მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უსაფრთხო პიკნიკი ბუნებაში და ყველაზე გემრიელი სენდვიჩების რეცეპტები
უსაფრთხო პიკნიკი ბუნებაში და ყველაზე გემრიელი სენდვიჩების რეცეპტები

ზა­ფხუ­ლის მოს­ვლამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩა. მზი­ა­ნი ამინ­დე­ბი კი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, კა­რან­ტი­ნის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში თავს უფ­ლე­ბა მივ­ცეთ და სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­ვი­სე­ირ­ნოთ.

ღია სივ­რცე­ში, ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამას მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­შიც წა­ი­კი­თხავთ. მზეს­თან კონ­ტაქ­ტი ორ­გა­ნიზმს D ვი­ტა­მი­ნით ამა­რა­გებს, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს და ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დეთ წე­სებს, covid 19-თან და­კავ­ში­რე­ბით. უნდა მო­ვე­რი­დოთ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს და სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიც პირ­ბა­დის გა­რე­შე არ უნდა მი­ვი­დეთ. პიკ­ნი­კი ბუ­ნე­ბა­ში ოჯახ­თან ერ­თად, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იდე­აა. და­ის­ვე­ნებთ, გა­ხა­ლის­დე­ბით და ბავ­შვე­ბიც კარ­გად გა­ერ­თო­ბი­ან.

თუ მან­ქა­ნა გყავთ, შე­არ­ჩი­ეთ რო­მე­ლი­მე ლა­მა­ზი ად­გი­ლი ქა­ლაქთან ახ­ლოს და და­გეგ­მეთ პიკ­ნი­კი. ძა­ლი­ან ლა­მა­ზია სა­ბა­დუ­რის ტყე. პიკ­ნი­კის მო­წყო­ბა ქა­ლაქ­შიც შე­გიძ­ლი­ათ. მა­გა­ლი­თად, ლი­სის ტბა­ზე.

პიკ­ნი­კის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი საკ­ვე­ბია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია საკ­ვე­ბი, რო­მელ­საც პიკ­ნიკ­ზე წა­ვი­ღებთ, იყოს არა მალ­ფუ­ჭე­ბა­დი, მარ­ტი­ვი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი და სა­ტა­რე­ბე­ლი, იო­ლად მი­სარ­თმე­ვი და უცებ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი.

ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი სწო­რედ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბია. მსგავ­სი პრო­დუქ­ცია დიდი ხა­ნია უკვე გას­ცდა მხო­ლოდ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ვახ­შმის კა­ტე­გო­რი­ას და ბოლო ტენ­დენ­ცი­ე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ მათ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სულ უფრო ხში­რად მო­იხ­მა­რენ სა­პიკ­ნი­კე წა­სა­ხემ­სებ­ლე­ბად მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში.

  • სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია „ნი­კო­რას“ რჩე­ვით, გთა­ვა­ზობთ ყვე­ლა­ზე გემ­რი­ელ იდე­ებს, თუ რო­გო­რი წა­სა­ხემ­სე­ბე­ლი შე­გიძ­ლი­ათ გა­ი­ყო­ლოთ პიკ­ნიკ­ზე.

სენდვი­ჩე­ბი

სენდვი­ჩი ერთ-ერთი იოლი, ნოყი­ე­რი და გემ­რი­ე­ლი ვა­რი­ან­ტია პიკ­ნიკ­ზე წა­სა­ღებ წა­სა­ხემ­სებ­ლებს შო­რის. სენდვი­ჩის მო­სამ­ზა­დებ­ლად ტოს­ტის პური დაგ­ჭირ­დე­ბათ.

სენდვი­ჩი ყვე­ლი "ჩე­და­რით" და შაშ­ხი "მან­დო­ლი­ნით"

ტოს­ტის პურს წა­უს­ვით თხლად მა­ი­ო­ნე­ზი, და­ა­დეთ სა­ლა­თის ფო­თო­ლი, თხლად დაჭ­რი­ლი „მან­დო­ლი­ნის“ ნა­ჭე­რი, ყვე­ლი „ჩე­და­რი“, თხლად დაჭ­რი­ლი პო­მი­დო­რი, მო­ა­ყა­რეთ ცოტა ორე­გა­ნო. ზე­მო­დან ისევ სა­ლა­თის ფო­თო­ლი და­ა­ფა­რეთ და და­ა­დეთ ტოს­ტის პუ­რის მე­ო­რე ნა­ჭე­რი. სენდვი­ჩი გა­ჭე­რით დი­ა­გო­ნა­ლუ­რად, რომ სამ­კუ­თხე­დი ფორ­მის ნაჭ­რე­ბი გა­მო­ვი­დეს.

ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი სენდვი­ჩი მარ­წყვი­თა და "მო­ცე­რე­ლა­თი"

გა­გიკ­ვირ­დათ? მარ­წყვის პი­კან­ტუ­რი გემო ძა­ლი­ან უხ­დე­ბა სენდვი­ჩის ამ ვა­რი­ანტს. ტოს­ტის პურ­ზე და­ა­ფი­ნეთ რუ­კო­ლას ფოთ­ლე­ბი. ზე­მო­დან და­ა­დეთ რგო­ლე­ბად დაჭ­რი­ლი წი­თე­ლი ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კის ნაჭ­რე­ბი. შემ­დეგ შუ­ა­ზე გაჭ­რი­ლი „მო­ცა­რე­ლას“ ბურ­თე­ბი მო­ა­თავ­სეთ. ბოლო ფე­ნად კი - შუ­ა­ზე გაჭ­რი­ლი მარ­წყვი. და­ა­ფა­რეთ ტოს­ტის მე­ო­რე ნა­ჭე­რი თავ­ზე და სენდვი­ჩი მზად არის. „მო­ცა­რე­ლას“ მსუ­ბუ­ქი გემო მარ­წყვთან სა­უ­კე­თე­სო კომ­ბი­ნა­ცი­აა.

სენდვი­ჩი ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლით

უგემ­რი­ე­ლე­სი და ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო. ტოს­ტის პურ­ზე თხლად წა­უს­ვით მა­ი­ო­ნე­ზი, და­ა­ფი­ნეთ სა­ლა­თის ფო­თო­ლი, მრგვლად დაჭ­რი­ლი პო­მი­დო­რი, ორა­გუ­ლის თხე­ლი ნა­ჭე­რი. ზე­მო­დან და­ა­ფი­ნეთ ისევ სა­ლა­თის ფურ­ცე­ლი და და­ა­ფა­რეთ ტოს­ტის პუ­რის მე­ო­რე ნა­ჭე­რი.

სა­ბავ­შვო სენდვი­ჩი ქათ­მის ძეხ­ვით

"ნი­კო­რას" წარ­მო­ე­ბუ­ლი ძეხ­ვე­უ­ლი - "მინი", სპე­ცი­ა­ლუ­რად ბავ­შვე­ბის­თვის შე­იქ­მნა. "მი­ნის" ქათ­მის ძეხ­ვი ძა­ლი­ან უყ­ვართ პა­ტა­რებს. ტოს­ტის პურ­ზე მო­ა­თავ­სეთ დაჭ­რი­ლი "მო­ცა­რე­ლას" ნაჭ­რე­ბი, ქათ­მის ძეხ­ვი, თხლად დაჭ­რი­ლი პო­მი­დო­რი, სა­ლა­თის ფო­თო­ლი. და­ა­ფა­რეთ ზე­მო­დან მე­ო­რე ნა­ჭე­რი პური. თუ "მო­ცა­რე­ლას" ოდ­ნავ შე­ათ­ბობთ მიკ­რო­ტალ­ღურ ღუ­მელ­ში, ის ჩად­ნე­ბა და პურს მი­ეკ­რო­ბა. შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ავო­კა­დოს რბი­ლო­ბი, რაც ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო და გემ­რი­ე­ლია.

სარ­დე­ლი

თუ ცე­ცხლის დან­თე­ბას აპი­რებთ, არ და­გა­ვი­წყდეთ სარ­დე­ლის წა­ღე­ბა. წა­მო­აც­ვით ჯოხზე და შებ­რა­წეთ. ბავ­შვე­ბი სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამ პრო­ცეს­ში.არ და­გა­ვი­წყდეთ ხი­ლის და ლი­მო­ნა­თის წა­ღე­ბა.

სა­სი­ა­მოვ­ნო დას­ვე­ნე­ბას გი­სურ­ვებთ!

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

უსაფრთხო პიკნიკი ბუნებაში და ყველაზე გემრიელი სენდვიჩების რეცეპტები

უსაფრთხო პიკნიკი ბუნებაში და ყველაზე გემრიელი სენდვიჩების რეცეპტები

ზაფხულის მოსვლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. მზიანი ამინდები კი საშუალებას გვაძლევს, კარანტინის შემდგომ პერიოდში თავს უფლება მივცეთ და სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ.

ღია სივრცეში, ჰაერზე სეირნობა აუცილებელია. ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებშიც წაიკითხავთ. მზესთან კონტაქტი ორგანიზმს D ვიტამინით ამარაგებს, რაც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვითვალისწინებდეთ წესებს, covid 19-თან დაკავშირებით. უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და საჯარო დაწესებულებებშიც პირბადის გარეშე არ უნდა მივიდეთ. პიკნიკი ბუნებაში ოჯახთან ერთად, არაჩვეულებრივი იდეაა. დაისვენებთ, გახალისდებით და ბავშვებიც კარგად გაერთობიან.

