გაიმართა ამერიკის საელჩოს წინაც. მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციის დროს დააკავეს 5 ადამიანი.

"არ არსებობს სამართლიანობა, არ არსებობს მშვიდობა", - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

ათასობით ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა ახალ ზელანდიაშიც. მსვლელობა გაიმართა ამერიკის საელჩოს წინ, სადაც მომიტინგეები სკანდირებდნენ „სამართლიანობის გარეშე, მშვიდობა არ იქნება“, „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“.

რამდენიმე ასეული მომიტინგე შეიკრიბა ასევე ბერლინში, აშშ-ის საელჩოსთან, სადაც აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები: „სამართლიანობა ჯორჯ ფლოიდისთვის“, „შეაჩერეთ მკვლელობა“ და ა.შ.

თავად ამერიკაში ზოგიერთ აქციაზე მომიტინგეების მხარდაჭერას სამართალდამცავებიც გამოხატავენ. ფლორიდის შტატში, მაიამი-დეიდის ოლქში აქციის მონაწილეებმა და პოლიციელებმა ერთად მუხლმოდრეკით გამოხატეს სოლიდარობა გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის მიმართ.

აფროამერიკელის მკვლელობას საჯაროდ აპროტესტებენ ცნობილი ამერიკელებიც.

კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანი აშშ-ში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

„ძალიან ვწუხვარ, ძალიან მტკივა და გაბრაზებული ვარ. ვხედავ და მესმის ყველას ტკივილი, ბრაზი და იმედგაცრუება. მე ვდგავარ მათთან, ვინც გმობს ჩვენს ქვეყანაში ასე ფესვგადგმულ რასიზმს და ძალადობს ფერადკანიან ადამიანებზე. უკვე საკმარისია!“ - აღნიშნა ჯორდანმა.

მაიკლ ჯორდანი მოსახლეობას მოუწოდებს გაერთიანდნენ და აიძულონ ქვეყნის ხელმღძვანელობა შეცვალონ კანონები.

„ჩვენ ხმა უნდა მივცეთ ამ სისტემის ცვლილებას“, - აღნიშნა ჯორდანმა.

შეგახსენებთ, შეერთებულ შტატებში უკვე თითქმის ერთ კვირაა მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები ახალგაზრდა აფროამერიკელის პოლიციის მიერ მოკვლას აპროტესტებენ. აქციები 46 წლის ჯორჯ ფლოიდის, დაკავების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ დაიწყო. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს მუხლი დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში აქვს მიბჯენილი. ისმის დაკავებულის ხმა : „ვკვდები, ვერ ვსუნთქავ“. მოგვიანებით გონდაკარგული ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ირანმა დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა და დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა

პარიზის პირველი ქალი მერი - ესპანელი ან იდალგო, რომელიც პარიზული მოდისა და პოლიტიკის სიმბოლოა

ჩინეთში ნახევარ მილიონამდე ადამიანი ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი გამოაცხადეს