მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ითქვა, თითქოს ნელის დამსახურებაა ნიკას წარმატება, მაგრამ ეს ადამიანი ჩოგბურთის წესებში მაინც ხომ უნდა ერკვეოდეს?! - რას ყვება ნიკა ბასილაშვილის ძმა
"ითქვა, თითქოს ნელის დამსახურებაა ნიკას წარმატება, მაგრამ ეს ადამიანი ჩოგბურთის წესებში მაინც ხომ უნდა ერკვეოდეს?! - რას ყვება ნიკა ბასილაშვილის ძმა

მო­ძა­ლა­დე სპორ­ტსმე­ნი თუ პრო­ვო­კა­ტო­რი მო­დე­ლი? ეს კი­თხვა არა­ერ­თხელ გა­ის­მა და პა­სუხს სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­სა­მარ­თლო­ზე მი­ი­ღებს, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი კი უარს აცხა­დებს, რამე თქვას თა­ვი­სი შვი­ლის დე­და­ზე.

რო­გო­რია ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი კორ­ტებს მიღ­მა, ვის მი­უ­ძღვის დიდი წვლი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის წარ­მა­ტე­ბა­ში და რა მოხ­და მას­სა და ყო­ფილ მე­უღ­ლეს შო­რის? - "კვი­რის პა­ლიტ­რის" კი­თხვებს ჩოგ­ბურ­თე­ლის ძმა თენ­გიზ (თენ­გო) ბა­სი­ლაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

- ნი­კას ცხოვ­რე­ბა ბევ­რს შე­იძ­ლე­ბა დალ­ხე­ნი­ლი მო­ეჩ­ვე­ნოს, რად­გან უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლია, მაგ­რამ ძა­ლი­ან ძნე­ლი და დიდი გზა გა­ი­ა­რა, აქამ­დე რომ მო­სუ­ლი­ყო. ყვე­ლა­ზე დიდი დაბ­რკო­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რი ფაქ­ტო­რი იყო. ჩოგ­ბურ­თი მუდ­მი­ვად მო­ი­თხოვს ტურ­ნი­რებ­ზე სი­ა­რულს, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯი უნდა გა­ი­ღო. ამას ემა­ტე­ბა სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი, კორ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა და ბევ­რი სხვა.

მა­მამ გა­და­წყვი­ტა, ჩვე­ნი ოჯა­ხის მთლი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტი ნი­კას ჩოგ­ბურ­თის­თვის მო­ეხ­მა­რე­ბი­ნა. მან შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო! მა­შინ ამე­რი­კა­ში წას­ვლა ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო, ნიკა კი 12 წლის იყო, მა­მას­თან ერ­თად რომ წა­ვი­და. ამის­თვის ნო­დარ­მა სეს­ხი აიღო, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა გა­ყი­და, ნა­თე­სა­ვე­ბიც დაგ­ვეხ­მარ­ნენ... ნი­კამ პირ­ვე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა 14 წლის ასაკ­ში Orange Ball-ის ტურ­ნირ­ზე მი­ი­ღო. იქ საფ­რან­გე­თის ჩოგ­ბურ­თის აკა­დე­მი­ის ერთ-ერთი აგენ­ტი და­ინ­ტე­რეს­და და პა­რიზ­ში მი­იწ­ვია. ერთი წელი იქ იყო, მაგ­რამ მა­ინც ამე­რი­კა ით­ვლე­ბა ჩოგ­ბურ­თის ქვეყ­ნად, ამი­ტომ უკან დაბ­რუნ­და.

თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­დან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ ჩოგ­ბურთში გა­დას­ვლა სპორ­ტსმე­ნის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი ეტა­პია. ბევ­რმა ჩოგ­ბურ­თელ­მა სწო­რედ ამ დროს და­ა­ნე­ბა თა­მაშს თავი, მაგ­რამ მამა ნი­კას ამ პე­რი­ოდ­შიც ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა.

- და­ო­ჯა­ხე­ბამ რა როლი ითა­მა­შა ნი­კას სპორ­ტულ კა­რი­ე­რა­ში?

- ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი. ით­ქვა, თით­ქოს ნე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ნი­კას წარ­მა­ტე­ბა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ნი­კას წარ­მა­ტე­ბა­ში, ჩოგ­ბურ­თის წე­სებ­ში მა­ინც ხომ უნდა ერ­კვე­ო­დეს?!

ძა­ლი­ან მძი­მეა ის ბრალ­დე­ბა, რა­საც ნი­კას ნელი უყე­ნებს, რად­გან ვინც იც­ნობს, ყვე­ლამ იცის, რომ ნიკა და აგ­რე­სია ერ­თმა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან შორს არი­ან. ნი­კას ჩა­მოს­ვლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ლუ­კა­სის ნახ­ვა და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იყო. სულ ენატ­რე­ბა ბავ­შვი და ბევრ ტურ­ნირ­ზე თქვა უარი, შვი­ლი რომ ენა­ხა.

- ცოლ-ქმარს და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და?

- ნე­ლის­თან ცხოვ­რე­ბის დროს მას ოჯა­ხურ პრობ­ლე­მებ­ზე არას­დროს ულა­პა­რა­კია. ნე­ლის­თვის თვე­ში 100.000 ლა­რიც არას­დროს გა­და­უხ­დია. ეს იმ­ხე­ლა თან­ხაა, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, მაგ­რამ თა­ვის ოჯახს არა­ფერს აკ­ლებ­და.

- რა მოხ­და 21 მა­ისს ავ­ჭა­ლა­ში?

- კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში მთე­ლი ოჯა­ხი ავ­ჭა­ლა­ში ვი­ყა­ვით. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ცუ­დად იხ­სე­ნებს კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდს, მაგ­რამ ჩვენ ისე გვყავ­და ნიკა მო­ნატ­რე­ბუ­ლი, პი­რი­ქით, გვი­ხა­რო­და, რომ აქ იყო. ერ­თად ვა­ტა­რებ­დით დროს. ხან საჭ­მელს ვა­კე­თებ­დით, ხან ჩოგ­ბურთს ვთა­მა­შობ­დით. ბავ­შვი ძა­ლი­ან ენატ­რე­ბო­და, მაგ­რამ ლუ­კა­სი ნე­კამ კა­ხეთ­ში, თა­ვის მშობ­ლებ­თან გაგ­ზავ­ნა და მის ნახ­ვას ვერ ახერ­ხებ­და, თუმ­ცა ბავ­შვის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით პრე­ტენ­ზია არც ჰქო­ნია. კა­რან­ტი­ნი რომ მო­იხ­სნა, ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ნა­ახ­ლა. იმ დღეს ნე­ლის­თან ბავ­შვის წა­მო­საყ­ვა­ნად ერ­თად მი­ვე­დით. არ მინ­დო­და, მარ­ტო მი­სუ­ლი­ყო, რად­გან ნე­ლის­გან ცუდს ყო­ველ­თვის ვე­ლო­დით.

- ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის­გან ად­რეც ყო­ფი­ლა პრო­ვო­კა­ცია?

- ყო­ფი­ლა... ბავ­შვის ნახ­ვის სა­ა­თე­ბი ამო­წუ­რუ­ლი არ იყო, რომ ავ­ჭა­ლა­ში, ჩვენს სახ­ლში შე­მო­იჭ­რა. ად­ვო­კა­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ტან­საც­მლის მო­სა­ტა­ნად მო­ვი­და, ნელი ამ­ბობს, ბავ­შვის წა­მო­საყ­ვა­ნად მი­ვე­დიო... ჩემი აზ­რით, ეს და­გეგ­მი­ლი იყო. ნელი და­უ­კი­თხა­ვად არას­დროს მო­სუ­ლა ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის სახ­ლში. კა­მე­რა­ში ნათ­ლად ჩანს, რომ ნე­ლი­ზე არა­ვის უძა­ლა­დია. ეს ტყუ­ი­ლია! სა­სა­ცი­ლოა, თით­ქოს მა­მა­ჩე­მი გა­ე­კი­და. მას ორი­ვე მუხ­ლზე მე­ნის­კი აქვს, აჩ­ქა­რე­ბით სი­ა­რუ­ლიც კი არ შე­უძ­ლია...

თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ ნე­ლის პრო­ვო­კა­ცია გა­მო­უ­ვი­და - მთელ ოჯახ­ზე შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბი გა­მო­ი­წე­რა, თით­ქოს ჩვენ მივცვივ­დით ნე­ლის და არა - პი­რი­ქით. ამას და­ე­მა­ტა ნი­კას და­კა­ვე­ბა, რაც ძა­ლი­ან მძი­მეა ოჯა­ხის­თვის. ამან შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ სპორ­ტულ ას­პა­რე­ზო­ბებ­ში ხე­ლიც შე­უ­შა­ლოს, რად­გან მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტჯ
9
აშკარა პროვოკაციაა, ნიკას მიმართ. სახლში მივარდნით დაწყებული და სხვა უამრავი ფაქტიდან გამომდინარე. სამარცხვინოა, ქალი რომ ამას იკადრებს, მითუმეტეს ფულის გამო.
არამკითხე
76

"ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებს". ჭერი მენგრეოდა თავზე ქმარი ცემდა ცოლს,პატრული მოვიდა ფაქტზე და არ დაუჭერიათ.......უმიზეზოდ ცნობილ პიროვნებას მითუმეტეს არ დაიჭერდნენ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!..................

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ითქვა, თითქოს ნელის დამსახურებაა ნიკას წარმატება, მაგრამ ეს ადამიანი ჩოგბურთის წესებში მაინც ხომ უნდა ერკვეოდეს?! - რას ყვება ნიკა ბასილაშვილის ძმა

"ითქვა, თითქოს ნელის დამსახურებაა ნიკას წარმატება, მაგრამ ეს ადამიანი ჩოგბურთის წესებში მაინც ხომ უნდა ერკვეოდეს?! - რას ყვება ნიკა ბასილაშვილის ძმა

მოძალადე სპორტსმენი თუ პროვოკატორი მოდელი? ეს კითხვა არაერთხელ გაისმა და პასუხს საზოგადოება სასამართლოზე მიიღებს, საქართველოს ჩემპიონი კი უარს აცხადებს, რამე თქვას თავისი შვილის დედაზე.

როგორია ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტებს მიღმა, ვის მიუძღვის დიდი წვლილი ჩოგბურთელის წარმატებაში და რა მოხდა მასსა და ყოფილ მეუღლეს შორის? - "კვირის პალიტრის" კითხვებს ჩოგბურთელის ძმა თენგიზ (თენგო) ბასილაშვილი პასუხობს:

- ნიკას ცხოვრება ბევრს შეიძლება დალხენილი მოეჩვენოს, რადგან უკვე წარმატებულია, მაგრამ ძალიან ძნელი და დიდი გზა გაიარა, აქამდე რომ მოსულიყო. ყველაზე დიდი დაბრკოლება ფინანსური ფაქტორი იყო. ჩოგბურთი მუდმივად მოითხოვს ტურნირებზე სიარულს, საკუთარი ხარჯი უნდა გაიღო. ამას ემატება სპორტული ინვენტარი, კორტების მომსახურება და ბევრი სხვა.

მამამ გადაწყვიტა, ჩვენი ოჯახის მთლიანი ბიუჯეტი ნიკას ჩოგბურთისთვის მოეხმარებინა. მან შეუძლებელი შეძლო! მაშინ ამერიკაში წასვლა ძალიან ძნელი იყო, ნიკა კი 12 წლის იყო, მამასთან ერთად რომ წავიდა. ამისთვის ნოდარმა სესხი აიღო, უძრავი ქონება გაყიდა, ნათესავებიც დაგვეხმარნენ... ნიკამ პირველი შემოთავაზება 14 წლის ასაკში Orange Ball-ის ტურნირზე მიიღო. იქ საფრანგეთის ჩოგბურთის აკადემიის ერთ-ერთი აგენტი დაინტერესდა და პარიზში მიიწვია. ერთი წელი იქ იყო, მაგრამ მაინც ამერიკა ითვლება ჩოგბურთის ქვეყნად, ამიტომ უკან დაბრუნდა.

თინეიჯერობიდან პროფესიონალურ ჩოგბურთში გადასვლა სპორტსმენისთვის ძალიან რთული ეტაპია. ბევრმა ჩოგბურთელმა სწორედ ამ დროს დაანება თამაშს თავი, მაგრამ მამა ნიკას ამ პერიოდშიც ძალიან დაეხმარა.

