მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელში COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებს მიაკვლიეს - ინოვაცია, რომელმაც შესაძლოა, ათასობით სიცოცხლე გადაარჩინოს
ისრაელში COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებს მიაკვლიეს - ინოვაცია, რომელმაც შესაძლოა, ათასობით სიცოცხლე გადაარჩინოს

ის­რა­ე­ლი აცხა­დებს, რომ იპო­ვეს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ შტამს COVID-19-ს ანე­იტ­რა­ლებს, მათ შო­რის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­შიც. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი" ავ­რცე­ლებს.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ადას­ტუ­რებს ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და Twitter-ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს.

"ის­რა­ე­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა (IIBR) და­ას­რუ­ლა ინო­ვა­ცი­უ­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბა და გან­სა­ზღვრა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუსს (SARS-COV-2) ანე­იტ­რა­ლე­ბენ“ - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს ის­რა­ე­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტიც.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ წერს, ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, ეს შე­იძ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ პირ­ვე­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გახ­დეს. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტი კი, მიღ­წე­ულ შე­დეგს "მნიშ­ვნე­ლო­ვან გარ­ღვე­ვას“ უწო­დებს.

სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბის ცნო­ბით, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ახლა გა­და­დის ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მი­ღე­ბის ფა­ზა­ში, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან მის ეფექ­ტუ­რო­ბას, ხოლო მას შემ­დეგ, რაც თან­ხმო­ბა გა­ი­ცე­მა, და­ი­წყე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა და კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცია.

მეც­ნი­ერ­თა მტკი­ცე­ბით, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი უტე­ვენ ვირუსს და ანად­გუ­რე­ბენ მის ფა­რი­სებრ ცი­ლას, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც კო­რო­ნა­ვირუ­სი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში აღ­წევს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სხვა­დას­ხვა ფარ­მა­კო­ლო­გი­ურ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა უკვე შექ­მნეს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი ახლა მათი გა­მოც­დის ეტაპ­ზე არი­ან, ვაქ­ცი­ნე­ბის ნა­წი­ლი ჯერ ცხო­ვე­ლებ­ზე გა­მოც­დის ეტაპს გა­დის, ნა­წილს უკვე ადა­მი­ა­ნებ­ზეც ტეს­ტა­ვენ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ თუ ყვე­ლა­ფე­რი ოპ­ტი­მის­ტუ­რი მო­ლო­დი­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად წა­ვი­და, 2020 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, შე­საძ­ლოა, მსოფ­ლი­ოს უკვე ჰქონ­დეს ვაქ­ცი­ნა (გა­ე­ცა­ნით ვრცლად:რა ეტაპ­ზეა COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა და რა შე­დე­გი აჩ­ვე­ნა ადა­მი­ან­ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტმა)

გარ­და ამი­სა, ფარ­მა­კო­ლო­გე­ბი მუ­შა­ო­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტებ­ზეც. ჯე­ჯრე­რო­ბით არ არის დად­გე­ნი­ლი, თუ რო­მე­ლი მე­დი­კა­მენ­ტი კურ­ნავს ადა­მი­ანს ვირუ­სის­გან, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წა­მალს მეც­ნი­ე­რე­ბი იმე­დის­მომ­ცე­მად მი­იჩ­ნე­ვენ.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, COVID-19-ით მსოფ­ლი­ო­ში 6 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის 380 000-მდე პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 3 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!!!!
9

აბა რა გეგონათ? ძალიან მალე იქნება ვაქცინა და მეწამლეები კიდევ უფრო გამდიდრდებიან. აბა რა ეგონა ტრამპს, რომ მიაწვა? ახლა ვაქცინასაც მოგვყიდიან და მადლობებს და ვაშა ურასაც მიიღებენ. მაააშ... არადა ამ ოხერი კაპიტალიზმის ლპობის პროცესი რა მაგარი მომწამვლელი ყოფილა, ისეთი სუნი აქვს, ყარს!

