პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო შემთხვევა, როცა შვილი შეეძინა და დიდი ხანი ნანახი არ ჰყავდა შვილი" - პრემიერმა პოლიციელები დააჯილდოვა
"იყო შემთხვევა, როცა შვილი შეეძინა და დიდი ხანი ნანახი არ ჰყავდა შვილი" - პრემიერმა პოლიციელები დააჯილდოვა

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პო­ლი­ცი­ის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა დე­პარ­ტა­მენ­ტის 10 თა­ნამ­შრო­მე­ლი მედ­ლით - „გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის“ და­ა­ჯილ­დო­ეს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

„ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია და სა­ა­მა­ყოა, მქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, კი­დევ ერთხელ მი­ვუ­ლო­ცო პო­ლი­ცი­ის დღე თი­თო­ე­ულ თქვენ­განს - ოფი­ცერს, რი­გითს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სრულ შე­მად­გენ­ლო­ბას, მე­სა­ზღვრეს, მაშ­ველს, მე­ხან­ძრეს, ყვე­ლას, ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, თქვენ გი­ლო­ცავთ პირ­ველ რიგ­ში, რო­გორც ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უწყე­ბის ღირ­სე­ულ ხელ­მძღვა­ნელს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ჩარ­თუ­ლია ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში. ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ ღირ­სე­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა არის უდი­დე­სი ფა­სე­უ­ლო­ბა, იმი­ტომ რომ ყველ­გან ხართ. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში გა­მო­დის, ის სა­ხელ­მწი­ფოს პირ­ველ რიგ­ში აღიქ­ვამს თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით. აი, ფორ­მი­ან ადა­მი­ანს ხე­დავს და მისი ქცე­ვის მო­დე­ლი არის სა­ხელ­მწი­ფოს მო­დე­ლი. ეს არის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. რა თქმა უნდა, ყვე­ლა ის პო­ლი­ცი­ე­ლი და შსს-ს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც თავი გა­წი­რა, რო­გორც კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლა­ში, ასე­ვე ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის, ერ­თი­ა­ნო­ბის, დაც­ვის კონ­ტექ­სტში, ყვე­ლა უნდა გვახ­სოვ­დეს, ყვე­ლას პა­ტი­ვი უნდა მი­ვა­გოთ, ყვე­ლას ოჯა­ხებ­ზე უნდა ვიზ­რუ­ნოთ, ყვე­ლას შვი­ლებს უნდა მივ­ხე­დოთ, მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბე­ბია ეს ყვე­ლა­ფე­რი. ის რაც ჩვენს ღირ­სე­ბას, პო­ლი­ცი­ე­ლის მუნ­დი­რის ღირ­სე­ბას აძ­ლი­ე­რებს, ეს არის ის ყო­ველ­დღი­უ­რად რი­თიც უნდა ვი­ცხოვ­როთ, ვი­სუნ­თქოთ და ვი­მუ­შა­ოთ. ეს არის და ეს. კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ და იცო­დეთ, რომ მშვი­დო­ბის პი­რო­ბებ­ში, იმა­ზე უფრო დიდი ღირ­სე­ბა, ემ­სა­ხუ­რო შენს ქვე­ყა­ნას და მო­ქა­ლა­ქეს, და­იც­ვა მისი ჯან­მრთე­ლო­ბა, სი­ცო­ცხლე, მშვი­დი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა, ამა­ზე უფრო დიდი ღირ­სე­ბა არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

ში­ნა­გან საქ­მეთ მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებს პრო­ფე­სი­უ­ლი დღე მი­უ­ლო­ცა და გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

