სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სისხლიანი დაპირისპირება გუდაუთის სამხედრო ბაზაზე - როგორ ეხამურებიან აფხაზები დაღესტნელი ასმეთაურის მკვლელობას
სისხლიანი დაპირისპირება გუდაუთის სამხედრო ბაზაზე - როგორ ეხამურებიან აფხაზები დაღესტნელი ასმეთაურის მკვლელობას

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, გუ­და­უ­თის მე-7 სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე კონ­ტრაქ­ტორ­მა ასე­უ­ლის მე­თა­უ­რი და­ნით დაჭ­რა, რის შე­დე­გა­დაც დაჭ­რი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

აფხა­ზურ მე­დი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ყალ­მუ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა Elista.org-იდან გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ წერს.

"სამ­ხედ­რო მო­წყო­ბის შემ­დეგ, კონ­ტრაქ­ტო­რებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო, ერ­თმა­ნეთს ასე­უ­ლის მე­თა­უ­რი, ლე­ი­ტე­ნან­ტი მა­რატ გა­ჯი­ე­ვი და სერ­ჟან­ტი ბა­ტირ ხა­ზი­კო­ვი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. კონ­ფლიქ­ტის დროს, ხა­ზი­კოვ­მა გა­ჯი­ევს დანა სამ­ჯერ და­არ­ტყა, რის შე­დე­გა­დაც დაჭ­რი­ლი ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნის­გან ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მას ცოლი და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი დარ­ჩა.გა­ჯი­ე­ვი წარ­მო­შო­ბით და­ღეს­ტნი­დან იყო და სხვა სამ­ხედ­რო­ე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებ­ში ხში­რად იყო შემ­ჩნე­უ­ლი", - წერს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ხა­ზი­კოვ­თან ერ­თად, გუ­და­უ­თის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე ყალ­მუ­ხე­თის კი­დევ 10 მკვიდ­რი მსა­ხუ­რობ­და. ყვე­ლა მათ­გა­ნი ადი­ღეს რეს­პუბ­ლი­კა­ში, ქა­ლაქ მა­ი­კოპ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

რუ­სე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბას სამ­ხრე­თის სამ­ხედ­რო ოლ­ქის გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნი­კი ალექ­სან­დრე დვორ­ნი­კო­ვი უძღვე­ბა. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, აფხა­ზეთ­ში დის­ლო­ცი­რე­ბულ რუ­სულ ნა­წილ­ში, ისე­ვე, რო­გორც ზო­გა­დად, რუ­სე­თის არ­მი­ა­ში, ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლე­ბი "ყო­ჩის პო­ზი­ცი­ებს არ თმო­ბენ".

მომ­ხდარს აფხა­ზე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. მათი ცნო­ბით, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც გუ­და­უ­თის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე მყოფ სამ­ხედ­რო­ებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი შე­ტა­კე­ბა ხდე­ბა.

"კონ­კრე­ტუ­ლად, ყალ­მუ­ხებ­სა და და­ღეს­ტნე­ლებს შო­რის არის მუდ­მი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბა, რაც და­ღეს­ტნე­ლე­ბის მიერ არის პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი. ყალ­მუ­ხე­ბი უპ­რე­ტენ­ზიო, მშვი­დი ხალ­ხია, ბუ­დიზ­მის მიმ­დევ­რე­ბი არი­ან და მათი წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა ძნე­ლია, მაგ­რამ და­ღეს­ტნე­ლე­ბი ამას ახერ­ხე­ბენ. მათ შო­რის სა­ზღვა­რი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ი­დან დღემ­დე არ არის სა­ბო­ლო­ოდ გავ­ლე­ბუ­ლი, რის გა­მოც მუდ­მი­ვად კონ­ფლიქ­ტი აქვთ.

და­ღეს­ტნე­ლე­ბი აფხა­ზეთ­ში თავს ისე გრძნო­ბენ, რო­გორც სახ­ლში, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ აქ ში­ნა­უ­რე­ბი არი­ან, ეს ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც კი ეტყო­ბათ, 90-იანი წლე­ბის ომში მო­ხა­ლი­სე­ო­ბას გვახ­სე­ნე­ბენ, არა­და ია­რა­ღის გამო, ჩვე­ნი­ა­ნებ­საც ხო­ცავ­დნენ", - წერს ერთ-ერთი აფხა­ზი.

"არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ზა­ზე ბოლო წვრთნე­ბის დრო­საც მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა, უფრო მა­ღა­ლი წო­დე­ბის სამ­ხედ­რო­ებს შო­რის. სა­ვა­რა­უ­დოდ, პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი ვერ გა­იყ­ვეს, თო­რემ კონ­ტრაქ­ტო­რე­ბის პი­რო­ბე­ბი ვის ადარ­დებს. რუ­სულ ჯარ­ში ის ჭამს, ვინც ძლი­ე­რია და სხვას და­ჩაგ­რავს და ეს ეხე­ბათ რო­გორც რე­გუ­ლა­რუ­ლი ჯა­რის სამ­ხედ­რო­რებს, ასე­ვე კონ­ტრაქ­ტო­რებს", - წერს ანა ნან­ბა.

"ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც კურ­სან­ტე­ბად მი­დი­ან რუ­სულ სამ­ხედ­რო სის­ტე­მა­ში, იქა­ურ პი­რო­ბებ­ზე ყვე­ბი­ან და ვხვდე­ბი, რომ ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბის შემ­დეგ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. მშობ­ლე­ბი, ვინც შვი­ლებს იქ უშ­ვე­ბენ, ლო­ცუ­ლო­ბენ, მშვი­დო­ბით და­უბ­რუნ­დეთ. გუ­და­უ­თის ბაზა ელი­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლი­აო და სხვა­გან რა ხდე­ბა, ალ­ბათ წარ­მო­სად­გე­ნია - "დე­დოვშჩი­ნის" გა­რე­შე რუ­სუ­ლი ჯარი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინც გა­და­დის და რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბი ვი­საც უნა­ხავს, მა­შინ­ვე მიხ­ვდე­ბა, რაც იქ ხდე­ბა", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ია­სონ აფხა­ზი".

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
91

Ambebi.ge ს ყველა თანამშრომელი მაგრები ხართ ! მაგრად ეფექტურად მუშაობთ და ხალხს დროულად აწვდით ამომწურავ ინფორმაციას !

მუმლი მუხასაო
0

ახლა იმაზე მანერვიულე, ერთმა ოკუპანტმა მეორე როგორ და რატომ მოკლა. ქართველები მტრებად და დამპყრობლებად გამოაცხადეს, საკუთარი მიწაწყლიდან აყარეს და და ახლა ნამდვილი დამპყრობლების საქციელი აღარ მოსწონთ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

სისხლიანი დაპირისპირება გუდაუთის სამხედრო ბაზაზე - როგორ ეხამურებიან აფხაზები დაღესტნელი ასმეთაურის მკვლელობას

სისხლიანი დაპირისპირება გუდაუთის სამხედრო ბაზაზე - როგორ ეხამურებიან აფხაზები დაღესტნელი ასმეთაურის მკვლელობას

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის მე-7 სამხედრო ბაზაზე კონტრაქტორმა ასეულის მეთაური დანით დაჭრა, რის შედეგადაც დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

აფხაზურ მედიაში აღნიშნული ინფორმაცია, ყალმუხეთის რესპუბლიკის ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა Elista.org-იდან გავრცელდა, რომელიც რუსეთის სამხედრო ბაზაზე მომხდარის შესახებ წერს.

"სამხედრო მოწყობის შემდეგ, კონტრაქტორებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო, ერთმანეთს ასეულის მეთაური, ლეიტენანტი მარატ გაჯიევი და სერჟანტი ბატირ ხაზიკოვი დაუპირისპირდნენ. კონფლიქტის დროს, ხაზიკოვმა გაჯიევს დანა სამჯერ დაარტყა, რის შედეგადაც დაჭრილი ძლიერი სისხლდენისგან ადგილზე გარდაიცვალა, მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი დარჩა.გაჯიევი წარმოშობით დაღესტნიდან იყო და სხვა სამხედროების მიმართ აგრესიულ ქმედებებში ხშირად იყო შემჩნეული", - წერს რუსული გამოცემა, რომლის ცნობითაც, ხაზიკოვთან ერთად, გუდაუთის სამხედრო ბაზაზე ყალმუხეთის კიდევ 10 მკვიდრი მსახურობდა. ყველა მათგანი ადიღეს რესპუბლიკაში, ქალაქ მაიკოპში გადაიყვანეს.

რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, სისხლის სამართლის გამოძიებას სამხრეთის სამხედრო ოლქის გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე დვორნიკოვი უძღვება. თუმცა, ადგილობრივების თქმით, აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ ნაწილში, ისევე, როგორც ზოგადად, რუსეთის არმიაში, ჩრდილოკავკასიელები "ყოჩის პოზიციებს არ თმობენ".

მომხდარს აფხაზები ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ. მათი ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გუდაუთის სამხედრო ბაზაზე მყოფ სამხედროებს შორის ფიზიკური შეტაკება ხდება.

"კონკრეტულად, ყალმუხებსა და დაღესტნელებს შორის არის მუდმივი დაპირისპირება, რაც დაღესტნელების მიერ არის პროვოცირებული. ყალმუხები უპრეტენზიო, მშვიდი ხალხია, ბუდიზმის მიმდევრები არიან და მათი წონასწორობიდან გამოყვანა ძნელია, მაგრამ დაღესტნელები ამას ახერხებენ. მათ შორის საზღვარი საბჭოთა კავშირის დროიდან დღემდე არ არის საბოლოოდ გავლებული, რის გამოც მუდმივად კონფლიქტი აქვთ.

დაღესტნელები აფხაზეთში თავს ისე გრძნობენ, როგორც სახლში, რადგან მიაჩნიათ, რომ აქ შინაურები არიან, ეს ჩვენთან ურთიერთობაშიც კი ეტყობათ, 90-იანი წლების ომში მოხალისეობას გვახსენებენ, არადა იარაღის გამო, ჩვენიანებსაც ხოცავდნენ", - წერს ერთ-ერთი აფხაზი.

"არსებული ინფორმაციით, ბაზაზე ბოლო წვრთნების დროსაც მოხდა დაპირისპირება, უფრო მაღალი წოდების სამხედროებს შორის. სავარაუდოდ, პრივილეგიები ვერ გაიყვეს, თორემ კონტრაქტორების პირობები ვის ადარდებს. რუსულ ჯარში ის ჭამს, ვინც ძლიერია და სხვას დაჩაგრავს და ეს ეხებათ როგორც რეგულარული ჯარის სამხედრორებს, ასევე კონტრაქტორებს", - წერს ანა ნანბა.

"ჩვენი ბიჭები, რომლებიც კურსანტებად მიდიან რუსულ სამხედრო სისტემაში, იქაურ პირობებზე ყვებიან და ვხვდები, რომ ჩემი ახალგაზრდობის შემდეგ არაფერი შეცვლილა. მშობლები, ვინც შვილებს იქ უშვებენ, ლოცულობენ, მშვიდობით დაუბრუნდეთ. გუდაუთის ბაზა ელიტარული ნაწილიაო და სხვაგან რა ხდება, ალბათ წარმოსადგენია - "დედოვშჩინის" გარეშე რუსული ჯარი წარმოუდგენელია. საქართველოში ვინც გადადის და რუსი მესაზღვრეები ვისაც უნახავს, მაშინვე მიხვდება, რაც იქ ხდება", - წერს ინტერნეტმომხმარებელი "იასონ აფხაზი".

აზერბაიჯანის არმიის სნაიპერმა სომეხი ჯარისკაცი მოკლა - რისთვის ემზადება აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად?

"ბასკოვის და ვალერიას კონცერტები გვიშველის?!" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში გავრილოვისა და რუსი მომღერლებისთვის "კეთილი ნების ელჩის" სტატუსის მინიჭებას

როგორ ინგრევა აფხაზეთი - ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ეს ფოტოები, გულს მოგიკლავთ