ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაკითხონ. ამის შესაძლებლობაზე ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.
"ნამდვილად განიხილება მისი დაკითხვის საკითხი. ზუსტ დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა საქმეზე ბევრი უცხოელი დაიკითხება, მათ შორის ისინი, ვისთვისაც გარკვეული ფაქტებია ცნობილი.
მაგალითად, ამერიკის ღია პირველობაზე, როდესაც ქალბატონი ნეკა ჩავიდა და გარკვეული ინციდენტი მოხდა. მაშინ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ქალბატონი ნეკა დაცვის თანხლებით გაიყვანეს და აკრედიტაციაც გააუქმეს. სხვა ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპისთვის" - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ადვოკატის ინფორმაციით, ნოვაკ ჯოკოვიჩი ნიკოლოზ ბასილაშვილს ესაუბრა და სერბმა ჩოგბურთელმა ქართველ კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადა.
მამაკაცთა შორის მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი და მსოფლიოს 27-ე ჩოგნად განთესილი ჩოგბურთელები ერთმანეთს 2019 წელს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში შეხვდნენ. საქართველოს პირველი ჩოგანი დაპირისპირებაში დამარცხდა, თუმცა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელისგან კარგი შეფასება დაიმსახურა:
"ბასილაშვილმა მატჩის დასაწყისიდანვე ძალიან ძლიერად ითამაშა. ამას მოველოდი. ბოლო 10 თვის განმავლობაში ის შესაძლოა კარიერის საუკეთესო თამაშს აჩვენებს. ნიკა ჩოგბურთში ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დიდებული დარტყმის მქონე ჩოგბურთელია" - თქვა 31 წლის ჯოკოვიჩმა ქართველის დამარცხების შემდეგ.
ბასილა არის საამაყო ქართველი, იდეალური წყნარი ადამიანი, რომლისგანაც შეუძლებელია ძაან თუარ გამოიყვანე წყობიდან ზედმეტი ხმამაღალი სიტყვაც კი თქვას....... ჩაუდგება ჯოკო რათქმაუნდა.......... დასდევდა ეს მართლა დოროყაშვილი ტურნირებზე და სკანდალება უწყობდა - ეს არააა ფსიწოლოგიური ძალადობაააააააააა????????............ რა უბედურება კანონია ამ საქართველოში, ქალმა რომ თქვას ანგელოზმა იძალადა ჩემზეო რადგან ქალია ანგელოზს იჭერენ........ დღეს ქალები უფრო ძალადობენ კაცებზე ვისრე პირიქით, ათას უკადრებელს კადრულობენ......... ქალი რო ადგეს და ძალით ხელი გაიკაწროს ან სახე და თქვას ქმარმა იძალადაო მიაქანებენ ქმარს ციხეში.... იმიტომაცააა სულ აიშვეს ამ ქალებმა............ არა რააა - ქართველ ქალს ცოლად არ მოვიყვან !!!
ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ძალიან ბოროტი ქალია, უნდა რომ ბოლომდე გაანადგუროს ნიკას კარიერა, ვერ შეიშნოვა წარმატებული ქმარი და ცდილობს მის განადგურებას, გამოძიება დაადგენს ნიკას უდანაშაულობას და ეს ქალი დარჩება ხახამშრალი. ერთი გამწარებული და ბოროტი ქალია ეს ნელია თუ ვიღაც.