- დაოჯახებამ რა როლი ითამაშა ნიკას სპორტულ კარიერაში?

- ჩემთვის ძალიან ძნელია ამ თემაზე ლაპარაკი. ითქვა, თითქოს ნელის დამსახურებაა ნიკას წარმატება, მაგრამ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნიკას წარმატებაში, ჩოგბურთის წესებში მაინც ხომ უნდა ერკვეოდეს?!

ძალიან მძიმეა ის ბრალდება, რასაც ნიკას ნელი უყენებს, რადგან ვინც იცნობს, ყველამ იცის, რომ ნიკა და აგრესია ერთმანეთისგან ძალიან შორს არიან. ნიკას ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი ლუკასის ნახვა და მასთან ურთიერთობა იყო. სულ ენატრება ბავშვი და ბევრ ტურნირზე თქვა უარი, შვილი რომ ენახა.

- ცოლ-ქმარს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა?

- ნელისთან ცხოვრების დროს მას ოჯახურ პრობლემებზე არასდროს ულაპარაკია. ნელისთვის თვეში 100.000 ლარიც არასდროს გადაუხდია. ეს იმხელა თანხაა, ამის საშუალება არ აქვს, მაგრამ თავის ოჯახს არაფერს აკლებდა.

- რა მოხდა 21 მაისს ავჭალაში?

- კარანტინის პერიოდში მთელი ოჯახი ავჭალაში ვიყავით. შეიძლება ბევრი ცუდად იხსენებს კარანტინის პერიოდს, მაგრამ ჩვენ ისე გვყავდა ნიკა მონატრებული, პირიქით, გვიხაროდა, რომ აქ იყო. ერთად ვატარებდით დროს. ხან საჭმელს ვაკეთებდით, ხან ჩოგბურთს ვთამაშობდით. ბავშვი ძალიან ენატრებოდა, მაგრამ ლუკასი ნეკამ კახეთში, თავის მშობლებთან გაგზავნა და მის ნახვას ვერ ახერხებდა, თუმცა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით პრეტენზია არც ჰქონია. კარანტინი რომ მოიხსნა, ბავშვთან ურთიერთობა განაახლა. იმ დღეს ნელისთან ბავშვის წამოსაყვანად ერთად მივედით. არ მინდოდა, მარტო მისულიყო, რადგან ნელისგან ცუდს ყოველთვის ველოდით.

- ნელი დოროყაშვილისგან ადრეც ყოფილა პროვოკაცია?

- ყოფილა... ბავშვის ნახვის საათები ამოწურული არ იყო, რომ ავჭალაში, ჩვენს სახლში შემოიჭრა. ადვოკატები ამბობენ, რომ ტანსაცმლის მოსატანად მოვიდა, ნელი ამბობს, ბავშვის წამოსაყვანად მივედიო... ჩემი აზრით, ეს დაგეგმილი იყო. ნელი დაუკითხავად არასდროს მოსულა ჩვენი მშობლების სახლში. კამერაში ნათლად ჩანს, რომ ნელიზე არავის უძალადია. ეს ტყუილია! სასაცილოა, თითქოს მამაჩემი გაეკიდა. მას ორივე მუხლზე მენისკი აქვს, აჩქარებით სიარულიც კი არ შეუძლია...

თუმცა, ფაქტია, რომ ნელის პროვოკაცია გამოუვიდა - მთელ ოჯახზე შემაკავებელი ორდერები გამოიწერა, თითქოს ჩვენ მივცვივდით ნელის და არა - პირიქით. ამას დაემატა ნიკას დაკავება, რაც ძალიან მძიმეა ოჯახისთვის. ამან შეიძლება მომავალ სპორტულ ასპარეზობებში ხელიც შეუშალოს, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

"პიკურ მდგომარეობაში ვართ, რაც სავარაუდოდ, 2 კვირას გაგრძელდება, შემდეგ უნდა დაიწყოს კლება" - როგორი მოლოდინი აქვთ პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობაში

13 მაისიდან მუშაობას განაახლებენ სასწავლო დაწესებულებები და ტრანსპორტი - გაუქმდება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათი

კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა და 31 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები და რომელი რეგიონი ლიდერობს ინფიცირების მაჩვენებლით