თუ მანქანა გყავთ, შეარჩიეთ რომელიმე ლამაზი ადგილი ქალაქთან ახლოს და დაგეგმეთ პიკნიკი. ძალიან ლამაზია საბადურის ტყე. პიკნიკის მოწყობა ქალაქშიც შეგიძლიათ. მაგალითად, ლისის ტბაზე.

პიკნიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საკვებია. აუცილებელია საკვები, რომელსაც პიკნიკზე წავიღებთ, იყოს არა მალფუჭებადი, მარტივი მოსამზადებელი და სატარებელი, იოლად მისართმევი და უცებ მოსამზადებელი.

ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი სწორედ ხორცპროდუქტებია. მსგავსი პროდუქცია დიდი ხანია უკვე გასცდა მხოლოდ სამზარეულოში მოსამზადებელი ვახშმის კატეგორიას და ბოლო ტენდენციებითაც დასტურდება, რომ მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სულ უფრო ხშირად მოიხმარენ საპიკნიკე წასახემსებლებად მსგავს სიტუაციებში.

  • საქართველოში ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ნიკორას“ რჩევით, გთავაზობთ ყველაზე გემრიელ იდეებს, თუ როგორი წასახემსებელი შეგიძლიათ გაიყოლოთ პიკნიკზე.

სენდვიჩები

სენდვიჩი ერთ-ერთი იოლი, ნოყიერი და გემრიელი ვარიანტია პიკნიკზე წასაღებ წასახემსებლებს შორის. სენდვიჩის მოსამზადებლად ტოსტის პური დაგჭირდებათ.

სენდვიჩი ყველი "ჩედარით" და შაშხი "მანდოლინით"

ტოსტის პურს წაუსვით თხლად მაიონეზი, დაადეთ სალათის ფოთოლი, თხლად დაჭრილი „მანდოლინის“ ნაჭერი, ყველი „ჩედარი“, თხლად დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ ცოტა ორეგანო. ზემოდან ისევ სალათის ფოთოლი დააფარეთ და დაადეთ ტოსტის პურის მეორე ნაჭერი. სენდვიჩი გაჭერით დიაგონალურად, რომ სამკუთხედი ფორმის ნაჭრები გამოვიდეს.

ვეგეტარიანული სენდვიჩი მარწყვითა და "მოცერელათი"

გაგიკვირდათ? მარწყვის პიკანტური გემო ძალიან უხდება სენდვიჩის ამ ვარიანტს. ტოსტის პურზე დააფინეთ რუკოლას ფოთლები. ზემოდან დაადეთ რგოლებად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკის ნაჭრები. შემდეგ შუაზე გაჭრილი „მოცარელას“ ბურთები მოათავსეთ. ბოლო ფენად კი - შუაზე გაჭრილი მარწყვი. დააფარეთ ტოსტის მეორე ნაჭერი თავზე და სენდვიჩი მზად არის. „მოცარელას“ მსუბუქი გემო მარწყვთან საუკეთესო კომბინაციაა.

სენდვიჩი ნორვეგიული ორაგულით

უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო. ტოსტის პურზე თხლად წაუსვით მაიონეზი, დააფინეთ სალათის ფოთოლი, მრგვლად დაჭრილი პომიდორი, ორაგულის თხელი ნაჭერი. ზემოდან დააფინეთ ისევ სალათის ფურცელი და დააფარეთ ტოსტის პურის მეორე ნაჭერი.

საბავშვო სენდვიჩი ქათმის ძეხვით

"ნიკორას" წარმოებული ძეხვეული - "მინი", სპეციალურად ბავშვებისთვის შეიქმნა. "მინის" ქათმის ძეხვი ძალიან უყვართ პატარებს. ტოსტის პურზე მოათავსეთ დაჭრილი "მოცარელას" ნაჭრები, ქათმის ძეხვი, თხლად დაჭრილი პომიდორი, სალათის ფოთოლი. დააფარეთ ზემოდან მეორე ნაჭერი პური. თუ "მოცარელას" ოდნავ შეათბობთ მიკროტალღურ ღუმელში, ის ჩადნება და პურს მიეკრობა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ავოკადოს რბილობი, რაც ძალიან სასარგებლო და გემრიელია.

სარდელი

თუ ცეცხლის დანთებას აპირებთ, არ დაგავიწყდეთ სარდელის წაღება. წამოაცვით ჯოხზე და შებრაწეთ. ბავშვები სიხარულით მიიღებენ მონაწილეობას ამ პროცესში.არ დაგავიწყდეთ ხილის და ლიმონათის წაღება.

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

R

"4 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა" - რას ამბობს მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - "მათგან 18 მუშევანიდანაა"

"ადუღებული წყლით არის დამწვარი" - როგორია აფხაზეთიდან თბილისში გადმოყვანილი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა