მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"4 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა" - რას ამბობს მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე
"4 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა" - რას ამბობს მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან 18 სო­ფელ მუ­შე­ვა­ნი­დან, 4 სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცი­დან, ხოლო 4 ე.წ. სა­ბურ­თა­ლოს კლას­ტე­რი­და­ნაა.

"26 შემ­თხვე­ვი­დან 18 არის ბოლ­ნი­სის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი მუ­შე­ვა­ნი. მინ­და, გან­გი­მარ­ტოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი 18 შემ­თხვე­ვა - იცით, რომ ამ სო­ფელ­ში კვლე­ვა მუდ­მი­ვად წარ­მო­ებს. კვლე­ვის დროს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის დროს პა­ცი­ენ­ტე­ბის იზო­ლა­ცია და სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბა ხდე­ბა, მაგ­რამ მათი კონ­ტაქ­ტე­ბის კვლე­ვა გრძელ­დე­ბა. კონ­ტაქ­ტე­ბის კვლე­ვის­თვის საკ­მა­რი­სი არ არის ერთჯე­რა­დად მი­ღე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ინ­კუ­ბა­ცი­ის პე­რი­ო­დის დას­რუ­ლე­ბი­სას, მე­თო­თხმე­ტე დღის­თვის კვლავ და­ი­ტეს­ტონ ისი­ნი და ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი შე­მოგ­ვე­მატ­ნენ, რო­დე­საც ბოლ­ნი­სის წყა­რო­დან მა­ტე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. 10-14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთ-ორი დღე მო­მა­ტე­ბუ­ლი ციფ­რი გვაქვს და შემ­დგომ­ში ეს ციფ­რე­ბი ყო­ველ­თვის ეცე­მა. იმე­დია, ყო­ვე­ლი მე­თო­თხმე­ტე დღე ასე­თი აღარ გვექ­ნე­ბა და მუ­შე­ვან­ში შემ­თხვე­ვე­ბი დას­რულ­დე­ბა.

და­ნარ­ჩე­ნი 8 შემ­თხვე­ვი­დან, 4 არის სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცი­დან და 4 არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვას­თან ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი, იცით, ახლა სულ „სა­ბურ­თა­ლოს კლას­ტერ­ზე“ რომ სა­უბ­რობთ. 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რჯერ იყო „სა­ბურ­თა­ლოს კლას­ტე­რი“, მაგ­რამ ამა­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბა არ ხდე­ბო­და. ამი­ტომ, მე ამა­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბას არ გა­ვა­კე­თებ. სა­ბურ­თა­ლოს წყა­რო­დან მო­ძი­ე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის კონ­ტაქ­ტი არის მხო­ლოდ - 4“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"4 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა" - რას ამბობს მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

"4 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა" - რას ამბობს მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 18 სოფელ მუშევანიდან, 4 საკარანტინე სივრციდან, ხოლო 4 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა.

"26 შემთხვევიდან 18 არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანი. მინდა, განგიმარტოთ აღნიშნული 18 შემთხვევა - იცით, რომ ამ სოფელში კვლევა მუდმივად წარმოებს. კვლევის დროს დადასტურებული შემთხვევის დროს პაციენტების იზოლაცია და სტაციონარში მოთავსება ხდება, მაგრამ მათი კონტაქტების კვლევა გრძელდება. კონტაქტების კვლევისთვის საკმარისი არ არის ერთჯერადად მიღებული უარყოფითი პასუხი, აუცილებელია ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას, მეთოთხმეტე დღისთვის კვლავ დაიტესტონ ისინი და ასეთი პაციენტები შემოგვემატნენ, როდესაც ბოლნისის წყაროდან მატებაზეა საუბარი. 10-14 დღის განმავლობაში, ერთ-ორი დღე მომატებული ციფრი გვაქვს და შემდგომში ეს ციფრები ყოველთვის ეცემა. იმედია, ყოველი მეთოთხმეტე დღე ასეთი აღარ გვექნება და მუშევანში შემთხვევები დასრულდება.

დანარჩენი 8 შემთხვევიდან, 4 არის საკარანტინო სივრციდან და 4 არის დადასტურებული შემთხვევასთან ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად მიღებული, იცით, ახლა სულ „საბურთალოს კლასტერზე“ რომ საუბრობთ. 4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ იყო „საბურთალოს კლასტერი“, მაგრამ ამაზე აქცენტირება არ ხდებოდა. ამიტომ, მე ამაზე აქცენტირებას არ გავაკეთებ. საბურთალოს წყაროდან მოძიებული პაციენტის კონტაქტი არის მხოლოდ - 4“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - "მათგან 18 მუშევანიდანაა"

"ადუღებული წყლით არის დამწვარი" - როგორია აფხაზეთიდან თბილისში გადმოყვანილი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა

"ჯანმრთელობის ამ სიმძიმის მიუხედავად სახლში ყოფნა კომფორტული აღმოჩნდა" - განქორწინების შემდეგ მიშა ანდღულაძემ წიგნი დაწერა