მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი ხანია მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი... არ დავუშვებთ, რომ მხოლოდ რუსული დელეგაცია ჩამოვიდეს" - გამყრელიძე
"დიდი ხანია მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი... არ დავუშვებთ, რომ მხოლოდ რუსული დელეგაცია ჩამოვიდეს" - გამყრელიძე

უკვე 30 წე­ლია საბ­ჭო­თა კავ­ში­რი აღარ არ­სე­ბობს და რუ­სე­თი და მოს­კო­ვი აღარ არის ჩვე­ნი მბრძა­ნე­ბე­ლი , - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში ლუ­გა­რის ცენ­ტრის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას რუს სპე­ცი­ა­ლის­ტებს ლა­ბო­რა­ტო­რი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­საც­ნო­ბად, შე­ნო­ბის ყვე­ლა კორ­პუს­ში დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა უნდა მი­ე­ცეთ.

გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით კეთ­დე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი აქვს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ას შე­უძ­ლია, ჩა­მოს­ვლა სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და ასე­თი შე­თა­ვა­ზე­ბა ად­რეც ყო­ფი­ლა.

"დიდი ხა­ნია, უკვე 30 წე­ლია საბ­ჭო­თა კავ­ში­რი აღარ არ­სე­ბობს და რუ­სე­თი და მოს­კო­ვი აღარ არის ჩვე­ნი მბრძა­ნე­ბე­ლი. ეს რო­გორ­მე ჩვენ­მა რუს­მა კო­ლე­გებ­მა უნდა გა­ი­თა­ვი­სონ და უნდა შე­ე­გუ­ონ ამას.

რას ნიშ­ნავს ჩა­მოვ­ლენ და ყვე­ლა კუ­თხე კუნ­ჭულ­ში შევ­ლენ და ასე და ასე შემ­დეგ. ისე­ვე ჩა­მო­ვა რუსი აქ, რო­გორც ჩა­მო­დის სხვა ერის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში.

რა­მო­დე­ნი­მე­ჯერ მო­ვიწ­ვი­ეთ რუ­სე­ბი, ოღონდ არა მარ­ტო რუ­სე­ბი.

ამას არ და­ვუშ­ვებთ ჩვენ, რომ ჩა­მო­ვი­დეს მხო­ლოდ რუ­სუ­ლი დე­ლე­გა­ცია, ჩვენ მათ ვთა­ვა­ზობთ, რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში" , - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
iosif
5

ოოოოოოოოოოო, ევროპის და ამერიკის ურელს ატარებთ და მოსკოვი რათ გინდათ? 

911
8

რა უნდა გითხრა სხვის დაკრულზე მოჭიკჭიკე რო ხარ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"დიდი ხანია მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი... არ დავუშვებთ, რომ მხოლოდ რუსული დელეგაცია ჩამოვიდეს" - გამყრელიძე

"დიდი ხანია მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი... არ დავუშვებთ, რომ მხოლოდ რუსული დელეგაცია ჩამოვიდეს" - გამყრელიძე

უკვე 30 წელია საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ლუგარის ცენტრის დათვალიერებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ.

გამყრელიძის თქმით, აღნიშნული განცხადებები გარკვეული პერიოდულობით კეთდება და პოლიტიკური სარჩული აქვს. მისივე განცხადებით, რუსეთის დელეგაციას შეუძლია, ჩამოსვლა საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში და ასეთი შეთავაზება ადრეც ყოფილა.

"დიდი ხანია, უკვე 30 წელია საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ეს როგორმე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ და უნდა შეეგუონ ამას.

რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხე კუნჭულში შევლენ და ასე და ასე შემდეგ. ისევე ჩამოვა რუსი აქ, როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში.

რამოდენიმეჯერ მოვიწვიეთ რუსები, ოღონდ არა მარტო რუსები.

ამას არ დავუშვებთ ჩვენ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში" , - აღნიშნა გამყრელიძემ.

"საქართველოს ბანკის" ორ თანამშრომელს, რომლებიც "დონაში" იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩაქვში, "ოაზისში" გამოკვლეულ 900-ზე მეტ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და სასტუმრო გაიხსნა

LIVE - "360 გრადუსის" სტუმრები არიან კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და ხატია დეკანოიძე