„მინ­და მო­გი­ლო­ცოთ ყვე­ლა თქვენ­განს პრო­ფე­სი­უ­ლი დღე, პო­ლი­ცი­ის დღე, არა­მარ­ტო თქვენ, მთლი­ა­ნად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, და­წყე­ბუ­ლი რი­გი­თი­დან - ხელ­მძღვა­ნე­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ეს სამი თვე, სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე ვი­ყა­ვით გა­და­სუ­ლი, ვართ კი­დე­ვაც, ვაგ­რძე­ლებთ. თვე­ე­ბი ოჯახ­ში არ ყო­ფილ­ხართ, ად­გი­ლებ­ზე იყა­ვით დარ­ჩე­ნი­ლი, თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო, რო­დე­საც შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, ერთ-ერთი გვყავს - სულ­ხა­ნი და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ნა­ხი არ ჰყავ­და შვი­ლი. ვი­ცით, რა სამ­სა­ხურ­საც ეწე­ვით, თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას, ყვე­ლა­ფერს რის­კავთ ისევ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ა­კე­თეთ, არ მინ­და, რო­მე­ლი­მე გა­მოვ­ყო, ყვე­ლა და­ნა­ყო­ფი იყო ჩარ­თუ­ლი და მე მინ­და, მად­ლო­ბა გი­თხრათ, ყვე­ლას მო­გი­ლო­ცოთ კი­დევ ერთხელ, წარ­მა­ტე­ბა გი­სურ­ვოთ, ჯან­მრთე­ლო­ბა. ვი­ცით, თუ რა სამ­სა­ხუ­რია - წლე­ბია, მეც დიდი ხა­ნია უკვე ამ სტრუქ­ტუ­რა­ში, ამ სის­ტე­მა­ში ვარ, ოჯახ­ში უვ­ნებ­ლად დაბ­რუ­ნე­ბას გი­სურ­ვებთ ყო­ველ­თვის. რაც ყო­ველ­თვის მძი­მეა ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს­თვის, ქვეყ­ნის­თვის, ერთი პო­ლი­ცი­ე­ლის და­კარ­გვაც უმ­ძი­მე­სია ჩვენ­თვის. ამი­ტომ ჯან­მრთე­ლი და მშვი­დო­ბი­ა­ნი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით ყო­ველ­თვის თქვენს ოჯა­ხებ­ში. გი­ლო­ცავთ კი­დევ ერთხელ" , - აღ­ნიშ­ნა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

უწყე­ბის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ I ხა­რის­ხის მე­და­ლი - „გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის“ ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორს, პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნიკ ლაშა გოგ­ნი­აშ­ვილს პი­რა­დად გა­დას­ცა.

II ხა­რის­ხის მე­და­ლი - „გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის“ კი გა­და­ე­ცათ სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რუ­ლი და­ნა­ყო­ფის თა­ნამ­შრომ­ლებს:

  • სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი - ოთარ ჭე­ლი­ძე
  • სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრი "112" - ავ­თან­დილ ჩი­ტა­ძე
  • სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი - მა­ნუ­ჩარ მარ­გი­ა­ნი
  • სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი - ალექ­სან­დრე ბირ­თვე­ლიშ­ვი­ლი
  • გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტი - რა­მაზ თა­რაშ­ვი­ლი
  • ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი - ბა­კურ კურ­ტა­ნი­ძე
  • თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი - ტა­რი­ელ ალა­ვი­ძე
  • სა­ექ­სპერ­ტო-კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი - ალექ­სან­დრე და­დი­ა­ნი­ძე
  • დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი - კარ­ლო ურუ­შა­ძე.

პო­ლი­ცი­ე­ლის პრო­ფე­სი­ულ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სა­ხე­ლით, სა­მი­ნის­ტროს 5000-მდე თა­ნამ­შრო­მელს სხვა­დას­ხვა სა­ხის ჯილ­დო გა­და­ე­ცა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Mate
6

ურუშაძეს სკამზე მყარად ჯდომისთვის გადაეცით? 

გიო
6

გილოცავთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"იყო შემთხვევა, როცა შვილი შეეძინა და დიდი ხანი ნანახი არ ჰყავდა შვილი" - პრემიერმა პოლიციელები დააჯილდოვა

"იყო შემთხვევა, როცა შვილი შეეძინა და დიდი ხანი ნანახი არ ჰყავდა შვილი" - პრემიერმა პოლიციელები დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

