ავტორი:

"იცით, რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი?" - შელაპარაკება რომან გოცირიძესა და გიორგი გახარიას შორის

"იცით, რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი?" - შელაპარაკება რომან გოცირიძესა და გიორგი გახარიას შორის

"2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო 30%-ზე მეტი, დღეს სიღარიბე არის 19.5%. მსოფლიო ბანკის მონაცამებით უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა და დასძინა, რომ 17 წლამდე ბავშვების სიღარიბე 34.7%-დან 25.5%-მდეა შემცირებული.

თუმცა, აღნიშნულ მონაცემებს არ დაეთანხმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე და პრემიერს განუცხადა, რომ ის ცრუობდა:

"თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის სიცრუე! იცით თუ არა, რატომ გაათავისუფლეს თქვენი წინამორბედი კვირიკაშვილი? რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი? იმიტომ მოხსნა, რომ გაეროს მსოფლიო ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე, მოსახლეობის ყველა კატეგორიაში. ბავშვთა სიღარიბე, პენსიონერთა სიღარიბე და საერთო სიღარიბე. ამის გამო მოხსნეს, ასე ამბობენ, სინამდვილეში სხვა რამის გამო მოხსნეს და თქვენც მოგხსნით მალე," - ასე მიმართა რომან გოცირიძემ პრემიერს.

VIDEO: "ამას რა უნდა ვუპასუხო? ჩვეულებრივი დემაგოგია" - რა სთხოვა გახარიამ თალაკვაძეს, რომან გოცირიძის შეკითხვის შემდეგ

გახარიამ კომენტარს უპასუხა, რომ ეს იყო დემაგოგია.

"ბატონო რომან, თქვენ ის კი არ გაინტერესებთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ იყოს პენსიონერების, ბავშვების სიღარიბე, რომელიც მართლა არის, თქვენ ის გაინტერესებთ, კვირიკაშვილი რატომ მოხსნეს - წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ" - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს.

პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება

LIVE "ნიუსრუმიდან" - ეკა ბესელია

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ბრალდებები ამერიკიდან; ოპოზიციის გეგმები; ხელისუფლების პოზიცია