ალექს
0

ეს თებერვლის გაზეთში არ ეწერა ?! ოტკა რომ დალიე, აი მოკლავს კაცსო ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ისრაელში COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებს მიაკვლიეს - ინოვაცია, რომელმაც შესაძლოა, ათასობით სიცოცხლე გადაარჩინოს

ისრაელში COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებს მიაკვლიეს - ინოვაცია, რომელმაც შესაძლოა, ათასობით სიცოცხლე გადაარჩინოს

ისრაელი აცხადებს, რომ იპოვეს ანტისხეულები, რომელიც კორონავირუსის ახალ შტამს COVID-19-ს ანეიტრალებს, მათ შორის ინფიცირებულებშიც. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს ისრაელის თავდაცვის სამინისტრო და Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

"ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტმა (IIBR) დაასრულა ინოვაციური მეცნიერული გამოგონება და განსაზღვრა ანტისხეულები, რომლებიც კორონავირუსს (SARS-COV-2) ანეიტრალებენ“ - ნათქვამია განცხადებაში.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">In the past two days, the Israel Institute for Biological Research (IIBR), has completed a groundbreaking scientific development, determining an antibody that neutralizes the corona virus (SARS-COV-2) 1/3</p>&mdash; Ministry of Defense (@Israel_MOD) <a href="https://twitter.com/Israel_MOD/status/1257702056225316870?ref_src=twsrc%5Etfw">May 5, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ინფორმაციას ავრცელებს ისრაელის ბიოლოგიური კვლევის ინსტიტუტიც.

როგორც სააგენტო "როიტერსი“ წერს, ისრაელის ხელისუფლების ოფიციალური პირების თქმით, ეს შეიძლება კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი ანტისხეულები გახდეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ნაფტალი ბენეტი კი, მიღწეულ შედეგს "მნიშვნელოვან გარღვევას“ უწოდებს.

სხვადასხვა გამოცემების ცნობით, ანტისხეულები ახლა გადადის ფარმაკოლოგიური კომპანიების მიღების ფაზაში, რაც იმას გულისხმობს, რომ მწარმოებელი კომპანიები შეისწავლიან მის ეფექტურობას, ხოლო მას შემდეგ, რაც თანხმობა გაიცემა, დაიწყება ანტისხეულების მასობრივი წარმოება და კომერციალიზაცია.

მეცნიერთა მტკიცებით, ანტისხეულები უტევენ ვირუსს და ანადგურებენ მის ფარისებრ ცილას, რომლის საშუალებითაც კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ფარმაკოლოგიურმა კომპანიებმა უკვე შექმნეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები და მეცნიერები ახლა მათი გამოცდის ეტაპზე არიან, ვაქცინების ნაწილი ჯერ ცხოველებზე გამოცდის ეტაპს გადის, ნაწილს უკვე ადამიანებზეც ტესტავენ.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თუ ყველაფერი ოპტიმისტური მოლოდინების შესაბამისად წავიდა, 2020 წლის შემოდგომაზე, შესაძლოა, მსოფლიოს უკვე ჰქონდეს ვაქცინა (გაეცანით ვრცლად:რა ეტაპზეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რა შედეგი აჩვენა ადამიანზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა)

გარდა ამისა, ფარმაკოლოგები მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებზეც. ჯეჯრერობით არ არის დადგენილი, თუ რომელი მედიკამენტი კურნავს ადამიანს ვირუსისგან, თუმცა რამდენიმე წამალს მეცნიერები იმედისმომცემად მიიჩნევენ.

ბოლო ინფორმაციით, COVID-19-ით მსოფლიოში 6 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 380 000-მდე პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 3 მილიონამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ახალი ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინების შესახებ - ვაქცინაციაჩატარებულ მოხალისეებს, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ

"უარესი ჯერ კიდევ წინ არის... პანდემიის ტემპი იზრდება" - ჯანმოს ხელმძღვანელი

ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს - მეცნიერების ვარაუდით, მას შეუძლია გლობალური დაავადება გამოიწვიოს