„ჩემთვის დიდი პატივია და საამაყოა, მქონდეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მივულოცო პოლიციის დღე თითოეულ თქვენგანს - ოფიცერს, რიგითს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, მესაზღვრეს, მაშველს, მეხანძრეს, ყველას, ბატონო ვახტანგ, თქვენ გილოცავთ პირველ რიგში, როგორც ამ მნიშვნელოვანი უწყების ღირსეულ ხელმძღვანელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ღირსება და სამართლიანობა არის უდიდესი ფასეულობა, იმიტომ რომ ყველგან ხართ. ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის, ის სახელმწიფოს პირველ რიგში აღიქვამს თქვენი საშუალებით. აი, ფორმიან ადამიანს ხედავს და მისი ქცევის მოდელი არის სახელმწიფოს მოდელი. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ყველა ის პოლიციელი და შსს-ს ყველა თანამშრომელი, რომელმაც თავი გაწირა, როგორც კრიმინალთან ბრძოლაში, ასევე ქვეყნის ინტერესების, ერთიანობის, დაცვის კონტექსტში, ყველა უნდა გვახსოვდეს, ყველას პატივი უნდა მივაგოთ, ყველას ოჯახებზე უნდა ვიზრუნოთ, ყველას შვილებს უნდა მივხედოთ, მარტივი ჭეშმარიტებებია ეს ყველაფერი. ის რაც ჩვენს ღირსებას, პოლიციელის მუნდირის ღირსებას აძლიერებს, ეს არის ის ყოველდღიურად რითიც უნდა ვიცხოვროთ, ვისუნთქოთ და ვიმუშაოთ. ეს არის და ეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და იცოდეთ, რომ მშვიდობის პირობებში, იმაზე უფრო დიდი ღირსება, ემსახურო შენს ქვეყანას და მოქალაქეს, დაიცვა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება, ამაზე უფრო დიდი ღირსება არ არსებობს“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთ მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მოგილოცოთ ყველა თქვენგანს პროფესიული დღე, პოლიციის დღე, არამარტო თქვენ, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, დაწყებული რიგითიდან - ხელმძღვანელით დამთავრებული. ეს სამი თვე, საგანგებო რეჟიმზე ვიყავით გადასული, ვართ კიდევაც, ვაგრძელებთ. თვეები ოჯახში არ ყოფილხართ, ადგილებზე იყავით დარჩენილი, თითქმის ყველა რეგიონში. იყო შემთხვევები, ბატონო პრემიერო, როდესაც შვილი შეეძინათ, ერთ-ერთი გვყავს - სულხანი და დიდი ხნის განმავლობაში ნანახი არ ჰყავდა შვილი. ვიცით, რა სამსახურსაც ეწევით, თქვენს ჯანმრთელობას, ყველაფერს რისკავთ ისევ ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად. ძალიან ბევრი გააკეთეთ, არ მინდა, რომელიმე გამოვყო, ყველა დანაყოფი იყო ჩართული და მე მინდა, მადლობა გითხრათ, ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთხელ, წარმატება გისურვოთ, ჯანმრთელობა. ვიცით, თუ რა სამსახურია - წლებია, მეც დიდი ხანია უკვე ამ სტრუქტურაში, ამ სისტემაში ვარ, ოჯახში უვნებლად დაბრუნებას გისურვებთ ყოველთვის. რაც ყოველთვის მძიმეა ჩვენი სამინისტროსთვის, ქვეყნისთვის, ერთი პოლიციელის დაკარგვაც უმძიმესია ჩვენთვის. ამიტომ ჯანმრთელი და მშვიდობიანი დაბრუნებულიყავით ყოველთვის თქვენს ოჯახებში. გილოცავთ კიდევ ერთხელ" , - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

უწყების ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ I ხარისხის მედალი - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ლაშა გოგნიაშვილს პირადად გადასცა.

II ხარისხის მედალი - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ კი გადაეცათ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლებს:

  • საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი - ოთარ ჭელიძე
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" - ავთანდილ ჩიტაძე
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - მანუჩარ მარგიანი
  • საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი - ალექსანდრე ბირთველიშვილი
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი - რამაზ თარაშვილი
  • ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი - ბაკურ კურტანიძე
  • თბილისის პოლიციის დეპარტამენტი - ტარიელ ალავიძე
  • საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი - ალექსანდრე დადიანიძე
  • დაცვის პოლიციის დეპარტამენტი - კარლო ურუშაძე.

პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს 5000-მდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

დააკავეს კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც ყალბი საბუთები დაამზადა, კორონავირუსით დაზარალებულთათვის განკუთვნილი კომპენსაციის მისაღებად

სისხლიანი გარჩევა ბაგებში - პოლიციამ ფაქტზე ორი პირი დააკავა

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს