მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრაზილიაში ერთ დღეში COVID-19-ის 26 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევს, ქვეყანა სამედიცინო და პოლიტიკურ კრიზისშია
ბრაზილიაში ერთ დღეში COVID-19-ის 26 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევს, ქვეყანა სამედიცინო და პოლიტიკურ კრიზისშია

მსოფ­ლი­ო­ში, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ბოლო კვი­რე­ბია ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა ბრა­ზი­ლი­ა­შია და მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე მწვავ­დე­ბა, რა­ზეც ისიც მე­ტყვე­ლებს, რომ გა­სუ­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის 26 417 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი" წერს.

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით­ვე, ბრა­ზი­ლი­ა­ში ბოლო ერთ დღე­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით 1 156 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ერ­თო ჯამ­ში კი, ვირუსს 26 764 პა­ცი­ენ­ტი ემსხვერ­პლა. ბრა­ზი­ლი­ა­ში სულ კო­რო­ნა­ვირუ­სის 438 238 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი. ამ მო­ნა­ცე­მით ის მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რე ქვე­ყა­ნაა და მხო­ლოდ აშშ-ს ჩა­მორ­ჩე­ბა.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი პა­ცი­ენ­ტებს ვე­ღარ იტევს. ვირუ­სი გავ­რცელ­და ქვეყ­ნის იმ ნა­წილ­შიც, სა­დაც აბო­რი­გე­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან. მა­შინ, როცა კრი­ზი­სია, სა­ავდმყო­ფო­ე­ბი გა­და­ჭე­დი­ლია, მათ­თვის აღა­რა­ვის სცა­ლია და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე ხელი არ მი­უწ­ვდე­ბათ. ისი­ნი მხო­ლოდ მო­ხა­ლი­სე ექთ­ნე­ბის იმე­დად არი­ან.

ბრა­ზი­ლი­ის ყვე­ლა­ზე დიდი ქა­ლა­ქის, სან პა­უ­ლოს მერი ამ­ბობს, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა კო­ლაფ­სის პი­რა­საა.

მსოფ­ლიო შეძ­რა ფო­ტო­ებ­მა, სა­დაც ჩანს, რომ ბრა­ზი­ლი­ებ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ლილ­თათ­ვის ასო­ბით საფ­ლა­ვი გა­თხა­რეს.

მძი­მე ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ას თან ახ­ლავს პო­ლი­ტი­კუ­რი ქა­ო­სიც. შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი და ოპო­ზი­ცია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს, ჟაირ ბოლ­სო­ნა­რუს აკის­რებს და ამ­ბო­ბენ, რომ პრე­ზი­დენ­ტმა არ მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი ვირუ­სის შე­სა­ჩე­რებ­ლად.

უფრო მე­ტიც, ბოლ­სო­ნა­რუ წი­ნა­აღ­დე­გი იყო შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის და თა­ვად აკ­რი­ტი­კებ­და მათ, ვინც კა­რა­ნა­ტი­ნი შე­მო­ი­ღო.ბოლ­სო­ნა­რუ დღემ­დე იცავს თა­ვის პო­ზი­ცი­ას და მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს იმ გუ­ბერ­ნა­ტო­რებს, რომ­ლებ­მაც თა­ვად გა­და­წყვი­ტეს შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა.

ბოლ­სო­ნა­რუ მი­იჩ­ნევს, რომ პირ­ველ ად­გი­ლას ეკო­ნო­მი­კა უნდა იყოს და არ უნდა მი­ი­ღონ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ეკო­ნო­მი­კას ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს.

ხალ­ხი კვდე­ბა?...დიახ, ვიცი ეს, მაგ­რამ კი­დევ უფრო ბევ­რი მოკ­ვდე­ბა, უფრო, უფრო ბევ­რი თუ ეკო­ნო­მი­კას გა­ა­ნად­გუ­რებს გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი - გა­ნა­ცხა­და ბოლ­სო­ნა­რუმ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ჟაირ ბოლ­სო­ნა­რუ თავ­და­პირ­ვე­ლად COVID-19-ს უბ­რა­ლო გრიპს უწო­დებ­და.

პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, რომ პირ­ველ ად­გილ­ზე ეკო­ნო­მი­კაა, რო­მე­ლიც გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო ვერ ვი­თარ­დე­ბა. ოპო­ნენ­ტე­ბი ბოლ­სო­ნა­რუს იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხის და­წყე­ბის გან­ხილ­ვას მო­ი­თხო­ვენ.

გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 6 მი­ლი­ონს აღ­წევს. გარ­დაც­ვლი­ლია 362 359 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი - 2,5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ათი ქვე­ყა­ნა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: აშშ, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, ეს­პა­ნე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, იტა­ლია, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, ინ­დო­ე­თი და თურ­ქე­თი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატუკა
4

ხოდა ამათ ფონზე დააფასეთ საქართველოში, კორონა ვირუსთან მებრძოლი ექიმები, ექთნები, სანიტრები, ლაბორანტები, ინფექციონალისტები , სასწრაფოს მძღოლები, პოლიცია, ჯარისკაცები და პრემიერ მინისტი გიორგი გახარია! ამათ მკაცრი ზომები, რომ არ გაეტარებინათ, კიდევ კარგა ხანი მოგვიწევდა კარანტინში ყოფნა. ისე მოსახლეობაც შეგნებით მიუდგა მდგომარეობას და ასე ერთობლივი ძალით მოვედით ამ შედეგამდე. მადლობა ყველას!

chito
2

ჩვენშიც ბევრი "ბოლსონარუა". ოღონდ აქ გრიპად არ თვლიან ამ ვირუსს, ბევრად უფრო იოლი რამეაო და თან დეკემბერში მოვიხადეთო, მაააშ )))) დარწმუნებული ვარ, ჩვენთანაც რომ ეპიდაფეთქება მოხდეს პირველები ისინი დაიწყებენ წიკვინს გვიშველეთო, ვინც აქამდე აკრძალვებს აპროტესტებს და სპეციალისტების განცხადებებს ირონიულად აღიქვამს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ბრაზილიაში ერთ დღეში COVID-19-ის 26 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევს, ქვეყანა სამედიცინო და პოლიტიკურ კრიზისშია

ბრაზილიაში ერთ დღეში COVID-19-ის 26 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევს, ქვეყანა სამედიცინო და პოლიტიკურ კრიზისშია

მსოფლიოში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ბოლო კვირებია ყველაზე რთული ვითარება ბრაზილიაშია და მდგომარეობა დღითიდღე მწვავდება, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 26 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" წერს.

სააგენტოს ცნობითვე, ბრაზილიაში ბოლო ერთ დღეში ახალი კორონავირუსით 1 156 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კი, ვირუსს 26 764 პაციენტი ემსხვერპლა. ბრაზილიაში სულ კორონავირუსის 438 238 შემთხვევაა აღწერილი. ამ მონაცემით ის მსოფლიოში მეორე ქვეყანაა და მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.

საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევს. ვირუსი გავრცელდა ქვეყნის იმ ნაწილშიც, სადაც აბორიგენები ცხოვრობენ. ეს ადამიანები ყველაზე დაუცველები არიან. მაშინ, როცა კრიზისია, საავდმყოფოები გადაჭედილია, მათთვის აღარავის სცალია და სამედიცინო დახმარებაზე ხელი არ მიუწვდებათ. ისინი მხოლოდ მოხალისე ექთნების იმედად არიან.

ბრაზილიის ყველაზე დიდი ქალაქის, სან პაულოს მერი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა.

მსოფლიო შეძრა ფოტოებმა, სადაც ჩანს, რომ ბრაზილიებმა კორონავირუსით გარდაცლილთათვის ასობით საფლავი გათხარეს.

მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას თან ახლავს პოლიტიკური ქაოსიც. შექმნილ ვითარებაზე საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია პასუხისმგებლობას ქვეყნის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს აკისრებს და ამბობენ, რომ პრეზიდენტმა არ მიიღო შესაბამისი ზომები ვირუსის შესაჩერებლად.

უფრო მეტიც, ბოლსონარუ წინააღდეგი იყო შეზღუდვების დაწესების და თავად აკრიტიკებდა მათ, ვინც კარანატინი შემოიღო.ბოლსონარუ დღემდე იცავს თავის პოზიციას და მწვავედ აკრიტიკებს იმ გუბერნატორებს, რომლებმაც თავად გადაწყვიტეს შეზღუდვების დაწესება.

ბოლსონარუ მიიჩნევს, რომ პირველ ადგილას ეკონომიკა უნდა იყოს და არ უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეკონომიკას ზიანს მიაყენებს.

ხალხი კვდება?...დიახ, ვიცი ეს, მაგრამ კიდევ უფრო ბევრი მოკვდება, უფრო, უფრო ბევრი თუ ეკონომიკას გაანადგურებს გუბერნატორების მიერ დაწესებული შეზღუდვები - განაცხადა ბოლსონარუმ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჟაირ ბოლსონარუ თავდაპირველად COVID-19-ს უბრალო გრიპს უწოდებდა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ პირველ ადგილზე ეკონომიკაა, რომელიც გუბერნატორების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ვითარდება. ოპონენტები ბოლსონარუს იმპიჩმენტის საკითხის დაწყების განხილვას მოითხოვენ.

გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6 მილიონს აღწევს. გარდაცვლილია 362 359 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებული - 2,5 მილიონი ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს პირველი ათი ქვეყანა ასე გამოიყურება: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი და თურქეთი.

ვინ არიან ასტრონავტები, რომლებიც SpaceX-ის და NASA-ს მისიას ასრულებენ - ისინი საუკეთესო მეგობრები არიან, ცოლები კი ასტრონავტები ჰყავთ

კიევის დედათა მონასტერში კორონავირუსით 26 პირი დაინფიცირდა

"COVID-19 ძალას კარგავს" - იტალიელ ექიმებს პოზიტიური პროგნოზი აქვთ, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს